/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

ბავშვის კვება ზაფხულში

ბავშვის კვება ზაფხულში
რა თავისებურებებით გამოირჩევა ბავშვის რაციონი ზაფხულში, საჭიროა თუ არა, შევცვალოთ საკვების მომზადების ტექნოლოგია წლის ამ პერიოდში ან რამ შეიძლება

ავნოს ორგანიზმს? ამ და სხვა საკითხებზე პედიატრი ხათუნა ხასია გვესაუბრება.

  • რით არის განპირობებული ბავშვის კვების თავისებურება ზაფხულში?

- ზაფხულში ბავშვის კვების თავისებურებას განაპირობებს მაღალი ტემპერატურა და მზის აქტიური გამოსხივება, რაც პატარას ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესთა მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. ზაფხულში ბავშვის კვების ხასიათი მისი ორგანიზმის შესაძლებლობებს უნდა შეესატყვისებოდეს.

  • რა სახით უნდა ჩავრთოთ ცილები ზაფხულის რაციონში?

- ზაფხულში სწორი კვების ერთ-ერთი მთავარი პირობაა ცილებით, განსაკუთრებით - ცხოველური ცილებით რაციონის გამდიდრება. ზაფხულობით უმეტესად სწორედ ცხოველური ცილების მიღებაზე ამბობენ უარს. ეს შეცდომაა, ცილების მოთხოვნილება სეზონურად არ იცვლება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ცილებზე ორგანიზმის მოთხოვნა ასეთია:

  1. 1-დან 3 წლამდე - 4 გ დღეში;
  2. 3-დან 6 წლამდე - 3-3,5გ (აქედან 2-2,5 გ - ცხოველური) სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე დღეში.

ზაფხულში ცილების მთავარი წყაროა რძის ნაწარმი: მაწონი, კეფირი, იოგურტი, ხაჭო, ასევე - კვერცხი, ბუტერბროდი მოხარშული ხორცით და ყველით, საუზმეზე - ფაფა.

  • რა სახით უნდა მიიღოს ბავშვმა ზაფხულში ცხიმები?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მყავს წლის და 4 Თვის ბავᲨვი.მრავალფეროვნებისაᲗვის ქაᲒმის Ჩხირები რომ ვაᲭამო კვირაᲨი ერᲗხელ დავაᲨავებ რამეს? ზეიᲗუნის ზეᲗᲨი Შემწვარი ოᲦონდ ქერქები რომ მოვაცილო რაᲗქმაუნდა Შემწვარს არ ვაᲭმევ . მადლობა წინასწარ</p>

- ცხიმების წილად მოდის საკვების ენერგეტიკული ღირებულების 27-28%. მათ საერთო ოდენობაში მცენარეული ცხიმების წილი არანაკლებ 35%-ს უნდა შეადგენდეს. მზარდ ორგანიზმს შეუცვლელი უჯერი ცხიმოვანი მჟავებით უმთავრესად მზესუმზირას, სიმინდის, ზეითუნის, არაქისის ზეთები, კაკალი უზრუნველყოფს. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ცხიმოვან ცვლაში, ხელს უწყობენ ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოტანას, ზრდიან სისხლძარღვთა ელასტიკურობას, აწესრიგებენ მათ მუშაობას.

- უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ზაფხულობით, მიუხედავად ხილისა და კენკრის მრავალფეროვნებისა, ბავშვის ორგანიზმი ხშირად განიცდის ვიტამინების ნაკლებობას. საქმე ის არის, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ორგანიზმი დიდი რაოდენობით ვიტამინებს ხარჯავს. რეგულარული ოფლიანობა აკარგვინებს ამ ნივთიერებებს. გაძლიერებული ოფლდენის დროს ორგანიზმიდან ასევე იკარგება მინერალური მარილები, მიკროელემენტები. ორგანიზმის ყოველდღიური მოთხოვნა C ვიტამინზე 1-დან 3 წლამდე 45 მგ-ს შეადგენს, 3-დან 6 წლამდე - 50მგ-ს, გაძლიერებული ოფლიანობისას კი ორგანიზმი 20-30 მგ-ს კარგავს. ამიტომ ორიენტაცია ახალ ხილსა თუ კენკრაზე უნდა ავიღოთ.

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ უნდა მოვარიდოთ ბავშვები ტკბილეულს
როგორ შევინარჩუნოთ ბავშვის უსაფრთხოება ცხელ ამინდში - 10 რჩევა

საუზმედ, სადილად, ვახშამზე პატარამ უნდა მიიღოს უმი ან მსუბუქად დამუშავებული ვიტამინიზებული პროდუქტები - მცენარეული ზეთით შეკაზმული სალათები, ბოსტნეულის, ხილისა და კენკრის პიურე.

დადგენილია, რომ სანელებლები ზომიერად ასტიმულირებს კუჭის სეკრეტორულ ფუნქციას და აძლიერებს მადასაც, მაგრამ ბავშვის კვებაში მათი აქტიურად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ მწვანილზე - კამაზე, ოხრახუშზე, ნიახურზე, პიტნაზე, ხახვზე, ნიორზე, წითელ (ტკბილ) ბულგარულ წიწაკაზე - ეს ყველაფერი სასარგებლოცაა და პიკანტურ გემოსაც მატებს კერძს. რაც მთავარია, აუმჯობესებს მადას და ბავშვს გემოვნებას უყალიბებს.

ვიტამინებით მდიდარია ხილისა და კენკრის წვენები, კისელი, მორსი, მწვანე ჩაი. ეს გამაგრილებელი სასმელები ზაფხულში შესანიშნავად შეგიცვლით საკონდიტრო ნაწარმს. მოარიდეთ პატარა ზაფხულში ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს - ტკბილეულს, ცომეულს, საკონდიტრო ნაწარმს. მათი ჭარბი მიღება ვიტამინებისა და ცილების უკმარისობას განაპირობებს.

  • როგორი უნდა იყოს სითხის მიღების რეჟიმი ზაფხულში?

- ზაფხულში სითხის მიღების რეჟიმს გულისყურით უნდა მოვეკიდოთ. სიცხეში ოფლის გამოყოფის გაძლიერებასთან ერთად ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხე იკარგება. ზაფხულის სიცხეს ადვილად გადაგატანინებთ გრილი სასმელები (ოღონდ არა 18 გრადუსზე ნაკლები), მწვანე ჩაი, ხილისა და კენკრის კომპოტები, წვენები, ოღონდ მეტისმეტად ნუ დაატკბობთ!

პაპანაქება სიცხეში წყურვილს კარგად დაგიოკებთ სუსტად გაზირებული მინერალური წყალი, ნატურალური წვენები. სითხის მიცემის რეჟიმი გულისხმობს შემდეგს: დილიდან დააწყებინეთ ბავშვს წყლის მარაგის შექმნა, შუადღისას, სიცხის პიკზე, მისი მიღება შეუზღუდეთ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მიეცით (თუ ტემპერატურამ აუწია, აღებინა და ა.შ.). ნუ მისცემთ ერთბაშად დიდი რაოდენობით სითხეს, ყლუპობით და აუჩქარებლად შესთავაზეთ. საღამოს კი, როცა აგრილდება, შეგიძლიათ ისევ შეუზღუდავად ასვათ.

  • ზაფხულობით ბავშვები ბევრს გაჰყავს ქალაქგარეთ. რას ურჩევდით მშობლებს კვების თაობაზე?

- თუ ბავშვი ქალაქიდან გაგვყავს, მიზანშეწონილია ვისარგებლოთ არა წყაროსა თუ მილებით შემომავალ, არამედ შეძენილი სასმელი წყლით. საკვების მომზადებისა და შენახვისას მკაცრად დავიცვათ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, პირადი ჰიგიენა. უმი ბოსტნეული და ხილი გავრეცხოთ გამდინარე წყლით. თუ ამის საშუალება არ არის, რეცხვისას რამდენიმეჯერ გამოვუცვალოთ წყალი.

სალათა უმჯობესია მომზადდეს უშუალოდ ჭამის წინ. ამით თავიდან ავიცილებთ საკვების გაფუჭებას და, რაც მთავარია, ვიტამინებსა და ყველა სასარგებლო ნივთიერებას შევინარჩუნებთ. რძე და კვერცხი თერმულად უნდა დამუშავდეს. არ არის რეკომენდებული უმი კვერცხის მიღება გოგლიმოგლის, ბეზეს სახით. ბავშვის საკვები უმჯობესია მომზადდეს მხოლოდ შემოწმებული წყლით. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბოთლის სასმელი წყალი.

  • რა არის და როგორ მზადდება მორსი?

- მორსი არის კენკრის, ხილისა და ბოსტნეულისგან მომზადებული გამაგრილებელი სასმელი, რომელიც კარგად კლავს წყურვილს. მას ასმევენ სხვადასხვა დაავადების დროს, რადგან კენკრა უხვად შეიცავს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, ორგანულ მჟავებსა და პექტინს.

ტყის კენკრის მორსი აუმჯობესებს განწყობილებას, ზრდის ორგანიზმის შრომისუნარიანობას. ტყის კენკრისგან მომზადებული ნაყენები არაჩვეულებრივი არომატით გამოირჩევა და მადას აუმჯობესებს. ამ მხრივ გამოირჩევა:

  1. მოცვის მორსი, რომელიც კარგია გაციების დროს,
  2. შტოშის მორსი - მაღალი ტემპერატურის, ავიტამინოზის, მწვავე რესპირატორული ინფექციების, ბრონქიტის, ტონზილიტის, ჰიპერტონიის, ანემიის დროს,
  3. მაყვლის მორსი - აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.

მორსის საკვები და ენერგეტიკული ღირებულება უფრო მეტია, როდესაც ის რამდენიმე სახეობის კენკრისგან არის მომზადებული. შინ მომზადებული მორსი, ქარხნულისგან განსხვავებით, არ კარგავს სასარგებლო თვისებებს.

ქარხნული წესით მოზადებისას კენკრა თერმულ დამუშავებას, სტერილიზაციას გადის - ამ დროს პრაქტიკულად ყველა ვიტამინი და სასარგებლო ნივთიერება იშლება, გარდა ამისა, მზა ნაწარმს დამატებული აქვს კონსერვანტები, არომატიზატორები, საღებავები, სინთეტიკური ვიტამინები.

მომზადების წესი:

კარგად გარეცხილი 125 გ შტოში ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაამატეთ 120 გ შაქარი (ან თაფლი) და 1ლ წყალი. ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე, შემდეგ გადაიღეთ თუშფალანგზე და გაწურეთ. რომ გაცივდება, გადაასხით მინის ჭურჭელში და შედგით მაცივარში.

ბავშვს ოთახის ტემპერატურისა ასვით. ნუ შეინახავთ 24 საათზე მეტ ხანს. მან, ვისაც კუჭის წვენის მჟავიანობა ნორმალური ან დაქვეითებული აქვს, მორსი ჭამამდე 30-40 წუთით ადრე უნდა მიიღოს, ხოლო ვისაც მომატებული - ჭამამდე 1,5 საათით ადრე. თუ ჭარბ წონას უჩივით, შეგიძლიათ კვირაში ორჯერ ხილის ან კენკრის მორსით განტვირთვის დღე მოიწყოთ. მიიღეთ არანაკლებ 2 ლიტრისა, სასურველია, რამდენიმე კენკრისა და ხილის ნარევი. შედეგს მოკლე ხანში დაინახავთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბავშვი და ჯანსაღი კვების ჩვევები
ბავშვი და ჯანსაღი კვების ჩვევები
მშობლად ყოფნა უამრავ სასიამოვნო მომენტთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობას მოიცავს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ბავშვთა ჯანსაღი კვების ჩვევების ფორმირებაზე ზრუნვაა.
სრულად
ბავშვთა კვებითი აშლილობა ფსიქიკური მდგომარეობის გამოვლინებაა

ბავშვებში კვებითი აშლილობის მიზეზები, მართვა - რჩევები მშობლებს
სრულად
რატომ არის სასარგებლო მთლიანი მარცვლეულის ფაფები ბავშვისთვის

მარცვლეული კულტურები, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი,
სრულად
რატომ უნდა მოვარიდოთ ბავშვები ტკბილეულს
რატომ უნდა მოვარიდოთ ბავშვები ტკბილეულს
ადრეულ ასაკში შაქრის ჭარბი რაოდენობა დაკავშირებულია
სრულად
რომელი საკვებია ბავშვებისთვის ყველაზე მავნე

საკვები, რომელიც შეიცავს ბევრ ტრანს ცხიმს, გემოს გამაძლიერებლებს და ემულგატორებს,
სრულად
რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვებს მარწყვი?

დადგა ყველასთვის საყვარელი კენკრის - მარწყვის სეზონი.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბავშვის კვება ზაფხულში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები