ჭარბი წონა

უკვე მილიარდ ადამიანზე მეტს, მათ შორის - ბავშვებსაც, სხვადასხვა ხარისხით გამოხატული გაცხიმოვნება აქვს. რა ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ამის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ ფიზიკური აქტივობის უკმარისობა, არასწორი და დაუბალანსებელი კვებაა.
ჭარბი წონა საშიშია!
ჭარბი წონა, გარდა სილამაზისა, საფრთხეს ჯანმრთელობასაც უქმნის. იგი პროვოცირებას უწევს სერიოზული დაავადებების განვითარებას - ისეთებისა, როგორებიც არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი მე-2, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებანი. ის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მეტაბოლური სინდრომისა - მდგომარეობისა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის კომპლექსური მოშლით ვლინდება.
სიმსუქნე მემკვიდრეობაა
მეცნიერებმა II ტიპის დიაბეტისა და გაცხიმოვნების გამომწვევ გენს “სიმსუქნის გენი” - FTO უწოდეს. ადამიანები, რომლებსაც ეს გენი მემკვიდრეობით ერგებათ, ჩვეულებრივ, ჭარბი წონისანი არიან. თუ გენი ორივე მშობლისგან მიიღეს, დიაბეტის განვითარების ალბათობა მათთვის 40%-ია, გაცხიმოვნებისა კი 80%. დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 16%-ს სიმსუქნის გენის ორმაგი ნაკრები აქვს, 50% კი ერთეული კომბინაციის მატარებელია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ წონაზე გარკვეული გავლენის მქონე გენების რიცხვი 100-ზე მეტია. ისინი მეტ-ნაკლებად უწევენ პროვოცირებას წონის მატებას. ამგვარი გენების ქონა განაჩენი როდია - რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი კვება სიმსუქნეს მისდამი გენეტიკურად განწყობილ ადამიანებსაც კი აცილებს თავიდან.
ცხიმოვანი უჯრედების სიჭარბე
ზოგ ადამიანს სხვებზე მეტი ცხიმოვანი უჯრედი აქვს, ზოგიერთს - 2-ჯერ მეტიც კი. მაშინაც კი, როცა ადამიანი წონას იკლებს, უჯრედების რაოდენობა ადრინდელი რჩება. დაცლილნი და მშიერნი, მოთმინებით ელიან, როდის ჩამოჰკრავს მათი საათი და იმედს არ კარგავენ, რომ ოდესმე კვლავ აივსებიან ცხიმით. ბუნებამ ესეც არ იკმარა და ადამიანები, რომლებსაც ცხიმოვანი უჯრედები ჭარბად აქვთ, ზომითა და მოცულობითაც დიდი უჯრედებით დაასაჩუქრა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეულ უჯრედს გაცილებით მეტი ცხიმის დაგროვება შეუძლია.
ცხიმოვანი უჯრედები ბავშვობიდან იწყებს განვითარებას, სრულწლოვანების მიღწევისას კი მათი წარმოქმნა წყდება. ჭარბწონიანებს ეს უჯრედები გაცილებით ადრე და სწრაფად უვითარდება, რაც ასევე გენეტიკის დამსახურებაა.
სიმსუქნე მუცლად ყოფნისას იწყება
ტკბილი და ცხიმიანი საკვები ადამიანს ჯერ კიდევ დაბადებამდე აზიანებს. იმ ჭარბწონიან ორსულთა ჩანასახი, რომლებსაც ზომაზე მეტად უყვართ ტკბილეული და ცხიმიანი საკვები, გაცილებით მეტ გლუკოზასა და თავისუფალ ცხიმოვან მჟავებს იღებს, რაც ნეგატიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე და ნაყოფის ენდოკრინულ სისტემაში დისჰორმონულ ცვლილებებს იწვევს.
ააჩქარეთ ნივთიერებათა ცვლა
მეტაბოლიზმზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ჭარბი კილოგრამების მოცილების ტემპი და ინტენსივობა, თუმცა შენელებული ნივთიერებათა ცვლის აჩქარება შესაძლებელია, ყველაზე ადვილად ეს რეგულარული ფიზიკური აქტივობით მიიღწევა.
ვარჯიშისას კუნთები წვავენ გაცილებით მეტ კალორიას, ვიდრე ცხიმოვანი მასა - ფიზიკური დატვირთვის შემდეგ 2 საათით ნივთიერებათა ცვლა საგრძნობლად ჩქარდება.
გაითვალისწინეთ - თუ არ გსურთ, შეანელოთ ნივთიერებათა ცვლა, არ იშიმშილოთ 4 საათზე მეტ ხანს.
სტრესი წონას მატებს
სტრესი წონის მატების ყველაზე პირდაპირი და სწრაფი გზაა. სტრესული სიტუაციების შემდეგ ადამიანი იწყებს ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღებას ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. როცა ეს მექანიზმი რეგულარულად მუშაობს, ვითარდება უკურეაქცია - საყვარელი ტკბილეულის გარეშე ორგანიზმში სტრესის ჰორმონების გამომუშავება იწყება.