/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-გამარჯობა ჩემი შვილი არის 12 წლის.ჩირქოვანი გლანდები ამოიჭრა 8 წლის ასაკში.ზუსტად არ მახსოვს ზუსტად 8 წლიდან დაიწყო თუ არა მაგრამ დაახლოებით 2 წელი იქნება საერთოდ სიცხე აღარ ჰქონია.პატარაობაში სულ 40 სიცხით ემართებოდა ვირუსები.ამ ბოლო დროს ვირუსი ედება, ახველებს, თავი ტკივა, სისველე აქვს, მოთენთილა, სუსტადაა მაგრამ სიცხეს საერთოდ არ აძლევს. არადა გამიგია ტემპერატურა იმუნიტეტის ბრძოლას მიანიშნებსო.ანუ იმუნიტეტი აქვს დასუსტებული?ისე ადრე როცა სიცხეს ახლევდა 38 ნახევარს სანამ არ გადაცდებოდა მანამდე დამწევს არ ვაძლევდი ვაცადო იმუნიტეტს ბრძოლათქო.არც ანტიბიოტიკებს ვაძლევდი მხოლოდ სითხეს.2-3 წელია ბავშვს სიცხე არ ჰქონია ეს საყურადღებოა?მადლობა პასუხისათვის.

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანგიოლოგია

რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის

რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის
ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა, ცალკეული ორგანოების სრულყოფილი ფუნქციობა დიდად არის დამოკიდებული სისხლძარღვთა მდგომარეობაზე.

ბევრი მძიმე და სახიფათო დაავადება სწორედ სისხლძარღვთა პათოლოგიებიდან ან მათი ასაკობრივი ცვლილებებიდან იღებს სათავეს. ადამიანის ორგანიზმის სისხლძარღვოვანი სისტემა შედგება კაპილარების, არტერიებისა და ვენებისაგან. როგორ განვამტკიცოთ სისხლძარღვები, როგორ შევუნარჩუნოთ მათ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა? პასუხი მარტივია – რაციონალური კვებით, ფიზიკური აქტივობითა და ჯანსაღი ცხოვრებით!

ფიზიკური აქტივობა

სისხლძარღვთა, განსაკუთრებით კაპილართა კედლის განმტკიცებისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ადამიანი ფიზიკურ აქტივობას, მით უფრო მოწესრიგებული აქვს მას კაპილარული სისხლის მიმოქცევა. ვარჯიში და ზოგადად ფიზიკური აქტივობა რეგულარული და ზომიერი (თანაბარი) უნდა იყოს. გაცილებით ნაკლებ ეფექტს იძლევა დიდი ინტერვალებით (იშვიათად) ინტენსიური დატვირთვით ვარჯიში. მასტიმულირებელ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია როგორც სხვადასხვა ვარჯიშის შესრულება (დილის გამამხნევებელი, დღის განმავლობაში გამააქტიურებელი და სხვა), ასევე ცურვა, სირბილი, თხილამურებითა და ციგურებით სრიალი (ზამთარში).

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ცურვის დროს (თუნდაც აუზში, მდინარესა თუ ტბაში ბანაობისას) გრილი წყლის არცთუ მაღალი ტემპერატურის გამო სისხლძარღვები რამდენადმე ვიწროვდება, აქტიური ცურვითი მოძრაობების გამო კი ფართოვდება. ამგვარად, სისხლძარღვები ერთგვარ ვარჯიშს განიცდის, წვრთნის რეჟიმშია, დაძაბვა და მოდუნება მათი კედლის განმტკიცებას, ელასტიკურობის მატებას განაპირობებს. რაც ასე მნიშვნელოვანია სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის. გარდა ამისა ცურვის დროს რიტმულ და თანაბარ ფიზიკურ დატვირთვას განიცდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ყველა ნაწილი, სისხლის მიმოქცევა აქტიურდება შინაგან ორგანოებში. სისხლძარღვთა კედლის განმტკიცებისათვის მეტად სასარგებლოა თხილამურებითა და ციგურებით სრიალი.

დადებით გავლენას ახდენს მასაჟი, რადგანაც ნებისმიერი ტიპის მასაჟის დროს ხდება სისხლის ნაკადის გაძლიერებული მოდენა კანისაკენ. ორგანიზმის ჯანმრთელობისა და სხეულის სილამაზისათვის რეკომენდებულია რეგულარული მასაჟი, დაწყებული ხერხემლის არიდან, დამთავრებული შუბლის, სახისა და ღაბაბის არით.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ რამდენიმე დღეა მარჯვენა ფეხზე შევამჩნიე ბურგივით მაქვს ცოტაზე გაბერილი ერთადგილას მხოლოდ მარჯვწნა ფეხზე ხელს როვადებ ისეთი შეგრძნება მაქვა თითქოს წყალი იყოს ჩამდგარი და რა რის ან საშიშია აანამ ექიმთან მივალ რომ დამაკვალიანოთ ?</p>

კონტრასტული შხაპი – სისხლძარღვთა ტრენაჟორი

სისხლძარღვთა გაკაჟებაში დიდ როლს თამაშობს კონტრასტული შხაპი. შხაპს, საზოგადოდ, სისხლძარღვთა ტრენაჟორს უწოდებენ. არსებობს სხვადასხვა სახის შხაპი: შარკოს, შოტლანდიური, წვიმისებრი, მტვრისებრი, ცირკულარული, აღმავალი და შხაპ-მასაჟი. სისხლძარღვთა წვრთნა-ვარჯიშისათვის რეკომენდებულია კონტრასტული შხაპი. ის ცხელი და ცივი წყლის თანმიმდევრულ მონაცვლეობას გულისხმობს. ეს ერთი შეხედვით უსიამოვნო პროცედურა ორგანიზმისათვის მეტად სასარგებლოა. მის მოყვარულებს გაციება და ხშირი ავადმყოფობა არ ემუქრებათ. კონტრასტული შხაპის ზემოქმედების მექანიზმი არცთუ მარტივია. ცივი წყალი სისხლძარღვებს ავიწროებს, ცხელი – აფართოებს. ამგვარი აქტივობის წყალობით კი მათი კედელი ელასტიკური და მდგრადი ხდება.

სისხლძარღვთა ასეთი ტიპის გაკაჟება სასარგებლოა ჰიპერტონული დაავადების საწყის სტადიაზე, მაგრამ მკაცრად უკუნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, მწვავე თომბოფლებიტის, სისხლისა და ონკოლოგიური პათოლოგიების დროს. კონტრასტული შხაპის მიღება არასასურველია მენსტრუაციის დროსაც – შესაძლოა სისხლდენა გააძლიეროს. ზოგადად კი, კონტრასტული შხაპი, გარდა იმისა, რომ პროფილაქტიკის უნიკალური საშუალებაა, ძლიერ სამკურნალო ეფექტს ავლენს სხვადასხვა დაავადების დროს. განსაკუთრებით რგებს ნევროზისა და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის მქონეთ. კონტრასტული შხაპი კოსმეტიკური თვალსაზრისითაც სასარგებლოა. ის ააქტივებს ნივთიერებათა ცვლას და ამ გზით ხელს უწყობს წონის კლებას, ელასტიკურობასა და სიმკვრივეს ანიჭებს კანს.

როგორ მოვიქცეთ მაქსიმალური ეფექტის მისაღებად

თბილი და ცივი წყლის ტემპერატურული სხვაობა თავდაპირველად უმნიშვნელო უნდა იყოს. ცივი წყლის ტემპერატურა პირველი პროცედურის დროს 28 გრადუსს უნდა უტოლდებოდეს, თბილისა კი – 38-ს. თბილი წყლის ზემოქმედება წუთ-ნახევარი უნდა გაგრძელდეს, ცივისა – 0,5 წუთი. თბილი წყლის ტემპერატურა თანდათანობით უნდა გაზარდოთ, ცივისა კი შეამციროთ. მესამე-მეოთხე პროცედურისთვის სასურველია ტემპერატურის მაჩვენებელი 40 0ჩ და 20 0ჩ-ს შეესაბამებოდეს. ეს ყველაზე ოპტიმალური კონტრასტია. კონტრასტული შხაპი სულ 10-12 წუთს უნდა გაგრძელდეს: 3 წუთს – თბილი წყლის ზემოქმედება, 1 წუთს – ცივისა და ასე 3-4-ჯერ. ამ ფორმულით პროცედურები ჯანმრთელმა ადამიანმა ზამთარ-ზაფხულ შეიძლება ჩაიტაროს, ხანდაზმულმა და დასუსტებულმა პირებმა კი ერთთვიანი კურსის შემდეგ 3-4 თვე უნდა შეისვენონ.

კონტრასტული შხაპი მისი მატონიზებელი და მასტიმულირებელი ეფექტის გამო უმჯობესია დილით (ან დღის პირველ ნახევარში) მიიღოთ. ამასთან, პროცედურა ცივი წყლით უნდა დასრულდეს. თუ შხაპის მიღება დღის მეორე ნახევარში მოგიხდათ, პროცედურა ცხელი წყლით დაასრულეთ. გახსოვდეთ, წყალი სიცოცხლეა!

კვება სისხლძარღვებისათვის

სისხლძარღვთა კედლის განმტკიცებისა და მათი ჯანმრთელობისათვის მეტად მნიშვნელოვანია ვიტამინები:

  • E ვიტამინი – დიდი რაოდენობითაა ასკილის ნაყოფში, ოხრახუშში, ისპანახსა და ბარდაში, პომიდორსა და არარაფინირებულ ზეთში.
  • A ვიტამინით – გაჯერებულია კვერცხის გული, ყველი, ხაჭო, ნაღები, კარაქი, რძე, თევზის ქონი.
  • P ვიტამინით – მდიდარია ასკილის ნაყოფი, ჟოლო, ყურძენი, პომიდორი, კომბოსტო, სალათის ფურცლები, წიწაკა, წიწიბურა, შავი მოცხარი, ციტრუსები.
  • C ვიტამინი – უხვადაა კომბოსტოში, კარტოფილში, კამაში, სალათის ფურცლებში, ოხრახუშსა და მწვანე ხახვში, წითელ წიწაკაში, ქაცვსა და მოცვში. შავ მოცხარში, ასკილსა და შინდში.

A და E ვიტამინები ხელს უშლის ინფექციის შეჭრა-გავრცელებას, P და C ვიტამინები კი ელასტიკურსა და მდგრადს ხდის სისხლძარღვთა კედელს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის განმტკიცებისათვის თურმე მეტად სასარგებლოა ყოველდღიურად გარკვეული (ზომიერი) რაოდენობით შოკოლადის (განსაკუთრებით მწარეს) მიღება. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ვაშლი, ქლიავი, ალუბალი, უცხიმო ხაჭო და ყველი. აგრეთვე ქატო, შვრია და წიწიბურა. რეგულარულად სვით 1-პროცენტიანი რძე. უარი თქვით შემწვარ და შებოლილ პროდუქტებზე, თამბაქოს მოწევასა და სხვა მავნე ჩვევებზე. მინიმუმამდე დაიყვანეთ ცხიმიანი საკვების მიღება. უპირატესობა მიანიჭეთ თევზსა და ბოჭკოს შემცველ პროდუქტებს.

დასვენება და ემოციური ფონი

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, თევზაობა და ზოგადად ზღვის, ტბის ან მდინარის ნაპირზე ჯდომა მეტად სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის. ამიტომაც ზაფხულში დასასვენებლად აუცილებლად მიაშურეთ სანაპიროს, ზამთარში კი საცურაოდ – აუზს.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კი გულისა და სისხლძარღვებისათვის დადებითი ემოციებია – სიხარულის, ბედნიერებისა და აღმაფრენის შეგრძნება. თუ გსურთ დიდხანს არ მიაკითხოთ კარდიოლოგს, გამოიყურებოდეთ მხნედ და ახალგაზრდულად, იყოთ ჯანმრთელი, ისწავლეთ სტრესების თავიდან აცილება, სწორად დასვენება და კვება!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რეკომენდაციები სისხლძარღვთა საშიში დაავადების პროფილაქტიკისთვის
რეკომენდაციები სისხლძარღვთა საშიში დაავადების პროფილაქტიკისთვის
ათეროსკლეროზის პრევენცია უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის პრევენციას.
სრულად
ლიმფოსტაზი და ლიმფოდრენაჟული მასაჟი
ლიმფოსტაზი და ლიმფოდრენაჟული მასაჟი
ლიმფოსტაზი არის ლიმფურ ძარღვებში ლიმფის ნაკადის ნორმალური დინების პროგრესირებადი დარღვევა.
სრულად
ვენური უკმარისობა
ვენური უკმარისობა
ქრონიკული ვენური უკმარისობა მდგომარეობაა, რომლის დროსაც ქვედა კიდურების ვენებიდან ირღვევა ვენური სისხლის უკუგადინება.
სრულად
ღრმა ვენების თრომბოზის  ნიშნები, რისკ ფაქტორები და პრევენცია
ღრმა ვენების თრომბოზის ნიშნები, რისკ ფაქტორები და პრევენცია
ღრმა ვენების თრომბოზს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სისხლის კოლტი (თრომბი) წარმოიქმნება ადამიანის სხეულში არსებულ ერთ ან რამდენიმე ღრმა ვენაში. ღრმა ვენების თრომბოზი ძირითადად ქვედა კიდურებისა და მენჯის ვენებში ვითარდება, თუმცა, შეიძლება, ზედა კიდურების ვენებიც დააზიანოს.
სრულად
რატომ ვიწროვდება სისხლძარღვები
რატომ ვიწროვდება სისხლძარღვები
სისხლძარღვების შევიწროების მიზეზებზე, კლინიკურ გამოვლინებებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება სისხლ­ძარღვთა ქირურგი ზაალ ავალიანი.
სრულად
სისხლის გზა და სისხლძარღვები
სისხლის გზა და სისხლძარღვები
სისხლის გზა ის სასიცოცხლო მნიშვნელობის მაგისტრალური ქსელია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა ადამიანის სიცოცხლე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ანგიოლოგია

-მოგესალმებით.მაწუხებს ქვემო კიდურებში სიმძიმისა და დაღლის შეგრძნება.ღამის განმავლობაში გაკვანძები და ჩხვლეტის შეგრძნებები.გავიარე ანგიოლოგის კონსულტაცია,დამისვა ქრონიკული ვენური უკმარისობის, ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზის დიაგნოზი. დამინიშნა დეტრალექსი და ფოლრექსის გელი. დოპლერზე რიგზეა ყველაფერი,კოაგულოგრამა წესრიგშია.დეტრალექსის მიღების შემდეგ მომეხსნა ჩხვლეტებისა და გაკვანძვის შეგრძნებები,მაგრამ ღამის განმავლობაში ტერფებიდან დაწყებული,მთლიანი ფეხები მტკივა. დილით,ფეხებში ისეთი სიმძიმის და დაღლის შეგრძნებით ვიღვიძებ, თითქოს მთელი ღამე დავრბოდი.შესიება არ მქონია არასოდეს. კიდევ რა კვლევა შეიძლება ჩავიტარო და რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული ასეთი სიმძიმის და დაღლის შეგრძნება? მადლობა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები