/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნივთიერებათა ცვლა

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლა ანუ მეტაბოლიზმი იმ ქიმიურ რეაქციათა ერთობლიობაა (ასიმილაციის და დისიმილაციის ერთობლიობა),

რომლებიც უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას განვითარებისა და ცხოველმყოფელობისათვის, გარემო პირობებთან ადაპტაციისა და შინაგანი ცვლილებებისადმი შეგუებისათვის აუცილებელი ნივთიერებებით. იგულისხმება უჯრედთა როგორც საკვები, ასევე საშენი და ენერგეტიკული მასალით უზრუნველყოფა. ასიმილაცია ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის დამახასიათებელი პროცესია. ის გარემოდან მიღებული მარტივი ელემენტებისაგან ორგანიზმის შემადგენელ რთულ ნივთიერებათა შექმნას გულისხმობს. მის საპირისპიროდ დისიმილაცია დაშლის პროცესია. ასიმილაციის პროცესი უზრუნველყოფს ორგანიზმის ზრდას, განვითარებას, ქსოვილთა განახლებასა და იმ მარაგის დაგროვებას, რომელიც შემდგომში ენერგიის წყაროდ გამოიყენება.

ასიმილაცია და დისიმილაცია ორგანიზმსა და გარემოს შორის ნივთიერებათა ცვლის ერთიანი პროცესია, რომელიც სიცოცხლეს განაპირობებს.

ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთირებათა ცვლა ჰორმონებით რეგულირდება, ცენტრალური ნერვული სისტემის კოორდინაციის პირობებში. რეალურად, ნებისმიერი დაავადების მიმდინარეობისას, ამა თუ იმ ქიმიური რეაქციის დარღვევის გამო, ორგანიზმში ხდება ნივთიერებათა ცვლის მოშლა. სწორედ ნივთიერებათა ცვლის მოშლის ფონზე იჩენს თავს სხვადასხვა პათოლოგიური გამოვლინება – ზრდის სიჩქარის, სითბოს გამოყოფის, ენერგიის გამომუშავების ცვლილება და სხვა მრავალი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციათა რეგულაციის მოშლასა და შეფერხებას განაპირობებს. ამ დროს ირღვევა სხვადასხვა ნაერთის წარმოქმნის, ურთიერთქმედების, დაშლისა და გარდაქმნის პროცესები, რის გამოც ხდება ცვლის შუალედური პროდუქტების ჭარბად დაგროვება, მათი ნაწილობრივად ან სრულად გამოყოფა ორგანიზმიდან, რაც, საბოლოოდ, ორგანიზმის ცალკეული ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების დაავადებებს განაპირობებს.

ნივთიერებათა ცვლის მოშლა შესაძლოა განვითარდეს – ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის, სასქესო და სხვა ნებისმიერი ენდოკრინული ჯირკვლის დისფუნქციისას, ზოგადად შიმშილობის გამო. ნივთიერებათა ცვლა ირღვევა არასწორი კვების შემთხვევაშიც – როდესაც ხდება არასრულფასოვანი, უხარისხო საკვებით კვება, არასაკმარისი ან, პირიქით, ჭარბი რაოდენობის საკვების მიღება.

უფრო ხშირად ნივთიერებათა ცვლის მოშლა მის ლიპიდურ (ცხიმოვან) ნაწილს ეხება. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ღვიძლში ცხიმები ნორმალურად არ გადამუშავდება. შესაბამისად, სისხლში ჭარბად გროვდება ქოლესტერინი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროიტეინები, რომლებიც სისხლძარღვთა დაზიანებას უწყობს ხელს, დროთა განმავლობაში კი გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარებას იწვევს. თუ ასეთ დროს ცხიმები საკვებთან ერთადაც დიდი რაოდენობით აღწევს ორგანიზმში, მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმდება – ითრგუნება იმუნური სისტემა და ფერხდება ნივთიერებათა ცვლის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესები. ლიპიდური ცვლის დარღვევას მოგვიანებით ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლაც მოსდევს. საერთოდ, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ერთი რომელიმე სახის მოშლის შემთხვევაში სხვა რგოლებიც იშლება. რადგანაც ნივთიერებათა ცვლა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთზე დამოკიდებული პროცესების ერთობლიობაა. ასე მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლის გაღრმავებასთან ერთად, ირღვევა ცხიმოვანი და ცილოვანი ცვლა, შესაბამისად, დაავადების პათოგენეზი სულ უფრო ღრმავდება.

* * *

საყურადღებოა ისიც, რომ არსებობს საკუთრივ ნივთიერებათა ცვლის დაავადებების საკმაოდ დიდი რიცხვი. მათ სხვაგვარად მეტაბოლიზმის დაავადებებსაც უწოდებენ. ყოველ მათგანს ამა თუ იმ კონკრეტული ნივთიერების სპეციფიკური დარღვევა უდევს საფუძვლად.

გთავაზობთ ნივთიერებათა ცვლის ყველაზე გავრცელებული დაავადებების მოკლე დახასიათებას:

გირკეს დაავადება – ეს არის ნივთიერებათა ცვლის თანდაყოლილი დარღვევა, რომელიც ხასიათდება ორგანიზმის ქსოვილებში გლიკოგენის ჭარბად დაგროვებით. პათოლოგია დაკავშირებულია გლიკოგენის დაშლისათვის აუცილებელი ფერმენტის – გლუკოზო-6-ფოსფატაზას ნაკლებობასთან. დაავადება, როგორც წესი, ჩვილ ასაკშივე ვლინდება ზრდის შეფერხებით, ღვიძლის გადიდების გამო მუცლის გამობერვითა და სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითებით. მკურნალობის ერთადერთი საშუალება დიეტაა – რეკომენდებულია ხშირი კვება და საკვებ რაციონში გლუკოზის დამატება. ასაკთან ერთად ბავშვის მდგომარეობა თანდათანობით უმჯობესდება.

ფენილკეტონურია – ფსიქიკური განვითარების თანდაყოლილი შეფერხებაა, განპირობებული ფერმენტ – ფენილალანინჰიდროქსილაზას უკმარისობით. აღნიშნული ფერმენტი აუცილებელია ამინომჟავა ფენილალანინის ამინომჟავა თიროზინად გარდაქმნისათვის. ფერმენტის უკმარისობის ფონზე ჭარბად დაგროვილი ფენილალანინი ტოქსიკურ გავლენას ახდენს ტვინის ქსოვილზე. ეს დაავადება პირველად 1934 წელს ფელინგმა აღწერა. დღეს ის ოცი ათასიდან ერთ ახალშობილში გვხვდება, მიუხედავად სქესისა. განსაკუთრებით გავრცელებულია ევროპელებს შორის. ახალშობილი გარეგნულად ჯანმრთელად გამოიყურება, მაგრამ 3-4 თვის ასაკისათვის ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენა ეწყება. 2-3 წლის ასაკისათვის ასეთი ბავშვები საუკეთესოდ ვითარდებიან ფიზიკურად, მაგრამ ფსიქიკურად საგრძნობლად ჩამორჩებიან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების დროულ დიაგნოსტიკას, რათა ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენას სათანადოდ უმკურნალონ. მკურნალობის დაგვიანებასთან ერთად ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი ყოველ 10 კვირაში 5 პუნქტით ქვეითდება. ფენილკეტონურია ახალშობილთა სიცოცხლის პირველივე დღეებში შეიძლება გამოვლინდეს შარდისა და სისხლის ანალიზით. მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ამ შემთხვევაშიც დიეტაა. რადგან ყველა ცილოვანი პროდუქტი შეიცავს ფენილალანინს (4-დან 6%-მდე), აუცილებელია ამ ამინომჟავას არშემცველი სინთეზური პროდუქტების გამოყენება.

ალბინიზმი – ფენილალანინისა და თიროზინის ნორმალური ცვლის პირობებში (ეს ორი ამინომჟავა მჭიდრო ურთიერთკავშირშია) წარმოიქმნება პიგმენტი მელანინი. ალბინიზმის დროს აღინიშნება ამ პიგმენტის თანდაყოლილი არარსებობა კანში, თვალებსა და თმაში. მიზეზი ფენილალანინისა და თიროზინის მეტაბოლიზმისათვის აუცილებელი ერთ-ერთი ფერმენტის ნაკლებობაა.

ალკაპტონურია – ამ დაავადებას იწვევს ფენილალანინისა და თიროზინის ცვლის შუალედური პროდუქტის – ჰომოგენთიზინის მჟავას – მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტის გენეტიკურად განპირობებული უკმარისობა. ორგანიზმში ჭარბად დაგროვილი ჰომოგენთიზინის მჟავა შარდით გამოიყოფა. ის შარდს მოყავისფრო ან მოშავო ფერს აძლევს. მოგვიანებით შემაერთებელ ქსოვილსა და ხრტილებში მოლურჯო-მოშავო პიგმენტები ლაგდება, ვითარდება ართრიტი. სამკურნალოდ ინიშნება დიეტა, რომელიც ფენილალანინისა და თორიზინის მოხმარებას გამორიცხავს.

ჰიპერქოლესტერინემია – სისხლში ქოლესტერინის ჭარბად დაგროვებაა. ამ პათოლოგიის დროს ორგანიზმს ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპრტეინების დაშლის უნარი არ შესწევს. შესაბამისად, სისხლში ჭარბად არსებული ქოლესტერინი ქსოვილებში უხვად ლაგდება. დასაბამს აძლევს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ელენთის, ღვიძლისა და ლიმფური კვანძების ზომის გადიდებას. მდგომარეობას, რომლის დროსაც ქოლესტერინი კანქვეშა ქსოვილებში უხვად ლაგდება – ქსანტომატოზი ეწოდება.

პოდაგრა – ქრონიკული დაავადებაა ენდოგენური (ორგანიზმში წარმოქმნილი) შარდმჟავას ცვლის დარღვევით განპირობებული. შარდმჟავას მარილები – ურატები – ძირითადად სახსრებში ლაგდება. ასევე თირკმელებსა და ხრტილოვან ქსოვილში, რითაც საფუძველი ეყრება ანთებით შეშუპებებს. ურატების ჩალაგების აცილება შესაძლებელია დიეტით.

* * *

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტაბოლიზმის პროცესთა უმრავლესობა ჰორმონებით კონტროლდება. შესაბამისად, ენდოკრინული ანუ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დისფუნქცია თავისთავად ნივთიერებათა ცვლის დარღვევას აძლევს დასაბამს. ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლიზმზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების წესი – კვების ხასიათი, საკვები რაციონის დაბალანსებულობა, ძილის ხანგრძლივობა, სტრესულ სიტუაციათა სიხშირე, ფიზიკური აქტივობა.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ენდოკრინული და ნერვული სისტემების ფუნქციურმა დარღვევამ თავისთავად შეიძლება დასაბამი მისცეს ნივთიერებათა ცვლის მოშლას. მეორე გამომწვევი მიზეზი ფერმენტებისა და იმუნური ცილების სინთეზის (წარმოქმნის) დარღვევაა. არარაციონალური, არაბალანსირებული კვება, მიკროელემენტების, ვიტამინებისა და ორგანიზმისათვის აუცილებელი ამინომჟავების სიმცირით, ყველა შემთხვევაში იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას. მეტაბოლიზმის რღვევა იწყება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ორგანიზმში ხვდება გაცილებით ბევრი საკვები, ვიდრე ის ორგანიზმს ენერგეტიკული დანახარჯებისათვის ესაჭიროება. ასეთ დროს მეტაბოლიზმის პროცესები ფერხდება და ზოგადად, ცალკეულ მომუშავე რგოლებში შეფერხებები ჩნდება.

მუდმივად სტრესულ სიტუაციებში ყოფნისას, განსაკუთრებით გახანგრძლივებული დეპრესიის დროს, იწყება ნივთიერებათა ცვლის დისბალანსი, რაც მოგვიანებით სხვა რთულ დარღვევებს აძლევს დასაბამს. ნივთიერებათა ცვლის მოშლა ბევრი დაავადების მაპროვოცირებელია – სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპოთირეოზის, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის და სხვა. ჩამოთვლილი დაავადებები სერიოზულ და ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.

ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში დიდი როლი ენიჭება, უპირველესად, რაციონალურ და დაბალანსებულ კვებას. მეტად მნიშვნელოვანია სპორტი და საზოგადოდ, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, რადგანაც ამ დროს კუნთოვანი სისტემის აქტიურად მუშაობის გამო ორგანიზმის ენერგოდანახარჯები იზრდება, ეს კი დაბალანსებული კვების დროს ხელს უწყობს ადრე დაგროვილი ცხიმების უტილიზაციის პროცესის დაწყებას. ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებაში განსაკუთრებული როლი აქვს სრულფასოვან, ჯანსაღ ძილს. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის სათანადოდ დაცვა, რადგანაც სწორედ ძილის პროცესში ზრდის ჰორმონის გამოყოფის ხარჯზე აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები. ზრდის ჰორმონი ხომ უშუალო კავშირშია ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლიზმის პროცესებთან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როცა წონის დაკლება გსურთ, მაგრამ ნებისყოფა არ გყოფნით

რამდენად ხშირად ვცდილობთ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას „ორშაბათიდან“ ან რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, შემდეგ კი ყველაფერს შუა გზაზე ვტოვებთ, რადგან სერიოზული ძალისხმევისთვის მზად არ ვართ.
სრულად
როგორ გამოვთვალოთ დღიური კალორიების ნორმა?

რა არის კალორიები და რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი
სრულად
კალციუმი - სიცოცხლის საყრდენი
კალციუმი - სიცოცხლის საყრდენი
კალციუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია ადამიანის ორგანიზმისთვის.
სრულად
დასახელებულია D ვიტამინის არაჩვეულებრივი თვისებები, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის

ვიტამინი D გავლენას ახდენს კალციუმის და ფოსფორის შეწოვაზე.
სრულად
საშიში ცხიმები
საშიში ცხიმები
სრულად
რაზე მიგვანიშნებს მშრალი და ფერმკრთალი კანი?

ვიტამინები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ მის კეთილდღეობაზე და გარეგნობაზე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები