/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყელი, ყური, ცხვირი

შუა ყურის ანთება

შუა ყურის ანთება
შუა ყურის ანთებაზე, მისი მკურნალობის პრინციპებსა და პროფილაქტიკის მეთოდებზე გვესაუბრება აუდიოლოგიის

ეროვნული ცენტრის, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე ხარხელი.

  • ქალბატონო ეკა, უმეტესად რა იწვევს ყურის მწვავე ანთებას? რა პათოლოგიური ძვრები მიმდინარეობს ამ დროს შუა ყურში? ვინ შედის რისკჯგუფში?

- შუა ყურის მწვავე ანთებას უმთავრესად ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები იწვევს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე ზედა სასუნთქი გზების შეშუპებით მიმდინარე ალერგიული რეაქციები. ამ დროს შეშუპება ცხვირ-ხახიდან ევსტაქის მილებზე ვრცელდება, რაც მათ ობსტრუქციას (დახშობას) და შუა ყურის ანთების განვითარებას განაპირობებს.

მოგეხსენებათ, შუა ყური ჰაერით სავსე ღრუ ორგანოა, რომელიც ევსტაქის მილით ცხვირ-ხახას უკავშირდება. მილის ნორმალური ფუნქციობის შემთხვევაში შუა ყურში ჰაერის მუდმივი განახლება, შუა ყურის წნევის ნორმალიზება და წარმოქმნილი სეკრეტის გამოდევნა თავისთავად ხდება. ევსტაქის მილების ბლოკირება შუა ყურის აერაციის დარღვევას, ლორწოს პასაჟის შეფერხებას და ვირუსული ან ბაქტერიული მიკრობების გამრავლებას უწყობს ხელს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შუა ყურის ანთება ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა, ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, უმეტესად ბავშვთა ასაკში შეინიშნება. ბავშვის ევსტაქის მილი შედარებით ვიწროა და ჰორიზონტალურადაა განლაგებული, რაც ინფექციის შეჭრას და დაყოვნებას აადვილებს. ბავშვებთან შუა ყურის ანთების სიხშირეს ადენოიდური ვეგეტაციების ჰიპერტროფიაც უწყობს ხელს - მოგეხსენებათ, ისინი ევსტაქის მილების სანათურთან ახლოს მდებარეობენ და ჰიპერტროფიის შემთხვევაში მათ ჩაკეტვას იწვევენ.

  • რა სიმპტომებით ვლინდება შუა ყურის ანთება და რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს?

- შუა ყურის ანთების დროს უმთავრესად უჩივიან მწვავე ტკივილს, რომელიც გადაეცემა თვალბუდეს, თავს, ყბის ძვალს, მწვავდება ცემინების, მთქნარების, ტირილის დროს. ახალშობილებში ტრაგუსზე (გარეთა სასმენი მილის წინა კედელთან არსებულ ხრტილოვან წარმონაქმნზე) ზეწოლა ტკივილს აძლიერებს. დიდებში იგივე სიმპტომი მხოლოდ გარეთა ოტიტის (ყურის ანთება) დროს შეინიშნება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, გაციებული არ ვარ მაგრამ რომელიმე ერთი ნესტო გამუდმებით დახშული მაქვს და ძნელად ვსუნთქავ დიდი ხანია უკვე და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ან რა შეიძლება მივიღო?</p>

პატარებში მწვავედ მიმდინარე ჩირქოვანი პროცესის დროს მოსალოდნელია ყურის უკანა მიდამოს მტკივნეულობა (მასტოიდიზმი) ან შეშუპება - მოცულობითი წარმონაქმნი (მასტოიდის აბსცედირება). ხშირია მაღალი ტემპერატურული რეაქცია, სისუსტე, გაღიზიანებადობა, ბავშვებში - ჭირვეულობა, უძილობა, ინტენსიური ტირილი.

ტკივილის შესამცირებლად პაციენტები მტკივან ყურზე წოლას არჩევენ. ამ დროს შუა ყურში არსებული ანთებითი სითხე დაფის აპკს აწვება და შუა ყურის მედიალურ კედელზე არსებულ ნერვულ წნულს აღარ აღიზიანებს. შუა ყურის ანთების დროს ხშირად შეინიშნება სმენის დაქვეითება.

ტოქსინების შიგნითა ყურში შეჭრის შემთხვევაში სმენის ნერვის დაზიანება და თავბრუხვევა-წონასწორობის მოშლაც მოსალოდნელია. თუ მტკივნეულობა მეორე დღესაც გაგრძელდა, გამწვავდა, ანდა გარეთა სასმენ მილში ჩირქოვანი ან ჩირქოვან-სისხლიანი გამონადენი შეინიშნება, ექიმს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივმართოთ.

  • მოგეხსენებათ, ყურის ტკივილის დროს ბევრი თვითმკურნალობას იწყებს, ისე, რომ არც კი იცის, ყურის რომელ ნაწილს მოიცავს ანთება, რა პროცესები მიმდინარეობს. იწვეთებენ სხვადასხვა მედიკამენტს, ქაფურის სპირტს, ანთების საწინააღმდეგო წვეთებს, ანტიბიოტიკებს და სხვა. როგორ ჯობს მოქცევა ამ დროს, რა არის ნებადართული და რა - კატეგორიულად აკრძალული?

ასევე დაგაინტერესებთ
რომ არ გვარყიოს

- მართალი ბრძანდებით, პაციენტები თვითმკურნალობით ხშირად უფრო მეტ პრობლემას იქმნიან. შედეგად მკურნალობაც ხანრძლივდება და მასთან დაკავშირებული ხარჯებიც იზრდება. თანაც, პაციენტისათვის ძნელი გასარკვევია, ყურის რომელი სტრუქტურა აქვს დაზიანებული. თითოეული ნაწილის მკურნალობა კი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. მაგალითად, დაფის აპკის დაზიანებისას, როდესაც გარეთა სასმენ მილში ჩირქოვანი ან ჩირქოვან-სისხლიანი გამონადენი შეინიშნება, ყურში ჩასაწვეთებელი წამალი უნდა შეიცვალოს. ამასთან, ჯერ გარეთა ყურის ტუალეტი (ანუ გამოსუფთავება) უნდა ჩატარდეს და მერეღა ჩავიწვეთოთ წამალი.

სამწუხაროდ, პაციენტები ხშირად არატრადიციულ მეთოდებს მიმართავენ - იწვეთებენ ნივრის, ლიმონის წვენს, თხის ქონს ან დინდგელს, რაც დაუშვებელია - ანთებით პროცესს უფრო მეტად ამწვავებს.

რაც შეეხება ქაფურის სპირტს, ის ანტისეპტიკური და ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) პრეპარატია. გაუზავებელი სახით მისი ყურში ჩაწვეთება არ შეიძლება - ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს. ძლიერი სითბური ეფექტის გამო შესაძლოა ყურის დამწვრობაც კი გამოიწვიოს.

განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ბავშვებთან ქაფურის სპირტის გამოყენებისას, მით უფრო - როცა არ ვიცით, როგორია დაფის აპკის მდგომარეობა. ცალკეულ შემთხვევებში ქაფურის სპირტმა შესაძლოა გულყრაც კი გამოიწვიოს. ქაფურის სპირტის გამოყენება ყურის ირგვლივი კომპრესისთვის უფრო მიზანშეწონილია.

  • სითბოს ეფექტზე რას გვეტყვით? ნებადართულია თუ არა ტრადიციული ცხელი მარილის სათბურა? საზოგადოდ, რას გულისხმობს პირველი დახმარება ყურის ტკივილის, მისი ანთების დროს? ექიმთან მისვლამდე როგორ მოვიქცეთ?

- ანთების საწყის სტადიაზე შეიძლება მშრალი სითბოს გამოყენება, თუმცაღა დიდი მნიშვნელობა აქვს ზომიერებას. ამ დროს, როგორც წესი, სისხლძარღვები ფართოვდება, რაც ჰიპერემიის გაძლიერების საშიშროებას ქმნის. ზოგი სათბურას ყურის უკანა მიდამოში ყინულის დადებას ამჯობინებს.

ექიმთან წასვლამდე, უპირველესად, შუა ყურის დრენირების ბუნებრივი გზა უნდა აღვადგინოთ, რაც ცხვირში სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების შესხურებით მიიღწევა, ყურში უნდა ჩავიწვეთოთ შედარებით უსაფრთხო პრეპარატი, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ექნება, ვერიდოთ საეჭვო არატრადიციულ საშუალებებს, მივიღოთ ანთების საწინააღმდეგო ანალგეზიური საშუალებები, ანტიბიოტიკების მიღება კი მხოლოდ ექიმთან ვიზიტის შემდეგ დავიწყოთ.

  • აუხსენით მკითხველს, რატომ არის აუცილებელი ექიმთან მისვლა, სათანადო მკურნალობის გარეშე რა გართულება შეიძლება მოჰყვეს შუა ყურის ანთებას.

- ექიმთან მისვლა, უწინარესად, სწორი დიაგნოსტიკისთვის არის მნიშვნელოვანი. ექიმმა სათანადო გამოკვლევებზე დაყრდნობით უნდა განსაზღვროს, ყურის რომელი სტრუქტურის პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. არასრულფასოვანი ან დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში მოსალოდნელია ისეთი გართულებები, როგორებიცაა მასტოიდიტი, ლაბირინთიტი, სახის, სმენისა და ვესტიბულური ნერვების დაზიანება, დაფის აპკის მდგრადი პერფორაცია ანუ ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი.

  • ყურის ანთების შიშით ბევრი სითბოშიც ვერ ელევა ქუდს. მზრუნველი მშობლები პატარებს ხშირად არათუ გარეთ, შენობებშიც კი არ უშვებენ უქუდოდ. ზოგი კი ყინვაშიც უქუდოდ დადის და არც სინუსიტი ემართება, არც ყურის ანთება. რას ეტყვით ქუდის მოყვარულებს? რა პირობებში, რამდენი გრადუსის ფარგლებშია რეკომენდებული ქუდის დახურვა ანთებისაგან ყურების დასაცავად?

- ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. არ ვარგა ბავშვის სახლში გამოკეტვა ან ქუდით ტარება იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის. მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ღონისძიებები, კერძოდ, აცრების დროულად ჩატარება, ბავშვების სუფთა ჰაერზე გაყვანა, მზის აბაზანები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის გაკაჟებას, რაც ინფექციებისადმი მდგრადობას საგრძნობლად ამაღლებს. ასეთი ადამიანების ავადობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე მათი, ვინც ინფექციებს სახლში ჩაკეტვით ან ზედმეტად თბილად ჩაცმით ებრძვის. პირიქით, ამ დროს იმუნური სისტემა უფრო სუსტდება, ორგანიზმის გადახურებისას კი ოფლიანობა და, შესაბამისად, გაციების რისკიც მაღლა იწევს.

კომენტარები (14)
Xatuna
Gamarjobat virusi hemdgom damewyu yuriss sahineli hrialiiii vis mivmartooo
თარიღი : 30-09-2023
ვაკო
გამარჯობა, რამოდენიმე დღის წინ ვიყავი გაციებული საშინელი სურდო მქონდა, როცა გამოკვეთდი მესამე დღუს თავზე ღანე მაღვიძებს საშინელი ყურის ტკივილი იმავე დღეს წავედი ექიმთან და დამიდგუნა შუა ყურის ანთება და სისხლჩაქცევა, 4დღეა ვმკურნალობ ტკივილები აღარ მაქვს მაგრამ მაწუხებს საშინელი წუილი და ძალიან ცუდსდ მესმის ყურში, მაინტერესებს რსმდენანდ ნორმალურია?
თარიღი : 12-08-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რამ შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი დილით და როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

ყელის ტკივილით გაღვიძების მრავალი გამომწვევი მიზეზი არსებობს.
სრულად
ქრონიკული რინიტი
ქრონიკული რინიტი
ქრონიკული რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებაა.
სრულად
„კვალიფიკაციასთან ერთად საჭიროა პაციენტთან სწორი კომუნიკაცია!“

(რინოპლასტიკა და მისი ახალგაზრდა დიდოსტატი გეგი კირთაძე)
სრულად
კბილების დაავადებები როგორც სინუსიტის მიზეზი

ჰაიმორიტი, რომელიც ზედა ყბის სინუსიტის სახელწოდებითაც არის ცნობილი, ზედა ყბის სინუსის (იმავე ჰაიმორის წიაღის) ლორწოვანი გარსის ანთებაა.
სრულად
როგორ სვამენ ყლაპვის დარღვევის დიაგნოზს
როგორ სვამენ ყლაპვის დარღვევის დიაგნოზს
ყლაპვის დარღვევა ანუ დისფაგია არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ძნელდება საკვები გუნდის გადაადგილება პირის ღრუდან საყლაპავში.
სრულად
სინუსიტები ბავშვთა ასაკში
სინუსიტები ბავშვთა ასაკში
სინუსიტები ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული წიაღების ანთებაა. ის რამდენადმე განსხვავებულად მიმდინარეობს ბავშვებს შორის.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ყელი, ყური, ცხვირი

-გამარჯობა. ახლახანს მქონდა საშინელი ვირუსი, ძლივს გამოვედი, თუმცა დამრჩა ყურის ანთება. სამი დღე ძლიერად მტკიოდა ყური, ხელს ვერ ვიკარებდი, პირველ დღეს მცირე ვარდისფერი გამონადენი, მერე ცოტა მოყვითალო გამონადენი და მორჩა, მეტი არაფერი არ მქონია. ყურის წვეთები, ოტიპაქსი და ნელადექსი უარესად მატკიებდა ყურს, ამიტომ სამ დღეზე მეტხანს არ მიხმარია. მერე დავლიე აუგმენტინი და მალევე მომეხსნა ყველანაირი სიმპტომი. დამრჩა მხოლოდ ყურის დაგუბება და შუილი ყურში. ნერწყვის ყლაპვისას მესმის ყურში წკაპუნის ხმა. როგორც მითხრეს ევსტაქის მილის ანთება იქნებოდა და მილის გახსნის ხმა მესმის. სადღაც 8ან 9 დღეა ასე ვარ. ცხვირის წვეთებზე ვიყავი წლები დამოკიდებული, ძლივს გადავაგდე, და როგორც გავიგე ასეთ დროს ცხვირის წვეთებს უნიშნავენ, ნამდვილად ვეღარ ჩავისხამ, არ მინდა ისევ მივეჩვიო. იქნებ დამეხმაროთ, მაინტერესებს რამდენ ხანში გაივლის ეს შუილი და დაგუბება, ან თუ არის რაიმე საშუალება თვითმკურნალობის. ემიგრანტი ვარ და ექიმთან ვიზიტს ვერ ვახერხებ

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შუა ყურის ანთება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები