ოტოსკლეროზი

.
1. "როგორ შევაჩეროთ სმენის დაქვეითება ყოველი გრიპის ან უბრალო გაციების შემდეგ? არადა, ხშირად ვხდები ავად, სმენა კი მიქვეითდება. დამისვეს დიაგნოზი - ოტოსკლეროზი - 20 წლიდან. ამჟამად 45 წლისა ვარ, ოპერაციაზე უარი ვთქვი, ვატარებ სასმენ აპარატს, მაგრამ მაინც ცუდად მესმის. მაინტერესებს, როგორ შევაჩერო სმენის დაქვეითება, ასე მაინც რომ მესმოდეს, როგორც ახლა."
- სამწუხაროდ, ოტოსკლეროზი პროგრესირებადი დავადებაა, მისი განვითარების სიჩქარეს ვერავინ იწინასწარმეტყველებს. სმენის პროთეზირება ოტოსკლეროზის დროს, ჩვეულებრივ, ძალზე ეფექტურია. თუ ცუდად გესმით, გამოიცვალეთ სასმენი აპარატი. შეიძინეთ ისეთი, რომლის გადაწყობაც შესაძლებელია სმენის ცვალებადობის შესაბამისად.
2. "დამისვეს ორმხრივი ოტოსკლეროზის დიაგნოზი, შერეული ფორმა, სმენაჩლუნგობის I-II ფორმა. შეიძლება თუ არა ჩემთვის თვითმფრინავით ფრენა? თუ შეიძლება, მოგვაწოდეთ ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ - რა იწვევს და როგორ მკურნალობენ."
- ოტოსკლეროზი ავიაგადაფრენის პირდაპირი უკუჩვენება არ არის. არც ბარომეტრიული წნევის ცვალებადობაა უკუნაჩვენები. პრინციპში, გამორიცხული არ არის სმენის უმნიშვნელო დაქვეითება (თუ ოდესმე გიფრენიათ, გეცოდინებათ, რომ აფრენისა და დაფრენის დროს ევსტაქის მილში ხდება გარდაქმნები და ვითარდება ე.წ. საცობი), მაგრამ ეს შიგნითა ყურის სტრუქტურებზე არ მოქმედებს.
ოტოსკლეროზის არსი
ოტოსკლეროზი (ოტოსცლეროსის) დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც უპირატესად ლაბირინთის კაფსულას აზიანებს. ამ დროს შუა ყურში ირღვევა სასმენი ძვლების ფუნქციობა. ოტოსკლეროზის დროს შუა ყურში ჩნდება სკლეროზული უბნები, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირდება სასმენი ძვლების მოძრაობა. ამ პათოლოგიის დროს იზღუდება ერთ-ერთი სასმენი ძვლის - უზანგის - მოძრაობა, ამის შედეგად კი ირღვევა ბგერითი რხევების გადაცემა, რაც სმენის პროგრესირებად დაქვეითებას - სმენაჩლუნგობას - განაპირობებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ზოგჯერ ძვლის პათოლოგიური ზრდა ლოკოკინას არხზეც ვრცელდება. ამჟამად არსებობს მონაცემები, რომ ოტოსკლეროზი სისტემური დაავადებაა - ამ დროს ზიანდება არა მარტო ლაბირინთი, არამედ კეფის ძვალი, ხერხემალი და მტევნის ძვლებიც.
რა იწვევს ოტოსკლეროზს?
ოტოსკლეროზის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ პათოლოგია ატარებს გენეტიკურ ხასიათს და ხშირად ვლინდება ერთი და იმავე ოჯახის სხვადასხვა თაობაში. დაავადება უპირატესად ვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში ან მის შემდგომ უახლოეს წლებში. ზოგჯერ 8-10 წლის ბავშვებშიც გვხვდება. ქალები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები.
ოტოსკლეროზის განვითარებაში მაპროვოცირებელი ფაქტორის როლს ხშირად ასრულებს სტრესი, ტრავმა. ქალებში პირველი სიმპტომები ხშირად თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების პერიოდში, მენსტრუაციის, ორსულობის, ძუძუთი კვების, კლიმაქსის დროს.
რისკის ფაქტორები
რისკის ფაქტორებად განიხილავენ ისეთ მდგომარეობებს, როგორებიცაა:
- შუა ყურის ანთების ხანგრძლივი მკურნალობა, რომლის დროსაც ვითარდება სმენის ძვლების ნაწილობრივი ან სრული ნეკროზი. სასმენი ძვლების შეერთების ადგილას ნეკროზის დროს შესაძლოა ჩამოყალიბდეს ფიბროზი, რომელიც ზღუდავს ბგერით რხევებს სასმენ ძვლებში;
- სასმენი ძვლების თანდაყოლილი ფიქსაცია;
- პეჯეტის დაავადება;
- სმენის ორგანოთა თანდაყოლილი ანომალიები.
როგორ მიმდინარეობს დაავადება?
სიმპტომების ზრდადობის მიხედვით განასხვავებენ დაავადების რამდენიმე ფორმას:
- სწრაფს ანუ სკლეროზულს (შემთხვევათა 11%);
- ნელს (შემთხვევათა 68%);
- ნახტომისებურს (შემთხვევათა 21%).
დაავადების მიმდინარეობაში კი გამოყოფენ სამ პერიოდს: საწყისს, გამოხატულს და ტერმინალურს. დაავადება შესაძლოა წლობით დარჩეს საწყის ან სიმპტომების გამოხატულების ფაზაში; ტერმინალური სტადია უმეტესად არ დგება.
რას უჩივის ავადმყოფი?
დაავადების პრაქტიკულად ერთადერთი სიმპტომია სმენის პროგრესული დაქვეითება, რასაც შესაძლოა ერთვოდეს ხმაური. პირველი კლინიკური სიმპტომები, ჩვეულებრივ, 16-20 წლის ასაკში იჩენს თავს. წესისამებრ, ეს არის სმენის კონდუქტიური დარღვევა. სმენაჩლუნგობა და ყურების შუილი ვითარდება შეუმჩნევლად, ხილული მიზეზის გარეშე, და შემდეგ თანდათანობით ძლიერდება.
თავიდან ხშირად ზიანდება ერთი ყური, მაგრამ თანდათან სკლეროზული პროცესი მოიცავს მეორე ყურსაც. სმენის დაქვეითება ვლინდება მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, ზოგჯერ - რამდენიმე წლის შემდეგაც კი. დროთა განმავლობაში ამას შესაძლოა დაერთოს სმენის დაქვეითება ბგერის აღქმის ტიპით. ხშირად ძირითადი ჩივილია ყურების შუილი, ამასთანავე, ხმაურიან გარემოში (მეტროში, ქუჩაში) პაციენტს უკეთ ესმის.
როგორ სვამენ დიაგნოზს?
ოტოსკლეროზის დიაგნოსტიკა ემყარება ჩივილებს, კლინიკურ და აუდიომეტრიულ (სმენის გამოკვლევა) მონაცემებს. ოტოსკოპიის (ყურის დათვალიერების) დროს ჩანს შეუცვლელი დაფის აპკი, გარეთა სასმენი მილის კანი თხელია და ადვილად ზიანდება, თავად გარეთა სასმენი მილი ფართოა, მასში არ არის გოგირდი. აუდიომეტრიული კვლევა ავლენს დაბალი, მოგვიანებით კი მაღალი სიხშირის ბგერების გადაცემის დარღვევას. მოგვიანებით ამას ერთვის ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობაც.
ოტოსკლეროზის ტიპური ტიმპანური ფორმის დროს აღინიშნება სიყრუე ხმის გამტარი სისტემის ფუნქციის დარღვევის ტიპით. კოქლეარულ ფორმას ახასიათებს პროცესში ბგერის აღმქმელი სისტემის ჩართვა. ამ შემთხვევაში აუცილებელია კოქლეარული ნევრიტისგან დიფერენცირება.