/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ქრისტესისხლას სამკურნალო თვისებები

ქრისტესისხლას სამკურნალო თვისებები
ქრისტესისხლა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. იქ მას “რუსულ ჟენშენს” უწოდებენ.

სამკურნალოდ გამოიყენება მისი მიწისზედა ნაწილი, რომელსაც აგროვებენ მაისსა და ივნისში, ყვავილობისას, აუცილებლად მშრალ ამინდში. ქრისტესისხლას ტოტებს აჭრიან ან ამტვრევენ მიწიდან 10-15 სმ სიმაღლეზე.

ქრისტესისხლას გამორჩეული სამკურნალო თვისებები აქვს. მის პრეპარატებს იყენებენ ანთებისა და ქავილის საწინააღმდეგოდ, ჭრილობების შესახორცებლად და მოსაწვავად, ანტიმიკრობული დანიშნულებით.

ახალგამოწურული წვენითა და დაქუცმაცებული ბალახით შეიძლება ხალების, კონდილომების, კოჟრებისა და ჭორფლის მოცილება, დახეთქილი მტევნებისა და ქუსლების მოშუშება. პროცედურას იტარებენ დღეში 3-4-ჯერ. სამკურნალოდ იყენებენ როგორც ფესვებში, ასევე ღეროსა და ფოთლებში არსებულ წვენს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ ქრისტესისხლას ძირითადად სპაზმის მომხსნელი, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული თვისებები აქვს.

ფარმაკოლოგიური მოქმედებით გამოირჩევა მცენარეში შემავალი ალკალოიდები. მაგალითად, ქელიდონინი ავლენს ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ და დამამშვიდებელ ეფექტს. გარდა ამისა, ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას გლუვი კუნთების შემცველ ორგანოებზე. შესაბამისად, აქვს ჰიპოტენზიური (წნევის დამაქვეითებელი) და ბრადიკარდიული (პულსის გამაიშვიათებელი) ეფექტი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

მეორე მნიშვნელოვანი ალკალოიდი, რომელსაც ქრისტესისხლა შეიცავს, ჰომოქელიდონინია. მას საპირისპირო მოქმედება ახასიათებს - აღმგზნები და კრუნჩხვის გამომწვევი. ახდენს აგრეთვე ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ (ანესთეზიურ) ეფექტს.

ალკალოიდი პროტოპინი ამცირებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის რეაქტიულობას და აძლიერებს გლუვი კუნთების ტონუსს, ქელერიტრინისთვის კი მკვეთრად გამოხატული ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედებაა დამახასიათებელი.

ქრისტესისხლას წვენით მკურნალობენ ცხვირ-ხახის პათოლოგიებს, ადენოიდებს, პოლიპებს, ნუშურებს, კოჟრებს, ხორცმეტებს, ნახეთქებს, სხვადასხვა წარმოშობის მუწუკებს, ფურუნკულებს, ეგზემას, ღრძილებს, ჰერპესულ ინფექციას (განსაკუთრებით - ტუჩებზე), აგრეთვე - ცეცხლის ალით, ორთქლით, ცხელი რძით, მზის სხივებით და სხვადასხვა ქიმიური ნაერთით გამოწვეულ დამწვრობას.

ქრისტესისხლას წარმატებით იყენებენ ჰიპერტონიის, ასთმის, ლეიკოზის, ათეროსკლეროზის, ფიბრომის, გრიპის, მსხვილი ნაწლავის პოლიპოზის, ბუასილის, გასტრიტის, ჩიყვის, პოდაგრის, რევმატიზმის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, აგრეთვე თირკმელებისა და გულის დაავადებათა სამკურნალოდ.

სამკურნალო წვენის მომზადება

ქრისტესისხლას ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასას ორფა დოლბანდში წურავენ და წვენს მჭიდროდ თავდაცულ ბოთლში ასხამენ. ბოთლიდან დროდადრო უშვებენ აირებს. 5-7 დღის შემდეგ წვენი საბოლოოდ დადუღდება და გამოსაყენებლად მზადაა.

  • ქრისტესისხლას გამოყენება ცხვირ-ხახისა და წიაღების პათოლოგიების დროს:

2-3 წვეთი წვენი ჯერ ერთ ნესტოში უნდა ჩაიწვეთოთ, 5 წუთის შემდეგ, როდესაც წვის შეგრძნება გაგივლით - მეორეში, აუცილებლად დაწოლილმა. თუ წვენი ყელში გადაგივიდათ, შეგიძლიათ გადაყლაპოთ.

დაავადებული ღრძილების სამკურნალოდ: წვენი დღეში 2-3-ჯერ უნდა წაისვათ ღრძილებზე, თითო ჯერზე - ხუთჯერ (ანუ წაისვამთ - შეიშრობთ, ისევ წაისვამთ და ასე ხუთჯერ), ან კიდევ პირის ღუში დაიგუბოთ ღრძილებზე კონცენტრირებით, 20-25 წუთის შემდეგ კი გადააფურთხოთ.

პოდაგრისა და რევმატიზმის დროს: მტკივან ადგილებზე უნდა წაისვათ წვენი, ხოლო ნაყენი დალიოთ.

გრიპის საწინააღმდეგოდ: პირის ღრუში ხუთჯერ უნდა გამოივლოთ წვენი და დალიოთ ნახევარი ჭიქა ნაყენი.

ქვედა კიდურების თრომბოფლებიტის დროს: 3-5-წუთიანი შუალედებით (სანამ არ მოხდება მაქსიმალური შეწოვა) ხუთჯერადად უნდა წაისვათ წვენი, დალიოთ 100 გრამი ნაყენი ჭამამდე 10 წუთით ადრე.

ქრისტესისხლას ნაყენი

ქრისტესისხლას ნაყენი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს ძილსა და მადას. 7 დღის განმავლობაში მისი რეგულარული გამოყენების შემდეგ საჭიროა ორდღიანი შესვენება. ნაყენის სმის პერიოდში რეკომენდებულია დღეში ერთი სადილის კოვზი გახეხილი სტაფილოს მიღება.

ნაყენის მომზადება: ჩაყარეთ 500-გრამიან ქილაში ახალდაკრეფილი ბალახი - იმდენი, რომ ქილა სანახევროდ გაივსოს; დაასხით მდუღარე წყალი და დაახურეთ თავსახური. თუ ნაყენის მოსამზადებლად გამხმარ ბალახს გამოიყენებთ, ნედლეულმა ქილა მეოთხედამდე უნდა შეავსოს. გაცივების შემდეგ ნაყენი მზადაა. უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, 100 მლ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.

ნაყენს მუქი ფერი და მწარე გემო აქვს. ნაყენი შეიძლება საზამთროდაც შეინახოთ. ამისათვის ზემოთ აღწერილი მეთოდით გამოწურულ ერთ ლიტრ წვენს უნდა დაასხათ 500 მლ არაყი ან 250 მლ სპირტი.

ქრისტესისხლას ნაყენის ჭინჭარსა და გულყვითელასთან კომბინაცია აფერხებს მეტასტაზების ზრდა-განვითარებას. ამ მიზნით თანაბარი რაოდენობით იღებენ სამივე ბალახს, აქუცმაცებენ, ერთმანეთში ურევენ და ერთ სადილის კოვზ ნარევს ყრიან თერმოსში, ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და 1-2 საათით აჩერებენ. ნახევარ ჭიქა ნაყენს დილით, უზმოზე იღებენ, ნახევარს კი - ვახშმამდე ერთი საათით ადრე.

გაითვალისწინეთ!!!

ქრისტესისხლას წვენით მკურნალობის პერიოდში სხვა მცენარეების და მედიკამენტების გამოყენება არ შეიძლება! ქრისტესისხლას წვენი შხამიანია, ამიტომ მის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. წვენის ზედოზირებით ანუ ჭარბი მიღებით შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოთ ჯანმრთელობას. ქრისტესისხლას წვენის გამოყენებისას საჭიროა დიდი სიფრთხილე - მისმა უკუნტროლო და ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა ნაწლავთა დისბაქტერიოზი გამოიწვიოს.

საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსის გამეორება რეკომენდებულია მეორე წელიწადს, მაისში, როდესაც მცენარე ყვავილობის ფაზაშია და მისი მაკურნებელი თვისებები პიკს აღწევს. სწორედ ამ პერიოდში ამზადებენ წვენს მთელი ზაფხულისთვის. ქრისტესისხლას პრეპარატები უკუნაჩვენებია ეპილეფსიის დროს. მათ დიდი სიფრთხილით იყენებენ სტენოკარდიის, ბრონქული ასთმისა და ნევროლოგიური პათოლოგიების დროს.

კომენტარები (12)
Nino
მოგესალმებით გთხოვთ დამიწეროთ ჭრილობა არ ხორცდება დიაბეტიანია და ტერფზე არი ნაოპერაციევი,როგორ მოვამზადოთ ქრისტესისხლა რომ ჭრილობა შეხორცდეს,ძალიან გთხოვთ მასწავლეთ,მადლობა ყურადღებისთვის
თარიღი : 02-06-2022
daji
სპირტიანი ნაყენის დამზადება წერია თვითონ სტატიაში...1ლ წვენს ასხამ 500მლ არაყს ან 250მლ სპირტს. ნაყენის დამზადებაც ასევე წერია სტატიაში და წაიკითხეთ
თარიღი : 15-10-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის

ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა, ცალკეული ორგანოების სრულყოფილი ფუნქციობა დიდად არის დამოკიდებული სისხლძარღვთა მდგომარეობაზე.
სრულად
რეკომენდაციები სისხლძარღვთა საშიში დაავადების პროფილაქტიკისთვის

ათეროსკლეროზის პრევენცია უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის პრევენციას.
სრულად
რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის
რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის
ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა, ცალკეული ორგანოების სრულყოფილი ფუნქციობა დიდად არის დამოკიდებული სისხლძარღვთა მდგომარეობაზე.
სრულად
ლიმფოსტაზი და ლიმფოდრენაჟული მასაჟი
ლიმფოსტაზი და ლიმფოდრენაჟული მასაჟი
ლიმფოსტაზი არის ლიმფურ ძარღვებში ლიმფის ნაკადის ნორმალური დინების პროგრესირებადი დარღვევა.
სრულად
ვენური უკმარისობა
ვენური უკმარისობა
ქრონიკული ვენური უკმარისობა მდგომარეობაა, რომლის დროსაც ქვედა კიდურების ვენებიდან ირღვევა ვენური სისხლის უკუგადინება.
სრულად
ღრმა ვენების თრომბოზის  ნიშნები, რისკ ფაქტორები და პრევენცია

ღრმა ვენების თრომბოზს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სისხლის კოლტი (თრომბი) წარმოიქმნება ადამიანის სხეულში არსებულ ერთ ან რამდენიმე ღრმა ვენაში. ღრმა ვენების თრომბოზი ძირითადად ქვედა კიდურებისა და მენჯის ვენებში ვითარდება, თუმცა, შეიძლება, ზედა კიდურების ვენებიც დააზიანოს.
სრულად
რატომ ვიწროვდება სისხლძარღვები
რატომ ვიწროვდება სისხლძარღვები
სისხლძარღვების შევიწროების მიზეზებზე, კლინიკურ გამოვლინებებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება სისხლ­ძარღვთა ქირურგი ზაალ ავალიანი.
სრულად
სისხლის გზა და სისხლძარღვები
სისხლის გზა და სისხლძარღვები
სისხლის გზა ის სასიცოცხლო მნიშვნელობის მაგისტრალური ქსელია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა ადამიანის სიცოცხლე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ქრისტესისხლას სამკურნალო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები