/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

საწოვარა

საწოვარა
ერთნი ფიქრობენ, რომ მატყუარა საწოვარა მავნებელია, მეორენი კი მას უცვლელ დამხმარედ მიიჩნევენ. ვინ არის მართალი? მოდით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა

ვცადოთ.

დღეს, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ბუნებრივ კვებას და გვირჩევს, პატარას ორ წლამდე ვაწოვოთ ძუძუ, ძველი აღზრდის სისტემების მრავალი პრინციპი მოძველებული გვეჩვენება. ავიღოთ თუნდაც სპოკის სისტემა, რომელიც გვირჩევს, ბავშვი დაბადებიდანვე გავწვრთნათ და ამით შეძლებისამებრ გავიადვილოთ ცხოვრება.

იშვიათად, რომ პედიატრმა გვირჩიოს, პატარას ძუძუ საათობრივად აწოვეთო. დღეს რეკომენდებულია, პირველი მოთხოვნისთანავე მივცეთ ჩვილს ძუძუ. ამ ვითარებაში საწოვარას ღირსებებზე საუბარი უხერხულიც კია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ბავშვს თავის ძირითად საქმიანობას - ძუძუს წოვას ავიწყებს.

მიუხედავად ამისა, მატყუარა საწოვარას სარგებლობა ნამდვილად მოაქვს. მაგალითად, არის სიტუაციები, როცა შეუძლებელია, პატარას ძუძუ ვაწოვოთ. მატყუარა გვეხმარება ხანგრძლივი სეირნობისას, მაღაზიაში, ექიმთან ან სტუმრად ყოფნისას და მაშინ, როცა დედა სადმე მიდის. შესანიშნავი გამოსავალია მაშინაც, როცა პატარას უცხო საგნისა თუ მისთვის შეუფერებელი საკვების დეგუსტაციის სურვილი უჩნდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბავშვები, რომლებიც მატყუარა საწოვარას არიან მიჩვეულნი, უფრო სწრაფად და იოლად ეჩვევიან გრაფიკით ჭამას და ნაკლებად შფოთავენ, როცა დროებით ბებიასთან ან ძიძასთან რჩებიან.

საწოვარას თითის წოვასთან შედარებით ნამდვილად აქვს უპირატესობა - ის ჰიგიენურია და არც კბილების მნიშვნელოვან დეფორმაციას იწვევს. თუ პატარა ღამით მეტისმეტად ხშირად, მაგალითად, 5-7-ჯერ იღვიძებს და ძუძუს ითხოვს, საწოვარამ შეიძლება მცირე ხნით მოატყუოს. ამასთანავე, არსებობს მოსაზრება, რომ საწოვარა ნაწლავების მუშაობის სტიმულატორია და აირებისგან გათავისუფლებასაც უწყობს ხელს.

  • რეზინი, ლატექსი, სილიკონი

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

ყველაზე ძველი საწოვარა, რომელიც კი კაცობრიობისთვის არის ცნობილი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე სამი ათასი წლის წინათ შეიქმნა. ის ჩინეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს. ის ძროხის ცურისგან არის დამზადებული. არქეოლოგების აზრით, ასეთი საწოვარა ფუფუნების საგანს წარმოადგენდა და მხოლოდ შეძლებული ოჯახებისათვის იყო ხელმისაწვდომი, რიგითი ოჯახები კი ნაჭრის საწოვარათი კმაყოფილდებოდნენ.

რა თქმა უნდა, მას შემდეგ კაცობრიობამ გიგანტური ნაბიჯები გადადგა. საწოვარას ინდუსტრიაც განვითარდა და სრულყოფას დღესაც განიცდის.

ასევე დაგაინტერესებთ
რძიანა პატარებში - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პატარას პირის ღრუს ლორწოვანი გაუღიზიანდა
როგორ შევარჩიოთ მატყუარა საწოვარა ახალშობილისთვის

ჩვენ რეზინის საწოვარას ვწოვდით. დღეს ეს არასრულყოფილი მასალა უფრო პრაქტიკულმა სილიკონმა და ლატექსმა შეცვალა. რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან?

ლატექსის საწოვარა ყვითელია, გარეგნულად რეზინისას ჰგავს, სილიკონისა კი თეთრი, გამჭვირვალე, უფრო მყიფე და ”სიცოცხლისუნარიანია”. პედიატრები გვირჩევენ, სილიკონის საწოვარა კბილების ამოსვლამდე გამოვიყენოთ, შემდეგ კი უპირატესობა ლატექსს მივანიჭოთ. მართლაც, სიცოცხლის იმ პერიოდში, როცა წოვის რეფლექსი ყველაზე ძლიერია, ანუ პირველი ოთხი თვის განმავლობაში, უფრო მეტად მიზანშეწონილია, საწოვარა მაგარი იყოს, თუნდაც იმისთვის, რომ ხშირი გამოყენების გამო მისი კედლები ერთმანეთს არ შეეწებოს. კბილების ამოსვლისას კი რბილი საწოვარა უფრო მოხერხებულია - ის თანკბილვაზე ისეთ ძლიერ გავლენას არ ახდენს, თანაც საკმაოდ ძნელია მისთვის ნამცეცის მოკვნეტა, რომელიც შესაძლოა ბავშვს სასულეში გადასცდეს.

ასეთი გახლავთ ძირითადი რეკომენდაციები, მაგრამ მთავარი მაინც ბავშვის აზრია. ზოგიერთი პატარა უარს ამბობს რბილ ლატექსზე, ზოგს კი სილიკონი არ მოსწონს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ნებისმიერ საწოვარაზე თანახმაა, ზოგიერთი კი არც ერთს არ ცნობს. მათთვის მხოლოდ დედის ძუძუა მისაღები.

  • მნიშვნელოვანია ზომა

მაშ ასე, გადაწყვიტეთ, რომ საწოვარას გარეშე პატარას მოვლა ძალიან გიჭირთ და აფთიაქისკენ გაემართეთ. თქვენს წინაშე აღიმართა ვეებერთელა ვიტრინა, რომელშიც ნაირ-ნაირი საწოვარა აწყვია: ფერადი, პეპლის ფორმის, თავსახურიანი, მთლიანი ლატექსისა... თანამედროვე საწოვარები იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეგვიძლია, ისინი ტანსაცმლისა და ამინდის მიხედვით ვცვალოთ, მაგრამ დიზაინმა არ დაგაბნიოთ, მას ყველაზე ბოლოს უნდა მიაქციოთ ყურადღება. მასალის შერჩევის შემდეგ ჯერი ზომის შერჩევაზე მიდგება. არსებობს სამი ძირითადი ზომა - ექვს თვემდე, ექვს თვეზე უფროსი და თვრამეტ თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. შესაძლოა, ექვსიდან ოცდაოთხ თვემდე ასაკის პატარებისთვის განკუთვნილი საწოვარებიც შეგხვდეთ.

ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია, მაგრამ არსებობს გარკვეული ნიუანსები. გამოცდილმა მშობლებმა და ნეონატოლოგებმა კარგად იციან, რომ ბავშვმა, რომელიც დაბადებისას 4 კილოგრამს ან უფრო მეტს იწონიდა, შესაძლოა კატეგორიული უარი თქვას პირველი ანუ ნული ზომის საწოვარაზე. ასეთი გოლიათი ვერც კი გაიგებს, რა უდევს პირში. ის პატარა საწოვარას ვერ დაიჭერს, ვერც მოწოვს. ასეთი ბავშვებისთვის მეორე ზომა უფრო მიზანშეწონილია.

ფორმის მიხედვით განასხვავებენ:

  1. კლასიკურ - მრგვალ ან ოდნავ მიჭყლეტილ საწოვარას,
  2. ორთოდონტიულ საწოვარას.

ორთოდონტიული საწოვარა დედის ძუძუს ფორმას იმეორებს. ის გასული საუკუნის შუა წლებში შექმნა გერმანელმა სტომატოლოგმა მიულერმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ასეთი საწოვარა, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ხელს უწყობს სწორი თანკბილვის ჩამოყალიბებას. მართლა ასეა თუ არა, ბოლომდე ჯერაც არ დაუდგენიათ, ვინაიდან ამ საკითხის გასარკვევად ფართომასშტაბიანი კვლევები არ ჩატარებულა. სტომატოლოგებიცა და პედიატრებიც დღემდე კამათობენ ორთოდონტიული საწოვარას ღირსებების შესახებ, თუმცა მაინც გვირჩევენ, პირველი კბილების ამოჭრის შემდეგ სწორედ ასეთი საწოვარათი ვისარგებლოთ.

  • გამარჯობა, ნახვამდის!

ყველა მშობელმა კარგად იცის, რომ საწოვარას მიჩვევა უფრო იოლია, ვიდრე გადაჩვევა. პედიატრების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თვე-ნახევრამდე და წლინახევრის შემდეგ საწოვარას წოვა არ არის რეკომენდებული: მეტისმეტად მცირე ასაკში ეს ხელს უშლის ძუძუს წოვის ჩვევის ჩამოყალიბებას, ხოლო კბილების ამოჭრის შემდეგ სწორი თანკბილვის განვითარებას აფერხებს. ნებისმიერი დედა დაგვემოწმება, რომ პატარები ძალიან ძნელად ემშვიდობებიან საწოვარას. სტატისტიკის თანახმად, ბავშვების 90% მატყუარას ერთი წლის შემდეგაც წოვს. დიდები სხვადასხვა საშუალებას იყენებენ, რათა პატარა დროულად და უმტკივნეულოდ გადააჩვიონ მატყუარას. ზოგიერთ პატარაზე საწოვარას მეზობლის ლეკვისთვის ”ჩუქება” ჭრის, ზოგი, როცა დაინახავს, რომ საწოვარა გახეულია, იჯერებს, რომ ის ”გაცვდა” (რა თქმა უნდა, ამას წინასწარ მალულად აწყობს დედა). შეგვიძლია, ბავშვს შევთავაზოთ, ძველი საწოვარა ახალ სათამაშოზე გაცვალოს - ცდუნება მართლაც დიდია!

თუ არც ერთმა ხერხმა არ გაჭრა, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:

  1. საწოვარა ბავშვს მხოლოდ მაშინ მიეცით, როცა არ შია, მაგრამ მოუსვენარია და ყველაფერს პირში იდებს.
  2. ეცადეთ, ძილის წინ საწოვარა მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცეთ პატარას, როცა მის გარეშე ვერ იძინებს. ბავშვი, რომელიც საწოვარათი ჩაძინებას ეჩვევა, ძნელად ამბობს უარს ამ ჩვევაზე.

შეეცადეთ, პატარა 5-7 თვის ასაკიდან გადააჩვიოთ საწოვარას. ამ პერიოდისთვის წოვის რეფლექსი სუსტდება და ზოგი ბავშვი ვერც კი ამჩნევს, რომ საწოვარა სადღაც გაქრა.

  • საწოვარას გამოყენების წესები

  1. პირველად გამოყენებამდე საწოვარა 2-3 წუთით წყალში უნდა წამოვადუღოთ, შემდეგ კი ყოველი გამოყენების წინ კარგად გავრეცხოთ და მდუღარე წყალი გადავავლოთ.
  2. არ ჩამოკიდოთ საწოვარა ლენტზე ან რეზინზე. გაცილებით უსაფრთხოა სპეციალური დამჭერი. კლიფსი, რომელსაც პლასტმასის ჯაჭვი ან ლენტი აქვს, ბავშვის ტანსაცმელზე მაგრდება.
  3. ყოველი გამოყენების წინ უნდა შევამოწმოთ, ხომ არ ეკვრის ერთმანეთს საწოვარას კიდეები, ხომ არ გაუჩნდა ნახეთქები. ლატექსის საწოვარა - ყოველთვე, ხოლო სილიკონისა ყოველ 6-8 თვეში ერთხელ უნდა შეიცვალოს.
  4. არ ამოაწოთ საწოვარა ტკბილ სიროფში პატარას სწრაფად დაძინების მიზნით. ასე ბავშვი მხოლოდ გემოს კი არ ეჩვევა, არამედ იზრდება კარიესის განვითარების რისკიც.
  5. თუ ბავშვი წყნარად არის, საწოვარა შეუმჩნევლად გამოაცალეთ და ყურადღება სხვა საგანზე გადაუტანეთ.
  6. ჩაძინებულ პატარას საწოვარა ფრთხილად გამოაცალეთ. თუ ბავშვი საწოვარათი ძილს მიეჩვია, ღამღამობით ხშირად გაიღვიძებს და ძებნას დაუწყებს.
  • სპეციალისტების აზრით

პატარა ბავშვის მიერ საწოვარას წოვა გამართლებულია. თუ დისკომფორტის დროს დედამ ბავშვს არც ძუძუ მისცა და არც საწოვარა, პატარა თითების წოვას დაიწყებს, ეს კი გაცილებით მავნე და ძნელად აღმოსაფხვრელი ჩვევაა.

სიცოცხლის მეორე წელს კი საწოვარას სარგებლობაზე მეტი ზიანი მოაქვს. წოვა ბავშვს ყურადღებას უფანტავს და გარესამყაროდან მიღებულ შთაბეჭდილებებს სწყვეტს. ბავშვები, რომლებიც საწოვარას ვერ ელევიან, გვიან იდგამენ ენას, სასასა და კბილებზე ზეწოლამ კი შესაძლოა მათი დეფორმაცია გამოიწვიოს (ეს, რა თქმა უნდა, მაშინ, როცა პატარა განუწყვეტლივ წოვს და არა დროდადრო). ასე რომ, როცა ბავშვს ზედა კბილები ამოუვა, საწოვარას უნდა დაემშვიდობოს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საწოვარა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები