/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტომატოლოგია

რატომ ირღვევა თანკბილვა

რატომ ირღვევა თანკბილვა
სტატისტიკა გვაუწყებს, რომ ადამიანთა დაახლოებით 80%-ს თანკბილვა დარღვეული აქვს და ეს მხოლოდ გენეტიკის ბრალი არ არის.

რა იწვევს თანკბილვის დარღვევას და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება? ამ და სხვა კითხვებზე კლინიკა “ალბა-დენტის” ექიმი სტომატოლოგი თამარ წერეთელი გვიპასუხებს.

  • ბევრი მშობელი ბავშვის მოვლისას გაუცნობიერებლად უშვებს შეცდომებს. შედეგად პატარას თანკბილვა ერღვევა. არადა ყველას შეუძლია, თავიდან აიცილოს ეს პრობლემა. მთავარია, მიხვდეს, რამდენად საშიშია თანკბილვის დარღვევა მოზარდი ორგანიზმისთვის. მაინც რა საფრთხეს უქადის თანკბილვის დარღვევა ბავშვს?

- მრუდე კბილები, ასიმეტრიული სახე აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. ქალა-სახის ამგვარი დარღვევები სათავეს უდებს უფრო სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც ზრდასრულ ასაკში იჩენს თავს, მათ შორის - ხერხემლის გამრუდებას, ყბა-სახის სახსრის ფუნქციის მოშლას, მუდმივ თავის ტკივილს, სუნთქვის, ღეჭვის, ყლაპვის, მიმიკის დარღვევას.

  • როგორ ყალიბდება თანკბილვა?

- თანკბილვის ჩამოყალიბების პროცესში სპეციალისტები გამოყოფენ რამდენიმე მნიშვნელოვან პერიოდს:

I. სარძევე (დროებითი) თანკბილვის ფორმირება - ამ პერიოდში პატარას ამოეჭრება სარძევე კბილები. იგი მოიცავს პერიოდს 6 თვიდან 3 წლამდე. ვადები, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია.

II. ფორმირებული დროებითი თანკბილვის პერიოდი - 3-დან 6 წლამდე. ამ პერიოდში ბავშვს აქტიურად ეზრდება თავის ქალა, მიმდინარეობს მზადება მუდმივი კბილების ამოჭრისთვის. თუ პრობლემა ამ ეტაპზე გამოვლინდა, მისი გამოსწორება შესაძლებელია. მთავარია, დროულად მიმართოთ სპეციალისტს - ექიმ ორთოდონტს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა სამი თვის უკან დავიპლომბე რამოდენიმე კბილი და გავიწმინდე კბილები, ორ კბილზე მითხრა რომ ამოსაღები მაქვს, თავიდან მგრძნობრლობა მქონდა გაწმენდის შემდეგ დამინიშნა ელგიდიუმის პასტა და სავლები, ეხლა მაქვს მთლიანად კბილებზე სიმძიმის შეგრძნება უფრო დილით,რამეს რომ შევჭამ მერე აღარ,ამოსაღები კბილები რამე შუაში შეიძლებ იყოს? შეწუხებით არ მაწუხებს ხანდახან ერთი კბილიდან სისხლი წამომივა ხოლმე.</p>

III. სარძევე კბილების ძირითადი, მუდმივი კბილებით შეცვლა და მუდმივი თანკბილვის ფორმირება - 12-დან 15 წლამდე.

  • რა ახდენს გავლენას თანკბილვაზე?

- უპირველესად - გენეტიკა. თავის ქალას ფორმა, ზომა და თავდაპირველი კბილების რაოდენობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მემკვიდრეობაზე. თუმცა მშობლებს ძალუძთ, გააღრმაონ ან, პირიქით, გამოასწორონ არსებული დეფექტი.

  • რა როლს ასრულებს ყოველივე ამაში მატყუარა საწოვარა?

- მატყუარა მრავალი წელია მშობლების საუკეთესო დამხმარეა. იგი აკმაყოფილებს ახალშობილის ძირითად - წოვის რეფლექსს, ანეიტრალებს უარყოფით ემოციებს და ანიჭებს პაწიას კომფორტისა და უსაფრთხოების შეგრძნებას. თუ ჩვილი ძუძუს წოვს, იგი წოვით რეფლექსს მატყუარას გარეშეც დაიკმაყოფილებს, ხელოვნურ კვებაზე მყოფებთან კი საქმე სხვაგვარადაა. მათთვის მატყუარა აუცილებელია და არამხოლოდ წოვის რეფლექსის გამო. ბოთლით კვების დროს არასათანადოდ იტვირთება სახის კუნთები, მატყუარა კი ხელს უწყობს ენისა და ქვედა ყბის განვითარებას. მთავარია, ზუსტად შევარჩიოთ მატყუარას ზომა, რათა ბავშვის ყბა-სახის სისტემას ზიანი არ მივაყენოთ.

მატყუარა ზედა და ქვედა ყბებს მყარად დახურვის საშუალებას არ აძლევს. ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა, ამიტომ ნუ დართავთ ბავშვს ნებას, მატყუარა მთელი დღე პირში ედოს.

მიეცით იგი დროდადრო, მაგალითად, ჩაძინებისას, ხოლო როგორც კი ჩაეძინება, გამოაცალეთ (შესაძლოა, თავადაც გადმოაგდოს). სხვაგვარად დიდია ალბათობა, განვითარდეს ღია თანკბილვა.

  • რა ასაკიდან უნდა გადავაჩვიოთ ბავშვი მატყუარას წოვას?

- სასურველია, წლინახევრიდან. თუ პატარა ორი წლის შემდეგაც წოვს მატყუარას, არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბების რისკი საგრძნობლად იზრდება.

  • ზრდასრულ ასაკში თანკბილვის გამოსასწორებლად რთული და ძვირად ღირებული მკურნალობაა საჭირო. როგორც თავადაც ბრძანეთ, ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. კერძოდ, როგორ?

- თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ეცადეთ, ბოთლი სწორად გეკავოთ. ბოთლი შუბლის ვერტიკალის მიმართ 90 გრადუსით უნდა იყოს დახრილი, არ ეყრდნობოდეს არც ზედა, არც ქვედა ყბას. კვებეთ ხელში დაჭერილი და არა მწოლიარე, ისიც - არა უმეტეს 20-30 წუთისა. არ შეიძლება, ბავშვი დააწვინოთ გვერდზე, პირში ჩაუდოთ ბოთლი და თავად სხვა საქმეს მოჰკიდოთ ხელი. ასაკის გათვალისწინებით შეარჩიეთ ბოთლის საწოვარა.

შეძენისას ყურადღებით დააკვირდით მატყუარას - მას უნდა ჰქონდეს წარწერა - “ორთოდონტიული”.

კბილების ამოჭრის შემდეგ კი სილიკონის მატყუარა უნდა შევცვალოთ ლატექსით.

მნიშვნელოვანია გადაჩვევის პროცესი. ეცადეთ, არ გააკეთოთ ეს ერთბაშად და ძალდატანებით. ბავშვი მიჯაჭვულია მატყუარას, მეტადრე - როდესაც დაბადებიდან წოვს, ამიტომ მეთოდი “იტირებს და გაჩერდება” არ გამოგადგებათ. თუ მატყუარას ერთბაშად წაართმევთ, იგი მალე იპოვის მის შემცვლელს - თითის ან ტანსაცმლის კიდეს დაუწყებს წოვას, ამის გადაჩვევა კი გაცილებით რთულია.

წლინახევრიდან კვებეთ პატარა მხოლოდ კოვზით, ხოლო წყალი ასვით ჭიქით. კოვზი პირთან ნელა მიუტანეთ, აცადეთ, თვითონაც წაეტანოს მას და მერეღა ჩაუდეთ პირში ლუკმა.

კბილების ამოჭრის კვალდაკვალ ცვალეთ საკვების კონსისტენცია: თხიერი - სქელით, სქელი კი მყარით. ასე სათანადოდ ჩამოყალიბდება ღეჭვის ფუნქცია. თვალი ადევნეთ, რომ ბავშვმა ისწავლოს წინა კბილებით მოკბეჩა, ხოლო ღეჭვისას პირი მოკუმული ჰქონდეს და ლუკმა ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ გადაიტანოს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საკვების ყლაპვა. ბავშვს დაბადებიდან დაჰყვება ყლაპვის ინფანტილური ტიპი, რომელიც თანდათან იცვლება, მაგრამ ზოგიერთი კბილების ამოჭრის შემდეგაც ინარჩუნებს მას. დედა ამას ადვილად შეამჩნევს - ყლაპვის დროს ბავშვი კბილებს შორის იქცევს ენას, ხოლო პირის ირგვლივი კუნთები ამ დროს დაჭიმული აქვს. ესეც ხელს უწყობს არასწორი, ღია თანკბილვის ფორმირებას.

გასაკვირია, მაგრამ თანკბილვის ჩამოყალიბებისთვის იმასაც აქვს მნიშვნელობა, როგორ წევს ბავშვი ძილის დროს. ბავშვს უნდა ეძინოს საკმაოდ მაგარ საწოლზე უბალიშოდ, ხან - მარჯვენა, ხან - მარცხენა გვერდზე, პირი კი აუცილებლად მოკუმული უნდა ჰქონდეს. თუ ბავშვი ძილის დროს ზურგზე წევს, ყურადღება მიაქციეთ, თავი უკან არ ჰქონდეს გადაგდებული. თუ ის ამ პოზაში ძილს მიეჩვია, შესაძლოა ქვედა ყბა განუვითარებელი დარჩეს.

3-4 წლის ასაკში აუცილებლად აჩვენეთ ბავშვი ექიმ ორთოდონტს - მხოლოდ მას შეუძლია თანკბილვის დარღვევის ტენდენციის ან უკვე ჩამოყალიბებული დარღვევის დიაგნოსტირება, საჭიროების შემთხვევაში - პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდებისა და საშუალებების შერჩევა.

სწორი თანკბილვის ფორმირებისთვის ზრუნვა აუცილებელია. ეცადეთ, დაბადებიდანვე ჩაუყაროთ საფუძველი შვილის ლამაზ და ჯანსაღ მომავალს.

კომენტარები (7)
ანა გაფრინდაშვილი
გამარჯობა,მაინტერესებს შეიძლება თუარა ასეთი თანკბილბის გამოსწორება,13-14წლის ასაკის ბავშვისთვის,ექიმის გარეშე,რამე წესის დაცვით?
თარიღი : 12-04-2018
12345
ვერ გავიგე როგორ იწვევს თანკბილვის დარღვევა ხერხემლის გამრუდებას. თანკბილვა დარღვეული აქვს 6 წლის ბავშვს დაშორებული აქვს კბილები, ყბები ფარო აქვს. მივიყვანეთ ბავშვთა ორთოდონტთან და რა დროს ამისი თანკბილვის შეფასებააო. მირჩიეთ ვინმე ნორმალური სპეციალსტი.
თარიღი : 08-06-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ ირღვევა თანკბილვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები