/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

როგორ შევარჩიოთ მატყუარა საწოვარა ახალშობილისთვის

როგორ შევარჩიოთ მატყუარა საწოვარა ახალშობილისთვის
არცთუ დიდი ხნის წინ მიიჩნეოდა, რომ ჩვილისთვის მატყუარა საწოვარა სასარგებლო კი არა, მავნებელი იყო -

ხელს უშლიდა კბილების სწორ განვითარებას. დღეს ეს მოსაზრება მოძველებულად მიიჩნევა და პედიატრები გვირჩევენ, გამოვიყენოთ მატყუარა გაჭირვეულებული პატარას დასამშვიდებლად, ჭამის დრომდე მის შესაქცევად, დაძინების გასაადვილებლად.

შემჩნეულია, რომ მუცლად ყოფნის პერიოდის ბოლო თვეებში პატარა წოვს ცერა თითს. ამგვარად ვითარდება წოვის რეფლექსი და ფორმირდება ყბის კუნთები. ზოგიერთი ჩვილი უარს ამბობს მატყუარა საწოვარაზე, მაგრამ უმეტესობას სჭირდება იგი.

ამ ნივთის შეძენისას რამდენიმე ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ბაზარზე ისეთი დიდი არჩევანია, რომ რომელიმე მოდელზე შეჩერება ძნელია.

მატყუარა საწოვარას შეძენისას, განურჩევლად მოდელისა, აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ სატუჩე ზედაპირზე სავენტილაციო არის არსებობაში. თუ მაწოვარას პლასტიკური ნაწილი ერთიანია, მთლიანი, ის მიეწებება ბავშვის პირს, მის ქვეშ დაგროვდება ნერწყვი და ახალშობილს ნაზ კანს გაუღიზიანებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საძილედ უმჯობესია შევარჩიოთ მცირე ზომის სადა მოდელი - უფუნქციო დეტალები ამძიმებს მატყუარას და შესაძლოა, მძინარე ჩვილს პირიდან გადმოუვარდეს. მატყუარას, რომელიც ბავშვს წოლისას უდევს პირში, არ უნდა ჰქონდეს გამობმული თოკი, ზონარი, პლასტიკური ძეწკვი - ბავშვი შესაძლოა გაიხლართოს მასში და რამე დაიშავოს.

სეირნობისასკი მოხერხებულია მატყუარა საწოვარები პლასტიკის ძეწკვითა და სამაგრით, რომლითაც ტანსაცმელზე მაგრდება - თუ ბავშვმა საწოვარა პირიდან გადმოაგდო, ის არ დაეცემა მიწაზე და არ დაისვრება.

შეკითხვა ექიმს
<p>-ჩემი შვილი 11 წლისაა.შემთხვევით გავიგე,რომ გეგმიური აცრა 5 წელზე რომ უკეთდება საერთო ბაზაში არ არის შეტანილი,არადა გაკეთებული აქვს,რასაც ვერ ვამტკიცებთ,პედიატრმა ჩვენ ბაზაში არსებული ინფორმაციით ვხელმძღვანელობთო და ასაცრელიაო.მოკლედ შეიძლება ეს აცრა რომ ხელმეორედ გაუკეთდეს 11 წლის ასაკში და რამეს ხომ არ ავნებს?</p>

ახლა მასალაზეც შევჩერდეთ. სადღეისოდ მწარმოებლები ორგვარი მასალის საწოვარებს გვთავაზობენ: ლატექსისას და სილიკონისას.

ლატექსიარის მრავალჯერადად გასუფთავებული კაუჩუკი, ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა მასალა, ხოლო პატარებისთვის სწორედ ნატურალური მასალისგან დამზადებული ნივთები ჯობს, ტანსაცმელი იქნება ეს, ჭურჭელი თუ სათამაშო. ლატექსის საწოვარები მტკიცეა, ელასტიკური და მკვრივი. მათი ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ლატექსს აქვს მკვეთრი, სპეციფიკური სუნი და გემო, რომელიც ბავშვს შესაძლოა არ მოეწონოს.

ასევე დაგაინტერესებთ
საწოვარა

სილიკონის საწოვარებს ეს ნაკლი არ აქვს. ის ლაქტექსზე მკვრივი მასალაა, თუმცა ნაკლებად გამძლე.

არანაკლები მნიშვნელობისაა საწოვარას ფორმა. ტრადიციული მრგვალი საწოვარები წარსულს ჩაბარდა. დღეს მწარმოებლები გვთავაზობენ ანატომიურ და დენტალურ საწოვარებს, რომლებიც არათუ არ ვნებს კბილების განვითარებას, არამედ ხელსაც კი უწყობს სწორი თანკბილვის ჩამოყალიბებას.

ანატომიური საწოვარა ფორმით ძუძუსთავის იმიტაციაა, ამიტომ ბევრი პატარა სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას. დენტალური საწოვარების სპეციალურად შემუშავებული ფორმა ხელს უწყობს ქვედა ყბის განვითარებას, რაც აუცილებელია კბილების სწორი და დროული ზრდისთვის. შეძენისას, ცხადია, არ ვიცით, რომელი ფორმისა და მასალის საწოვარა მოეწონება პატარას, ამიტომ ჯობია შევიძინოთ რამდენიმე მოდელი, რომელთაგან პატარა სასურველ ვარიანტს ამოირჩევს.

როგორ შევარჩიოთ ბოთლი

ბოთლი ერთ-ერთი აუცილებელი ნივთია ჩვილის არსენალში, განურჩევლად იმისა, ხელოვნურ კვებაზეა იგი თუ ძუძუზე. მაგალითად, შესაძლოა, დედას გარკვეული ხნით შინიდან გასვლა მოუწიოს. ამ შემთხვევაში მან ბავშვის საკვებად აუცილებლად უნდა დატოვოს რძის ულუფა.

წლის ცხელ დროს ბავშვისთვის აუცილებელია სითხე, წყლის, წვენისა და ჩაის მიცემა კი უბოთლოდ ძნელია. ბავშვებს, რომლებიც ხელოვნურ ან შერეულ კვებაზე არიან, რამდენიმე ბოთლი სჭირდებათ. დღეს ბაზარი გაჯერებულია ბავშვის ბოთლებით. დედის ამოცანაა, მათ შორის საუკეთესო შეარჩიოს.

ბოთლის მასალა

  • მინა დღემდე რჩება საბავშვო ბოთლების პოპულარულ მასალად. მინის ბოთლები ადვილად ირეცხება და სტერილდება. ეს ეკოლოგიურად სუფთა მასალა გათბობისას ან ქიმიური ზემოქმედებისას არ იქცევა მავნე ნივთიერებების წყაროდ, ამიტომ მინის ბოთლი ახალშობილისთვის იდეალურად ითვლება. როდესაც ბავშვი გაიზრდება და ბოთლის დამოუკიდებლად დაჭერას ისწავლის, უმჯობესია, მინა უფრო უსაფრთხო ვარიანტით შევცვალოთ.
  • მინის ყველაზე უსაფრთხო ალტერნატივად ამჟამად პოლიპროპილენი მიიჩნევა. ის არ შეიცავს ბისფენოლ A-ს - ჰორმონ ესტროგენის სინთეზურ ანალოგს, რომელიც გაცხელებისას შესაძლოა საკვებში მოხვდეს. ამ მასალის ბოთლები ოდნავ დაბინდულია, თუმცა ეს არის მათი პრაქტიკულად ერთადერთი ნაკლი. ამ ბოთლების რეცხვა და სტერილიზება ადვილია.
  • როგორც უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, ჩვეულებრივი პოლიკარბონატისგან დამზადებული საბავშვო ბოთლები, რომლებიც ბისფენოლ A-ს შეიცავს, სინამდვილეში არცთუ საშიშია, ოღონდ ისინი ხშირად უნდა ვცვალოთ, რადგან მრავალჯერადი გაცხელება და გაცივება აჩენს მცირე ზომის ნახეთქებს, რომლებშიც ცხოვრობენ და მრავლდებიან პათოლოგიური ბაქტერიები. როგორც კი პოლიკარბონატის ბოთლი დაიბინდება, ის უნდა გამოვცვალოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მთავარი საყურადღებო მომენტები წლამდე ბავშვის მოვლისას - რა უნდა იცოდეს ახალბედა დედამ
მთავარი საყურადღებო მომენტები წლამდე ბავშვის მოვლისას - რა უნდა იცოდეს ახალბედა დედამ
ბავშვის დაბადება უდიდესი სიხარული და ამავდროულად, ახალი გამოწვევების დასაწყისია ყველა ახალბედა მშობლისთვის,
სრულად
საზაფხულო სკოლის ფორმატი
საზაფხულო სკოლის ფორმატი
მასწავლებლის დამატებით აქტივობათა ჩამონათვალში ახალი აქტივობა – საზაფხულო სკოლის/ბანაკის მოწყობა გაჩნდა.
სრულად
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
რა ადგილი უნდა ჰქონდეს ბავშვის ცხოვრებაში თამაშს და როგორია მისი როლი მოზარდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, -
სრულად
ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება
ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება
ტექნოლოგიები და გაჯეტები არა მხოლოდ უფროსების, ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც გახდა.
სრულად
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე
თანამედროვე ბავშვებს წიგნით ბევრად უფრო იშვიათად დაინახავთ, ვიდრე გაჯეტით. მათ ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე, მაგრამ
სრულად
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ შევარჩიოთ მატყუარა საწოვარა ახალშობილისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ მატყუარა საწოვარა ახალშობილისთვის

ხელს უშლიდა კბილების სწორ განვითარებას. დღეს ეს მოსაზრება მოძველებულად მიიჩნევა და პედიატრები გვირჩევენ, გამოვიყენოთ მატყუარა გაჭირვეულებული პატარას დასამშვიდებლად, ჭამის დრომდე მის შესაქცევად, დაძინების გასაადვილებლად.

შემჩნეულია, რომ მუცლად ყოფნის პერიოდის ბოლო თვეებში პატარა წოვს ცერა თითს. ამგვარად ვითარდება წოვის რეფლექსი და ფორმირდება ყბის კუნთები. ზოგიერთი ჩვილი უარს ამბობს მატყუარა საწოვარაზე, მაგრამ უმეტესობას სჭირდება იგი.

ამ ნივთის შეძენისას რამდენიმე ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ბაზარზე ისეთი დიდი არჩევანია, რომ რომელიმე მოდელზე შეჩერება ძნელია.

მატყუარა საწოვარას შეძენისას, განურჩევლად მოდელისა, აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ სატუჩე ზედაპირზე სავენტილაციო არის არსებობაში. თუ მაწოვარას პლასტიკური ნაწილი ერთიანია, მთლიანი, ის მიეწებება ბავშვის პირს, მის ქვეშ დაგროვდება ნერწყვი და ახალშობილს ნაზ კანს გაუღიზიანებს.

საძილედ უმჯობესია შევარჩიოთ მცირე ზომის სადა მოდელი - უფუნქციო დეტალები ამძიმებს მატყუარას და შესაძლოა, მძინარე ჩვილს პირიდან გადმოუვარდეს. მატყუარას, რომელიც ბავშვს წოლისას უდევს პირში, არ უნდა ჰქონდეს გამობმული თოკი, ზონარი, პლასტიკური ძეწკვი - ბავშვი შესაძლოა გაიხლართოს მასში და რამე დაიშავოს.

სეირნობისას კი მოხერხებულია მატყუარა საწოვარები პლასტიკის ძეწკვითა და სამაგრით, რომლითაც ტანსაცმელზე მაგრდება - თუ ბავშვმა საწოვარა პირიდან გადმოაგდო, ის არ დაეცემა მიწაზე და არ დაისვრება.

ახლა მასალაზეც შევჩერდეთ. სადღეისოდ მწარმოებლები ორგვარი მასალის საწოვარებს გვთავაზობენ: ლატექსისას და სილიკონისას.

ლატექსი არის მრავალჯერადად გასუფთავებული კაუჩუკი, ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა მასალა, ხოლო პატარებისთვის სწორედ ნატურალური მასალისგან დამზადებული ნივთები ჯობს, ტანსაცმელი იქნება ეს, ჭურჭელი თუ სათამაშო. ლატექსის საწოვარები მტკიცეა, ელასტიკური და მკვრივი. მათი ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ლატექსს აქვს მკვეთრი, სპეციფიკური სუნი და გემო, რომელიც ბავშვს შესაძლოა არ მოეწონოს.

სილიკონის საწოვარებს ეს ნაკლი არ აქვს. ის ლაქტექსზე მკვრივი მასალაა, თუმცა ნაკლებად გამძლე.

არანაკლები მნიშვნელობისაა საწოვარას ფორმა. ტრადიციული მრგვალი საწოვარები წარსულს ჩაბარდა. დღეს მწარმოებლები გვთავაზობენ ანატომიურ და დენტალურ საწოვარებს, რომლებიც არათუ არ ვნებს კბილების განვითარებას, არამედ ხელსაც კი უწყობს სწორი თანკბილვის ჩამოყალიბებას.

ანატომიური საწოვარა ფორმით ძუძუსთავის იმიტაციაა, ამიტომ ბევრი პატარა სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას. დენტალური საწოვარების სპეციალურად შემუშავებული ფორმა ხელს უწყობს ქვედა ყბის განვითარებას, რაც აუცილებელია კბილების სწორი და დროული ზრდისთვის. შეძენისას, ცხადია, არ ვიცით, რომელი ფორმისა და მასალის საწოვარა მოეწონება პატარას, ამიტომ ჯობია შევიძინოთ რამდენიმე მოდელი, რომელთაგან პატარა სასურველ ვარიანტს ამოირჩევს.

როგორ შევარჩიოთ ბოთლი

ბოთლი ერთ-ერთი აუცილებელი ნივთია ჩვილის არსენალში, განურჩევლად იმისა, ხელოვნურ კვებაზეა იგი თუ ძუძუზე. მაგალითად, შესაძლოა, დედას გარკვეული ხნით შინიდან გასვლა მოუწიოს. ამ შემთხვევაში მან ბავშვის საკვებად აუცილებლად უნდა დატოვოს რძის ულუფა.

წლის ცხელ დროს ბავშვისთვის აუცილებელია სითხე, წყლის, წვენისა და ჩაის მიცემა კი უბოთლოდ ძნელია. ბავშვებს, რომლებიც ხელოვნურ ან შერეულ კვებაზე არიან, რამდენიმე ბოთლი სჭირდებათ. დღეს ბაზარი გაჯერებულია ბავშვის ბოთლებით. დედის ამოცანაა, მათ შორის საუკეთესო შეარჩიოს.

ბოთლის მასალა

  • მინა დღემდე რჩება საბავშვო ბოთლების პოპულარულ მასალად. მინის ბოთლები ადვილად ირეცხება და სტერილდება. ეს ეკოლოგიურად სუფთა მასალა გათბობისას ან ქიმიური ზემოქმედებისას არ იქცევა მავნე ნივთიერებების წყაროდ, ამიტომ მინის ბოთლი ახალშობილისთვის იდეალურად ითვლება. როდესაც ბავშვი გაიზრდება და ბოთლის დამოუკიდებლად დაჭერას ისწავლის, უმჯობესია, მინა უფრო უსაფრთხო ვარიანტით შევცვალოთ.
  • მინის ყველაზე უსაფრთხო ალტერნატივად ამჟამად პოლიპროპილენი მიიჩნევა. ის არ შეიცავს ბისფენოლ A-ს - ჰორმონ ესტროგენის სინთეზურ ანალოგს, რომელიც გაცხელებისას შესაძლოა საკვებში მოხვდეს. ამ მასალის ბოთლები ოდნავ დაბინდულია, თუმცა ეს არის მათი პრაქტიკულად ერთადერთი ნაკლი. ამ ბოთლების რეცხვა და სტერილიზება ადვილია.
  • როგორც უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, ჩვეულებრივი პოლიკარბონატისგან დამზადებული საბავშვო ბოთლები, რომლებიც ბისფენოლ A-ს შეიცავს, სინამდვილეში არცთუ საშიშია, ოღონდ ისინი ხშირად უნდა ვცვალოთ, რადგან მრავალჯერადი გაცხელება და გაცივება აჩენს მცირე ზომის ნახეთქებს, რომლებშიც ცხოვრობენ და მრავლდებიან პათოლოგიური ბაქტერიები. როგორც კი პოლიკარბონატის ბოთლი დაიბინდება, ის უნდა გამოვცვალოთ.


ბოთლის ფორმა

ვიდრე რთული ფორმის ბოთლს შეიძენდეთ, დაფიქრდით, შეძლებთ თუ ვერა მის გარეცხვას. პედიატრები გვირჩევენ ყველაზე მარტივი ფორმის ბოთლებს, რომელთა გარეცხვა და გასტერილება ადვილია. ბავშვის კვების საკითხში ჭურჭლის სისუფთავე ყოველთვის პრიორიტეტული იქნება. მაღაზიებში შეიძლება შემოგთავაზონ თავში ან შუაში მოღუნული ბოთლები და გითხრან, რომ მათი დამოუკიდებლად დაჭერა მეტად გაუადვილდება ბავშვს.

არ შეცდეთ! პატარა ნებისმიერი ბოთლის ჭერას ისწავლის, ასეთი ჭურჭლის სისუფთავის უზრუნველყოფა კი ძნელია.

განსაკუთრებული დანიშნულების ბოთლები

  • არსებობს მუცლის შებერილობის პრევენციისთვის განკუთვნილი ბოთლები. ეს იდეალური ჭურჭელია ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის. ახალშობილისთვის საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემაა მტკივნეული ჭვალი, რომელიც საკვებთან ერთად ჰაერის ჩაყლაპვას მოსდევს. აირების დაგროვების საწინააღმდეგო ბოთლებს ისეთი კონსტრუქცია აქვს, რომ ჭამის დროს ჰაერის ჩაყლაპვის ალბათობას გამორიცხავს. ყველა მწარმოებელი საკუთარ სიახლეს გვთავაზობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ზოგიერთს დგუშებისა და სარქვლების მოსახსნელი სისტემა აქვს, რომელიც ბოთლის ყელში იდგმება, ზოგს - დამატებითი საწოვარა სარქვლებით, რომლებიც მასში ვაკუუმის გაჩენას გამორიცხავს. ასეთი ბოთლიდან ბავშვი კომფორტულად წოვს და ჭამის შემდეგაც აღარაფერი აწუხებს.
  • ფიზიოლოგიური ბოთლები ნახევარსფეროსებრია - ქალის მკერდის ფორმას იმეორებს. ამ ბოთლებს არა მარტო უჩვეულო ფორმა, არამედ შესანიშნავი ფუნქციური თვისებებიც აქვს. ისინი არაჩვეულებრივია შერეული კვებისას. საქმე ის არის, რომ ბოთლის კონსტრუქციის გამო ახალშობილი დიდხანს ინარჩუნებს ძუძუს წოვის ჩვევას.

ჩვეულებრივი ბოთლის საწოვარას ბავშვი მხოლოდ ტუჩებს ჰკიდებს, ამ საწოვარას კი ისე იღებს, როგორც დედის ძუძუს, ხოლო მისი წვრილი ნახვრეტი მეტი ძალისხმევის გაღებას აიძულებს.

როგორ შევურჩიოთ საწოვარა ბოთლს

საწოვარას სწორად შერჩევაც მნიშვნელოვანი ნიუანსია. ბავშვი, რომელიც ხელოვნურ კვებაზეა, საკვებს მხოლოდ ბოთლიდან იღებს,

არასწორად შერჩეულმა საწოვარამ კი შესაძლოა გამოიწვიოს არასწორი თანკბილვის ფორმირება, რაც კარიესის ადრეული განვითარებისა და ლოგოპედიური პრობლემების საწინდარია.

რისგან უნდა იყოს დამზადებული საწოვარა?

  • გამჭვირვალე სილიკონის საწოვარა გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით. მისი დეზინფექცია ადვილია, ის, ლატექსის ანალოგებისგან განსხვავებით, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. თუმცა აქვს ნაკლიც: ბავშვმა შეიძლება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე “ჩაკბიჩოს” ამგვარი საწოვარა და მისი ნამცეცი სასულეში გადასცდეს. გარდა ამისა, სილიკონის საწოვარა მკვრივი და უხეშია, ამიტომ შესაძლოა სარძევე კბილების დეფორმაცია გამოიწვიოს. სილიკონის საწოვარა 2-3 თვეში ერთხელ უნდა ვცვალოთ.
  • ლატექსის საწოვარა უფრო მოკლე ხანს გვემსახურება. მისი გამოცვლა თვეში ერთხელ შეიძლება დაგვჭირდეს. ის რბილი და ელასტიკურია და ნატურალური მასალისგან მზადდება. 30 წლის წინ მეცნერებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვების 60% ლატექსისადმი ალერგიულია. რეაქცია ვლინდება შეშუპებით, ქავილით, ცემინებით, დერმატიტით.

რა ზომისა უნდა იყოს საწოვარას ნახვრეტი?

ახალშობილის საკვებ ბოთლებს, ჩვეულებრივ, თან ახლავს სტანდარტული საწოვარები ვიწრო ნახვრეტით (“ნელი დინება”). ბავშვის ზრდასთან ერთად შეიძლება შევიძინოთ ფართონახვრეტიანი საწოვარებიც, მაგალითად, X-ის ან Y-ის მაგვარი ნახვრეტით, ფაფების ან ხილის რბილობიანი სქელი წვენების მისაღებად.ზოგიერთი მწარმოებელი გვთავაზობს უნივერსალურ საწოვარებს, რომლებშიც საკვების დენის სიჩქარე ბავშვის პირში მოთავსების მიხედვით იცვლება.

ხანგრძლივი გამოყენებისთვის, განსაკუთრებით - სიცოცხლის პირველ თვეებში, როდესაც პატარა სწრაფად იზრდება, კარგი ვარიანტია. დასასრულ, ეცადეთ, შეიძინოთ ცნობილი ფირმების ნაწარმი, რომელთა პროდუქციის ხარისხი ეჭვგარეშეა.