რა შეიძლება გახდეს ბავშვებში გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი და როდის არის საჭირო ექიმთან ვიზიტი

ნებისმიერი მათგანის დაზიანებამ თუ გაღიზიანებამ შეიძლება გულმკერდის ტკივილი გამოიწვიოს.
ზრდასრულ ასაკში, როგორც წესი, გულმკერდის ტკივილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ბავშვებში გულმკერდის არეში ტკივილი იშვიათად მიუთითებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოს პათოლოგიაზე.
ბავშვებში გულმკერდის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- გულძმარვა;
- რესპირატორული სისტემის დაავადებები;
- ბრონქული ასთმა;
- ყლაპვის გაძნელება;
- სტრესი და შფოთვა;
- სკოლიოზი;
- ნეკნების დაზიანება;
გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი, იშვიათად, შესაძლებელია იყოს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები:
- არტერიული ანევრიზმა;
- თანდაყოლილი კარდიომიოპათია - ამ დროს გულის კუნთი ზედმეტად გასქელებულია და თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს;
- მიოკარდიტი - გულის კუნთოვანი შრის ანთება. მიოკარდიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ვირუსული ინფექციაა (ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, C ჰეპატიტის ვირუსი);
- პერიკარდიტი - გულის პერანგის ანთება. შესაძლოა თან ახლდეს მუცლის ან ფეხების შეშუპება, ხველა, დაღლილობა, სისუსტე, ქოშინი, დაბალი ცხელება, გულისცემის გახშირება
როდის უნდა მიმართოთ ექიმს:
გულმკერდის არეში ტკივილი ყურადღებას მოითხოვს. შემდეგი სიმპტომების შემჩნევისას აუცილებელია, დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა თუ შეინიშნება:
- პროგრესირებადი ტკივილი;
- ზეწოლის შეგრძნება გულმკერდის მიდამოში;
- ტკივილი, რომელიც აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვისას;
- ტკივილი გულმკერდის არეში იმ ბავშვებში, რომელთაც გულის თანდაყოლილი პათოლოგიები აქვთ;
- ტკივილი იმ ბავშვებში, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების ოჯახური ისტორია აქვთ