/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

საზაფხულო სკოლის ფორმატი

საზაფხულო სკოლის ფორმატი
მასწავლებლის დამატებით აქტივობათა ჩამონათვალში ახალი აქტივობა – საზაფხულო სკოლის/ბანაკის მოწყობა გაჩნდა.

საზაფხულო სკოლამ, შესაძლოა, საგნობრივი ცოდნის გაღრმავება-გაფართოება დაისახოს მიზნად, მაგრამ ამჯერად, შეიძლება გამოიყოს საზაფხულო სკოლის სხვა შესაძლებლობები.

პედაგოგს ყოველ გაკვეთილზე ევალება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკვანძო კომპეტენციების განვითარება, რადგან ეს კომპეტენციები თანაბრად საჭიროა ყველა საგნის შესასწავლად. რეალობა გვიჩვენებს, რომ საგაკვეთილო აქტივობებს შორის ამ შედეგზე ორიენტირებული აქტივობები იშვიათად გვხვდება ან ეფექტურობით არ გამოირჩევა.

საზაფხულო სკოლის ფორმატი კარგ შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს, შეადგინოს პროგრამა, რომელიც ამ საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. საზაფხულო სკოლა უმთავრესად სოციალურ მიმართულებას მოიაზრებს. მაგალითად, მან შესაძლოა მიზნად დაისახოს ისეთი სოციალური კომპეტენციის განვითარება, როგორიც არის სხვადასხვა გარემოში კონსტრუქციული კომუნიკაციის უნარი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული პროგრამის შესადგენად (რაც აქტივობის ერთ-ერთი კრიტერიუმით ფასდება კიდეც) საუკეთესო გზაა პოტენციურ მონაწილეთა ინტერესების წინასწარი შესწავლა. როცა ამ აქტივობაზე იწყებს ფიქრს, მასწავლებელმა იცის, რომელი საფეხურის, რომელი კლასის მოსწავლეებისთვის სურს პროგრამის შედგენა და კითხვარსაც მათი წინარე ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით აგებს. კითხვარი მოიცავს როგორც დახურულ, ისე ღია კითხვებსაც სავარაუდო თემების შესახებ. ღია კითხვებზე მიღებულმა პასუხებმა შესაძლოა უფრო საინტერესო და მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული იდეები აღძრას. მცირე კვლევის გაანალიზების შემდეგ იწყება პროგრამაზე მუშაობა. პარალელურად ზუსტდება საზაფხულო სკოლის მუშაობის ვადები და განრიგი.

აქტივობის დაგეგმვის ეტაპზევე საჭიროა, სკოლის დირექციასთან შეთანხმდეს ფართობისა და ტექნიკის გამოყოფის საკითხი. აუცილებელია იმ რისკების გათვალისწინებაც, რაც ამ პროცესს შეიძლება ახლდეს და მათი თავიდან აცილების ან შესუსტების სტრატეგიის დაგეგმვა. ბუნებრივია, მთელი პროცესი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოში უნდა მიმდინარეობდეს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

დავუშვათ, აქტივობის ვადა 7 სამუშაო დღით, გრაფიკი კი ყოველდღიური სამი საათით განსაზღვრეთ. გადასაწყვეტი იქნება, დღის რომელ მონაკვეთში აჯობებს შეხვედრა. ვინაიდან საზაფხულო სკოლა მთლიანად 21 საათს იმუშავებს, აქტივობები ისე უნდა გადანაწილდეს ამ დროზე, რომ თეორიული ნაწილი და სავარჯიშოები ერთმანეთს ჩაენაცვლოს. ინტერაქტიული მეთოდები, მათ შორის – თამაშები და ენერჯაიზერები, ხალისს შემატებს პროცესს. დასაწყისშივე აჯობებს ფეისბუკ-გვერდის ან ბლოგის შექმნა, რაც კომუნიკაციის ერთი ფორმის გამოცდილებასაც შესძენს მოსწავლეს და ციფრული წიგნიერების განვითარებაშიც შეუწყობს ხელს. ამ გვერდზე/ბლოგზე აიტვირთება საზაფხულო სკოლის საქმიანობის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა, რომლებიც შემდეგ მასწავლებელს აქტივობის დადასტურებისთვის დასჭირდება.

საორიენტაციო თემები კომუნიკაციის უნარებზე ორიენტირებული საზაფხულო სკოლისთვის

  • რა არის კომუნიკაცია?
  • კომუნიკაციის რომელი ფორმები არსებობს?
  • რას ნიშნავს კონსტრუქციული კომუნიკაცია?
  • რა ხდება მაშინ, როცა ადამიანებს არ შეუძლიათ კონსტრუქციული კომუნიკაცია?
  • რა აბრკოლებს და რა ეხმარება კომუნიკაციას?
  • როგორი უნდა იყოს კარგი პრეზენტაცია?
  • საპრეზენტაციო ფაილების მომზადება.

ამ თეორიული ინფორმაციის შესაბამისად დაიგეგმება პრაქტიკული სამუშაოები, მაგალითად, მოსწავლეები შექმნიან ჯგუფებს ინტერესების მიხედვით და მოამზადებენ პრეზენტაციას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, შექმნიან და წარადგენენ ფაილებს, გაიმართება დისკუსიები. აქვე მოხდება დაკვირვება იმაზე, რამდენად კონსტრუქციულია დიალოგები მონაწილეებს შორის.

მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, მისწერონ წერილი მეგობარს, მშობელს, მასწავლებელს, თვითმმართველობას, მინისტრს, რედაქციას და ასე შემდეგ.

პრაქტიკულ სამუშაოდ გამოდგება საჯარო დისკუსიების ვიდეოჩანაწერების ნახვა და განხილვა იმის გასარკვევად, კონსტრუქციული კომუნიკაციის რომელი წესი დაიცვეს ან დაარღვიეს ოპონენტებმა. ეს მოსწავლეებს კარგ გამოცდილებას შესძენს და კრიტიკული აზროვნების განვითარებაშიც დაეხმარება, მასწავლებელი კი დაინახავს, რამდენად სწორად გაიგეს და გაიაზრეს მოსწავლეებმა თეორიული მასალა.

პროცესს მრავალფეროვნებას შემატებს საინტერესო სტუმრების მოწვევა, რომლებიც ან კომუნიკაციის უნარებით გამოირჩევიან, ან ისაუბრებენ კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და მათთან შეხვედრა ღია დიალოგის ფორმატში გაიმართება.

კარგი იქნება, დაიგეგმოს ვიზიტები ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში, როგორიც ადგილობრივი თვითმმართველობა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებია. მონაწილეებმა თავად წარადგინონ საზაფხულო სკოლა და გააცნონ მასპინძლებს ვიზიტის მიზანი, დასვან კონსტრუქციული კითხვები ამ სტრუქტურის საქმიანობის შესახებ.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს მოტივაციას აუმაღლებს სახალისო კონკურსების გამართვა და პატარ-პატარა ჯილდოების მინიჭება. შესაჯამებელ აქტივობად შეიძლება გამოდგეს ვიდეოინტერვიუების (თანატოლებთან, საინტერესო ადამიანებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან) კონკურსი.

სკოლა დაიხურება საპრეზენტაციო შეხვედრით, რომელსაც სტუმრები და მშობლებიც დაესწრებიან. მოსწავლეები გააცნობენ სტუმრებს თავიანთ საქმიანობას, როლური თამაშების სახით წარმოადგენენ კონსტრუქციულ და არაკონსტრუქციულ დიალოგებს. საბოლოოდ მასწავლებელი ჩაატარებს მოსწავლეებისა და მშობლების გამოკითხვას შეფასების ფურცელში მოცემული კითხვების გათვალისწინებით. ეს გამოკითხვა იქნება მასალა მასწავლებლის აქტივობის შესაფასებლად.

ზაფხულის სკოლის დასრულების შემდეგ, პედაგოგი გააანალიზებს გაწეულ საქმიანობას, მოახდენს თვითშეფასებას და გამოიტანს დასკვნებს.

მას მტკიცებულებებიც (წინასწარ გამოქვეყნებული ინფორმაციის ელექტრონული მისამართი, აქტივობის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალის მისამართი, რეფლექსია და გამოკითხვის შედეგები) მზად ექნება საქაღალდეში ასატვირთად.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, საზაფხულო სკოლა უამრავი მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებს: საკვანძო კომპეტენციები, ტოლერანტობის, მოხალისეობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ხელოვნების, სპორტის მიმართულებით და სხვა. დანარჩენი მასწავლებლის შემოქმედებით ნიჭსა და რესურსებზეა დამოკიდებული. თუ დამატებით წყაროსაც (დონორს, გრანტს) მოიძიებს, შეუძლია, საზაფხულო სკოლა უფრო მრავალმხრივიც გახადოს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საზაფხულო სკოლის ფორმატი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები