/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიზიკური განვითარება

ცეროდენები და გოლიათები

ახალშობილის საშუალო წონა 3-დან 4 კილოგრამამდე მერყეობს, თუმცა არსებობს ვარიაციები - ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ქალების შვილები, რომლებიც სამყაროს, სხვათა მსგავსად, ცხრა თვის შემდეგ ევლინებიან, ხან მეტისმეტად პატარები, ხან კი მეტისმეტად დიდები იბადებიან. ახალშობილებს, რომელთა წონაც დაბადებისას 3 კილოგრამზე ნაკლებია, მცირეწონიანებს უწოდებენ (ოღონდ - იმ შემთხვევაში, როცა ისინი დროულად იბადებიან და არა დროზე ადრე). როდესაც ბავშვის წონა 4 კილოგრამზე მეტია, ხოლო სიგრძე 54-56 სანტიმეტრზე ნაკლები არ არის, ამბობენ, რომ დაიბადა დიდი ბავშვი.

იშვიათობა არც გოლიათის დაბადებაა - მისი წონა 5 კილოგრამი და მეტია. მშობლები გოლიათი ბავშვებით ამაყობენ, ხოლო შვილის მცირე წონისა რცხვენიათ. ისინი ორივე შემთხვევაში ცდებიან. არსებობს ოქროს შუალედი - სამსა და ოთხ კილოგრამს შორის. მცირე ან დიდი წონისკენ გადახრა შესაძლოა დედის ან ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებდეს. რა თქმა უნდა, მხედველო-ბაში მიიღება დედის წონაც - როცა 45კგ წონის ქალი 2,5 კგ-იან ბავშვს გააჩენს, ეს უფრო ნორმაა, ვიდრე პათოლოგია. იგივე შეიძლება ითქვას, მაგალითად, 4კგ და 300 გ წონის პატარაზე, თუ მისი დედა ფართომენჯიანი ახალგაზრდა, ჯანმრთელი, 175 სანტიმეტრი სიმაღლისა და 80 კგ წონის ქალბატონია.

უკანასკნელი წლების სტატისტიკის თანახმად, ზოგიერთ ქვეყანაში დიდი წონის ბავშვების პროცენტული რაოდენობა ახალშობილთა შორის განუხრელად იზრდება. თითქმის ყოველი ოცდამეხუთე ახალშობილის წონა 4 კილოგრამს აღემატება. სამწუხაროდ, ახალშობილის დიდი წონა მისი ჯანმრთელობის მაჩვენებელი სულაც არ გახლავთ, პირიქით, დაფიქრების საფუძველს გვაძლევს - ბავშვის სიდიდე შესაძლოა დედის რომელიმე პათოლოგიას უკავშირდებოდეს. რატომ იბადებინ ბოლო ხანს ჭარბი წონის ახალშობილები ასე ხშირად? არამედიკოსებმა შესაძლოა ერთი შეხედვით მარტივი და ლოგიკური პასუხი იპოვონ: ცხოვრების დონე უმჯობესდება, დედაც უკეთ იკვებება... მაგრამ ექიმები ასეთ არგუმენტებს ეჭვის თვალით უყურებენ. ყველა პრობლემა, რომელიც კი შეიძლება ახალშობილის წონის გადახრის მიზეზად იქცეს, მეტ-ნაკლებად კონტროლირებადია, ოღონდ ერთი პირობით - დედამ ორსულობის დადგენის მომენტისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, კერძოდ, ქალთა კონსულტაციის გინეკოლოგს. უნდა ვაღიაროთ, რომ, სამწუხაროდ, დღესაც არიან ქალები, რომლებიც სულაც არ მიიჩნევენ აუცილებლად ორსულობის დროს სამედიცინო კონტროლს. უფრო მეტიც - მათ ზოგჯერ მშობიარობის სავარაუდო ვადაც კი არ იციან და ამის გასამართლებლად "ურყევი" არგუმენტი აქვთ: ბავშვმა ხომ შესანიშნავად უწყის, ქვეყნიერებას როდის უნდა მოევლინოსო. დღეს ასეთი მიდგომა დაუშვებელია.

რა პრობლემები მოსდევს გოლიათის დაბადებას

გოლიათის დაბადებისას მთავარი პრობლემა მშობიარობისას მისი ტრავმირების დიდი რისკია. სირთულეების თავიდან ასაცილებლად ორსულობის მე-20-22-ე კვირას ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს ულტრაბგერითი გამოკვლევა - ექოსკოპია. ის ნაყოფის ზომისა და ქალის სამშობიარო გზების შესაბამისობას გვიჩვენებს. თუ ბავშვის ზომები ყოველგვარ დასაშვებ ნორმაზე დიდია, მომავალ დედას ჯერ კიდევ აქვს დრო მისი წონის კორქციისთვის. ამავე ვადაზე ტარდება პელვიომეტრია, რომლის მეშვეობითაც ზუსტად ადგენენ მომავალი დედის მენჯისა და მისი ფუძის ზომებს. მეანობა იცნობს ორ მდგომარეობას, როდესაც ბუნებრივი გზით მშობიარობა დაუშვებელია. ერთი მათგანია ანატომიურად ვიწრო მენჯი - მდგომარეობა, როცა ქალის მენჯი მართლაც ვიწროა ან მისი აგებულების ანომალია აღინიშნება. მეორე, კლინიკურად ვიწრო მენჯი, მაშინ ყალიბდება, როცა მენჯი ნორმალურია, მაგრამ ბავშვი მეტისმეტად დიდია. ორივე შემთხვევაში დედასაც და შვილსაც სამშობიარო ტრავმა ემუქრებათ. თუ ასეთ დროს ექიმმა უმჯობესად საკეისრო კვეთა მიიჩნია, სჯობს, მის რჩევას დედა უყოყმანოდ დასთანხმდეს.

ბუთხუზას მოვლა

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, ჩემი ძმისშვილი არის უკვე 4 წლის, მგონი აქვს აუტისტური სპექტრის მოქმედებები, არის ძალიან ჯინიანი, არ თამაშობს არავისთან, არ ისმენს არავის ლაპარაკს, უჭირს მეტყველება, რაღააცეებს თავისით ჟღურტულობს, თავის თავში მესამე პირში იძახის (მაგ: როდესაც რამე თვითონ უნდა ამბობს მიეცის , ანუ თავის თავს მესამე პირში იხსენიებს, არის ჰიპერმოძრავი, როდესაც ისეთს არ გააკეთებ რაც თვითონ უნდა იწყებს კივილს და ტირილს, ბაღში ოთხი წლის ასაკში მივიყვანეთ იმიტომ რომ არ ჩერდებოდა არცერთ ბაღში. ეხლა ჩერდება მაგრამ პურის გარდა არაფერს არ ჭამს, ზოგადად ამოჩემებული აქვს რამდენიმე საჭმელი და იმას ჭამს ისიც რამეზე უნდა გადაატანიო ყურადღება და მაშინ აღებს მექანიკურად პირს. როდესაც დაუძახებ მოდი ან რამე არ მოდის, არც ისმენს. ბავშვებთან ვერ ურთიერთობს, თუ დედამისი არ არის მის გვერდში სულ ტირის. არის ვაჟი. რას მირჩევთ, უცხოურ საიტზე წავიკითხე რომ თითქოს კარგი იქნებოდა რამე შინაური ცხოველის ჩუქება მისთვის, რომელიც მის ქცევებს გააუმჯობესებდა. და ნამდვილად ასეა? ლეკვს ან კნუტს, ანდაც რამე ფრინველს ვუყიდიდი თუ ცოტათი მაინც დაეხმარებოდა გაუმჯობესებაში, რომელ ცხოველს მირჩევდით? დაგვყავს ლოგოპეტთანაც. ბაღში ყველას როცა სძინავს ეს არ იძინებს და ზის თავისთვის და თამაშობს მარტო</p>

სიცოცხლის პირველ დღეებში ახალშობილი წონას იკლებს. ეს წონის ფიზიოლოგიური დაქვეითებაა. დიდ ბავშვებს წონის დაქვეითება უფრო მკვეთრად აქვთ გამოხატული, ვიდრე ნორმალური წონის ახალშობი-ლებს. ერთი წლის ასაკისთვის ყველა ბავშვის წონისა და სიგრძის მაჩვენებელი საშუალოს უნდა მიუახლო-ვდეს. თუ დიდი წონის პატარას ექიმებმა მორფოფუნქციური უმწიფრობის დიაგნოზი დაუსვეს, ეს იმას ნიშნავს, რომ გარემო პირობებთან შეგუებისთვის მას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე სხვა ახალშობილებს. ამ ბავშვებს ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდებათ, ვიდრე აღნიშნული დიაგნოზი უარყოფილი არ იქნება. ექიმები განსაკუთრებულ კონტროლს უწესებენ ეგრეთ წოდებულ დიაბეტურ ბავშვებს ანუ იმ ახალშობილებს, რომელთა დედებსაც შაქრიანი დიაბეტი აქვთ, ვინაიდან ეს პატარები რისკის ჯგუფს ეკუთვნიან. საზოგადოდ, დიდ ბავშვებს სუსტი იმუნიტეტი და ნივთიერებათა ცვლის მოშლა აღენიშნებათ. რაქიტის, ანემიის, სიმსუქნის, ფაღარათის რისკი მაღალია. დიდი ბავშვის მოვლის საფუძველი ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვაა - მასაჟი, ვარჯიში, წყლის პროცედურები, სეირნობა და, რაც მთავარია, ბალანსირებული კვება. ოპტიმალური, რასაკვირველია, ძუძუთი კვებაა. ამ დროს ბავშვი ზუსტად იმდენს ჭამს, რამდენსაც ორგანიზმი სთხოვს. ხელოვნური კვებისას კი დოზები ზუსტად უნდა დავიცვათ - ზედმეტი საკვების მიღება დაუშვებელია.

როგორ მოვუაროთ ნამცეცას

მცირე წონის, მაგრამ დროული ახალშობილების დედებს მშობიარობისას ზემოთ აღწერილი პრობლემები არ ემუქრებათ, მაგრამ საზრუნავი მათაც თავზე საყრელი აქვთ, განსაკუთრებით - ბავშვის მოვლისას. როცა დროული ახალშობილის წონა 2,5 კილოგრამია, მას მუცლადყოფნისას აღმოცენებული ჰიპოტროფიის დიაგნოზს უსვამენ. ჰიპოტროფია (ბერძნული სიტყვიდან "ჰიპო" - დაქვეითება, უკმარისობა და "ტროფი" - საკვები, კვება) იმას ნიშნავს, რომ მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფს კვება ქრონიკულად აკლდა. ასეთი ბავშვები ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო დედის საშოშივე ჩამორჩებიან თანატოლებს წონითა და სიგრძით, დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი, შეფერხებული აქვთ ფსიქიკური, ემოციური და მოტორული განვითარება.

განასხვავებენ ჰიპოტროფიის 3 ხარისხს:

1. როდესაც წონა ნორმაზე 10-20%-ით ნაკლებია;

2. როცა დეფიციტი 20-დან 30%-მდე მერყეობს;

3. წონაში ჩამორჩენა 30%-ს აღემატება.

გარდა წონის დეფიციტისა, თავს იჩენს ჰიპოტროფიის

სხვა ნიშნებიც:

  • კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი სხეულის ყველა უბანში განლეულია;
  • ცხიმოვანი და კანის ნაოჭები დუნეა;
  • კუნთების ტონუსი დაქვეითებულია, კუნთები - სუსტი, კანი და ლორწოვანები - ფერმკრთალი, ზოგჯერ მშრალი;
  • წონის მატება უმნიშვნელოა, ზოგჯერ არც კი აღინიშნება, ძილი დარღვეულია;
  • თავს იჩენს რაქიტი და სხვა სახის ჰიპოვიტამინოზი.

ისევე როგორც დიდ ბავშვებს, მცირეწონიანებსაც ხშირად აღენიშნებათ მორფოფუნქციური უმწიფრობა, როდესაც ზოგიერთი ორგანო ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული და ახალშობილის რეფლექსებიც სუსტია. ამის გამო მცირეწონიან ახალშობილებს სტაციონარიდან მანამდე არ წერენ, ვიდრე მათი წონა 2,5 კგ-ს არ გადააჭარბებს. მცირეწონიანმა ბავშვებმა მასა თანდათან უნდა მოიმატონ, რათა არ დაირღვეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობა. ნამცეცებს სხვებზე მეტად სჭირდებათ ძუძუთი კვება, თუმცა ხშირად მათ თავიდანვე უნიშნავენ დამატებით კვებას სპეციალური ნარევებით, რომლებიც ადვილად ასათვისებელ საკვებ ნივთიერებებს - ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, მინერალებს შეიცავს. ზოგჯერ ბავშვებს საჭმლის მონელების დარღვევის გამო მეტეორიზმი აწუხებთ ან ნაწლავების მოქმედება არამდგრადი აქვთ. ნაწლავთა არამდგრადი მოქმედება შეკრულობისა და თხიერი, ხშირი განავლის მონაცვლეობით გამოიხატება. ასეთ შემთხვევებში ექიმი საჭიროდ მიიჩნევს მეტე-ორიზმის საწინააღმდეგო და ფერმენტული პრეპარატების დანიშვნას. წონის მატება იმაზეა დამო-კიდებული, რამდენად ჩამორჩება ახალშობილი მისი ასაკისთვის შესატყვის ნორმას. სტაციონარიდან გაწერიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში ბავშვი დღეგამოშვებით უნდა ავწონოთ, შემდეგ კი - კვირაში 1-2-ჯერ, მაჩვენებლები ზუსტად უნდა ჩავიწეროთ, რათა ექიმს კონტროლის საშუალება ჰქონდეს და ბავშვის კვებისა და მოვლის შემდგომი ტაქტიკა განსაზღვროს. მცირეწონიან ბავშვებს იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ, რის გამოც ინფექციური დაავადებებით მათი დასნებოვნების ალბათობა ჩვეულებრივზე მაღალია, თანაც დაავადება უფრო ხანგრძლივად და მძიმედ მიმდინარეობს. ასე რომ, ნამცეცა ორპირ ქარსა და ინფექციის წყაროს უნდა მოარიდოთ. ინფექციურ დაავადებათაგან დასაცავად მეტად მნიშვნელოვანია მცირეწონიანი ბავშვების დროული აცრა (რასაკვირველია, თუ საამისო უკუჩვენება არ არსებობს).

ხშირად მიეფერეთ პატარას

ფილტვებში შეგუბებითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად მცირეწონიანი ბავშვი საწოლში ხშირად უნდა გადავაბრუნოთ და ხელში ავიყვანოთ. ჰიპოტროფიული ბავშვის სისხლძარღვოვანი სისტემა არასრულყოფილია, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მისი ხელ-ფეხისა და ცხვირის წვერის ტემპერატურის კონტროლი. საჭიროებისას იზრუნეთ პატარას გათბობაზე. ნამცეცას ნერვული სისტემა სუსტი აქვს, რის გამოც თავდაპირველად ძილიანობა აღენიშნება. ეს რეგულარული კვების დამაბრკოლებელ ფაქტორად არ უნდა იქცეს - ჩვილი გამოაღვიძეთ და აუცილებლად დროულად აჭამეთ. თუ ბავშვს ძილი დაერღვა, დაგეხმარებათ კანით კანთან კონტაქტი - შიშველი პატარა გაღეღილ მკერდზე დაიწვინეთ და ზემოდან თბილად დაახურეთ. "სათბურის" როლი მამამაც შეიძლება შეასრულოს. ცუდი არ იქნება, თუ ამ სასიამოვნო პროცედურას დღეში 1-2-ჯერ 15-20 წუთით მიმართავთ.

მთავარი მაინც პროფილაქტიკაა

რა თქმა უნდა, უფრო იოლია, თავიდან ავიცილოთ დიდი და ჰიპოტროფიული ბავშვის დაბადება, ვიდრე გავუმკლავდეთ პრობლემებს, რომლებიც მათი დაბადების შემდეგ იჩენს თავს, ამიტომ ყველა ქალმა, რომელიც დედობისთვის ემზადება, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ჯანმრთელობას, დროულად მიმართოს კონსულტაციას, იკვებოს ჯანსაღად. თუ გოლიათი ან ნამცეცა მაინც დაიბადა, ნუ აღელდებით - სიყვარული, მზრუნველობა და ექიმის რეკომენდაციები დაგეხმარებათ, თქვენი პატარა განვითარებით მალე დაეწიოს თანატოლებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ცეროდენები და გოლიათები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები