/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

როცა დედა შინიდან მიდის

როცა დედა შინიდან მიდის
დედა ბავშვისთვის უმთავრესი, ყველაზე ძვირფასი და შეუცვლელი ადამიანია, განსაკუთრებით - სიცოცხლის პირველ წლებში.

უსაფრთხოება და მყუდროება პატარასთვის განუყოფლად უკავშირდება დედას. ის აჭმევს, ათბობს, ესაუბრება, გარესამყაროს აცნობს. ერთი სიტყვით, სანამ დედა მის გვერდით არის, ყველაფერი რიგზეა. თუმცა, სამწუხაროდ, ცხოვრება სავსეა მოულოდნელობითა თუ დაგეგმილი აუცილებლობით და დედაც იძულებულია, პატარა რამდენიმე საათით, ზოგჯერ კი რამდენიმე დღითაც, მიატოვოს. გასაგებია, რომ დედასთან განშორება ბავშვისთვის ყოველთვის სტრესია, მაგრამ, მეორე მხრივ, დედის არყოფნა ტრაგედიად არ უნდა ვაქციოთ, ვინაიდან ადრე თუ გვიან ყველა ბავშვი უნდა მიეჩვიოს შინ თუ ბაღში მშობლების გარეშე დარჩენას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, პატარა მოსალოდნელი განშორებისთვის მოვამზადოთ.

6 თვემდე

ასეთი მცირე ასაკის ბავშვისთვის დედასთან განშორების მთავარი სირთულე ის არის, რომ პატარა ვერ ხვდება, რაშია საქმე და სწორედ გაუგებარი ცვლილებები აშინებს. რასაკვირველია, ცხოვრების პირველი 2-3 თვის განმავლობაში ბავშვს ჯერ კიდევ არა აქვს დედის მთლიანი ხატი, მაგრამ უკვე ცნობს მის ხმას, სუნს, შეხებას, გრძნობს დედის გვერდით ყოფნას და ნერვიულობს, როცა ის მიდის. ახალშობილს ჯერ კიდევ არ შეუძლია, მკვეთრად გამოხატოს პროტესტი ამის გამო, მაგრამ განშორების პირველ დღეებში გაცილებით უარესად სძინავს და ჭამს.

ცხოვრების პირველ თვეებში დედასთან განშორების შემთხვევაში კვება სერიოზულ პრობლემად იქცევა. თუ მეძუძური დედა რამდენიმე კვირით უნდა გაემგზავროს, რა თქმა უნდა, მოგვიწევს ძუძუთი კვების შეწყვეტა და ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა. ეს, რასაკვირველია, არ არის კარგი, ამიტომ თუ დედა მხოლოდ რამდენიმე დღით მიემგზავრება, სასურველია, დაბრუნებისას ძუძუთი კვება განახლდეს. ამაზე თავად დედამაც უნდა იზრუნოს - აუცილებელია სარძევე ჯირკვლების გამოწველა დღეში 5-6-ჯერ. არ დაგვიწყდეთ ამისთვის აუცილებელი ატრიბუტების თან წაღება.

ვინ შეცვლის დედას?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რა თქმა უნდა, ყველაფერს აჯობებს, მცირე ხნით ბავშვის მოვლა იმ ადამიანმა იტვირთოს, რომელსაც პატარა ახლობლად აღიქვამს. კარგი იქნება, თუ მას უბრალოდ კი არ მოვუყვებით ბავშვის მოვლის თავისებურებათა შესახებ, არამედ რამდენიმეჯერ მისი თანდასწრებით დავბანთ და ვაჭმევთ. ამ შემთხვევაში "მხარეებს" ექნებათ ერთმანეთთან ადაპტაციის დრო.

7 თვიდან 1 წლამდე

სიცოცხლის პირველი წლის მეორე ნახევარში, როგორც წესი, ბავშვი დედას უფრო მეტად მიეჯაჭვება, მუდამ მასთან ყოფნას ითხოვს. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება და მტკიცდება ფსიქოლოგიური კავშირი ბავშვსა და დედას შორის. განშორება ამ ასაკში აღრმავებს ბავშვის ახალაღმოცენებულ შიშს უცხო ადამიანებისა და ცხოვრების ჩვეული რიტმის მოულოდნელი ცვლილების მიმართ. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი პატარას მომზადება ამ არასასიამოვნო მოვლენისთვის.

როგორ მოვემზადოთ?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. მყავს 2 კვირის და 3 დღის ბავშვი. ბუნებრივ კვებაზეა. ამობოყინება ძალიან უჭირს, ყველანაირი პოზა ვცადე მაგრამ ძაალიან იშვიათად აქარვებს. რაც ძალიან მაშინებს. ძილში რომ წამოაქაფოს ან რამე მაგის მეშინია. როგორ ამოვაქარვებინო? და კიდევ რომ მირჩიოთ თუ საკმარისია ზურგზე წოლა და თავი გვერდულად. რომ დაზღვეული ვიყო ამოღების შეემთხვევაში მასის უკან წაღების</p>

დედის გამგზავრებამ არსებითად არ უნდა შეცვალოს პატარას ცხოვრება - ყველაფერი ისე უნდა დარჩეს, როგორც დედის გამგზავრებამდე იყო. ადამიანი, რომელიც დედის ფუნქციას იტვირთავს, ბავშვში არ უნდა იწვევდეს უარყოფით ემოციას. იდეალური ვარიანტი, რა თქმა უნდა, ბებიასთან დატოვებაა. თუ პატარას ძიძასთან ტოვებთ, ის თქვენს გამგზავრებამდე უნდა დაუმეგობრდეს ბავშვს.

გამოთხოვება

ნუ წახვალთ, როცა პატარას სძინავს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაღვიძებისას მას დიდი სტრესი ელის. პატარა აუცილებლად უნდა ხედავდეს, რომ დედა მიდის და მას ხელი უნდა დაუქნიოს.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ პატარა დედასთან განშორებისთვის შეიძლება მოვამზადოთ, თუ მას.. ოთახში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მივცემთ. ეს ბავშვს დაეხმარება, იგრძნოს საკუთარი ინდივიდუალობა და ცოტათი დამოუკიდებლობაც. კარგი იქნება, თუ ხშირად ითამაშებთ "დამალობანას". ჯერ სათამაშო დამალეთ და ერთად მოძებნეთ, მერე კი ბავშვს თავად დაემალეთ. ასეთი თამაშით პატარა აცნობიერებს, რომ თუნდაც რამეს ვერ ხედავდეს, ის საგანი არსებობას მაინც განაგრძობს. დედაც თუ არ ჩანს, არაფერია - მალე გამოჩნდება.

ბაღში ან ძიძასთან

თუ პატარა ბაღში უნდა წავიყვანოთ ან მთელი დღით ძიძასთან დავტოვოთ, სხვაგვარი მომზადებაა საჭირო - ეს ხომ დედასთან რეგულარულ განშორებას და სრულიად ახალ დღის რეჟიმს გულისხმობს. თავდაპირველად დაწვრილებით უნდა გავიგოთ, როგორი დღის რეჟიმია ბაღში, ბაღის მასწავლებელს (ან ძიძას) მოვუყვეთ ბავშვის ხასიათის თავისებურებათა შესახებ. ახალი დღის რეჟიმით ცხოვრება ბაღში წასვლამდე სულ ცოტა 3 კვირით ადრე უნდა დავიწყოთ - რა თქმა უნდა, თანდათან, ეტაპობრივად. კარგი იქნება, თუ საჭიროებისას 1-2 დღის განმავლობაში დედაც პატარას გვერდით იქნება. არ დაგავიწყდეთ, პატარას გუნება-განწყობისა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად მიაწოდოთ მასწავლებელსა და ძიძას და მათგანაც მიიღოთ დღის ბოლოს ანალოგიური ინფორმაცია. თუ შინ ძიძა მოგყავთ, ჯობს ცოტა ხნით თქვენც დარჩეთ პატარასთან. ნება დართეთ ბავშვს, ბაღში "წაიყვანოს" საყვარელი სათამაშო. ეს მას დედასთან განშორების სიმძიმეს შეუმსუბუქებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

როცა დედა შინიდან მიდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები