/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რატომ უნდა მივირთვათ ალუჩა?

რატომ უნდა მივირთვათ ალუჩა?
ალუჩის სასარგებლო თვისებები, უკუჩვენებები და შენახვის წესები.

დასავლეთ ევროპაში ალუჩას მირაბელას უწოდებენ. ამ მომჟავო-მოტკბო გემოს მქონე ხილის ნაყოფი სხვადასხვა შეფერილობისაა: მწვანე, ყვითელი, ვარდისფერი, ფორთოხლისფერი, შავი და ჭრელიც კი.

ის ბავშვებს სიმაღლეში ზრდაში ეხმარება, რეკომენდებულია ფეხმძიმეებისა და მოხუცებისთვის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.

ხალხურ მედიცინაში ალუჩას ხველისა და ყელის ტკივილის დროს ჭამენ. ალუჩის წვენში დასველებული ტამპონები ჭრილობის სწრაფშეხორცებას უწყობს ხელს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალუჩა უებარი დამხმარეა ავიტამინოზისა და კუჭის შეკრულობის დროს, ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას ცილებით გაჯერებული საკვების გადამუშავებაში, აუმჯობესებს მადას, სასარგებლოა გასტრიტისა და დაბალი მჟავიანობის დროს.

ალუჩა იმუნიტეტს ამაღლებს და ხელს უშლის დაავადების განვითარებას. საუკეთესო სიცხის დამწევია და აქრობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. იქნებ მირჩიოთ, რომელი პროფილის ექიმს მივმართო. პერიოდულად, ასეთი სიმპტომები მაქვს- ჯერ მეწყება თვალების წვა. შუილი ყურებში. მერე 37-მდე ტემპეტატურის მატება. სისუსტე. სახსრების და კუნთების ტკივილი. და მსუბუქი კუჭის აშლა. ადრე, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ თუ მქონდა ხოლმე ეს პერიოდები. კოვიდის შემდეგ უფრო ხშირად, და უფრო მძაფრად. აი თითქოს გრიპი მეწყება, დაახლოებით ასეთი მდგომარეობა. იქნებ რამე მირჩიოთ. მადლობა წინასწარ.</p>

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს გემრიელი ხილი შეიძლება ადამიანისთვის საზიანოც აღმოჩნდეს. მაგალითად, როცა ადამიანს აწუხებს კუჭის მომატებული მჟავიანობა და კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადება.

იშვიათ შემთხვევაში, ალუჩის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და კანზე გამონაყარი.

დიდი რაოდენობით ალუჩის ჭამამ შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა.

ალუჩის შესანახად საუკეთესო საშუალება მისი გაყინვაა. კარგად გარეცხილი და გამშრალი ალუჩა ჩაყარეთ პოლიეთილენის პარკში, თავი ჰერმეტულად მოუკარით და საყინულე კამერაში შეინახეთ.

ხილის შესანახად მეორე მეთოდიც შეგიძლიათ გამოიყენოთ: მწიფე ალუჩას გამოაცალეთ კურკა, ჯამში ჩაყარეთ და შაქარი დააყარეთ (1კგ ალუჩაზე ნახევარი კგ შაქარი), ხელით ცოტა დასრისეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ, რომ წვენი გამოუშვას. ამის შემდეგ წვნიანი ალუჩა პოლიეთილენის ბოთლში ან ქილაში (მინა არ შეიძლება) გადაიტანეთ და საყინულეში მოათავსეთ.

ზამთარში გაყინული ალუჩისგან შეგიძლიათ უგემრიელესი დესერტები, ნამცხვრებისა და კექსების გულსართები ან არომატული კომპოტი მოამზადოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა ტემპერატურის წყალში უნდა გავხსნათ ხელოვნური ნარევი? როგორ მოვუაროთ ბოთლსა და საწოვარას? - რჩევები მათთვის, ვისაც ბავშვი ხელოვნურ კვებაზე ჰყავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ტემპერატურის წყალში უნდა გავხსნათ ხელოვნური ნარევი? როგორ მოვუაროთ ბოთლსა და საწოვარას? - რჩევები მათთვის, ვისაც ბავშვი ხელოვნურ კვებაზე ჰყავს

დედის რძე ჩვილისთვის საუკეთესო საკვებია. ის მიესადაგება მისი მზარდი ორგანიზმის მოთხოვნილებებს, შეიცავს ადვილად მოსანელებელ ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს და, რაც მთავარია, ანტისხეულებს, რომლებიც მას ინფექციური დაავადებებისგან იცავს. ბავშვის ზრდის კვალდაკვალ დედის რძეში იცვლება ამ ინგრედიენტების თანაფარდობა და შემცველობაც.

- სამწუხაროდ, ყველა ქალს როდი შეუძლია, შვილს ძუძუ აწოვოს. ასეთ დროს დაისმის საკითხი, რომელი ხელოვნური ნარევით ვკვებოთ ჩვილი.

ნარევის შერჩევისას გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებები, თანმხლები დაავადებები.

არცთუ იშვიათად ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარებს აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ალერგიული რეაქციებიკულტურები იცავს კუჭ-ნაწლავს და ხელს უწყობს მის ნორმალურ ფუნქციობას, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს იმუნურ სისტემას.

“პრობიოტიკი” ბერძნული სიტყვაა და სასიცოცხლოს ნიშნავს. პრობიოტიკების შემცველი თანამედროვე ნარევები ძალზე მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის სრულფასოვანი ფუნქციობისთვის. ასეთი საკვებიდან ჩვილის კუჭ-ნაწლავში ხვდება ბაქტერიების ცოცხალი კულტურები, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის აქტიური დაცვა და არასასურველი მიკრობების დათრგუნვა შეუძლია. ბავშვებს, რომლებიც ასეთ ნარევებს იღებენ, გაცილებით იშვიათად აწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

- რა საჭიროა ჰიპოალერგენული ნარევები?

- ჩვილები, რომელთა ოჯახის წევრები ალერგიულები არიან, 4-6 თვე მაინც უნდა წოვდნენ ძუძუს. ეს საუკეთესო საშუალებაა ალერგიის თავიდან ასაცილებლად. შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილებისთვის კი ოპტიმალურია სპეციალური ჰიპოალერგენული ნარევები. ალერგიული რეაქციის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს რძის ცილა.

წარმოების სპეციალური ტექნოლოგიების წყალობით რძის ცილა იხლიჩება, დაშლილი ცილის ნაწილაკებს კი ჩვილის ორგანიზმი უცხო სხეულებად აღარ აღიქვამს. ამგვარად დაქუცმაცებული ცილა ჰიპოალერგენულ ნარევებს დამახასიათებელ სუნსა და გემოს სძენს. მიუხედავად ამისა, ჩვილები ამ საკვებს სიამოვნებით მიირთმევენ და მშვენივრადაც ინელებენ. ჰიპოალერგენული საკვები, გარდა ცილის ნაწილაკებისა, შეიცავს რძემჟავა ბაქტერიების კულტურებს, რომლებიც ადამიანის ბუნებრივ ნაწლავურ ფლორას მიეკუთვნება და ხელს უწყობს ორგანიზმის თავდაცვითი უნრის გაძლიერებას.

- როგორი ტემპერატურის წყალში გავხსნათ ფხვნილი, რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს?

- საამისოდ ვიყენებთ ანადუღარ წყალს, რომლის ტემპერატურაც დაახლოებით 50 გრადუსია. ასეთ ტემპერატურაზე ნარევი მთლიანად იხსნება, მიიღება ერთგვაროვანი მასა კოშტების გარეშე.

- როგორ დავადგინოთ, აქვს თუ არა სათანადო ტემპერატურა ნარევს?

- გახსნილი ნარევის რამდენიმე წვეთი დაიწვეთეთ ხელის ზურგზე. ის სასიამოვნოდ თბილი უნდა იყოს, არ წვავდეს კანს.

- შეიძლება თუ არა საკვების მიკროტალღურ ღუმელში მომზადება?

- მიკროტალღურ ღუმელში ნარევის შეთბობა საჭირო არ არის. თუ ანადუღარი წყალი წინასწარ მოიმარაგეთ და გაგიცივდათ, ჯერ შეათბეთ და ფხვნილი მერე შეურიეთ. პირის ღრუს დამწვრობის თავიდან ასაცილებლად ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ და ტემპერატურა შეამოწმეთ, რადგან ბოთლი შესაძლოა გრილი იყოს, წყალი კი - ცხელი.

- შეიძლება თუ არა მომზადებული საკვების თბილად შენახვა?

- რძის მზა ნარევის შენახვა სასურველი არ არის. მთელი დღის სამყოფი წყალი ერთბაშად უნდა აადუღოთ და სუფთა თემოსში შეინახოთ, კვების წინ კი ერთი ულუფისთვის სამყოფი ოდენობისა შეათბოთ. თუ ბავშვი სასეირნოდ მიგყავთ პარკში, სადაც კვებაც მოუწევს, შეგიძლიათ, მზა ნარევი სპეციალური თერმოსით წაიღოთ თან - ის ერთი საათის განმავლობაში არ კარგავს თვისებებს.

- როგორ მოვუაროთ ბოთლსა და საწოვარას?

- ბოთლი და საწოვარა ყოველი კვების შემდეგ კარგად უნდა გავრეცხოთ, ბოთლი - ჯაგრისითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით, ხოლო საწოვარა - სოდით ან მარილით, კარგად გავავლოთ წყალში და სუფთად შევინახოთ. შეგიძლიათ, გარეცხვის ნაცვლად 5 წუთის განმავლობაში ხარშოთ. საწოვარა დროთა განმავლობაში სკდება, ის დაახლოებით 3 თვეში ერთხელ უნდა გამოიცვალოს.

ფხვნილს მოჰყვება პლასტმასის საზომი კოვზი, რომელსაც სტერილიზება არ სჭირდება. აუცილებლობის შემთხვევაში სუფთა წყალში გაავლეთ და კარგად გაამშრალეთ. დაზიანებულ კოვზს ნუღარ გამოიყენებთ. ნარევის გახსნილი პაკეტის შიგთავსის შენახვა მაქსიმუმ 3 კვირით შეიძლება გრილ, მშრალ ადგილას, მძაფრსუნიანი ნივთიერებებისა და სურსათისგან მოშორებით.

- უნდა დაცალოს თუ არა ჩვილმა ბოთლი და შეიძლება თუ არა ჩარჩენილი ულუფის გამოყენება მომდევნო კვებაზე?

- ყველა ჩვილს სხვადასხვაგვარი მოთხოვნილება აქვს. გარდა ამისა, ჭამიდან ჭამამდე შესაძლოა მადაც შეეცვალოს. ერთ კვებაზე თუ ბოთლში ჩატოვა რამდენიმე მილილიტრი, მომდევნო ჯერზე შესაძლოა კუთვნილზე მეტიც მოითხოვოს.

საკვების დატოვება ნუ შეგაშინებთ - ეს ნიშნავს, რომ ბავშვი უკვე დანაყრდა. დარჩენილ ულუფას ნუღარ გამოიყენებთ, გადაღვარეთ.

- შეიძლება თუ არა რძის ნარევის გამოყენება ფაფის მოსამზადებლად?

- რძის ნარევი ზუსტად შეესატყვისება ბავშვის კვებით მოთხოვნილებას, ამიტომ ნურაფერს შეურევთ. დანამატები ცვლის საკვებ ნივთიერებათა თანაფარდობას და შესაძლოა, ჭარბი კვებით განპირობებული პრობლემები გამოიწვიოს.

ჩვილისთვის ნარევის შერჩევაში თქვენი პედიატრი დაგეხმარებათ. სასურველია, ნებისმიერი პრობლემა მასთან შეთანხმებით გადაწყვიტოთ.