როგორი უნდა იყოს ოჯახში მამის როლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი უნდა იყოს ოჯახში მამის როლი

ცოლის ორსულობის დროს მამაკაცს შეიძლება მეტი დატვირთვა შეხვდეს, რათა ცოლს მიეცეს დასვენების საშუალება, შეძლონ ერთად სეირნობა და კაცმა იზრუნოს მის რაციონალურ კვებაზე.

უკანასკნელ წლებში მამაკაცებს შეუძლიათ დაესწრონ ისეთ ინტიმურ პროცესს, როგორიცაა ბავშვის დაბადება, რითაც ცოლს ემოციურ და მორალურ მხარდაჭერას აგრძნობინებენ.

პირველი 3 წელი ბავშვი ძალიან არის დამოკიდებული დედაზე. დედის ბავშვისადმი დამოკიდებულება, ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა პატარაზე უზარმაზარ გავლენას ახდენს. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს ბავშვის ფსიქიკის საფუძვლის ჩაყრა ხდება. ამიტომ მამის მხარდაჭერასა და დახმარებას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს.

ბედნიერ დედას შვილიც ბედნიერი და ჯანმრთელი ეზრდება. ეს კანონზომიერება დიდი ხანია დამტკიცებულია სპეციალისტებისა და მეცნიერების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ზოგადი ატმოსფერო. უსიამოვნებამ, ხმამაღალმა საუბარმა შეიძლება შეუქცევადი და გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს ბავშვის პიროვნებას.

ფსიქოლოგიური კომფორტის შესანარჩუნებლად ქალი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ქმარი მზადაა აიღოს საკუთარ თავზე ოჯახზე მთელი პასუხისმგებლობა. საუბარი არ არის მოვალეობების ერთიდან მეორეზე გადანაწილებაზე. ყველას თავისი ვალდებულებების არეალი აქვს. მთავარია, თითოეული მათგანი დარწმუნებული იყოს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მეუღლე დაეხმარება. ქმრის მზადყოფნა, რომ ის პასუხისმგებელია ყველა საოჯახო პრობლემაზე, არის მამაკაცის პიროვნული სიმწიფის მაჩვენებელი. მამაკაცის ეს თვისება დიდი სიკეთეა ცოლისა და შვილებისთვის. რამდენად თავდაჯერებულად გრძნობს ბავშვი თავს და რამდენად შეუძლია იპოვოს სამყაროში საკუთარი ადგილი, პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორი მშობლები ჰყავს და როგორი ატმოსფეროა ოჯახში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ, მშობლების ფსიქოლოგიური თავისებურების მიუხედავად, ოჯახში ცოლსა და ქმარს შორის გულწრფელი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება სუფევდეს.

ფსიქოლოგიურად ქალი და მამაკაცი ბევრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მამაკაცის გარშემო მყოფებთან ურთიერთქმედების საშუალებებში ხშირად წინა პლანზეა წამოწეული რაციონალური, შემეცნებითი ასპექტები, ხოლო ქალებში - ემოციური.

მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცი ოჯახში საკუთარ როლს ხედავდეს არა მარტო ფულის შოვნაში. მან ოჯახის ცხოვრების ყველა სფეროში უნდა მიიღოს მონაწილეობა და იზრუნოს ემოციურ ატმოსფეროზე, რადგან სწორედ ეს ახდენს ბავშვებზე პირდაპირ ძლიერ ზემოქმედებას.

  • რა განსაზღვრავს მამაკაცს, როგორც კარგ მამას?

საჩვენებელი მამიკოს განმასხვავებელი თვისება არის სამაგალითო მამაკაცი. მხოლოდ ეს თვისება არის იმის გარანტია, რომ ის დრო და გავლენა, რომელსაც მამაკაცი უთმობს ბავშვს, მასზე აუცილებლად დადებითად იმოქმედებს. თავისი მოქმედებით, ფიქრებით, გრძნობებით, ქცევებით მამაკაცი ხელს უწყობს ბავშვში ქვეცნობიერი წარმოდგენების ფორმირებას იმაზე, თუ რა არის მამაკაცი და როგორია მისი როლი ოჯახში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბიჭებისთვის, რომლებიც ქვეცნობიერ დონეზე ითვისებენ მამის ქცევის ნიმუშებს, ასევე გოგონებისთვის, რომლებიც მამაკაცთან ურთიერთობის პირველ გაკვეთილებს იღებენ.

მამასთან ურთიერთობისას ბიჭი იძენს ხასიათის მამაკაცურ თვისებებს - მისთვის საკმარისია, მიბაძოს მამას. გოგონა კი ქვეცნობიერად ერკვევა, როგორია მამაკაცის როლი ოჯახში და საიდან იქმნება მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობა.

მოგვიანებით ოჯახურ ცხოვრებაზე რაც უნდა ცოდნა მიიღონ წიგნებიდან, ტელევიზიით, სხვა ადამიანებთან ურთიერთობით, მათზე ოჯახში მიღებულ გამოცდილებაზე დიდ კვალს არაფერი დატოვებს, ამიტომ ოჯახში მიღებული ადრეული გამოცდილება ის საშენი მასალაა, რომლისგანაც შენდება ადამიანის პიროვნების შენობა.

ბავშვის ზრდასთან ერთად მის ცხოვრებაში მამის როლიც იზრდება. აქ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა: ცოლთან, საკუთარ და მეუღლის მშობლებთან ურთიერთობას, სამსახურისადმი დამოკიდებულებასა და მეგობრებთან ურთიერთობას. ყველა ადამიანი ძალიან განსხვავებულია და მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობის ხასიათი განისაზღვრება როგორც მშობლის, ისე ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებებით.

მაგრამ როგორიც უნდა იყოს მამის ხასიათის თავისებურებანი, მისი ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ბავშვით გულწრფელი დაინტერესება, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, გახსნილობა, და ბავშვის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა ყოველთვის დადებით შედეგებს მოიტანს და ბავშვებსა და მამებს მეგობრებად აქცევს.

მამაკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის არა სპეციალურ გასართობ ღონისძიებაზე წასვლას, ძვირფას შენაძენებს ან დაგეგმილ “აღმზრდელობით აქციებს”, არამედ მამის პიროვნების ყოველდღიურ შეუმჩნეველ გამოვლინებას და ოჯახსა და გარემოსთან მისი ურთიერთქმედების სტილს.

მოსიყვარულე, მზრუნველი დედ-მამა ბავშვის ყოველმხრივ განვითარებულ და ჰარმონიულ პიროვნებად ჩამოყალიბების საფუძველია.