/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

რა დაავადებებს კურნავს ქაცვი

რა დაავადებებს კურნავს ქაცვი
ქაცვის ნაყოფი მდიდარია პოლივიტამინებით, დიდი რაოდენობითაა მასში შაქარი (თითქმის 4%), ორგანული მჟავები (2,6%), ვიტამინები B1, B2, C, A, E, P, კაროტინი, თიამინი, რიბოფლავინი,

ასევე მდიდარია ვიტამინებით ქაცვის თესლიც.

ქაცვის ქერქში ნაპოვნია სეროტონინი, რომელზედაც წარმოებს ცდები, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებაზე.

ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ნაყოფს ნახარშის სახით იყენებდნენ კუჭის დაავადების დროს, ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშს – როგორც საღაფარათო საშუალებას. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, დამწვრობის დროს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ სხვადასხვა წესით სახლში გამოხდილ ქაცვის ზეთს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ქაცვის ზეთი, მოწითალო-ნარინჯისფერი ბლანტი სითხე, რომელიც მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ბევრი ავტორის ცნობით ქაცვის ზეთი ხელს უწყობს უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რის გამოც მას ხშირად იყენებენ დამწვრობის, ტროფიკული წყლულის, ნაწოლების, დაჩირქებული ჭრილობების სამკურნალოდ. ეფექტურია მისი მიღება ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების, ანუსის ნახეთქების, კატარალური და ატროფირებული პროქტიტების, ბუასილის და პაროდონტიტების მკურნალობის დროს.

გამოიყენება გინეკოლოგიაშიც.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

ქაცვის ზეთს უნიშნავენ ავადმყოფებს დასალევად საყლაპავი მილის დასხივებისას, სიმსივნეთა მკურნალობის დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის პარალელურად. თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ მთელი კურსის მანძილზე და მისი დამთავრების შემდეგაც 2-3 კვირის განმავლობაში.

ქაცვის ნაყოფის ნახარშს, რომელსაც კუჭის დაავადების დროს სვამენ, ამზადებენ შემდეგნაირად: 3 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი (ნატურალური) გემოვნებით და მიიღეთ როგორც ჩაი 2-3 ჭიქა დღეში (უმჯობესია უზმოზე).

ტოტების და ფოთლების ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ ერთი სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფოთლები და ტოტები, დაასხით ცივი წყალი 0,5 ლ, ადუღეთ 5 წთ-ის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გააცივეთ 30 წთ, გაწურეთ და მიიღეთ ერთ ჯერზე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.

ნაყოფისა და ფოთლების ნაყენი გამოიყენება როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება. 2 სუფრის კოვზ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 2-4 სთ-ით მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. დალიეთ 150 მლ 2-ჯერ დღეში ჭამის წინ, დილას და საღამოს. ასევე შეიზილეთ თავის კანში საღამოს ყოველდღიურად.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის დროს სვამენ ქაცვის ზეთს (1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 3-4 კვირის განმავლობაში). მკურნალობის პირველი 3-4 დღის მანძილზე ძლიერდება გულძმარვა, მჟავე ბოყინი. ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად ქაცვის ზეთში, მიღებამდე, გაურიეთ 2% სოდის ხსნარი 1/4 ჭიქა, კარგად შეანჯღრიეთ და ისე მიიღეთ. სისტემატური მიღების დროს მცირედ ან სრულად ქრება ტკივილი, ძმარვა, ბოყინი. კუჭის მჟავიანობაზე ქაცვის ზეთი მნიშვნელოვნად არ მოქმედებს.

საზოგადოდ, ქაცვის მიღების დროს გვერდითი მოვლენები არ შეინიშნება. ქაცვის ზეთის მისაღებად გაჭყლეტილ, წვენგამოწურულ მასას დაასხით ასეთივე რაოდენობით მზესუმზირის რაფინირებული ზეთი (უმჯობესია ზეითუნისა). ნარევი შედგით ჰაერღუმელში წყლის აბაზანით და გააჩერეთ იქ 24 სთ-ის განმავლობაში 60 გრადუს ტემპერატურაზე. უფრო მაღალი ტემპერატურის დროს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები იშლება და მიღებულ ზეთს ეკარგება სამკურნალო თვისებები. შემდეგ შეგრილებული ნარევი გაწურეთ. თუ გინდათ მიიღოთ უფრო დიდი პროცენტული შემადგენლობის ქაცვის ზეთი, წვენგამოწურულ ახალ მასას დაასხით უკვე მიღებული ქაცვის ზეთი და იგივე პროცედურა გაიმეორეთ. ორი, სამჯერადი გამეორებით მიიღება მაღალი ხარისხის ქაცვის ზეთი. შეინახეთ გრილ ადგილას, ბოთლებში. ერთი კვირის შემდეგ ზეთი გაფილტრეთ.

იხილეთ ვრცლად

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება

მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა აუცილებელია ბავშვის განვითარებისათვის. ამის მიუხედავად, მათ აღელვებთ ეკრანებთან გატარებული დროის გავლენა ბავშვების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ცხადია, ბავშვებისთვის გაჯეტების აკრძალვა გამოსავალი არ არის, მაგრამ რამდენი დრო უნდა გაატაროს ბავშვმა ეკრანთან? ამ კითხვას არა მხოლოდ მშობლები, ფსიქოლოგები და ექიმებიც სვამენ. განსაკუთრებით დღეს, როდესაც პანდემიის პირობებში ეკრანთან გატარებული დრო საგრძნობლად გაიზარდა. რა დროს ატარებენ ბავშვები ეკრანთან, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას და როგორ შევამციროთ გაჯეტების გამოყენების დრო ისე, რომ ბავშვებს არ ავუკრძალოთ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა? წინამდებარე სტატიაში სწორედ ამ კითხვებს ვუპასუხებთ.

– რა დროს ატარებენ ბავშვები ეკრანებთან?

– ბავშვებისა და მოზარდების ონლაინ და სოციალური აქტივობის მონიტორინგის პროგრამა Bოსცო-ს თანახმად, თებერვლის ბოლოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სმარტფონის გამოყენების საშუალო დრო დღეში 4 საათი და 30 წუთი იყო. სკოლების დახურვის შემდეგ, ეს დრო 8 საათსა და 40 წუთამდე გაიზარდა.

ბავშვების მიერ გაჯეტების აქტიურად გამოყენება ორი ძირითადი მიზეზით აიხსნება. გამოკითხვაში მონაწილე მშობლების 35%-მა თქვა, რომ ისინი იყენებენ გაჯეტებს იმისთვის, რომ ბავშვები რამით გაერთონ, სანამ თავად სამსახურის ან სახლის საქმეებით არიან დაკავებულები. ხოლო მშობლების 23%-ის თქმით, ისინი შვილებს უფლებას აძლევენ აქტიურად გამოიყენონ გაჯეტები, რათა დაინტერესდნენ ტექნოლოგიებით.

ეკრანთან დიდი დროის გატარების მიზეზი მხოლოდ პანდემია არ არის. 2015 წელს ბრიტანეთში 2-12 წლამდე ბავშვების დედები გამოკითხეს, რომელთა 85%-მა თქვა, რომ ისინი იყენებენ გაჯეტებს იმისთვის, რომ ბავშვები წყნარად იყვნენ, სანამ თავად სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები.

გაჯეტები ამ მხრივ მართლაც მოსახერხებელია. გასაგებია იმის სურვილიც, რომ ბავშვები ტექნოლოგიებით დაინტერესდნენ. თუმცა, ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეკრანებთან გატარებულ დროს ბავშვების განვითარებასა და ჯანმრთელობაზე.

– რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეკრანთან დიდი დროის გატარებას ბავშვებზე?

– ბრიტანული ფსიქოლოგიური საზოგადოების განცხადებით, ეკრანთან დიდი დროის გატარებამ, შეიძლება, ზიანი მიაყენოს მცირეწლოვანი ბავშვების ჯერ კიდევ განვითარებად ტვინს. გაჯეტების ხანგრძლივი გამოყენებით შესაძლოა დაზიანდეს ბავშვის კონცენტრაციის, ფოკუსირებისა და ყურადღების უნარი, ასევე სხვა ადამიანების დამოკიდებულებების აღქმა, მათთან კომუნიკაცია და ლექსიკის მარაგის ათვისება.

ეკრანთან დიდი დროის გატარებამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ძილის პრობლემები;
  • ნაკლები დროის გატარება ოჯახთან და მეგობრებთან;
  • არასაკმარისი ფიზიკური და გარე აქტივობა;
  • განწყობის ცვალებადობა;
  • წონის პრობლემები;
  • საკუთარ თავთან და სხეულთან დაკავშირებული უარყოფითი დამოკიდებულებები და პრობლემები;
  • რაიმეს გამოტოვების შიში (FOMO-Fეარ ოფმისსინგ ოუტ);
  • ნაკლები დროის დათმობა სწავლისა და კითხვისთვის;
  • ნაკლები დროის დათმობა დასვენების, რელაქსაციისა და გართობის სხვა ხერხებისათვის.

– როგორ განვსაზღვროთ, დიდ დროს ატარებს თუ არა ბავშვი ეკრანთან?

– ის, რომ ეკრანთან დიდი დროის გატარება უარყოფითად აისახება ბავშვებზე, არ ნიშნავს, რომ მათ სრულად უნდა ავუკრძალოთ გაჯეტების გამოყენება. თუმცა, აუცილებელია, რომ ტელევიზორი, სათამაშო კონსოლი, სმარტფონი თუ კომპიუტერი ბავშვის დაბალანსებული ცხოვრების ნაწილი იყოს.

ამისთვის, ორ რამეში უნდა დავრწმუნდეთ:

  • ბავშვები სიამოვნებით არიან ჩართულები სხვადასხვა აქტივობაში როგორც ეკრანებთან, ასევე მათ გარეშე, მათ შორის, ფიზიკურ აქტივობებში, კითხვაში, შემოქმედებით თამაშებში, ოჯახსა და მეგობრებთან ერთად დროის გატარებაში.
  • გაჯეტების ყურებისას ბავშვები მოიხმარენ ხარისხიანი შინაარსის კონტენტს.

ამის დასადგენად ქვემოთ მოცემული კითხვარი დაგეხმარებათ.

თქვენს ბავშვს:

  • საკმარისად სძინავს;
  • ფიზიკურად აქტიურია;
  • ჩართულია სასკოლო აქტივობებში;
  • სოციალური კავშირი აქვს ოჯახთან და მეგობრებთან (რეალურ და ონლაინ სივრცეში);
  • აქვს სხვადასხვა ჰობი და ინტერესები;
  • გაჯეტების გამოყენების დროს ერთობა და სწავლობს;
  • იყენებს ხარისხიანი შინაარსის კონტენტს.

თუ ამ მოცემულობებიდან უმრავლესობას ეთანხმებით, მაშინ სავარაუდოა, რომ გაჯეტები თქვენი შვილის დაბალანსებული ცხოვრების ნაწილია. სხვა შემთხვევაში კი, უმჯობესია, დაეხმაროთ ბავშვს, შეამციროს ეკრანთან გატარებული დრო და ჩაანაცვლოს ის სხვა აქტივობებით.

– რა დრო უნდა გაატარონ ბავშვებმა ეკრანთან?

– კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, დოქტორი ლარი როზენი, ამბობს, რომ უფრო მნიშვნელოვანია შეზღუდოთ ბავშვების მიერ ეკრანთან გატარებული დროის მონაკვეთი, ვიდრე ჯამური დრო, რომელსაც ისინი დღის განმავლობაში ატარებენ ეკრანთან. გაჯეტების გამოყენებისას ხშირი შესვენებები ასტიმულირებს ტვინს და ებრძვის ეკრანზე დამოკიდებულებას.

დაუწესეთ ბავშვებს ლიმიტი, თუ რა დროის გატარება შეუძლიათ ეკრანთან ერთ ჯერზე.

დოქტორი როზენი გვთავაზობს გაჯეტების გამოყენებისთვის 40-წუთიან ლიმიტს და შემდეგ ერთსაათიან შესვენებას 10 წლამდე ბავშვებისთვის. მოზარდებისთვის 1 საათიან ლიმიტს და შემდეგ ერთსაათიან შესვენებას. ხოლო თინეიჯერებისათვის – მაქსიმუმ საათნახევრიან ლიმიტს.

ამასთანავე, ეცადეთ დააინტერესოთ ბავშვები სხვა აქტივობებით, ჩართეთ ისინი სახლის საქმიანობაში, მიეცით სტიმული დაკავდნენ ჰობით და ფიზიკური აქტივობებით.

რაც მთავარია, აჩვენეთ მაგალითი. ბავშვები ყველაზე უკეთ მიბაძვით სწავლობენ. თქვენ გაგიჭირდებათ მათი დარწმუნება, არ გამოიყენონ გაჯეტები მთელი დღის განმავლობაში, თუ თავად ასე იქცევით. ეცადეთ, არ გამოიყენოთ სმარტფონი ბავშვებთან ურთიერთობისას. ასე კარგ მაგალითს მისცემთ მათ და, თანაც, უფრო ხარისხიანად გაატარებთ ბავშვებთან დროს.