/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიტნესი და სპორტი

აქტიური დასვენება ზამთარში

აქტიური დასვენება ზამთარში
ჯანსაღი დასვენება ზამთარში ნორმად იქცა არა მარტო დასავლეთში, არამედ ჩვენშიც. საზაფხულო გასართობს - ბადმინტონს, ფრენბურთს, ფეხბურთს, კალათბურთს, ცურვას, ველოსპორტს - ზამთარში თხილამურები,

ციგურები, სნოუბორდები ცვლის. აქტიური დასვენება მხოლოდ დადებითი ემოცების წყაროდ რომ გექცეთ, თავდაპირველად გაარკვიეთ, მზად ხართ თუ არა დასასვენებლად. ცხადია, იგულისხმება არა ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური მზადყოფნა. თუ თქვენ მთელი წელი ოფისში, მაგიდასთან გაატარეთ, მაშინ აუცილებლად შეიმოწმეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. არსებობს ისეთი დაავადებები, რომლებისთვისაც მთაში აქტიური დასვენება უკუნაჩვენებია. ასეთია, მაგალითად, ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, რომლებიც მთაში შესაძლოა გამწვავდეს. მთას ძლიერი ადამიანები უყვარს. თქვენც უფრო თავდაჯერებული იქნებით, როდესაც თავს ფორმაში მოიყვანთ.

რა საჭიროა მომზადება? ჯერ ერთი, სამთო-სათხილამურო კურორტები ზღვის დონიდან გაცილებით მაღლაა, ვიდრე თქვენი საცხოვრებელი ადგილი (რასაკვირველია, ბარის მოსახლეობას ვგულისხმობთ). ამ სიმაღლეზე ასვლაც კი ორგანიზმისთვის უკვე სერიოზული დატვირთვაა. მეორე - სხვაგვარად ტრავმებს ვერ გადაურჩებით. თხილამურებით სრიალს უნიკალური გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს დატვირთვას განიცდის ჩვენი სხეულის ყველა ჯგუფის დიდი კუნთები. ასეთი დატვირთვა გარემოს დაბალი ტემპერატურის ფონზე დიდ ენერგოდანახარჯს მოითხოვს. იტვირთება ხერხემალიც, რომელიც თხილამურებით სრიალისას განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებში - ბუნებრივ სამუშაო პოზიციასა და ბიოლოგიურ რიტმში ხვდება. ჩვეულებრივი სირბილის დროს გადახტომის ფაზის შემდეგ ბიძგისა და რყევის თავიდან აცილება შეუძლებელია, თხილამურებით სირბილის დროს კი ორგანიზმი ამგვარ ზემოქმედებას არ განიცდის, რადგან სხეული მიწაზე საერთოდ არ ხტება. მოძრაობის თითოეულ ციკლში ხერხემალი ფარფატით მოძრაობს. ვფიქრობთ, ცოტას თუ მოუვა აზრად, მოუმზადებლად ასწიოს 200-კილოგრამიანი ტვირთი ან მარათონში მიიღოს მონაწილეობა. იგივე შეიძლება ითქვას სამთო-სათხილამურო სპორტზეც.

ციგურები და ჯანმრთელობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ციგურებით სრიალი ფრენის განუმეორებელი შეგრძნებით არაჩვეულებრივი სავარჯიშო და გამაჯანსაღებელი საშუალებაა. ხერხემლის ყველა ნაწილი, მათ შორის - კისრისაც, განსაკუთრებულ დატვირთვას მხოლოდ საშუალო და დაბალი დაშვებისას განიცდის. სწორი დაშვება და თავისუფალი სუნთქვა ზურგის კუნთების მაქსიმალურ მოდუნებას მოითხოვს. ამასთანავე, ძირითადი დატვირთვა ხერხემლის წელის ნაწილზე მოდის. ყინულზე გამოსვლის წინ და სრიალის შემდეგ რეკომენდებულია, მოთელვაში ჩართოთ დახრა, გაჭიმვა და კორპუსის ტრიალი. ასეთივე ვარჯიშები შეიძლება შეასრულოთ ყინულზეც. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ - წელი არასდროს შეგახსენებთ თავს.

დაბოლოს, მთაში გამგზავრებამდე:

. იზრუნეთ იმაზე, რომ ტანსაცმელი შეესაბამებოდეს კლიმატს.

. ნუ დაივიწყებთ მზისგან დამცავ კრემებს, რადგან მთაში დამწვრობა უფრო მწვავეა.

. თხილამურებზე დადგომამდე კარგად შეისწავლეთ რელიეფი, სასრიალო ტრასები, საშიში ადგილები.

. ნუ აირჩევთ თავიდანვე რთულ დაღმართებს.

. ისწავლეთ სწორად დაცემა - დაღმართზე კორპუსით ზევით. წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფად შეჩერებას ვერ შეძლებთ და დიდხანს მოგიწევთ დაღმართზე თავდაყირა სრიალი, ეს კი არა მარტო უსიამოვნო, არამედ საკმაოდ საშიშიც არის. თუ მუხლსაფრები არ გიკეთიათ, თოვლში მუხლებით დაცემას ერიდეთ. ეცადეთ, დაეცეთ სხეულის ყველაზე რბილი ადგილით. ექსტრემალურ სიტუაციაში ფეხზე დარჩენას მეტისმეტად ნუ მოინდომებთ. თუ სწრაფად დაეცით, ეცადეთ, დაცემის შემდეგ დაგორდეთ.

ნუ ჩაიცვამთ სრიალა ტანსაცმელს. ნუ გამოიყენებთ ჯოხებს გაჩერებისთვის - შედეგი შესაძლოა ძალიან უსიამოვნო აღმოჩნდეს.

. ნუ ისრიალებთ თუნდაც ოდნავ ნასვამი - ალკოჰოლი ადუნებს და აქვეითებს რეაქციის სიჩქარეს. ნუ ისრიალებთ დაღლილი.

. თუ დამწყები მოთხილამურე ბრძანდებით, არ გაიმეოროთ კინოში დანახული ტრიუკები - მათ პროფესიონალები ასრულებენ.

. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროს (ცუდი ხილვადობა, ყინული) უმჯობესია სასტუმროში დარჩეთ.

. არ გახვიდეთ მარტო უცნობ დაღმართებზე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

აქტიური დასვენება ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები