/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყელი, ყური, ცხვირი

როგორ სვამენ ყლაპვის დარღვევის დიაგნოზს

როგორ სვამენ ყლაპვის დარღვევის დიაგნოზს
ყლაპვის დარღვევა ანუ დისფაგია არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ძნელდება საკვები გუნდის გადაადგილება პირის ღრუდან საყლაპავში.

ის მეორეული ნიშანია და ვითარდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, ავთვისებიანი პროცესებისა და ნევროლოგიური დაავადებების ფონზე. აუცილებელია განვასხვაოთ ჭეშმარიტი დისფაგია და ფსევდოდისფაგია, რომელიც ასევე ვლინდება ყელში ბურთის შეგრძნებით, მაგრამ არ ახლავს ყლაპვის აქტის დარღვევა.

მიზეზები

  1. მექანიკური ობსტრუქცია. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილის და საყლაპავის სანათურის შევიწროება შეიძლება გამოიწვიოს ავთვისებიანმა პროცესებმა (კისერი, საყლაპავი, შუასაყარი), უცხო სხეულებმა, ლორწოვანის შეშუპებამ, სხვადასხვა ჯგუფის ლიმფური კვანძების გადიდებამ, ფარინგეალურმა აბსცესმა, პარაეზოფაგურმა თიაქარმა, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზიამ, ნაწიბუროვანმა სტენოზმა და ა.შ.
  2. ანთებითი პროცესები. ფარინგიტი და ტონზილიტი, რომლის დროსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა ნაწილების ლორწოვანი გარსი ანთებითია და შეშუპებულია, ვლინდება ყლაპვის მტკივნეული და რთული აქტით.
  3. ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. ყლაპვის გაძნელება შეიძლება მოხდეს ინსულტის, პარკინსონიზმის, გაფანტული სკლეროზის, გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის და ფსევდოპარალიზური მიასთენიის დროს. საყლაპავის ატონია ვითარდება თავის ტრავმების, თავის ტვინში სისხლჩაქცევის და სიმსივნეების დროს.
  4. საყლაპავის შეკუმშვითი აქტივობის დარღვევა. აქალაზიამ, საყლაპავის დივერტიკულმა, სისტემურმა სკლეროდერმიამ, შაქრიანმა დიაბეტმა და მიასთენიამ შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობის პათოლოგიური ცვლილებები. ყლაპვის დარღვევა ხშირად ვითარდება გვერდითი ეფექტის სახით გარკვეული მედიკამენტების მიღებისას (ესტროგენები, კალციუმის ანტაგონისტები, ნიტრატები).

ყლაპვის დარღვევების სახეები

ეტიოლოგიის მიხედვით, განასხვავებენ ყლაპვის ფუნქციურ და ორგანულ დარღვევას. პირველ ჯგუფში შედის ნერვული რეგულაციის დარღვევით გამოწვეული დაავადებები, ხოლო მეორე ჯგუფში შედის პათოლოგიები, რომლებიც იწვევს სანათურის სტენოზს ან გამოწვეულია მექანიკური დაბრკოლებით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანატომიური დონის მიხედვით განასხვავებენ ოროფარინგეალურ და საყლაპავის დისფაგიას. პირველ შემთხვევაში დარღვეულია საკვები გუნდის წარმოქმნა და მისი მოძრაობა ხახაში, ხოლო მეორეში – საყლაპავშია მისი გავლის პრობლემები.

დისფაგიის სიმპტომები და გართულებები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. 6 თვის წინ გავიკეთე სეპტორინოპლასტიკა პლუს ნიჟარებიც და მას შემდეგ მთელი უბედურებები გადავიტანე. ჯერ ერთი, რომ სისხლდენა ძლივს შემიჩერდა და მერე მეორეც ის, რომ მთელი 4 თვე ცხვირიდან მქონდა მწვანე სუნიანი გამონადენი. ბოლოს ვიმკურნალე და ახლა ბოლო 2 თვეა მაქვს გამონადენი ოღონდ ძალიან ცოტა და ისიც მაშინ, როდესაც ბევრს ვმოძრაობ და ფიზიკურად ვიღლები, ძირითადად მზეში. ბოლო 1 კვირაა დამეწყო თავის ტკივილი შუბლის არეში და თვალებს ზევით. ისე, რომ არ მოგატყუოთ, საკმაოდ დაძაბულიც ვარ ამ ცხვირის ამბების გამო. ხოდა, ექიმთან ვიყავი და დამითვალიერა. მითხრა, რომ არანაირი სინუსიტის სიმპტომებიც კი არ მაქვს და ყველაფერი რიგზე გაქვსო. ასევე, ცხვირის ერთი ნესტო უფრო ცუდად სუნთქავს ვიდრე მეორე და ეს ბოლო 2 თვეა შევნიშნე. და რა ხდება ამ დროს. მაქვს ცხვირის ციკლი და როდესაც მარჯვენა მარცხენა ნესტო იხსნება და მარჯვენა შუპდება, მარცხენათი გადასარევად ვსუნთქავ, მაგრამ როდესაც მარცხენა შუპდება და მარჯვენა იხსნება, მაგ ნესტოს უჭირს სუნთქვა. ძგიდიც სწორად მაქვს, რენტგენი გადავიღე მოკლედ. პლუს, დავაკვირდი რატომაც ხდება ეგრე. შესუნტქვის დროს ცხვირის ნესტო ერთმანეთისკენ მიდის, ვიწროვდება. როგორ მოვიქცე, რას მირჩევთ? ან რა შეიძლება რომ მჭირდეს?</p>

დისფაგიის პირველი სიმპტომია მყარი საკვების გადაყლაპვის გაძნელება, რომელსაც თან ახლავს დისკომფორტი ან ტკივილი ყელისა და საყლაპავის არეში. პაციენტები აღნიშნავენ გაზრდილ ნერწყვდენას და დისკომფორტს მკერდის უკან. მათ შესაძლოა აწუხებდეთ ყელში ბურთის გაჩხერის და ტკივილის შეგრძნება.

პათოლოგიის პროგრესირებასთან ერთად პრობლემები ჩნდება თხევადი საკვების გადაყლაპვასთან დაკავშირებით. ხშირად ის ხვდება სასუნთქ გზებში, რაც იწვევს ხველას. საკვების ასეთ მუდმივ რეფლუქსს შეუძლია ასპირაციული პნევმონიის პროვოცირება, რომელიც ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით და თერაპიისადმი რეზისტენტობით.

ავთვისებიანი სიმსივნეების საყლაპავსა და მასთან ერთად ტრაქეაზე ზეწოლისას შეიძლება განვითარდეს ასფიქსია – მწვავე რესპირატორული უკმარისობა. ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

დიაგნოსტიკა

მნიშვნელოვანია დამახასიათებელი კლინიკური სურათი და პაციენტის გამოკვლევა. დიაგნოსტიკის მიზანია პათოლოგიის გამომწვევი მიზეზის დადგენა. ამიტომ პაციენტმა უნდა გაიაროს სრული გამოკვლევა:

  • ფარინგოსკოპია. გამოკვლევისას ვლინდება უცხო სხეულები, ანთებითი პროცესები და ახალწარმონაქმნები.
  • არაპირდაპირი ლარინგოსკოპია. ხორხსარქველის პათოლოგიის დიაგნოსტიკა.
  • საყლაპავის რენტგენოგრაფია (ეზოფაგოგრაფია). რენტგენი კონტრასტით საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ მოტორიკის პრობლემები, გამოვავლინოთ დივერტიკული.
  • ეზოფაგოგასტროსკოპია (EGDშ) მნიშვნელოვანია ლორწოვანის ვიზუალიზაციის და მისი ცვლილებების გამოვლენისათვის. EGDშ-ის პარალელურად ტარდება საეჭვო უბნების ბიოფსია. შეგროვებული მასალა იგზავნება ჰისტოლოგიური გამოკვლევისთვის.
  • ინტრაეზოფაგური პH-მეტრია. საყლაპავის მჟავიანობის განსაზღვრა. საშუალებას გვაძლევს რეფლუქს ეზოფაგიტის და სხვა პათოლოგიების დიაგნოსტირებისას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანული დისფაგია.
  • საყლაპავის მანომეტრია. ავლენს ქვედა სფინქტერის დარღვევებს.
  • მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია. აფასებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობას.
  • გარდა ინსტრუმენტული დიაგნოსტიკისა, პაციენტს უტარდება მთელი რიგი ლაბორატორიული ტესტები.
  • სისხლის საერთო ანალიზი. სისხლში ცვლილებები არასპეციფიკური იქნება, მაგრამ ანალიზი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა. შეიძლება გამოვლინდეს ანემია, ლეიკოციტოზი და ედს-ის მომატება.
  • სისხლის ბიოქიმია. შესაძლებელია ღვიძლის ფერმენტების დონის მატება და საერთო ცილის დონის შემცირება.
  • ნერვული სისტემის პათოლოგიაზე ეჭვის შემთხვევაში პაციენტს უტარდება ყოვლისმომცველი ნევროლოგიური გამოკვლევა: თავის ჩთ, თავის ტვინის MღI, ელექტროენცეფალოგრაფია.
  • რესპირატორული ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გამო დისფაგიის მიზეზების გამოსარიცხად ან დასადასტურებლად პაციენტს მიმართავენ ეკგ-ზე, ექოკარდიოგრაფიასა და გულმკერდის რენტგენზე.

მკურნალობა

მკურნალობის მეთოდების არჩევანი დამოკიდებულია პათოლოგიის მიზეზზე. თერაპიის ძირითადი მიზნებია ყლაპვის დარღვევის აღმოფხვრა და ასპირაციის პრევენცია.

პრევენცია

დაავადების პრევენცია მოიცავს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ალკოჰოლის უარყოფას, ცხარე საკვების მინიმალურ მოხმარებას და ოპტიმალური ტემპერატურის საკვების მიღებას.

კომენტარები (1)
Mzevinarm
Gamarjobat. Michirs klapva. 2welia es problema mawuxebs. Ktxovt damakvalianot . Mkonda konsultaciebi. Kirurgtan. Otorinolarilorogtan. Nevro patologtan. Maram mkonda gemoglobinis nakleboba chemi dakvirvebit roca vimkurnaleb da normashi aris ase ise shegavati mak. Ase rom gamarkviet
თარიღი : 07-12-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რამ შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი დილით და როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
რამ შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი დილით და როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
ყელის ტკივილით გაღვიძების მრავალი გამომწვევი მიზეზი არსებობს.
სრულად
ქრონიკული რინიტი
ქრონიკული რინიტი
ქრონიკული რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებაა.
სრულად
„კვალიფიკაციასთან ერთად საჭიროა პაციენტთან სწორი კომუნიკაცია!“
„კვალიფიკაციასთან ერთად საჭიროა პაციენტთან სწორი კომუნიკაცია!“
(რინოპლასტიკა და მისი ახალგაზრდა დიდოსტატი გეგი კირთაძე)
სრულად
კბილების დაავადებები როგორც სინუსიტის მიზეზი
კბილების დაავადებები როგორც სინუსიტის მიზეზი
ჰაიმორიტი, რომელიც ზედა ყბის სინუსიტის სახელწოდებითაც არის ცნობილი, ზედა ყბის სინუსის (იმავე ჰაიმორის წიაღის) ლორწოვანი გარსის ანთებაა.
სრულად
სინუსიტები ბავშვთა ასაკში
სინუსიტები ბავშვთა ასაკში
სინუსიტები ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული წიაღების ანთებაა. ის რამდენადმე განსხვავებულად მიმდინარეობს ბავშვებს შორის.
სრულად
ცხვირის დანამატი წიაღები სინუსები
ცხვირის დანამატი წიაღები სინუსები
სუნთქვის პროცესში სასუნთქ ორგანოებსა და ჰაერგამტარ გზებთან ერთად შეუცვლელია ცხვირის ღრუს დანამატი სინუსების როლი.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ყელი, ყური, ცხვირი
კატეგორია : ყელი, ყური, ცხვირი

-გამარჯობა. ახლახანს მქონდა საშინელი ვირუსი, ძლივს გამოვედი, თუმცა დამრჩა ყურის ანთება. სამი დღე ძლიერად მტკიოდა ყური, ხელს ვერ ვიკარებდი, პირველ დღეს მცირე ვარდისფერი გამონადენი, მერე ცოტა მოყვითალო გამონადენი და მორჩა, მეტი არაფერი არ მქონია. ყურის წვეთები, ოტიპაქსი და ნელადექსი უარესად მატკიებდა ყურს, ამიტომ სამ დღეზე მეტხანს არ მიხმარია. მერე დავლიე აუგმენტინი და მალევე მომეხსნა ყველანაირი სიმპტომი. დამრჩა მხოლოდ ყურის დაგუბება და შუილი ყურში. ნერწყვის ყლაპვისას მესმის ყურში წკაპუნის ხმა. როგორც მითხრეს ევსტაქის მილის ანთება იქნებოდა და მილის გახსნის ხმა მესმის. სადღაც 8ან 9 დღეა ასე ვარ. ცხვირის წვეთებზე ვიყავი წლები დამოკიდებული, ძლივს გადავაგდე, და როგორც გავიგე ასეთ დროს ცხვირის წვეთებს უნიშნავენ, ნამდვილად ვეღარ ჩავისხამ, არ მინდა ისევ მივეჩვიო. იქნებ დამეხმაროთ, მაინტერესებს რამდენ ხანში გაივლის ეს შუილი და დაგუბება, ან თუ არის რაიმე საშუალება თვითმკურნალობის. ემიგრანტი ვარ და ექიმთან ვიზიტს ვერ ვახერხებ

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როგორ სვამენ ყლაპვის დარღვევის დიაგნოზს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები