რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის

ბევრი მძიმე და სახიფათო დაავადება სწორედ სისხლძარღვთა პათოლოგიებიდან ან მათი ასაკობრივი ცვლილებებიდან მომდინარეობს. ადამიანის ორგანიზმის სისხლძარღვოვანი სისტემა შედგება კაპილარების, არტერიებისა და ვენებისაგან. როგორ განვამტკიცოთ სისხლძარღვები, როგორ შევუნარჩუნოთ მათ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა? პასუხი მარტივია – რაციონალური კვებით, ფიზიკური აქტივობითა და ჯანსაღი ცხოვრებით!

  • ფიზიკური აქტივობა

სისხლძარღვთა, განსაკუთრებით კაპილართა კედლის განმტკიცებისათვის, უპირველესად, აუცილებელია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ადამიანი ფიზიკურ აქტივობას, მით მეტად აქვს მოწესრიგებული კაპილარული სისხლის მიმოქცევა. ვარჯიში და ზოგადად ფიზიკური აქტივობა რეგულარული და ზომიერი (თანაბარი) უნდა იყოს. ნაკლებ ეფექტს იძლევა დიდი ინტერვალებით (იშვიათად) ინტენსიური დატვირთვით ვარჯიში.

მასტიმულირებელ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია როგორც სხვადასხვა ვარჯიშის შესრულება (დილის გამამხნევებელი, დღის განმავლობაში გამააქტიურებელი და სხვა), ასევე ცურვა, სირბილი, თხილამურებითა და ციგურებით სრიალი (ზამთარში).

ცურვის დროს (თუნდაც აუზში, მდინარესა თუ ტბაში) გრილი წყლის არცთუ მაღალი ტემპერატურის გამო სისხლძარღვები რამდენადმე ვიწროვდება, აქტიური ცურვითი მოძრაობებით კი ფართოვდება. ამგვარად, სისხლძარღვები ერთგვარ ვარჯიშს განიცდის, წვრთნის რეჟიმშია, დაძაბვა და მოდუნება მათი კედლის განმტკიცებას, ელასტიკურობის მატებას განაპირობებს. რაც ასე მნიშვნელოვანია სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის. გარდა ამისა, ცურვის დროს რიტმულ და თანაბარ ფიზიკურ დატვირთვას განიცდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ყველა ნაწილი, სისხლის მიმოქცევა აქტიურდება შინაგან ორგანოებში. სისხლძარღვთა კედლის განმტკიცებისათვის მეტად სასარგებლოა თხილამურებითა და ციგურებით სრიალი.

დადებით გავლენას ახდენს მასაჟი, რადგანაც ნებისმიერი ტიპის მასაჟის დროს ხდება სისხლის ნაკადის გაძლირებული მოდენა კანისაკენ. ორგანიზმის ჯანმრთელობისა და სხეულის სილამაზისათვის რეკომენდებულია რეგულური მასაჟი ხერხემლიდან – შუბლის, სახისა და ღაბაბის არემდე.

  • კონტრასტული შხაპი – სისხლძარღვთა ტრენაჟორი

სისხლძარღვთა გაკაჟებაში დიდ როლს თამაშობს კონტრასტული შხაპი. შხაპს, საზოგადოდ, სისხლძარღვთა ტრენაჟორს უწოდებენ. არსებობს სხვადასხვა სახის შხაპი: შარკოს, შოტლანდიური, წვიმისებრი, მტვრისებრი, ცირკულარული, აღმავალი და შხაპ-მასაჟი.

სისხლძარღვთა წვრთნა-ვარჯიშისათვის რეკომენდებულია კონტრასტული შხაპი. ის ცხელი და ცივი წყლის თანმიმდევრულ მონაცვლეობას გულისხმობს. ეს, ერთი შეხედვით უსიამოვნო პროცედურა, ორგანიზმისათვის მეტად სასარგებლოა. მის მოყვარულებს გაციება და ხშირი ავადმყოფობა არ ემუქრებათ.

კონტრასტული შხაპის ზემოქმედების მექანიზმი არცთუ მარტივია. ცივი წყალი სისხლძარღვებს ავიწროებს, ცხელი – აფართოებს. ამის წყალობით კი მათი კედელი ელასტიკური და მდგრადი ხდება.

სისხლძარღვთა ასეთი ტიპის გაკაჟება სასარგებლოა ჰიპერტონული დაავადების საწყის სტადიაზე, მაგრამ მკაცრად უკუნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, მწვავე თრომბოფლებიტის, სისხლისა და ონკოლოგიური პათოლოგიების დროს.

კონტრასტული შხაპის მიღება არასასურველია მენსტრუაციის დროსაც – შესაძლოა, სისხლდენა გააძლიეროს. ზოგადად კი, კონტრასტული შხაპი, გარდა იმისა, რომ პროფილაქტიკის უნიკალური საშუალებაა, ძლიერ სამკურნალო ეფექტს ავლენს სხვადასხვა დაავადების დროს. განსაკუთრებით რგებს ნევროზისა და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის მქონეთ.

კონტრასტული შხაპი კოსმეტიკური თვალსაზრისითაც სასარგებლოა. ის ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ამ გზით ხელს უწყობს წონის კლებას, ელასტიკურობასა და სიმკვრივეს ანიჭებს კანს.

  • როგორ უნდა მოვიქცეთ მაქსიმალური ეფექტის მისაღებად

თბილი და ცივი წყლის ტემპერატურული სხვაობა თავდაპირველად უმნიშვნელო უნდა იყოს. ცივი წყლის ტემპერატურა პირველი პროცედურის დროს 28 გრადუსს უნდა უტოლდებოდეს, თბილისა კი – 38-ს. თბილი წყლის ზემოქმედება წუთ-ნახევარი უნდა გაგრძელდეს, ცივისა – 0,5 წუთი. თბილი წყლის ტემპერატურა თანდათანობით უნდა გაზარდოთ, ცივისა კი შეამციროთ. მესამე-მეოთხე პროცედურისთვის სასურველია, ტემპერატურის მაჩვენებელი 40OC-ს და 20OC-ს შეესაბამებოდეს. ეს ყველაზე ოპტიმალური კონტრასტია. კონტრასტული შხაპი სულ 10-12 წუთს უნდა გაგრძელდეს: 3 წუთს – თბილი წყლის ზემოქმედება, 1 წუთს – ცივისა და ასე 3-4-ჯერ.

ამ ფორმულით პროცედურები ჯანმრთელმა ადამიანმა ზამთარ-ზაფხულ შეიძლება ჩაიტაროს, ხანდაზმულმა და დასუსტებულმა პირებმა კი ერთთვიანი კურსის შემდეგ 3-4 თვე უნდა შეისვენონ.

კონტრასტული შხაპი, მისი მატონიზებელი და მასტიმულირებელი ეფექტის გამო, უმჯობესია დილით (ან დღის პირველ ნახევარში) მიიღოთ. ამასთან პროცედურა ცივი წყლით უნდა დასრულდეს. თუ შხაპის მიღება დღის მეორე ნახევარში მოგიხდათ, პროცედურა ცხელი წყლით დაასრულეთ.

გახსოვდეთ, წყალი სიცოცხლეა!

  • კვება სისხლძარღვებისათვის

სისხლძარღვთა კედლის განმტკიცებისა და მათი ჯანმრთელობისათვის მეტად მნიშვნელოვანია ვიტამინები:

  1. E ვიტამინი – უხვადაა ასკილის ნაყოფში, ოხრახუშში, ისპანახსა და ბარდაში, პომიდორსა და არარაფინირებულ ზეთში.
  2. A ვიტამინით – გაჯერებულია კვერცხის გული, ყველი, ხაჭო, ნაღები, კარაქი, რძე, თევზის ქონი.
  3. P ვიტამინით – მდიდარია ასკილის ნაყოფი, ჟოლო, ყურძენი, პომიდორი, კომბოსტო, სალათის ფურცლები, წიწაკა, წიწიბურა, შავი მოცხარი, ციტრუსები.
  4. C ვიტამინი – უხვადაა კომბოსტოში, კარტოფილში, კამაში, სალათის ფურცლებში, ოხრახუშსა და მწვანე ხახვში, წითელ წიწაკაში, ქაცვსა და მოცვში, შავ მოცხარში, ასკილსა და შინდში.
  5. A და E ვიტამინები ხელს უშლის ინფექციის შეჭრა-გავრცელებას, P და C ვიტამინები კი ელასტიკურსა და მდგრადს ხდის სიხლძარღვთა კედელს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის განმტკიცებისათვის სასარგებლოა ყოველდღიურად გარკვეული (ზომიერი) რაოდენობით შოკოლადის (განსაკუთრებით მწარე) მიღება.

მიირთვით რაც შეიძლება მეტი ვაშლი, ქლიავი, ალუბალი, უცხიმო ხაჭო და ყველი, ქატო, შვრია და წიწიბურა, სვით 1%-იანი რძე. უარი თქვით შემწვარ და შებოლილ პროდუქტებზე, თამბაქოს მოწევასა და სხვა მავნე ჩვევებზე. ნაკლებად მიიღეთ ცხიმიანი საკვები, არჩიეთ თევზი და ბოჭკოს შემცველი პროდუქტები.

  • დასვენება და ემოციური ფონი

გაგიკვირდებათ, მაგრამ თევზაობა, ზღვის, ტბის ან მდინარის ნაპირზე ჯდომა მეტად სასარგებლოა გულ-სისლხძარღვთა სისტემისათვის. ამიტომაც ზაფხულში დასასვენებლად აუცილებლად მიაშურეთ სანაპიროს, ზამთარში კი – აუზს.

უმთავრესი და მნიშვნელოვანი გულისა და სისხლძარღვებისათვის დადებითი ემოციებია – სიხარულის, ბედნიერებისა და აღმაფრენის შეგრძნება.

თუ გსურთ დიდხანს გამოიყურებოდეთ მხნედ და ახალგაზრდულად, იყოთ ჯანმრთელი, ისწავლეთ სტრესების თავიდან აცილება, სწორად დასვენება და კვება!