/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზოგადი ქირურგია

თიაქარი გზააბნეული ორგანო

თიაქარი გზააბნეული ორგანო
ადამიანის სხეული, ანატომიურ-ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, უმაღლეს დონეზე დახვეწილ ორგანიზმს წარმოადგენს, სადაც ყველაფერს თავისი ადგილი და ფუნქცია აქვს.

საკმარისია ნორმულ პროექტირებაში რამე დაირღვეს, ეს აუცილებლად გარკვეული პათოლოგიის განვითარებას გამოიწვევს. თიაქარიც სწორედ ასეთი რამაა – მუცლის კედლის თანდაყოლილი ან შეძენილი მანკიდან მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოს ადგილის შეცვლა.

ჩვეულებრივ, მუცლის კუნთები შინაგანი ორგანოებისთვის ერთგვარ დამცავ კორსეტს ქმნიან, ზოგჯერ ამ კორსეტის ელასტიკურობა ქვეითდება, ვითარდება თიაქრის ტომარა, რომელშიც შინაგანი ორგანოები გადაადგილდებიან.

შინაგანი ორგანოები ერთი ღრუდან მეორეში გადადიან და ამოიბურცებიან, მაგალითად, მუცლის ღრუდან გულმკერდში ან კანქვეშ ამოდიან ფიზიოლოგიური ან პათოლოგიური ხვრელებიდან.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამობურცული შესაძლოა იყოს როგორც მთელი ორგანო, ისე მისი ნაწილი.

ევენტრაციაა, როცა მუცლის კედლის მთლიანობა ირღვევა და ორგანო გარეთ გამოდის, ხოლო პროლაფსს ვუწოდებთ ორგანოს ფიზიოლოგიური ხვრელიდან ადგილმდებარეობის შეცვლას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ! უხერხულად გადახრისას კუჭის გასწვრივ მიმაგრდება კუნთი და მაქვს ტკივილი,რომელიც გრძელდება რამდენიმე წამს და შემდეგ თვითონ გაივლის.რისი ბრალი შეიძლება იყოს? ჩივილი თავს იჩენს მხოლოდ გადახრისას.მადლობა წინასწარ!</p>

თიაქარს გააჩნია შიგთავსი, კარი, ტომარა და პარკი.

თიაქრის შიგთავსი ლოკაციაშეცვლილი ორგანოა, ნაწლავი, ბადექონი, კუჭი, საშვილოსნოს დანამატი, თავად საშვილოსნო და სხვა.

თიაქრის კარი ის ხვრელია, საიდანაც ორგანოები კანქვეშ გამოდიან. ხოლო მუცლის ფარის იმ ნაწილს, რომელიც ორგანოსთან ერთად გამოდის კარში, თიაქრის პარკი ეწოდება.

თიაქრის კარის, ანუ სუსტი ადგილების, არსებობა მუცლის კედლის შემქმნელ კუნთოვან შრეში იწვევს როგორც თანდაყოლილ, ისე ცხოვრების მანძილზე შეძენილ თიაქართა განვითარებას.

თიაქრის კარის ზომები ვარიაბელურია და მერყეობს 1-2 სმ-დან რამდენიმე ათეულ სმ-მდე.

როგორ ყალიბდება თიაქარი?

მუცლის, გულმკერდისა და მენჯის ღრუში ორგანოები საკმაოდ კომპაქტურადაა მოთავსებული, ზოგიერთი მათგანი კი რამდენჯერმეც კია მოკეცილი, შესაბამისად, ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე მათგანმა ადგილი იცვალოს.

პირველ ეტაპზე – გარკვეულ მიზეზთა გამო ჩნდება ორგანოები, რომლებიც ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ გასასვლელებს ეძებენ და პოულობენ, რათა თავი გაცილებით თავისუფლად იგრძნონ, ასეთ დროს ადგილნაცვალი ორგანო მხოლოდ გასინჯვით იძებნება და ე.წ. ხველის ტესტის შემდგომ სპეციალისტი თიაქრის კარის მიდამოში გარკვეულ მოძრაობებს შეიგრძნობს, თუმცა ასეთ დროს ჯერ მისი პარკი ჩამოყალიბებული არ არის.

მეორე ეტაპზე – ყალიბდება თიაქრის პარკი, ადგილნაცვალი ორგანო მუცლის კედლიდან არ გამოდის და მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას იჩენს თავს.

მესამე ეტაპზე – ყალიბდება სრული თიაქარი, როდესაც იგი მუცლის კედელს სცილდება და გამობერილობას ქმნის.

მეოთხე ეტაპზე – თიაქარი უკვე საკმაოდ დიდ ზომებს აღწევს და თიაქრის პარკში მუცლის ღრუს ორგანოთა დიდი ნაწილია მოქცეული.

თიაქართა სახეობები

განვითარების მექანიზმის მიხედვით არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი თიაქრები. თუ ახალშობილი თიაქრით იბადება, ეს განვითარების თანდაყოლილ მანკად ფასდება. შეძენილი თიაქრები ვითარდება ცხოვრების მანძილზე მუცლის შიდა წნევის მკვეთრი მომატებისა და კუნთების ატროფიის, ტონუსის დაქვეითების გამო.

თიაქრები შესაძლოა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უსიმპტომოდ არსებობდნენ და არანაირ გართულებას არ იწვევდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ხდება ორგანოს ჩაჭედვა, გარკვეულ სტრუქტურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რაც საკმაოდ მწვავე ტკივილით იჩენს თავს.

ასეთ დროს გვაქვს გართულებული ანუ ჩაჭედილი თიაქარი, რომელიც სასწრაფო ქირურგიულ მკურნალობას საჭიროებს.

ხასიათის მიხედვით არსებობს პირველადი თიაქარი, რომელიც ვითარდება ხელსაყრელი პირობების არსებობისას და მორეციდივე, რომელიც კვლავ ვითარდება უკვე ჩატარებული მკურნალობის შემდეგ.

ზოგჯერ თიაქრის ჩასწორება შესაძლებელია და ორგანო თავის პირვანდელ ადგილს უბრუნდება, ეს ჩასწორებადი ტიპია, ზოგჯერ კი მათი ჩასწორება შეუძლებელია და მათ ჩაუსწორებად ტიპს უწოდებენ.

ცნობილია ქირურგიული მკურნალობის შემდეგ გაჩენილი, პოსტოპერაციული თიაქარი, როდესაც პოსტოპერაციული ნაწიბურიდან სუსტი ადგილი ყალიბდება, რომელსაც არ შესწევს შინაგანი ორგანოების მუცელშიდა წნევის შეკავების ძალა.

თიაქარი შესაძლოა იყოს შიდა – მუცელშიდა, დიაფრაგმული და გარეთა – საზარდულის, ბარძაყის, ჭიპის, ეპიგასტრალური, თეთრი ხაზის და სხვა.

გარეთა ტიპის თიაქრები

საკმაოდ ბევრი ნაირსახეობა არსებობს, მათი კლასიფიცირება, უპირატესად, ადგილმდებარეობის მიხედვით წარმოებს.

საზარდულის თიაქარი – საზარდულის არეში გაჩენილი წარმონაქმნია, რომელიც მუცლის ღრუს მფარავი ქსოვილია. ის, თავის მხრივ, შედგება თიაქრის ტომრისგან, რომელშიც შესაძლოა იყოს ცხიმოვანი ქსოვილი, მუცლის ღრუს ორგანოები, ყველაზე ხშირად ეს ნაწლავებია. საზარდულის თიაქარი ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობაა და გაცილებით ხშირია მამაკაცებს შორის, განვითარების რისკი მათში 27%-ია, უპირატესად უკავშირდება ასაკის მატებას და მუცლის ხშირ დაჭიმულობას, მაშინ როდესაც ქალებში ეს მაჩვენებელი სულ 3%-ს შეადგენს;

ბარძაყის თიაქარი, საზარდულისგან განსხვავებით, გაცილებით ხშირად სწორედ ქალების პრობლემაა, განსაკუთრებით ორსულებსა და ჭარბი წონის მქონეთა შორის. მთავარი განსხვავება საზარდულისგან მისი მდებარეობაა, იგი საზარდულის იოგის ქვევითაა, საზარდულის თიაქარი კი მის ზემოთ ვითარდება. ამ შემთხვევაშიც ცხიმოვანი ქსოვილი ან ნაწლავის ნაწილი იჭრება საზარდულის ბარძაყის ზედა ნაწილის მახლობლად;

ჭიპის თიაქარი ვითარდება მუცელში ჭიპის რგოლის სიახლოვეს ან თეთრი ხაზის არეში, ამ დროს ცხიმოვანი ქსოვილი ან წვრილი ნაწლავის ნაწილი იჭრება კანქვეშ, ხშირია ახალშობილებს, მრავლობითი ორსულობის მქონე ქალებს შორის ან ჭარბი წონის დროს;

ჰიატალური – იგივე საყლაპავის თიაქარი – კუჭის ნაწილის შეჭრაა დიაფრაგმაში არსებულ ხვრელში – კუჭის ნაწილი შედის მუცლისა და გულმკერდის ღრუების გამყოფ კუთხეთა კუნთოვან შრეში, მიზეზი შესაძლოა იყოს ასაკის მატებასთან ერთად დიაფრაგმის დასუსტება ან მუცლის პრესზე ძლიერი მექანიკური ზეწოლა;

ეპიგასტრიუმის თიაქარი – იგივე თეთრი ხაზის თიაქარია, ის მამაკაცებს შორის 3-ჯერ უფრო ხშირია, უკავშირდება მუცლის მარჯვენა და მარცხენა ნაწილების დამაკავშირებული კუნთოვანი ბოჭკოების გადაჯვარედინებისას მათ შორის დარჩენილ რომბისებრ სივრცეებს, რომლებიც მუცლის პრესის დაჭიმვისას ფართოვდება და მათ შორის თიაქრის შიგთავსი გამოდის;

მალათაშუა თიაქარი – მალათაშუა დისკის ხელხემლის არხში შეჭრაა. მალათაშუა დისკი შედგება შიგნითა რბილი კონსისტენციის ბირთვისა და გარეთა მკვრივი ფიბროზული რგოლისგან. თიაქრისას ირღვევა ფიბროზული რგოლის მთლიანობა, რის გამოც მისი ბირთვის ნაწილი გარეთ გამოდის.

საზოგადოდ თიაქრების სტრუქტურა ასეთია:

  • საზარდულის თიაქარი – 75%;
  • ბარძაყის თიაქარი – 85%;
  • ჭიპის თიაქარი – 4%;
  • პოსტოპერაციული – 12%;
  • სხვა დანარჩენი ფორმები შეადგენს 1%-ს, მათ შორის თეთრი ხაზის და სხვა ფორმები.

წინასწარ განმსაზღვრელი ფაქტორები და პირობები

თიაქრის უმრავლესობათა განვითარების პათოგენეტიკური მიზეზი კუნთოვანი კედლის მიერ მუცელშიდა ან ღრუსშიდა წნევის შეკავების შეუსაბამობა და უუნარობაა.

ადამიანის ანატომიური და კონსტიტუციური თავისებურებანი. ეს ითვალისწინებს მემკვიდრეობითობას, ცხოვრების წესს, სქესობრივ და ასაკობრივ სხვაობებს, ადამიანის ფიზიკურ მომზადებას.

მაგალითად, საზარდულის თიაქრის გაჩენის შესაძლებლობა გაცილებით დიდია 14 წლის მოზარდის შემთხვევაში, რომელიც 50 კგ ტვირთის აწევას ცდილობს, ვიდრე მამაკაცის, რომელიც მასზე მძიმე ტვირთს ეწევა ყოველდღიურად;

ორსულობა – ბავშვის მუცელშიდა განვითარება მომატებულ მოთხოვნებს უყენებს მუცლის წინა კედელს. ასეთ დროს, შესაძლოა, ფიზიკური დატვირთვა გახდეს მუცლის სწორი კუნთების შეერთების ადგილას ნაწლავის რომელიმე მარყუჟის გაჩენის მიზეზი;

გენეტიკა – მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სხვადასხვა ტიპის თიაქრისადმი მიდრეკილება გენეტიკურია, ასეთებია საზარდულისა და მალათაშუა თიაქარი.

საზარდულის თიაქრის გაჩენას განაპირობებს ზოგიერთი გენეტიკური მუტაცია, მათ შორის ჭთ1, EFEMP1, EBF2 და ADAMTS6 გენების.

WT1 და EFEMP1 გენები არეგულირებენ იმ ფერმენტთა სინთეზს, რომლებიც შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი კომპონენტების – კოლაგენისა და ელასტინის – სინთეზს უკავშირდება, ისინი შემაერთებელი ქსოვილის სიმტკიცესა და ელასტიკურობას განსაზღვრავენ.

ADAMTS6 კი გენთა იმ ოჯახის წევრია, რომლებიც განაპირობებენ პროკოლაგენისგან კოლაგენის სინთეზს.

ZFPM2, SOX7, GATA6, MYRF, NR2F2, KIF7, GLI3, PBX1, SLIT3, ROBO1, GPC3, NDST1, FREM1, FRAS1, FREM2 გენთა მუტაცია კი დიაფრაგმული თიაქრის მაპროვოცირებელია.

გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვა – რეგულარული ინტენსიური დატვირთვა სპორტით ან ფიზიკური შრომით აზიანებს და ასუსტებს კუნთებს, ამასთან, მალათაშუა დისკებს აჩენს. მაგალითად, მტვირთავები სიმძიმის ყოველი აწევისას მემკვიდრეობითობის ფონზე თიაქრის გაჩენით რისკავენ;

ასაკი – თიაქარი შესაძლოა ნებისმიერ ასაკში განვითარდეს და მეტიც, ჭიპის თიაქრები ახალშობილთა პრობლემაა. საზოგადოდ, თიაქრის განვითარება ხშირად ასაკის მატებას უკავშირდება, მაგალითად, საზარდულის თიაქარი ყველაზე ხშირად ან წლამდე ასაკში, ან 55 წლის შემდეგ ჩნდება. ლოგიკურიცაა, რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით სუსტია მისი მუსკულატურა და დიდია დაზიანებისა და მთლიანობის დარღვევის შესაძლებლობა;

ჭარბი წონა ან წონის დეფიციტი – ყველაფერი კვლავ კუნთოვანი სისტემის არასათანადო მდგრადობას უკავშირდება, ცხიმოვანი ცვლის დაღრვევა ნეგატიურად ისახება შემაერთებელქსოვილოვან და კუნთოვან ქსოვილზე;

არაჯანსაღი ცხოვრების წესი: თამბაქო, ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენება და სხვა.

გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ წინასწარგანმსაზღვრელი ფაქტორების არსებობა თიაქარს არ წარმოქმნის, მის ჩამოსაყალიბებლად კუნთოვან ან სხვა რომელიმე ქსოვილში უკვე ჩამოთვლილი მიზეზებით ნახეთქის გასაჩენად ერთგვარი „ბიძგია“ საჭირო.

ჩამოთვლილი ფაქტორები ქმნიან თიაქრის გაჩენისთვის ხელსაყრელ პირობებს, მაგრამ ისინი უშუალოდ მუცელშიდა და ღრუსშიდა წნევას არ ზრდიან, ამიტომ მათ წინასწარგანმსაზღველს უწოდებენ, თიაქრის ფორმირებისთვის საჭიროა მაპროვოცირებელი ფაქტორების არსებობა.

მაპროვოცირებელი ფაქტორები

მაპროვოცირებელი ფაქტორებია ყველა ის მოქმედება და გარემოება, რომელთა არსებობაც ზრდის წნევას ან იწვევს მის მკვეთრ ცვლილებას და მერყეობას.

ეს ერთგვარი „ბიძგფაქტორებია“:

  • ახალშობილის ძლიერი და ხანგრძლივი ტირილი;
  • ძლიერი ხველა რესპირატორული დაავადებებისას;
  • მძიმე ტვირთის სწრაფი და უეცარი აწევა;
  • ხშირი ყაბზობა;
  • შარდის გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც წინმდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას და გადიდებას უკავშირდება;
  • ჭინთვები მშობიარობის პროცესში;
  • სასულე ინსტრუმენტებზე დაკვრა;
  • ხშირი, სპაზმური ღებინება;
  • წლების განმავლობაში მჯდომარე სამსახური;
  • არასწორი სიარულის მანერა;
  • ვიბრაციის მუდმივი მოქმედება ორგანიზმზე.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის

ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა, ცალკეული ორგანოების სრულყოფილი ფუნქციობა დიდად არის დამოკიდებული სისხლძარღვთა მდგომარეობაზე.
სრულად
რეკომენდაციები სისხლძარღვთა საშიში დაავადების პროფილაქტიკისთვის

ათეროსკლეროზის პრევენცია უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის პრევენციას.
სრულად
რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის
რა უნდა ვიცოდეთ სისხლძარღვთა ჯანმრთელობისათვის
ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა, ცალკეული ორგანოების სრულყოფილი ფუნქციობა დიდად არის დამოკიდებული სისხლძარღვთა მდგომარეობაზე.
სრულად
ლიმფოსტაზი და ლიმფოდრენაჟული მასაჟი
ლიმფოსტაზი და ლიმფოდრენაჟული მასაჟი
ლიმფოსტაზი არის ლიმფურ ძარღვებში ლიმფის ნაკადის ნორმალური დინების პროგრესირებადი დარღვევა.
სრულად
ვენური უკმარისობა
ვენური უკმარისობა
ქრონიკული ვენური უკმარისობა მდგომარეობაა, რომლის დროსაც ქვედა კიდურების ვენებიდან ირღვევა ვენური სისხლის უკუგადინება.
სრულად
ღრმა ვენების თრომბოზის  ნიშნები, რისკ ფაქტორები და პრევენცია

ღრმა ვენების თრომბოზს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სისხლის კოლტი (თრომბი) წარმოიქმნება ადამიანის სხეულში არსებულ ერთ ან რამდენიმე ღრმა ვენაში. ღრმა ვენების თრომბოზი ძირითადად ქვედა კიდურებისა და მენჯის ვენებში ვითარდება, თუმცა, შეიძლება, ზედა კიდურების ვენებიც დააზიანოს.
სრულად
რატომ ვიწროვდება სისხლძარღვები
რატომ ვიწროვდება სისხლძარღვები
სისხლძარღვების შევიწროების მიზეზებზე, კლინიკურ გამოვლინებებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება სისხლ­ძარღვთა ქირურგი ზაალ ავალიანი.
სრულად
სისხლის გზა და სისხლძარღვები
სისხლის გზა და სისხლძარღვები
სისხლის გზა ის სასიცოცხლო მნიშვნელობის მაგისტრალური ქსელია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა ადამიანის სიცოცხლე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

თიაქარი გზააბნეული ორგანო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები