/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორთოპედია

ხერხემლის გამრუდება და ბრტყელტერფიანობა

ხერხემლის გამრუდება და ბრტყელტერფიანობა
ჩემს შვილს ექიმმა სკოლიოზი დაუდგინა. ძალიან მეშინია - რა ვქნა, ვის მივმართო? იკურნება თუ არა ის?

ტანადობის (ახოვანობის) დაღვევა განპირობებულია კუნთების ტონუსურ-ძალოვანი დისბალანსით. ეს, პრაქტიკულად, სავსებით შექცევადი პროცესია, რადგან არ უკავშირდება ხერხემლის საყრდენი სტრუქტურის ცვლილებას.

ტანადობის დარღვევის მიზეზი ის არის, რომ სხეულის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებაში არ მონაწილეობს ერთი, ორი ან სამი კუნთი, რაც სხეულის პოზებისა და მოძრაობის მარეგულირებელი ნერვული ცენტრების “შეცდომებით” არის განპირობებული. რატომ აძლევს ნერვული სისტემა თავს ამის უფლებას?

ინფორმაციას სხეულის მდებარეობაზე, ამა თუ იმ კუნთის დაძაბვის ხარისხზე, სახსრების დატვირთვაზე ნერვული სისტემა მრავალრიცხოვანი მგრძნობიარე რეცეპტორის მეშვეობით იღებს და ამ ინფორმაციას კუნთების მართვისთვის იყენებს. ტანადობის დარღვევის გამშვები მექანიზმი შეიძლება გახდეს რეცეპტორების მიერ მიწოდებული ნებისმიერი დამახინჯებული, დაბლოკილი ან კიდევ საეთოდ “მივიწყებული” სიგნალი, მაგალითად, სკოლაში ან სამსახურში უხერხულ პოზაში დიდხანს ყოფნა, მუცლის ტკივილი, გადატანილი ტრავმა და ბევრი სხვა რამ. სამწუხაროდ, ტანადობის უკვე ფორმირებული დარღვევის გამოსწორება მხოლოდ სწორი პოზის იძულებით შენარჩუნებით შეუძლებელია. ამ პრობლემის რადიკალური გადაჭრა შესაძლებელია მკურნალობის თანამედროვე მეთოდებით. პირველ რიგში საჭიროა მიზეზის პოვნა და ნერვულ-კუნთოვანი აპარატის “რეკვალიფიკაცია”. შედეგი სპეციალისტის ჩარევის პირველსავე დღეებში ხდება შესამჩნევი.

სკოლიოზი

სკოლიოზი ხერხემლის გამრუდებაა, რომელიც გამოწვეულია ან მიმდინარეობს მალების დეფორმაციით, მყესებისა და კუნთების სრტუქტურული ცვლილებებით. მისი ძირითადი მიზეზია ტანადობის რღვევის დაწყება ან/და ხერხემლის თანდაყოლილი თავისებურება. სკოლიოზის გართულებებია:

  • ტორსის დეფორმაცია (ამ უკანასკნელის ხშირი მიზეზია ორსულობის და მშობიარობის პათოლოგიები);
  • შინაგანი ორგანოების გადანაცვლება;
  • გულმკერდის ყაფაზის “დაგრეხა” და ფილტვების მოცულობის შემცირება;
  • ბრონქიტი;
  • ზურგის ტკივილი;
  • ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარი;
  • ართროზი.

სკოლიოზი სავსებით შექცევადი დეფორმაცია არ არის, მაგრამ მისი მკურნალობა აუცილებელია. მკურნალობის შედეგად შესაძლებელია:

  • შეჩერდეს დაავადების პროგრესი;
  • შემცირდეს ხერხემლის გამრუდების კუთხე, ზოგჯერ - იმდენად, რომ სკოლიოზის ნარჩენ მოვლენებს მხოლოდ სპეციალისტი თუ აღმოაჩენს;
  • მოიხსნას კუნთების გადაძაბვისა და ტკივილის შეგრძნება;
  • აღდგეს ხერხემლისთვის ფიზიოლოგიური მოძრაობა.

როგორ აღმოვაჩინოთ ტანადობის დარღვევა ან სკოლიოზი დამოუკიდებლად?

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი, ზუსტად არ ვიცი ვის ვკითხო ამიტომაც ვსვამ ამ კითხვას აქ. დაახლოებით 2-3 კვირაა, ე.წ დაბლა წელში, ანუ ხერხელმლის ქვედა ნაწილში, მარჯვენა მხარეს (გავის ზევით არეალში) მაქვს დისკომფორტი. არა ტკივილი, რომელიც შემაწუხელებია, არამედ დაჭიმულობა, რომელიც აბსოლუტურად ქრება როცა დავდივარ ან ვმოძრაობ, ანუ მოძრაობის დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. როდესაც ვზივარ დიდი ხნით ამ დროსაა ყველაზე შემაწუხებელი ეს დისკომფორტი. არ უარესდება რაიმე კონკრეტული მოძრაობის დროს რომ ამას ვუკავშირებდე. ცხოვრების ხარისხზე არ აისახება რეალურად მაგრამ რადგან აქამდე არ მქონია მივაქციე ყურადღება. ხერხემალთან ერთად ვიცი რომ შეიძლება გინეკოლოგიურ საკითხებთანაც იყოს კავშირში ამ არეალში დისკომფორტი მაგრამ რეალურად სხვა გამოვლინება არ მაქვს. შეგიძლიათ მირჩიოთ რა შეიძლება გავაკეთო მსგავსი დისკომფორტის მოსახსნელად და ასევე პრობლემის გახანგრძლივების შემთხვევაში რა პროფილის ექიმს უნდა მივართო?</p>

ხერხემლის დათვალიერების მეთოდიკა მარტივია:

  • კარგია ბავშვის დათვალიერება ბუნებრივ ვითარებაში, კარგად განათებულ ოთახში. ბავშვს გახადეთ ტანსაცმელი (დატოვეთ ქვედა საცვლის ამარა). დააყენეთ იატაკზე. ხელები დააშვებინეთ. ზურგზე სინათლე თანაბრად უნდა ეცემოდეს. გამართული დაჯექით სკამზე ბავშვის ზურგიდან 2-3 მეტრის მოშორებით და დააკვირდით: სიმეტრიულადაა თუ არა ყურები, მხრები, ბეჭის ძვლები, წელი, ჩაღრმავებები გავის ძვლის ზემოთ, დუნდულა კუნთების ნაოჭები და თავად დუნდულები, ერთ სიმაღლეზე დგას თუ არა იდაყვის სახსრები. თუ ეს ორიენტირები ასიმეტრიულია ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ღერძის მიმართ, მაშინ ტანადობის დარღვევა ან სკოლიოზია საეჭვო.
  • დააკვირდით, სიმეტრიულად დადგა თუ არა ბავშვმა ტერფები. ასიმეტრიულობა მენჯის ძვლის პრობლემებზე მეტყველებს.
  • სთხოვეთ ბავშვს, ხელებით მისწვდეს იატაკს, ზურგი ამოდრიკოს. დააკვირდით, შუა ხაზიდან გადახრილი ხომ არ აქვს ამ დროს ტანი, წელის მალების რომელიმე მხარეს კუნთი ხომ არ არის გამობურცული, გულმკერდის ყაფაზში კი რომელიმე ნეკნი ან ბეჭის ძვალი გამოვარდნილი.
  • სთხოვეთ ბავშვს, ზურგს უკან ხელები ერთმანეთს გადააჭდოს და გადაიხაროს ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს. დააკვირდით, ხომ არ უჭირს გადახრა რომელიმე მხარეს, ანუ ორივე მხარეს ერთნაირი კუთხით იხრება თუ არა.
  • შეხედეთ ბავშვს გვერდიდან. დააკვირდით, ხომ არ აქვს ზედმეტად გამოწეული ან, პირიქით, ჩავარდნილი მკერდის ძვალი, წინ ხომ არ აქვს წამოწეული მუცელი.
  • თუ რომელიმე სიმპტომს აღმოაჩენთ, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ასეთი დათვალიერება მიზანშეწონილია წელიწადში ორჯერ ან უფრო ხშირად, განსაკუთრებით - ბავშვის ინტენსიური ზრდის პერიოდში.

კომენტარები (3)
მთვარისა
ვარ 17 წლის ექვსი წლის ასაკში დამიდგინეს ხერხემლის გამრუდება. რამოდენიმე კურსი ჩავიტარე მასაჟისა. ხოლო შემდგომ წლებში აღარ მივსულვარ არსად. ახლა სიმძიმის აწევის დროს ვგრძნობ რომ ხერხემალი მტკივა. ასევე მუცელიც წინ მაქვს გამოწეული მხრებზე მნიშვნელოვანი გადახრა არ მაქვს უბრალოდ ცოტა შესამჩნევად მაქვს ერთი მხარე ამოწეული. და შესაძლებელია ამის მასაჟიტ მკურნალობა?
თარიღი : 07-01-2017
mari
ვარ 30 წლის და დამიდგინდა სქოლიოზი როგორ ვიმკურნალო ან ვის მივმართო?
თარიღი : 21-05-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ძალისმიერ ვარჯიშს სასიამოვნო "გვერდითი ეფექტი" აღმოაჩნდა
ძალისმიერ ვარჯიშს სასიამოვნო "გვერდითი ეფექტი" აღმოაჩნდა
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 386 ადამიანი, რომლებსაც აწუხებდათ ჰიპერტენზია, ჭარბი წონა ან სიმსუქნე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ხერხემლის გამრუდება და ბრტყელტერფიანობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხერხემლის გამრუდება და ბრტყელტერფიანობა

ტანადობის (ახოვანობის) დაღვევა განპირობებულია კუნთების ტონუსურ-ძალოვანი დისბალანსით. ეს, პრაქტიკულად, სავსებით შექცევადი პროცესია, რადგან არ უკავშირდება ხერხემლის საყრდენი სტრუქტურის ცვლილებას.

ტანადობის დარღვევის მიზეზი ის არის, რომ სხეულის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებაში არ მონაწილეობს ერთი, ორი ან სამი კუნთი, რაც სხეულის პოზებისა და მოძრაობის მარეგულირებელი ნერვული ცენტრების “შეცდომებით” არის განპირობებული. რატომ აძლევს ნერვული სისტემა თავს ამის უფლებას?

ინფორმაციას სხეულის მდებარეობაზე, ამა თუ იმ კუნთის დაძაბვის ხარისხზე, სახსრების დატვირთვაზე ნერვული სისტემა მრავალრიცხოვანი მგრძნობიარე რეცეპტორის მეშვეობით იღებს და ამ ინფორმაციას კუნთების მართვისთვის იყენებს. ტანადობის დარღვევის გამშვები მექანიზმი შეიძლება გახდეს რეცეპტორების მიერ მიწოდებული ნებისმიერი დამახინჯებული, დაბლოკილი ან კიდევ საეთოდ “მივიწყებული” სიგნალი, მაგალითად, სკოლაში ან სამსახურში უხერხულ პოზაში დიდხანს ყოფნა, მუცლის ტკივილი, გადატანილი ტრავმა და ბევრი სხვა რამ. სამწუხაროდ, ტანადობის უკვე ფორმირებული დარღვევის გამოსწორება მხოლოდ სწორი პოზის იძულებით შენარჩუნებით შეუძლებელია. ამ პრობლემის რადიკალური გადაჭრა შესაძლებელია მკურნალობის თანამედროვე მეთოდებით. პირველ რიგში საჭიროა მიზეზის პოვნა და ნერვულ-კუნთოვანი აპარატის “რეკვალიფიკაცია”. შედეგი სპეციალისტის ჩარევის პირველსავე დღეებში ხდება შესამჩნევი.

სკოლიოზი

სკოლიოზი ხერხემლის გამრუდებაა, რომელიც გამოწვეულია ან მიმდინარეობს მალების დეფორმაციით, მყესებისა და კუნთების სრტუქტურული ცვლილებებით. მისი ძირითადი მიზეზია ტანადობის რღვევის დაწყება ან/და ხერხემლის თანდაყოლილი თავისებურება. სკოლიოზის გართულებებია:

  • ტორსის დეფორმაცია (ამ უკანასკნელის ხშირი მიზეზია ორსულობის და მშობიარობის პათოლოგიები);
  • შინაგანი ორგანოების გადანაცვლება;
  • გულმკერდის ყაფაზის “დაგრეხა” და ფილტვების მოცულობის შემცირება;
  • ბრონქიტი;
  • ზურგის ტკივილი;
  • ხერხემლის მალათაშორისი დისკის თიაქარი;
  • ართროზი.

სკოლიოზი სავსებით შექცევადი დეფორმაცია არ არის, მაგრამ მისი მკურნალობა აუცილებელია. მკურნალობის შედეგად შესაძლებელია:

  • შეჩერდეს დაავადების პროგრესი;
  • შემცირდეს ხერხემლის გამრუდების კუთხე, ზოგჯერ - იმდენად, რომ სკოლიოზის ნარჩენ მოვლენებს მხოლოდ სპეციალისტი თუ აღმოაჩენს;
  • მოიხსნას კუნთების გადაძაბვისა და ტკივილის შეგრძნება;
  • აღდგეს ხერხემლისთვის ფიზიოლოგიური მოძრაობა.

როგორ აღმოვაჩინოთ ტანადობის დარღვევა ან სკოლიოზი დამოუკიდებლად?

ხერხემლის დათვალიერების მეთოდიკა მარტივია:

  • კარგია ბავშვის დათვალიერება ბუნებრივ ვითარებაში, კარგად განათებულ ოთახში. ბავშვს გახადეთ ტანსაცმელი (დატოვეთ ქვედა საცვლის ამარა). დააყენეთ იატაკზე. ხელები დააშვებინეთ. ზურგზე სინათლე თანაბრად უნდა ეცემოდეს. გამართული დაჯექით სკამზე ბავშვის ზურგიდან 2-3 მეტრის მოშორებით და დააკვირდით: სიმეტრიულადაა თუ არა ყურები, მხრები, ბეჭის ძვლები, წელი, ჩაღრმავებები გავის ძვლის ზემოთ, დუნდულა კუნთების ნაოჭები და თავად დუნდულები, ერთ სიმაღლეზე დგას თუ არა იდაყვის სახსრები. თუ ეს ორიენტირები ასიმეტრიულია ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ღერძის მიმართ, მაშინ ტანადობის დარღვევა ან სკოლიოზია საეჭვო.
  • დააკვირდით, სიმეტრიულად დადგა თუ არა ბავშვმა ტერფები. ასიმეტრიულობა მენჯის ძვლის პრობლემებზე მეტყველებს.
  • სთხოვეთ ბავშვს, ხელებით მისწვდეს იატაკს, ზურგი ამოდრიკოს. დააკვირდით, შუა ხაზიდან გადახრილი ხომ არ აქვს ამ დროს ტანი, წელის მალების რომელიმე მხარეს კუნთი ხომ არ არის გამობურცული, გულმკერდის ყაფაზში კი რომელიმე ნეკნი ან ბეჭის ძვალი გამოვარდნილი.
  • სთხოვეთ ბავშვს, ზურგს უკან ხელები ერთმანეთს გადააჭდოს და გადაიხაროს ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს. დააკვირდით, ხომ არ უჭირს გადახრა რომელიმე მხარეს, ანუ ორივე მხარეს ერთნაირი კუთხით იხრება თუ არა.
  • შეხედეთ ბავშვს გვერდიდან. დააკვირდით, ხომ არ აქვს ზედმეტად გამოწეული ან, პირიქით, ჩავარდნილი მკერდის ძვალი, წინ ხომ არ აქვს წამოწეული მუცელი.
  • თუ რომელიმე სიმპტომს აღმოაჩენთ, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ასეთი დათვალიერება მიზანშეწონილია წელიწადში ორჯერ ან უფრო ხშირად, განსაკუთრებით - ბავშვის ინტენსიური ზრდის პერიოდში.


როგორ მკურნალობენ ტანადობის დარღვევას და სკოლიოზს?

რომელიმე ერთ მეთოდზე (მანუალურ თერაპიაზე, მედიკამენტურ თერაპიაზე, სამკურნალო ფიზკულტურაზე) ავადმყოფურად ჩაციკვლა შეცდომა იქნება. აუცილებელია ინდივიდულური მიდგომა და ამ მეთოდების, საჭიროებისამებრ, კომბინირებული გამოყენება. მკურნალობის მთავარი ამოცანაა კუნთების სწორი ტონუსურ-ძალოვანი ბალანსის აღდგენა. ეს არცთუ იოლი საქმეა. არსებობს სპეციალური ტესტები, რომლებიც საშუალებას იძლევა, მყისვე გამოვლინდეს “დამნაშავე” კუნთების ჯგუფი, რაც მკურნალობას აადვილებს.

პოზასა და მოძრაობას ცენტრალური ნერვული სისტემა არეგულირებს, ამიტომ მკურნალობის დროს ხდება არა მარტო ხერხემლის მალების ფიზიოლოგიური მოძრაობის აღდგენა, არამედ სპეციალური ილეთების დახმარებით ცენტრალური ნერვული სისტემისთვის მის მუშაობაში არსებული შეცდომების ჩვენება და “გადამზადება”.

როგორ ავიცილოთ თავიდან?

  • არ დასვათ ჩვილი დროზე ადრე. არ ატაროთ ბავშვი მხოლოდ მარჯვენა ან მხოლოდ მარცხენა ხელით და არც მუდმივად ცალ მხარეს ხელჩაჭიდებული;
  • შეურჩიეთ შესაფერისი ზომის ავეჯი;
  • მოსწავლის სამუშაო ოთახი კარგად უნდა იყოს განათებული, მაგიდას სინათლე მარცხნიდან უნდა ეცემოდეს;
  • საწერი მაგიდა უნდა იყოს ფართო, მასზე უნდა ეტეოდეს არა მარტო წიგნი და რვეული, არამედ წინამხრებიც;
  • თუ ბავშვი მეცადინეობის დროს წიგნისკენ იხრება, აუცილებლად შეუმოწმეთ მხედველობა;
  • არ არის რეკომენდებული გვერდზე წამოწოლილი კითხვა ან ტელევიზორის ცქერა;
  • მეცადინეობის დროს აუცილებელია შესვენება და წავარჯიშება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვის ჰარმონიული ფიზიკური განვითარება. მისი “ვარჯიშის რაციონი” უნდა შეიცავდეს როგორც სწრაფ მოძრაობებს (ჩვეულებრივი დილის გამამხნევებელი ვარჯიში), ასევე გაჭიმვებს, ანუ ნელ ვარჯიშებს, რაც კუნთების ელასტიკურობას აუმჯობესებს. სასარგებლოა მოძრაობითი თამაშები: ცოცვა, ხეზე ასვლა, ჩაკუზვა-გამართვა, სირბილი და, რაც მთავარია, ცურვა.

სწრაფი ზრდის პერიოდში არასასურველია სიმაღლეში ხტომა და ბევრი სირბილი. აუცილებელია სრულფასოვანი კვება. ძვლისთვის აუცილებელი კომპონენტის, კალციუმის, მარაგის შესავსებად ბევრი ბავშვს ცარცსაც კი აჭმევს. ცარცით კალციუმის მარაგის შევსება, რასაკვირველია, არ არის გონივრული საქციელი. ჯობს, მისცეთ ბავშვს რძის ნაწარმი, ხილი და ბოსტნეული, თევზი, რაც კალციუმისა და ვიტამინების ბუნებრივი წყაროა.

არ დაივიწყოთ, რომ ემოციური მდგომარეობა მამოძრავებელ აპარატზე გავლენას ახდენს. ნევროზიანი ბავშვები მიდრეკილნი არიან წელში მოხრისკენ. ცნობილია, რომ ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატი თითქმის ყველა დაავადების პროფილაქტიკის უპირველესი საშუალებაა.

ჩემს შვილს აღმოაჩნდა ბრტყელტერფიანობა. საშიში ხომ არ არის? საერთოდ, რა პათოლოგიაა ეს? ვის მივმართო?

რა არის ბრტყელტერფიანობა?

ტერფი განივი და გასწვრივი თაღებისაგან შედგება და ნორმაში არასწორი მოხაზულობა აქვს, თუმცა ზოგს დაბადებიდან, ზოგს კი მოგვიანებით უსწორდება ეს თაღები და ტერფი უბრტყელდება. ამას ბრტყელტერფიანობას უწოდებენ. ბრტყელი ტერფი თავის ფუნქციას სრულყოფილად ვერ შეასრულებს და დროთა განმავლობაში დიდ პრობლემებს შეუქმნის ადამიანს.

ბრტყელტერფიანობას ახასიათებს: ტერფის დაგრძელება, ტერფის გასწვრივი და განივი თაღების გაბრტყელება, ტერფის წინა ნაწილის შიგნით შებრუნება, ქუსლის გარეთ მიბრუნება, ადვილად დაღლა, ტკივილი ტერფის, კოჭ-წვივის სახსარში დატვირთვის შემდეგ.

ბრტყელტერფიანობა შეიძლება თავისთავადი, დამოუკიდებელი დაავადებაც იყოს და ტორსის და ქვემო კიდურების დეფორმაციის გამოც განვითარდეს. ბრტყელტერფიანობა ხშირია დისპლაზიური (არასწორად განვითარებული) შემაერთებელი ქსოვილის მქონე ბავშვებში, რომელთაც კუნთების და მყესიოგოვანი სისტემის ტონუსის დაქვეითება აღენიშნებათ. ამას სტატიკური ბრტყელტერფიანობა ეწოდება.

არსებობს ტავმის შედეგად განვითარებული ბრტყერლტერფიანობაც. დარღვევა შესაძლოა ნერვული სისტემის დაზიანებამაც გამოიწვიოს, მაგალითად, ქვედა კიდურების რბილმა ან სპასტიკურმა პარეზმა. თუ ბავშვს დარღვეული აქვს კალციუმისა და ფოსფორის ცვლა, შესაძლოა რაქიტული ბრტყელტერფანობა ჩამოუყალიბდეს. ბრტყელტერფიანობა ვიზუალურად ადვილი აღმოსაჩენია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ტერფების დეფორმაციის ხარისხის დასადგენად.

ტერფების ანატომიური და ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა კომპიუტერული კვლევით ხდება. არსებობს ბრტყელტერფიანობის მარტივი ტესტი - ე.წ. ქაღალდის “სარკე”. ამ ტესტის მიხედვით პაციენტს შეუძლია თავისი თვალით დაინახოს, რომ ტერფები წესრიგში არ აქვს. ამ ტესტის ჩატარება იოლია: უნდა აიღოთ სუფთა ფურცელი და დადოთ იატაკზე, ფეხისგულებზე წაისვათ ცხიმოვანი კრემი და ამ ფურცელზე დადგეთ. ტანი სწორად უნდა გეჭიროთ, ფეხები შეტყუპებული გქონდეთ, რათა სხეულის სიმძიმე თანაბრად გადანაწილდეს ორივე ფეხზე. ფურცელზე თქვენი ფეხების ანაბეჭდი დარჩება.

აიღეთ ფანქარი და სწორი ხაზით შეაერთეთ ტერფის ანაბეჭდის შიგნითა მხარეს ყველაზე გამოწეული წერტილები. შემდეგ ამ ხაზების პერპენდიკულარულად გაავლეთ სწორი ხაზი, რომელიც გადაკვეთს ანაბეჭდის ყველაზე ღრმა ადგილას. თუ ანაბეჭდის ვიწრო ნაწილი პერპენდიკულარულად გატარებული ხაზის მხოლოდ მესამედს შეადგენს, ე.ი. ნორმალური ტერფი გაქვთ, თუ ტოლია, ბრტყელტერფიანი ყოფილხართ.

ბრტყელტერფიანობა მკურნალობას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასაკის მატებასთან ერთად ტერფის დეფორმაცია პროგრესირებას განიცდის, განვითარდება ორგანიზმის ზოგადი გადაღლა, დაირღვევა ნაბიჯების თანამიმდევრობა და რიტმულობა.

რას გულისხმობს ბრტყელტერფიანობის მკურნალობა?

ბრტყელი ტერფის მკურნალობა ბავშვებში ძირითადად კონსერვატიულია, მისი მიზანია ნერვკუნთოვანი და მყესიოგოვანი სისტემის ტონუსის აწევა და მკურნალობის შედეგად მიღწეული ტერფის თაღის ფორმის შენარჩუნება ინდივიდუალურად შერჩეული სუპინატორით. მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს: დღის რეჟიმს, სამკურნალო ფიზკულტურას, აპარატურ ფიზიოთერაპიას, ბალნეო და მედიკამენტურ თერაპიას. გასათვალისწინებელია როგორც ძირითადი, ასევე თანმხლები დაავადებები.

შემოგთავაზებთ ვარჯიშებს, რომლებიც მეტად ეფექტურია ბრტყელტერფიანობის დროს. ვარჯიშები ტარდება ნელა, დაზოგვით, სუნთქვის რიტმის დაცვით და შიშველი ტერფებით, თავდაპირველად მწოლიარე, მერე მჯდომარე მდგომარეობაში. ჯდომითი ვარჯიშის შესრულების დროს უნდა იჯდეთ მაღალ სკამზე, ისე, რომ ტერფები კარგად გედგათ იატაკზე, მუხლები და მენჯ-ბარძაყი კი 900-ით იყოს მოხრილი. ფეხებქვეშ ფარდაგი უნდა გეფინოთ. საწყისი მდგომარეობა: ზიხართ სკამზე (ხერხემალი სწორად უნდა გეჭიროთ), ფეხები ოდნავ განზე გაქვთ გაწეული, ფეხისგულები მთლიანად ეხება იატაკს.

1. ტერფები მოხარეთ და გაშალეთ.

2. მოხარეთ და გაშალეთ ფეხის თითები.

3. ტერფებით დაიჭირეთ ბურთი, ასწიეთ ის და დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში.

4. ტერფებით გააგორ-გამოაგორეთ საგორავი (ცომის გასაბრტყელებელი) ჯოხი.

5. ფეხის თითებქვეშ ამოიდეთ პირსახოცი, მისი ბოლოები დაიჭირეთ ხელში და მოქაჩეთ.

6. იარეთ ფეხის წვერებზე.