3 ფრაზა, რომელიც არ უნდა თქვათ დაშორებისას
როცა რომანტიკულ პარტნიორს ეუბნებით, რომ თქვენ გადაწყვიტეთ დაშორდეთ მას, ჩვეულებრივ, საკმაოდ რთულია სწორი ტონის შერჩევა.
ეს მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიჩვეულნი არიან კონფლიქტების თავიდან აცილებას.
იმის მაგივრად, რომ გულახდილად თქვან, რომ უბრალოდ გადაწყვიტეს ურთიერთობის გაწყვეტა, ასეთი ადამიანები ყველანაირად განშორების ისეთი მიზეზების დასახელებას, რაც პარტნიორს ძალიან არ გააღიზიანებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კეთდება საუკეთესო განზრახვით, ასეთი სტრატეგია მხოლოდ ამძიმებს სიტუაციას და პარტნიორს კიდევ უფრო მეტ ტკივილსა და ტანჯვას აყენებს.
1. „მე ვარ ჩემს ცხოვრებაში ისეთ ეტაპზე, რომელიც არ არის შესაფერისი ურთიერთობისთვის“.
მოერიდეთ კლიშე ბოდიშებს, რომლებიც შექმნილია სიმართლის დასამალად. ყველა ამ სიტყვას "არასწორ მომენტზე", "რესურსების ნაკლებობაზე" და ა.შ., არა მხოლოდ აზრი არ აქვს, არამედ ცრუ იმედებს უნერგავს მიმღებს, რომ თქვენ მოგინდებათ მასთან ერთად ყოფნა მომავალში, როდესაც ეს " მომენტი“ რატომღაც გახდება „შესაბამისი“. თქვენ პარტნიორის გონებაში ღია კარს ტოვებთ, რადგან მეტა-მესიჯი, რომელსაც თქვენ აწვდით, არის: „თუ და როცა ჩემი გარემოებები შეიცვლება, ჩვენს ურთიერთობას მომავალი აქვს“, რაც ასე არ არის.
2. „იმედი მაქვს, რომ მეგობრები დავრჩებით“.
ურთიერთობის გაწყვეტისას პიროვნული საზღვრები აღდგება და იმის იმედი, რომ რომანტიული ურთიერთობა შეუფერხებლად გადავა მეგობრულ ურთიერთობაში, რბილად რომ ვთქვათ, არარეალურია. ასეთმა დაპირებებმა შეიძლება კიდევ უფრო მტკივნეული გახადოს დაშორება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი, რომელსაც ტოვებთ, ფარულად იმედოვნებს, რომ შეცვალოთ თქვენი აზრი.
3. „შენ უკეთესს იმსახურებ“.
განშორების პროცესში თქვენ უნდა ეცადოთ პარტნიორს მიაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება მას თქვენი მოქმედების გაგებაში. იმის თქმას, რომ ის უკეთესს იმსახურებს, ამ პროცესში არანაირი არ მოაქვს. გარდა ამისა, ასეთი ფრაზა ძალიან ყალბად და ამპარტავნად ჟღერს - როგორც ჩანს, თქვენ ცდილობთ დაშორების პასუხისმგებლობა საკუთარი თავიდან გადაიტანოთ მასზე.