/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური დახმარება

ფსიქოლოგიური დახმარება
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.

  • მყავს თაყვანისმცემელი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. ვგრძნობ, ის ადამიანია, რომელიც მჭირდება, თუმცა ვიცი,მას მეგობარი გოგონა ჰყავს. ისინი ხუთი წელია ერთად არიან. მან მითხრა, რომ გოგონა მას დაშორდა, მაგრამ მე არ მჯერა... ჩვენ შორის სერიოზული არაფერი ხდება, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ურთიერთობის დაწყებისა მეშინია.

ლილიკო, 18 წლის

ვიდრე ამ ახალგაზრდაზე ყველაფერს შეიტყობთ, ჯერ კარგად დაფიქრდით, კონკრეტულად რა გაშფოთებთ და რა გაფრთხობთ მის ქცევაში? რა უნდა გააკეთოს მან იმისათვის, რომ თქვენი ნდობა მოიპოვოს? რა გემუქრებათ თქვენ შეცდომის შემთხვევაში? შემდეგ კი დაელაპარაკეთ მას, უთხარით თქვენი შფოთის შესახებ. ადვილი შესაძლებელია, მან ეჭვები გაგიფანტოთ. თუ მაინც ვერ შეძელით ნდობა, მაშინ თქვენი ურთიერთობა შეუძლებელი იქნება. ადამიანებს შორის ნორმალური, სრულფასოვანი ურთიერთობისთვის მათ შორის აუცილებელია ნდობის არსებობა.

  • მე კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემი ქმრის უმცროს დასთან. ის 17 წლისაა, ყველა საკითხზე მე მომმართავს, თავის ყველა საიდუმლოს მიზიარებს. თავის განცდებზე მესაუბრება. ჩემს დედამთილს კი ეს ძალიან სწყინს. ის ბრაზობს, რომ მისმა ქალიშვილმა მესაიდუმლედ მე ამირჩია. ხანდახან თითქოს ხუმრობით მეუბნება, რომ მე მას შვილები “წავართვი”...

ელენე, 28 წლის

როცა დედამთილი კიდევ გეტყვით “ხუმრობით”, რომ შვილები “წაართვით”, უთხარით, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ვერც მეგობარი ქალი და ვერც ცოლი ვერ შეუცვლიან ადამიანს დედას. თქვენს მულს კი აუხსენით, დედამისი ძალიან განიცდის, რომ ქალიშვილს მასთან ნაკლები ურთიერთობა აქვს, არაფერს უამბობს. თუ გოგონას თქვენი სჯერა, მან უნდა მიიღოს თქვენი რჩევა. სთხოვეთ მასაც და თქვენს ქმარსაც, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ დედის მიმართ. როგორც ჩანს, თქვენს დედამთილს შვილების ყურადღება და მზრუნველობა აკლია.

  • შეყვარებულს დავშორდი, ეს ჩემი ინიციატივით მოხდა, რადგან აღარ ვუყვარდი. ჩვენი განშორების შემდეგ ორი თვე გავიდა, მაგრამ ხანდახან მაინც მიჩნდება აზრი ურთიერთობის განახლების თაობაზე. ამავე დროს მეშინია, უარი რომ მივიღო. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბარბარე, 18 წლის

შეეცადეთ გაიხსენოთ ყველა საუკეთესო ეპიზოდი თქვენი ურთიერთობიდან. შემდეგ კი - უსიამოვნო მომენტები და ის მიზეზები, რომელთა გამოც შეყვარებულთან დაშორება გადაწყვიტეთ, დაფიქრდით - მზად ხართ თუ არა ხელახლა გადაიტანოთ უსიამოვნებები იმ სასიამოვნო მომენტების განმეორებისათვის. ის პრობლემები, რომლებიც გქონდათ, არსად გამქრალა. თუ ამ ყველაფრისთვის მზად ხართ - მაშინ ღირს რისკის გაწევა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ. უკვე 11 წელია მაწუხებს ელეტრო მაგნიტური ტალღებზე მგრძნობელობა.მობილური ტელეფონიდან,კომპიუტერიდან პლანშეტიდან უსადენო ყურსამენებიდან.თავიდან არ მქონდა ეს მგრძნობელობა დამეწყო კომპიტერთან 11 საათაინი ჯდომისას 5 თვის თავზე. გულის არეში ძლიერი წვით,თავის არეში ძლიერი მოჭერითი ტკვილი და ძილისკენ მიდრეკილება.სიმხურვალის შეგრძნება და ოფლიანობა.ყოველ წელს მიმძიმდება შეგრძნება.უკვე გადავედი თავის ტვის მკვებავ მედიკამეტებზე. ეს დაავადება ინკურნება?ძლიერი მგრძნობელობა გამოსხივების მიმართ?</p>

დაურეკეთ თქვენს მეგობარს და შესთავაზეთ შეხვედრა. მისი რეაქციის მიხედვით მიხვდებით, კიდევ დაინტერესებულია თუ არა თქვენით.

მე და ჩემი ქმარი უკვე ექვსი წელია ერთად ვართ. ბოლო ხანს ის სულ, როგორც თვითონ ამბობს, “თავისუფლებისკენ” მიისწრაფვის. ეს გამოიხატება შვებულებაში მარტო გამგზავრების სურვილით. ვუშვებ იმ აზრს, რომ შესაძლოა ისეთი პერიოდი აქვს, რომ ყველაფრის გააზრება უნდა, დაღალა ერთფეროვნებამ. მაგრამ მე არ მინდა მისი გაშვება, მეშინია, რომ ჩამოსვლისას მისგან რაღაც საშინელებას მოვისმენ...

ქეთი, 29 წლის

კომენტარები (3)
mm
მეც მაქ გაკეთებული და ისევ გამოჩდა როგორც მითხრეს ერთი გაკეთება ოპერაციის არ შველისო
თარიღი : 04-05-2015
shorena munjishvili
მოგესალმედბით 1 წელი გავიდა რაც ვენების ოპერაცია გავიკეტე და ამ ბოლო დროს ქვედა კიდურები ზალიან მაწუხებს უპრო დხის მეორე ნახევარსჰი მემარტება ტკივილი და სხვადასხვა ადგილებსჰი კიდევ გამომივიდა ვენები იქნებ მირცჰიოტ რა დავლიო რომ ცჰამიცხრეს ვენები და ტკივილი?მადლობტ
თარიღი : 06-02-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის
რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის
ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა, ცალკეული ორგანოების სრულყოფილი ფუნქციობა დიდად არის დამოკიდებული სისხლძარღვთა მდგომარეობაზე.
სრულად
რეკომენდაციები სისხლძარღვთა საშიში დაავადების პროფილაქტიკისთვის
რეკომენდაციები სისხლძარღვთა საშიში დაავადების პროფილაქტიკისთვის
ათეროსკლეროზის პრევენცია უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის პრევენციას.
სრულად
რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის
რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის
ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა, ცალკეული ორგანოების სრულყოფილი ფუნქციობა დიდად არის დამოკიდებული სისხლძარღვთა მდგომარეობაზე.
სრულად
ლიმფოსტაზი და ლიმფოდრენაჟული მასაჟი
ლიმფოსტაზი და ლიმფოდრენაჟული მასაჟი
ლიმფოსტაზი არის ლიმფურ ძარღვებში ლიმფის ნაკადის ნორმალური დინების პროგრესირებადი დარღვევა.
სრულად
ვენური უკმარისობა
ვენური უკმარისობა
ქრონიკული ვენური უკმარისობა მდგომარეობაა, რომლის დროსაც ქვედა კიდურების ვენებიდან ირღვევა ვენური სისხლის უკუგადინება.
სრულად
ღრმა ვენების თრომბოზის  ნიშნები, რისკ ფაქტორები და პრევენცია
ღრმა ვენების თრომბოზის ნიშნები, რისკ ფაქტორები და პრევენცია
ღრმა ვენების თრომბოზს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სისხლის კოლტი (თრომბი) წარმოიქმნება ადამიანის სხეულში არსებულ ერთ ან რამდენიმე ღრმა ვენაში. ღრმა ვენების თრომბოზი ძირითადად ქვედა კიდურებისა და მენჯის ვენებში ვითარდება, თუმცა, შეიძლება, ზედა კიდურების ვენებიც დააზიანოს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

  • მყავს თაყვანისმცემელი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. ვგრძნობ, ის ადამიანია, რომელიც მჭირდება, თუმცა ვიცი,მას მეგობარი გოგონა ჰყავს. ისინი ხუთი წელია ერთად არიან. მან მითხრა, რომ გოგონა მას დაშორდა, მაგრამ მე არ მჯერა... ჩვენ შორის სერიოზული არაფერი ხდება, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ურთიერთობის დაწყებისა მეშინია.

ლილიკო, 18 წლის

ვიდრე ამ ახალგაზრდაზე ყველაფერს შეიტყობთ, ჯერ კარგად დაფიქრდით, კონკრეტულად რა გაშფოთებთ და რა გაფრთხობთ მის ქცევაში? რა უნდა გააკეთოს მან იმისათვის, რომ თქვენი ნდობა მოიპოვოს? რა გემუქრებათ თქვენ შეცდომის შემთხვევაში? შემდეგ კი დაელაპარაკეთ მას, უთხარით თქვენი შფოთის შესახებ. ადვილი შესაძლებელია, მან ეჭვები გაგიფანტოთ. თუ მაინც ვერ შეძელით ნდობა, მაშინ თქვენი ურთიერთობა შეუძლებელი იქნება. ადამიანებს შორის ნორმალური, სრულფასოვანი ურთიერთობისთვის მათ შორის აუცილებელია ნდობის არსებობა.

  • მე კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემი ქმრის უმცროს დასთან. ის 17 წლისაა, ყველა საკითხზე მე მომმართავს, თავის ყველა საიდუმლოს მიზიარებს. თავის განცდებზე მესაუბრება. ჩემს დედამთილს კი ეს ძალიან სწყინს. ის ბრაზობს, რომ მისმა ქალიშვილმა მესაიდუმლედ მე ამირჩია. ხანდახან თითქოს ხუმრობით მეუბნება, რომ მე მას შვილები “წავართვი”...

ელენე, 28 წლის

როცა დედამთილი კიდევ გეტყვით “ხუმრობით”, რომ შვილები “წაართვით”, უთხარით, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ვერც მეგობარი ქალი და ვერც ცოლი ვერ შეუცვლიან ადამიანს დედას. თქვენს მულს კი აუხსენით, დედამისი ძალიან განიცდის, რომ ქალიშვილს მასთან ნაკლები ურთიერთობა აქვს, არაფერს უამბობს. თუ გოგონას თქვენი სჯერა, მან უნდა მიიღოს თქვენი რჩევა. სთხოვეთ მასაც და თქვენს ქმარსაც, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ დედის მიმართ. როგორც ჩანს, თქვენს დედამთილს შვილების ყურადღება და მზრუნველობა აკლია.

  • შეყვარებულს დავშორდი, ეს ჩემი ინიციატივით მოხდა, რადგან აღარ ვუყვარდი. ჩვენი განშორების შემდეგ ორი თვე გავიდა, მაგრამ ხანდახან მაინც მიჩნდება აზრი ურთიერთობის განახლების თაობაზე. ამავე დროს მეშინია, უარი რომ მივიღო. როგორ მოვიქცე?

ბარბარე, 18 წლის

შეეცადეთ გაიხსენოთ ყველა საუკეთესო ეპიზოდი თქვენი ურთიერთობიდან. შემდეგ კი - უსიამოვნო მომენტები და ის მიზეზები, რომელთა გამოც შეყვარებულთან დაშორება გადაწყვიტეთ, დაფიქრდით - მზად ხართ თუ არა ხელახლა გადაიტანოთ უსიამოვნებები იმ სასიამოვნო მომენტების განმეორებისათვის. ის პრობლემები, რომლებიც გქონდათ, არსად გამქრალა. თუ ამ ყველაფრისთვის მზად ხართ - მაშინ ღირს რისკის გაწევა.

დაურეკეთ თქვენს მეგობარს და შესთავაზეთ შეხვედრა. მისი რეაქციის მიხედვით მიხვდებით, კიდევ დაინტერესებულია თუ არა თქვენით.

მე და ჩემი ქმარი უკვე ექვსი წელია ერთად ვართ. ბოლო ხანს ის სულ, როგორც თვითონ ამბობს, “თავისუფლებისკენ” მიისწრაფვის. ეს გამოიხატება შვებულებაში მარტო გამგზავრების სურვილით. ვუშვებ იმ აზრს, რომ შესაძლოა ისეთი პერიოდი აქვს, რომ ყველაფრის გააზრება უნდა, დაღალა ერთფეროვნებამ. მაგრამ მე არ მინდა მისი გაშვება, მეშინია, რომ ჩამოსვლისას მისგან რაღაც საშინელებას მოვისმენ...

ქეთი, 29 წლის


უპირველესად თავი დაანებეთ მკითხაობას თქვენი ქმრის გრძნობებისა და მოტივების შესახებ. ჰკითხეთ მას პირდაპირ, როგორ უყურებს თქვენს ახლანდელ ურთიერთობას, რატომ სურს დასასვენებლად წასვლა თქვენ გარეშე და ა.შ. იქნებ ის დაღალა არა თქვენი ურთიერთობის ერთფეროვნებამ, არამედ დაძაბულმა სამუშაო რეჟიმმა, სხვა ადამიანების გარემოცვამ. ხდება ხოლმე ასე ყველაზე მოსიყვარულე ოჯახებშიც კი. იქნებ თქვენს ქმარს მართლაც სჭირდება უფრო მეტი პირადი თავისუფლება. ნუ დაგავიწყდებათ: მაშინაც კი, თუ თქვენს ქმარს სურს გააანალიზოს თქვენი ურთიერთობა, თქვენ უწინდებურად ძვირფასი ხართ მისთვის და სწორედ ამიტომაც არ მიდის შვებულებაში თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ. შეეცადეთ, თავი აარიდოთ სკანდალს.

  • წავეჩხუბე შეყვარებულს ცუდი ხუმრობის გამო. ერთხელ, სტუმრად ყოფნისას, უხამს ანეკდოტს მოჰყვა, მე კი შენიშვნა მივეცი. მან მიპასუხა, რომ ჩემი კომენტარები არ სჭირდება და წავიდა, მიმატოვა. როგორ მოვიქცე ახლა?

თამუნა, 23 წლის

ანეკდოტთან დაკავშირებული სიტუაცია რატომ იყო თქვენთვის ასე მტკივნეული? შეეცადეთ სხვა თვალით შეხედოთ მოვლენას. იქნებ ამ ხუმრობით თქვენს შეყვარებულს უნდოდა უფრო დიდი და სექსუალური გამოჩენილიყო, ან იუმორის გრძნობის დემონსტრირება სურდა... თუ ასე შეხედავთ, შეძლებთ სიტუაციის შედარებით მსუბუქად აღქმას. ისე კი, ორივესთვის სასარგებლო იქნებოდა ამ შემთხვევის კიდევ ერთხელ განხილვა. შესაძლოა, თქვენ ჯერ კიდევ საკმარისად არ გესმოდეთ ერთმანეთის. ეძებეთ დაახლოების გზები.

  • წელიწადნახევარია, დაქორწინებული ვარ, გვყავს პატარა გოგონაც, მაგრამ ჩემი მეუღლე ბავშვთან ძალიან ცოტა ხანს ატარებს, მთელ თავისუფალ დროს მეგობრებს უთმობს. არც საოჯახო საქმეებსა და ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში მეხმარება. ბევრს ვკამათობთ, მაგრამ ამბობს, რომ არ შეიცვლება. ღირს კი იმ ადამიანთან ცხოვრება, რომელიც ყველაფერს პირად სიამოვნებას ამჯობინებს? როგორ ავუხსნა, რომ ახლა მას უკვე ოჯახი აქვს?

ეკა, 20 წლის

შეეცადეთ კიდევ ერთხელ დაელაპარაკოთ ქმარს, ოღონდ ფორმულირება: “მე არ მინდა, რომ შენ მეგობრებთან ატარებდე დროს”, შეცვალეთ შემდეგით: “მე გთხოვ, რომ უფრო მეტად მომეხმარო ბავშვთან დაკავშირებულ საქმეებში”. შეეცადეთ მშვიდად და კორექტულად აუხსნათ, რამდენად საჭიროა თქვენთვის მისი დახმარება. საუბრის შედეგების მიხედვით გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა მასთან დაშორება. მაგრამ სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, წინასწარ წარმოიდგინეთ, რა მოჰყვება ყველაფერ ამას. მნიშვნელოვანია, რომ განქორწინება თქვენთვის იყოს ურთიერთობის წერტილი და არა ქმარზე ზემოქმედების მცდელობა.

  • ორი წლის ვიყავი, როცა მამამ სხვა ქალის გამო ოჯახი მიატოვა. მატერიალურად გვეხმარებოდა, როცა წამოვიზარდე, კარგ სკოლაში შემიყვანა, შემდეგ ხელი შემიწყო, კარგ უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა. ზოგჯერ ვხვდებოდი კიდეც, ვსაუბრობდით, ეს მისივე ინიციატივით ხდებოდა. ბოლო ხანს დაჟინებით მოითხოვს შეხვედრას, თითქოს დაკარგულის ანაზღაურება სურს. მე კი სულ უფრო მძაფრად განვიცდი მის ღალატს და იმას, რომ სიყვარულით არ გავჩნდი. როგორ ვუთხრა უარი ისე, რომ არ გავანაწყენო, როგორ ვაპატიო, დედა რომ მიატოვა?

მარი, 23 წლის

თქვენი წყენა და გულისტკივილი გასაგებია, მაგრამ დაფიქრდით - მამა წავიდა თავისი ცოლისგან, დატოვა დედათქვენი და არა თქვენ. ის მამის მოვალეობებს ასრულებდა. შეიძლება ყველაფერს ისე არ აკეთებდა, როგორც ისურვებდით, მაგრამ მას უყურადღებობაში ვერ დაადანაშაულებთ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ურთიერთობაზე უარს არ ეტყვით, იქნებ უეცრად დაგჭირდეთ კიდეც მისი დახმარება. გარდა ამისა, თქვენ არ ხართ გულგრილი მამის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ შეგაწუხებდათ მისი განაწყენება და გულისტკენა. უმჯობესია, უარი უთხრათ კონკრეტულ შეხვედრაზე, თუ ამისთვის მზად არ ხართ, სატელეფონო საუბრებზე, თუ ამის დრო არ გაქვთ, იმავე საბაბით, რომელთა გამო უარს ეტყოდით თქვენს მეგობრებსაც.


  • ჩემმა გოგონამ სკოლაში “ქრთამის” აღება დაიწყო. შემთხვევით გავიგე, რომ თანაკლასელმა გოგომ ჩემს შვილს თემის დაწერაში ფული შესთავაზა. ჩვენ წავიჩხუბეთ. ჩემს შვილს ასეთი არგუმენტი აქვს: “რატომ არ უნდა დავუწერო თემა? მამაც ხომ აკეთებდა სხვისი დისერტაციების რედაქტირებას და ამაში ანაზღაურებას იღებდა?!” როგორ მოვიქცე?

ანა, 37 წლის

მდგომარეობა საკმაოდ რთულია: გოგონა ხედავს ერთს, თქვენ კი ცდილობთ, შთააგონოთ მას მეორე. იბადება კითხვა: რატომ არის თქვენთვის ეს თემა ასეთი მტკივნეული? ამ სიტუაციაში მთავარი ალბათ ისაა, რომ კამათში გამარჯვებული არ გამოვლინდეს, შენარჩუნდეს კონტაქტი და ნორმალური ურთიერთობა თქვენსა და თქვენს გოგონას შორის. ეს კი მხოლოდ ურთიერთპატივისცემითაა შესაძლებელი. პატივისცემის პოზიციიდან კი თქვენ შეძლებთ საჭირო სიტყვების შერჩევას, თქვენი აზრის მშვიდად და გასაგებად ახსნას. ასე გოგონასთვისაც იოლი იქნება თქვენი გაგება.

  • ორი წელია დაქორწინებული ვარ, ქმარი ხშირად უხეშად მექცევა და იშვიათად საუბრობს სიყვარულზე. ასეთი ქცევა მის ოჯახში ნორმად ითვლება, მე კი ამას ვერ ვეგუები. როცა მოთმინება მელევა, “ვფეთქდები” ხოლმე, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი! ახლა ჩვენ ნაჩხუბრები ვართ და ის დედასთან ცხოვრობს.

ანუკა, 24 წლის

ურთიერთობა ორმხრივია. აუცილებელია მოილაპარაკოთ და ერთმანეთის სასარგებლოდ იმოქმედოთ. მაგალითად, თუ ქმარი ოცნებობს, საუზმეზე განსაკუთრებული ღვეზელი მიირთვას, თქვენ შეგიძლიათ ასეთი თამაში მოიგონოთ: “ყოველი წარმოთქმული ალერსიანი სიტყვისთვის - ერთი ღვეზელი მიართვით”.

კიდევ ერთი: მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ის დედასთან წავიდა და არა მეგობრებთან. შესაძლებელია თქვენი ქმრის უხეშობა იმაზე მეტყველებს, რომ ის თავის ნაზ და ფაქიზ გრძნობებს ჯერ კიდევ დედას უძღვნის. დედისაგან დამოუკიდებლობა მან თვითონ უნდა მოიპოვოს, ეს რთული ამოცანა მხოლოდ მისი დასაძლევია.

  • რა მაიძულებს, შვებულების დროსაც სამსახურზე ვიფიქრო? მეშინია წინა წლის საშინელი სიტუაცია არ განმეორდეს: ზღვაში ბანაობისა და გარუჯვის დროსაც კი ვერ ვიშორებდი სამსახურზე ფიქრს. ყოველ წუთს მეჩვენებოდა, რომ ჩემ გარეშე რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. შეიძლება ითქვას, არ დამისვენია, უფრო მეტადაც კი დავიღალე. შეიძლება თუ არა როგორმე მოვდუნდე და განვიტვირთო?

ნინო, 26 წლის

შეეცადეთ, თვითონვე მიხვდეთ სამსახურზე აკვიატებული ფიქრის მიზეზს. იქნება ძალიან გიყვართ თქვენი სამუშაო? ან პირიქით, გაღიზიანებთ ის და გიჭირთ ამ უსიამოვნო განცდებისგან გათავისუფლება? ან ნამდვილად გეშინიათ, რომ უთქვენოდ სამსახურში პრობლემები შეიქმნება? ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს, განსაზღვრეთ, რომელი გეხებათ უშუალოდ თქვენ. ამაზეა დამოკიდებული პრობლემასთან გამკლავება. ნაკლებად რომ იშფოთოთ დატოვებულ საქმეებზე, წინასწარ მოელაპარაკეთ რომელიმე კოლეგას, მან შეასრულოს თქვენი მოვალეობები. თუკი ძალზე ბევრი საქმე გაქვთ ნაკისრი, მაშინ უნდა გადახედოთ თქვენს ვალდებულებებს ან დაივიწყოთ, რომ შეუცვლელი ხართ.