/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორთოპედია

პეჯეტის დაავადება

პეჯეტის დაავადება
პეჯეტის დაავადება ძვლების ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ძვლების ნორმალური რემოდელირების პროცესის დარღვევა ახასიათებს.

ჯანსაღი ძვლები განუწყვეტლივ განახლდება, განსაზღვრული ბიოლოგიური მექანიზმები კი უზრუნველყოფს, რომ ძვლის ქსოვილის განახლების პროცესი არ იყოს მეტისმეტად ინტენსიური და პირიქით, ძველი ძვლები მეტისმეტად ჭარბად არ დაიშალოს. ძვლოვანი სისტემის მუდმივი განახლება, რასაც მედიცინაში რემოდელირებას უწოდებენ, აუცილებელია ორგანიზმისთვის.

პეჯეტის დაავადების დროს ძვლების რემოდელირების მექანიზმი დარღვეულია, სათანადოდ არ არის დაბალანსებული. ძვლები დიდდება, მათი სიმკვრივე კი ქვეითდება, ძვლები თხელდება და ადვილად ტყდება. პეჯეტის დაავადება (სხვაგვარად - მადეფორმირებელი ოსტეიტი) ზრდასრულ ადამიანებს ემართებათ. დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს დაავადება ზრდასრული მოსახლეობის 1%-ს აქვს. გარდა ამისა, გვხვდება ძალიან იშვიათი შემთხვევები ბავშვთა შორისაც. მათ იუვენილურ პეჯეტის დაავადებას უწოდებენ.

რა იწვევს პეჯეტის დაავადებას

პეჯეტის დაავადების უშუალო მიზეზი უცნობია. უკანასკნელი მონაცემებით, ის ხშირია განსაზღვრული გენების, კერძოდ, მე-5 ქრომოსომაზე 1-ელი გენის სეკვესტროსომის არსებობისას. როცა პაციენტს აქვს აღნიშნული გენი, დაავადების აღმოცენებისთვის აუცილებელია ვირუსული ინფექციის როგორც გამშვები მექანიზმის ზემოქმედება. პეჯეტის დაავადების რისკი უფრო მაღალია, როცა:

  • პაციენტის ასაკი აღემატება 40 წელს;
  • პაციენტი მამრობითი სქესისაა;
  • პაციენტი ევროპელია (ამერიკაში დაავადება ხშირია ინგლისელებს, შოტლანდიელებს, ბერძნებსა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან იმიგრირებულებს შორის, ხოლო სკანდინავიელებსა და აზიელებს შორის - იშვიათი);
  • დატვირთულია გენეტიკა (სისხლით ნათესავებს აქვთ ეს დაავადება).

ვინ იყო პეჯეტი

ინგლისელმა ქირურგმა სერ ჯეიმს პეჯეტმა ზემოხსენებული დაავადება 1876 წელს აღწერა. ის ამ პათოლოგიას მადეფორმირებელ ოსტეიტს უწოდებდა და დარწმუნებული იყო, რომ მას ანთებითი ხასიათი ჰქონდა. დღეს ამ მდგომარეობას პეჯეტის დაავადებას უწოდებენ.

როგორ ვლინდება პეჯეტის დაავადება

პეჯეტის დაავადება უმეტესად არავითარ სიმპტომს არ იწვევს და მას შემთხვევით აღმოაჩენენ ამა თუ იმ მიზეზით (მაგალითად, ტრავმის გამო) ჩატარებული რენტგენოგრაფიის დროს. იშვიათად პეჯეტის დაავადებას თან ახლავს დაზიანებული ძვლების ტკივილი, დეფორმაცია, მოტეხილობა, ართრიტი. უმეტესად ზიანდება ხერხემალი, ბარძაყის ძვალი, მენჯი, თავის ქალა, ლავიწის ძვალი, მხრის ძვალი. სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და იმაზე, რომელი ძვალია დაზიანებული.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი, ზუსტად არ ვიცი ვის ვკითხო ამიტომაც ვსვამ ამ კითხვას აქ. დაახლოებით 2-3 კვირაა, ე.წ დაბლა წელში, ანუ ხერხელმლის ქვედა ნაწილში, მარჯვენა მხარეს (გავის ზევით არეალში) მაქვს დისკომფორტი. არა ტკივილი, რომელიც შემაწუხელებია, არამედ დაჭიმულობა, რომელიც აბსოლუტურად ქრება როცა დავდივარ ან ვმოძრაობ, ანუ მოძრაობის დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. როდესაც ვზივარ დიდი ხნით ამ დროსაა ყველაზე შემაწუხებელი ეს დისკომფორტი. არ უარესდება რაიმე კონკრეტული მოძრაობის დროს რომ ამას ვუკავშირებდე. ცხოვრების ხარისხზე არ აისახება რეალურად მაგრამ რადგან აქამდე არ მქონია მივაქციე ყურადღება. ხერხემალთან ერთად ვიცი რომ შეიძლება გინეკოლოგიურ საკითხებთანაც იყოს კავშირში ამ არეალში დისკომფორტი მაგრამ რეალურად სხვა გამოვლინება არ მაქვს. შეგიძლიათ მირჩიოთ რა შეიძლება გავაკეთო მსგავსი დისკომფორტის მოსახსნელად და ასევე პრობლემის გახანგრძლივების შემთხვევაში რა პროფილის ექიმს უნდა მივართო?</p>

გადიდებული ძვალი შესაძლოა აწვებოდეს ახლომდებარე ნერვს, რაც დაბუჟების, ჭიანჭველების ცოცვის მსგავს შეგრძნებას იწვევს. ზოგჯერ დეფორმირდება ფეხები. მუხლის ან ბარძაყის დაზიანებას შესაძლოა მოჰყვეს სახსრის ანთება, კოჭლობა, ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა. თავის ქალას ძვლების დაზიანებისას გამორიცხული არ არის თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, სმენის დაქვეითება.

როცა პროცესი ფართოდაა გავრცელებული ორგანიზმში, გულის დატვირთვა იმატებს და შესაძლოა, აღმოცენდეს გულის უკმარისობა.

პეჯეტის დაავადების დიაგნოსტიკა

პეჯეტის დაავადების დიაგნოსტიკა უმთავრესად რენტგენოლოგიურ გამოკვლევას ეფუძნება, თუმცა მისი აღმოჩენა შესაძლებელია სხვაგვარადაც - ძვლების სკანირებით, მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფიით. ხშირად სისხლში მომატებულია ტუტე ფოსფატაზას აქტივობა. ამ ფერმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა ძვალი, მისი აქტივობის მატება კი ძვლების რემოდელირების დარღვევის შედეგია. გარდა იმისა, რომ ტუტე ფოსფატაზას აქტივობა დაავადების სადიაგნოზო ნიშანია, მას მკურნალობის ეფექტურობის შეფასების მიზნითაც აკონტროლებენ.

ძვლების სკანირება, რომლის დროსაც მთელი ჩონჩხის გამოსახულება მიიღება, დაავადების გავრცელებას აჩვენებს. ამ გზით ადგენენ, რომელი ძვლებია დაზიანებული.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ორთოპედია

-გამარჯობათ. ძალინ რთულ სიტუაციაში ვარ.მაქვს 10 წელია ქრონიკული რაქიტი,არ ვიცი რისგან არის გამომწვეული.ვარ 34 წლის მამაკაცი,საკმარისია 15 დღე, 1 საათი არ დავდგე მზეზე მეწყება დეფორმაცია.დეფორმირებული მაქვს თავის ქალა,შუბლი და ის მხარე რომელზეც თავი მიდევს ბალოშზე ,იამები მაქვს,ფეხები,ხერხემალი,ნეკნებიც.ხელის თითები. ვიკვებები გაძლიერებულად ვიდრე ოჯახის წევრები,თუმცა მათ არაფერი არ სჭირთ,მხოლოდ მე დამეწყო ეს რაქიტი.ვღებულობ ხშირად, ხაჭოს ყველი 300 გრამი ყოველ დღე,კაკაო რძით.იოგურტი,მარამ ორგანიზმი მალევე ხარჯავს ამ კალცს და დ ვიტამინს.ადრე არ მქონდა,ჩვეუკებრივად ვცხოვრობდი.არასდორს მიმოღია რძის ნაწარმი, რადგან ვერვჭამდი,გული მერეოდა რძის ნაწარმზე,თუმცა არანაირი დეფორმაცია არ მქონია არასდროს.გარკვეული წლების შემდეგ, რა ცვლილებები განვინითარდა ორგანიზმში არ ვიცი.ფაქტია გახარჯვა ხდება დიდი რაოდენობით ამ ვიტამინების.

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

პეჯეტის დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პეჯეტის დაავადება

ჯანსაღი ძვლები განუწყვეტლივ განახლდება, განსაზღვრული ბიოლოგიური მექანიზმები კი უზრუნველყოფს, რომ ძვლის ქსოვილის განახლების პროცესი არ იყოს მეტისმეტად ინტენსიური და პირიქით, ძველი ძვლები მეტისმეტად ჭარბად არ დაიშალოს. ძვლოვანი სისტემის მუდმივი განახლება, რასაც მედიცინაში რემოდელირებას უწოდებენ, აუცილებელია ორგანიზმისთვის.

პეჯეტის დაავადების დროს ძვლების რემოდელირების მექანიზმი დარღვეულია, სათანადოდ არ არის დაბალანსებული. ძვლები დიდდება, მათი სიმკვრივე კი ქვეითდება, ძვლები თხელდება და ადვილად ტყდება. პეჯეტის დაავადება (სხვაგვარად - მადეფორმირებელი ოსტეიტი) ზრდასრულ ადამიანებს ემართებათ. დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს დაავადება ზრდასრული მოსახლეობის 1%-ს აქვს. გარდა ამისა, გვხვდება ძალიან იშვიათი შემთხვევები ბავშვთა შორისაც. მათ იუვენილურ პეჯეტის დაავადებას უწოდებენ.

რა იწვევს პეჯეტის დაავადებას

პეჯეტის დაავადების უშუალო მიზეზი უცნობია. უკანასკნელი მონაცემებით, ის ხშირია განსაზღვრული გენების, კერძოდ, მე-5 ქრომოსომაზე 1-ელი გენის სეკვესტროსომის არსებობისას. როცა პაციენტს აქვს აღნიშნული გენი, დაავადების აღმოცენებისთვის აუცილებელია ვირუსული ინფექციის როგორც გამშვები მექანიზმის ზემოქმედება. პეჯეტის დაავადების რისკი უფრო მაღალია, როცა:

  • პაციენტის ასაკი აღემატება 40 წელს;
  • პაციენტი მამრობითი სქესისაა;
  • პაციენტი ევროპელია (ამერიკაში დაავადება ხშირია ინგლისელებს, შოტლანდიელებს, ბერძნებსა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან იმიგრირებულებს შორის, ხოლო სკანდინავიელებსა და აზიელებს შორის - იშვიათი);
  • დატვირთულია გენეტიკა (სისხლით ნათესავებს აქვთ ეს დაავადება).

ვინ იყო პეჯეტი

ინგლისელმა ქირურგმა სერ ჯეიმს პეჯეტმა ზემოხსენებული დაავადება 1876 წელს აღწერა. ის ამ პათოლოგიას მადეფორმირებელ ოსტეიტს უწოდებდა და დარწმუნებული იყო, რომ მას ანთებითი ხასიათი ჰქონდა. დღეს ამ მდგომარეობას პეჯეტის დაავადებას უწოდებენ.

როგორ ვლინდება პეჯეტის დაავადება

პეჯეტის დაავადება უმეტესად არავითარ სიმპტომს არ იწვევს და მას შემთხვევით აღმოაჩენენ ამა თუ იმ მიზეზით (მაგალითად, ტრავმის გამო) ჩატარებული რენტგენოგრაფიის დროს. იშვიათად პეჯეტის დაავადებას თან ახლავს დაზიანებული ძვლების ტკივილი, დეფორმაცია, მოტეხილობა, ართრიტი. უმეტესად ზიანდება ხერხემალი, ბარძაყის ძვალი, მენჯი, თავის ქალა, ლავიწის ძვალი, მხრის ძვალი. სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და იმაზე, რომელი ძვალია დაზიანებული.

გადიდებული ძვალი შესაძლოა აწვებოდეს ახლომდებარე ნერვს, რაც დაბუჟების, ჭიანჭველების ცოცვის მსგავს შეგრძნებას იწვევს. ზოგჯერ დეფორმირდება ფეხები. მუხლის ან ბარძაყის დაზიანებას შესაძლოა მოჰყვეს სახსრის ანთება, კოჭლობა, ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა. თავის ქალას ძვლების დაზიანებისას გამორიცხული არ არის თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, სმენის დაქვეითება.

როცა პროცესი ფართოდაა გავრცელებული ორგანიზმში, გულის დატვირთვა იმატებს და შესაძლოა, აღმოცენდეს გულის უკმარისობა.

პეჯეტის დაავადების დიაგნოსტიკა

პეჯეტის დაავადების დიაგნოსტიკა უმთავრესად რენტგენოლოგიურ გამოკვლევას ეფუძნება, თუმცა მისი აღმოჩენა შესაძლებელია სხვაგვარადაც - ძვლების სკანირებით, მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფიით. ხშირად სისხლში მომატებულია ტუტე ფოსფატაზას აქტივობა. ამ ფერმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა ძვალი, მისი აქტივობის მატება კი ძვლების რემოდელირების დარღვევის შედეგია. გარდა იმისა, რომ ტუტე ფოსფატაზას აქტივობა დაავადების სადიაგნოზო ნიშანია, მას მკურნალობის ეფექტურობის შეფასების მიზნითაც აკონტროლებენ.

ძვლების სკანირება, რომლის დროსაც მთელი ჩონჩხის გამოსახულება მიიღება, დაავადების გავრცელებას აჩვენებს. ამ გზით ადგენენ, რომელი ძვლებია დაზიანებული.


პეჯეტის დაავადების მკურნალობა

პეჯეტის დაავადების მკურნალობის მიზანია დაავადების აქტივობის კონტროლი და მისი გართულებების მართვა. როცა პეჯეტის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სისხლში ტუტე ფოსფატაზას აქტივობა ნორმალურია ან უმნიშვნელოდაა მომატებული, მკურნალობა აუცილებელი არ არის. ძვლების ტკივილის დროს შეიძლება ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატების ან ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება.

ძვლების დეფორმაციის დროს სპეციალურ ორთოპედიულ მოწყობილობებს იყენებენ. სახსრების დაზიანების, მოტეხილობის, ძვლების მძიმე დეფორმაციის ან ჰიპერტროფირებული (გადიდებული) ძვლების მიერ ნერვზე ზეწოლის შემთხვევაში შესაძლოა აუცილებელი გახდეს ქირურგიული ჩარევა, ოპერაციულ ჩარევამდე კი მიზანშეწონილად ჩაითვალოს მკურნალობა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო საშუალებებით - ბისფოსფონატებით ან კალციტონინით. ეს გართულებებს ამცირებს.

ბისფოსფონატები შეიძლება დაინიშნოს ტაბლეტირებული ფორმით ან ინტრავენური გადასხმისთვის. ტაბლეტები მიიღება დილით, ჭამამდე. აუცილებელია 2 დიდი ჭიქა წყლის დაყოლება.

ტაბლეტირებული ბისფოსფონატებით მკურნალობისას გამორიცხული არ არის კუჭის ან საყლაპავის გაღიზიანება. ინტრავენური გამოყენებისას ეს გვერდითი ეფექტი არ აღინიშნება; ნაცვლად ამისა, მოსალოდნელია კუნთებისა და სახსრების გარდამავალი ტკივილი.

პეჯეტის დაავადების პროგნოზი

დაავადება, ჩვეულებრივ, ნელა პროგრესირებს. პროგნოზი უმეტესად კარგია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მკურნალობა ძვლების მნიშვნელოვან დაზიანებამდე დაიწყო.

პეჯეტის დაავადება არ არის სიმსივნე, ის არ ვრცელდება ყველა ძვალზე. მკურნალობით შესაძლებელია მისი კონტროლი და სიმპტომების შემცირება, სრული განკურნება კი, სამწუხაროდ, არა.

დიაგნოზის დასმის შემდეგ

როგორც აღვნიშნეთ, დაავადება ქრონიკულია. გართულებების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია:

  • თავი ვარიდოთ დაცემას, ტრავმას - პეჯეტის დაავადების დროს იმატებს მოტეხილობის რისკი;
  • ვიკვებოთ დაბალანსებულად - რაციონი აუცილებლად უნდა შეიცავდეს სათანადო რაოდენობის კალციუმსა და D ვიტამინს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ტარდება მკურნალობა ბისფოსფონატებით. შესაძლოა დაინიშნოს კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატებიც.
  • რეგულარულად ვივარჯიშოთ - ეს აუცილებელია სახსრების ნორმალური ფუნქციისა და ძვლების ძალის შესანარჩუნებლად.

კალციუმის სადღეღამისო მოთხოვნილება

  • 1-დან 3 წლამდე - 500 მგ;
  • 4-დან 8 წლამდე - 800 მგ;
  • 9-დან 18 წლამდე - 1300 მგ;
  • 19-დან 50 წლამდე - 1000 მგ;
  • 51 წლიდან - 1200 მგ.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ 1200-1500 მგ-ზე მეტ კალციუმს ორგანიზმი ვერ ითვისებს. დიეტური კალციუმის სასურველი დოზის მისაღებად რეკომენდებულია, დღის განმავლობაში მივირთვათ 3-4 ულუფა ქვემოთ ჩამოთვლილი საკვები:

  • 200 მლ რძე;
  • 1 ჭიქა იოგურტი;
  • 30 გრამი მაგარი ყველი;
  • 200 მლ კალციუმდამატებული სოიის რძე;
  • 60 გ სარდინი;
  • 4 ნაჭერი თეთრი პური;
  • 1 ულუფა კალციუმით მდიდარი ბურღულის რძიანი ფაფა.

კალციუმის შემცველობა საკვებში (მილიგრამი 100 გ პროდუქტზე)

რძის ნაწარმი: რძე 3%-იანი - 100; რძე 1%-იანი - 120; ხაჭო - 95; მდნარი ყველი - 300; მაგარი ყველი - 600; შვეიცარიული ყველი - 1000; პარმეზანი - 1300; თხის ყველი - 300; არაჟანი - 100; იოგურტი - 120; დიეტური იოგურტი - 85; კვერცხი - 27.

ხილი და თხილეული: ფორთოხალი - 3; ვაშლის ჩირი - 45; ლეღვი - 57; კურაგა - 170; ქიშმიში - 56; ნუში - 254; არაქისი - 70; კუნჯუთი -1150; ბანანი - 26; მსხალი, ვაშლი - 10; გოგრა - 100; მზესუმზირა - 100.

მწვანილი და ბოსტნეული: სალათის ფურცლები - 83; კომბოსტო - 60; ხახვი - 60; ნიახური - 240; ლობიო - 40; ზეთისხილი - 60.

თევზი და ხორცი: გამოყვანილი ძვლიანი თევზი - 3000; ძვლიანი სარდინი - 350; ზეთში ჩაწყობილი სარდინი - 420; მოხარშული თევზი - 20-30; საქონლის ხორცი - 10-30.

პური: ჭვავის - 60; ხორბლის - 30.