/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზოგადი ქირურგია

მკურნალობის ტაქტიკა გულმკერდის ღრუს ქირურგიული დაავადებების დროს

გვესაუბრება თბილისის მერიის აკადემიკოს ზ. ცხალაიას სახელობის შპს "თორაკოაბდომინალური კლინიკის" გულმკერდის ქი-რურგი, მედიცინის დოქტორი ალექსანდრე ჩინჩალაძე.
  • ბატონო ალექსანდრე, ყველაზე ხშირად რომელი დაავადების გამო მოგმართავენ?

- ყველაზე ხშირია ბრონქიტი - ობსტრუქციულიც და ალერგიულიც, ასევე - ბრონქული ასთმა, ტრავმები, პნევმოთორაქსი, ფილტვის კისტოზური, პარაზიტული, სიმსივნური წარმონაქმნები.

  • მოდი, განვიხილოთ, როგორია ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სამედიცინო ჩარევის მასშტაბი და ექიმის ტაქტიკა. პნევმოთორაქსი ახსენეთ. რა დაავადებაა ეს და როგორ მკურნალობენ?

- პნევმოთორაქსი პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვებაა. ის იწყება ძლიერი ტკივილით, სუნთქვის უკმარისობით, ხველებით, სწრაფი დაღლით, ქოშინით, ტკივილით გულის არეში. ამ სიმპტომების გამო ზოგჯერ პაციენტს შეცდომით თერაპიულ ან კარდიოლოგიურ კლინიკაში ათავსებენ. ასეთი ნიშნების არსე-ბობისას ლოდინი და თვითმკურნალობა დაუშვებელია, ავადმყოფმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, რათა მოხდეს მისი გამოკვლევა და დროულად დაიწყოს მკურნალობა. გამოკვლევა, უწინარეს ყოვ-ლისა, გულისხმობს აუსკულტაციას - ფილტვების მოსმენას - და რენტგენოგრაფიას, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით შეირჩევა მკურნალობის მეთოდი: მცირე ინვაზიური ჩარევა ან დიდმასშტაბიანი ოპერაცია - თორაკოტომია.

  • რას ნიშნავს მცირე ინვაზიური ჩარევა?

- მცირე ინვაზიური ჩარევა გულისხმობს პლევრის ღრუს პუნქციას ან დრენირებას, აგრეთვე - თორაკოსკოპიულ ოპერაციას, რომელიც ინვაზიურობით დრენაჟს უტოლდება, ხოლო შედეგით - დიდმასშტაბიან ოპერაციას.

  • თუ თორაკოსკოპიული ოპერაციით ისეთივე შედეგის მიღება შეიძლება, როგორისაც დიდმასშტაბიანი ოპერაციით, რა საჭიროა დიდი ოპერაცია?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- თორაკოსკოპიული ოპერაცია არჩევის მეთოდია, რომელმაც ფართო გამოყენება ჯერჯერობით ვერ პოვა, თუმცა ჩვენს კლინიკაში ის კარგა ხანია დანერგილია. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ ავადმყოფი სტაციონარში მინიმალურ დროს - 2-3 დღეს ატარებს, მაშინ, როცა დიდი ოპერაციის შემდეგ ეს პერიოდი 7-10 დღეს შეადგენს.

  • ყოველთვის შეიძლება თუ არა თორაკოსკოპიული ოპერაციის ჩატარება?

- ყოველთვის არა. ამ მეთოდით მკურნალობა შესაძლებელია, მაგალითად, მცირე ზომისა და გაურთულებელი ექინოკოკის შემთხვევაში, ტრავმის დროს. გარდა ამისა, მისი გამოყენება დასაშვებია დიაგნოსტიკური მიზნით.

  • ტრავმა ახსენეთ. როგორია ამ შემთხვევაში სამედიცინო ჩარევის მოცულობა და ექიმის ტაქტიკა?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ! უხერხულად გადახრისას კუჭის გასწვრივ მიმაგრდება კუნთი და მაქვს ტკივილი,რომელიც გრძელდება რამდენიმე წამს და შემდეგ თვითონ გაივლის.რისი ბრალი შეიძლება იყოს? ჩივილი თავს იჩენს მხოლოდ გადახრისას.მადლობა წინასწარ!</p>

- ბოლო ხანს ტრავმები საგრძნობლად გახშირდა. როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ისე ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის სიკვდილიანობის სტატისტიკაში ტრავმებს მეოთხე ადგილი უკავია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ონკოლოგიური და ბრონქ-ფილტვის დაავადებების შემდეგ. გულმკერდის ტრავმა უმეტესად კომბინირებული პათოლოგიაა, რაც განპირობებულია მოსახლეობის ურბანიზაციით, ავტოსატრანსპო-რტო საშუალებების სიჭარბით და საყოფაცხოვრებო მიზეზებით.

რაც შეეხება ექიმის ტაქტიკას, გულმკერდის ნებისმიერი ტრავმა მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. ხშირად დაზიანება საკმაო ხნის შემდეგ ვლინდება. უმთავრესად - გულმკერდის დახურული ტრავმის შემთხვევაში. ადრეულ პერიოდში პათოლოგია შესაძლოა არავითარი კლინიკური ნიშნით არ გამოვ-ლინდეს, მოგვიანებით კი ჩამოყალიბდეს ჰემოპნევმოთორაქსი - პლევრის ღრუში სისხლისა და ჰაერის დაგროვება - და ფილტვის კონტუზია (დაჟეჟილობა), რაც მძიმე გართულებებს იწვევს და სიცოცხლისათვის საშიშია.

  • რასთან შეიძლება იყოს შერწყმული გულმკერდის ტრავმა?

ასევე დაგაინტერესებთ
რა შეიძლება გახდეს ბავშვებში გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი და როდის არის საჭირო ექიმთან ვიზიტი
გულმკერდის რადიკულიტი

- ქალა-ტვინის ტრავმასთან, მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებასთან, მოტეხილობასთან. ასეთ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა და ქირურგიული მეთოდი ინდივიდუალურად, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობისა და ობიექტური სურათის მიხედვით შეირჩევა.

  • როგორია ექიმის ტაქტიკა ბრონქოექტაზიური დაავადების დროს? აქვს თუ არა აზრი მრავლობითი ბრონქოექტაზიის შემთხვევაში ოპერაციულ ჩარევას?

- ოპერაციულ ჩარევას აზრი უდავოდ აქვს, ოღონდ - კომბინირებულად, სათანადო მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად. ამ დაავადების კონსერვატიული მკურნალობა გულისხმობს განსაზღვრულ რეჟიმს, ცილებით მდიდარი საკვების მიღებას, ბრონქების ეფექტურ დრენაჟს, ჩირქმბად მიკროფლორაზე ზემოქმედებას, ორგანიზმის ზოგადი რეაქციულობის ამაღლებას, ზედა სასუნთქი გზებისა და ცხვირის დანამატი ღრუების სანაციას, ფიზიოთერაპიულ და სანატორიულ-კურორტულ მკურნალობას.

ბრონქოექტაზია ყალიბდება როგორც შედეგი ადრეულ ასაკში არასწორად ნამკურნალევი ჩირქოვანი ობსტრუქციული პათოლოგიებისა, მაგრამ არსებობს თანდაყოლილი ფორმებიც, რომელთა მკურნალობის ტაქტიკა, თუ მედიკამენტური თერაპია უშედეგო აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში მაინც ოპერაციულია.

  • შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, განსაკუთრებით - მისი აღმოსავლეთ რეგიონები, ექინოკოკის ენდემური კერაა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას.

- ექინოკოკის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული ჩარევის გზით შეიძლება. მცირე ზომისა და გაურთულებელი ექინოკოკის მკურნალობის შესახებ ზემოთ უკვე მოგახსენეთ, ხოლო დიდი ზომისა და მრავლო-ბითი ექინოკოკის კისტების არსებობისას საჭიროა ოპერაციული ჩარევა - თორაკოტომია. ექინოკოკი იმით არის ცუდი, რომ ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება ვერ ხერხდება, ვინაიდან ადამიანი მეტწილად არა-ფერს უჩივის.

  • რა შეიძლება ითქვას ფილტვის აბსცესის შესახებ?

- ფილტვის აბსცესი ანუ შემოფარგლული ჩირქგროვა უმთავრესად მცდარი და დაგვიანებული მკურნა-ლობის შედეგია. გაურთულებელი აბსცესის მკურნალობა მიზანშეწონილია კონსერვატიული მეთოდებით, კერძოდ, ბრონქოსკოპიით, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკოთერაპიით, ინფუზიოთერაპიით, იმუნოსტი-მულაციით, ანტიჰისტამინური თერაპიით, ვიტამინოთერაპიით, სტეროიდული და ანთების საწინაა-ღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით.

  • რით შეიძლება გართულდეს აბსცესი და როგორ ვუმკურნალოთ მას?

- აბსცესის გართულებისას მოსალოდნელია მისი გახსნა პლევრის ღრუში, გენერალიზაცია, ორგანიზმის ინტოქსიკაცია, სეფსისი. ამ დროს უნდა მოხდეს პლევრის ღრუს დრენირება, სანაცია (გამორეცხვა), ანტიბიოტიკებით ირიგაცია, ჩატარდეს ზოგადი დეზინტოქსიკაციური თერაპია. ოპერაციული ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, როდესაც ყალიბდება ნარჩენი ღრუ, რეგიდული ფილტვი ან უხეში შეხორცებითი პლევრიტი.

  • როგორ მკურნალობენ საყლაპავის თიაქარს?

- საყლაპავის თიაქრის მკურნალობა გასტროენტეროლოგის პრეროგატივაა. ამ დროს რეკომენდებულია საკვების მიღება მცირე ულუფებით დღეში რამდენიმეჯერ, ყაბზობის მკურნალობა, აუცილებელია სამკურნალო ფიზკულტურა. ინიშნება პრეპარატები, რომლებიც ამცირებს კუჭის სეკრეციას, აქვეითებს კუჭის შიგთავსის მჟავიანობას და ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკინეზიის ნორმალიზებას, მაგრამ ზოგჯერ ოპერაციული მკურნალობა აუცილებელია. საყლაპავის თიაქრის გართულება ოპერაციული ჩარევის ჩვენებას წარმოადგენს.

  • ზემოთ ფილტვის კისტოზური წარმონაქმნები ახსენეთ. რა პათოლოგიასთან გვაქვს ამ დროს საქმე და როგორ მკურნალობენ?

- ფილტვის კისტოზური წარმონაქმნებიდან ყველაზე მეტად არის გავრცელებული ფილტვის ბულოზური ემფიზემა, რომელიც ხშირად გვხვდება ახალგაზრდა მამაკაცებში. მის მიზეზად ალფა ერთი-ქიმოტრი-ფსინის ნაკლებობა მიიჩნევა, ხოლო ხელშემწყობ ფაქტორებად - თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მი-ღება, ტოქსიკომანია, ჰორმონული დარღვევები, სტრესი. მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია, თუმცა დაავადების ხელშემწყობი ფაქტორების აღმოფხვრა, ცხოვრების ჯანსაღი წესი საშუალებას გვაძლევს, ოპერაციული ჩარევის ჩვენება მინიმუმამდე დავიყვანოთ.

  • რას გვეტყვით ფილტვის სიმსივნურ წარმონაქმნებსა და ტუბერკულოზზე?

- ამ შემთხვევაში ავადმყოფს უნდა მიეცეს რეკომენდაცია, მიმართოს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებას. პირველ შემთხვევაში - ონკოლოგიურ ცენტრს, ხოლო მეორე შემთხვევაში - ფთიზი-ატრიულ კლინიკას, სადაც მკურნალობის ტაქტიკას სპეციალისტები - ონკოლოგი და ფტიზიატრი შეუ-რჩევენ.

  • კვლევის რომელ ინსტრუმენტულ მეთოდებს იყენებს დღეს თორაკოქირურგია?

- პირველ ყოვლისა, უნდა ვახსენოთ რენტგენოლოგიური კვლევა, სპირომეტრია, ფიბრობრონქოსკოპია, რომელსაც სამკურნალო დანიშნულებაც აქვს, კომპიუტერული გამოკვლევა.

  • რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს, როგორ აიცილონ თავიდან სასუნთქი ორგანოების დაავადებები და ოპერაციული ჩარევა?

- გულმკერდის ორგანოების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის წესად უნდა იქცეს ცხოვრების ჯანსაღი სტილი, რაც თავისთავად გულისხმობს უარის თქმას თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, ტოქსიკურ ნივთიერებებზე. აუცილებელია შრომის ჰიგიენის წესების დაცვა, რაც, პროფესიის გათვალისწინებით, რესპირატორის, დამცავი სათვალის, ნიღბის, ხელთათმანების გამოყენებას გულისხმობს. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობას, სამედიცინო, გამაჯანსაღებელ ფიზკულტურას.

მინდა, ხაზი გავუსვა სავალდებულო პროფილაქტიკური სამედიცინო მეთვალყურეობის აუცილებლობას, რაც ექიმთან რეგულარულ სიარულსა და პროფილაქტიკურ კვლევებს: სისხლის, შარდის საერთო ანალიზს, რენტგენოლოგიურ კვლევას, სპირომეტრიას გულისხმობს. სასურველია, ადამიანმა პროფილაქტიკური გასინჯვა წელიწადში ერთხელ მაინც გაიაროს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

შინაგანი დაავადებების ქირურგიული მკურნალობა

ჩვენი მკითხველებისათვის უკვე კარგადაა ცნობილი არც თუ სასიამოვნო რეალობა – მოზრდილ პაციენტებს შორის, ბავშვებისაგან განსხვავებით, დაავადებათა დიდი ნაწილი ქრონიკულია.
სრულად
თიაქარი გზააბნეული ორგანო
თიაქარი გზააბნეული ორგანო
ადამიანის სხეული, ანატომიურ-ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, უმაღლეს დონეზე დახვეწილ ორგანიზმს წარმოადგენს, სადაც ყველაფერს თავისი ადგილი და ფუნქცია აქვს.
სრულად
რა შეიძლება იყოს თიაქრის განვითარების მიზეზი და როგორ შეიძლება მისი პრევენცია და მკურნალობა

თიაქრის სახეებზე, განვითარების მიზეზებზე, მკურნალობისა და პრევენციის საშუალებებზე გვესაუბრება ზოგადი ქირურგი, მედიცინის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,
სრულად
პოსტოპერაციული თიაქარი
პოსტოპერაციული თიაქარი
პოსტოპერაციული, იგივე ოპერაციისშემდგომი თიაქარი ქირურგიული ჩარევის გართულებაა, რომელიც გამოჯანმრთელების ადრეულ ან გვიან პერიოდში ვლინდება.
სრულად
ნახვევები თავსა და კისერზე
ნახვევები თავსა და კისერზე
ნახატზე ხედავთ თავსა და კისერზე ნახვევების
სრულად
როგორ დავადოთ ნახვევი კიდურებზე
როგორ დავადოთ ნახვევი კიდურებზე
სურათზე ხედავთ, როგორ შეიძლება ნახვევის დადება
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მკურნალობის ტაქტიკა გულმკერდის ღრუს ქირურგიული დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები