/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

რა სამკურნალო თვისებები აქვს კამას

რა სამკურნალო თვისებები აქვს კამას
კამა ეთერზეთებით მდიდარი ერთწლიანი მცენარეა. გამოირჩევა სასიამოვნო და ამავე დროს ძლიერი არომატით.

მისი თესლი, ისევე როგორც თვით მცენარე, შეიცავს სურნელოვან ეთერზეთებს. კამის ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ მადის აღმძვრელი საუკეთესო საშუალებაა და საკვების სწრაფ და სრულფასოვან მონელებას ასტიმულირებს. გარდა ამისა, კამა ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების წყაროა. შეიცავს დიდი ოდენობით C, B1, B2, PP, P ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მიკროელემენტთა მარილებს. კამა იმდენად მდიდარია უჯრე-დისით, რომ ზოგჯერ ხატოვნად ნაწლავების ჯაგრისსაც კი უწოდებენ. ის შესანიშნავად წმენდს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

მათთვის, ვინც მუდმივად ცომეულსა და მშრალ საკვებს მიირთმევს, რეკომენდებულია დღეში ერთი კონა კამის შეჭმა. კავკასიელ მამაკაცთა ხანგრძლივი პოტენციის საიდუმლოც კამა ყოფილა. თურმე, ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში ამზადებდნენ კამისგან პოტენციის ასამაღლებელ საშუალებას. აზიელებთან ერთად კამას პატივს მიაგებდნენ ეგვიპტელები და სამხრეთამერიკელებიც.

კამას იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე დაავადებათა პროფილაქტიკისთვისაც, რადგან მას არაერთი სასარგებლო თვისება აქვს:

  • ბაქტერიციდული - აცხრობს ჩირქოვან პროცესებს და ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებაში;
  • სპაზმოლიზური - ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს;
  • სისხლძარღვთა გამაფართოებელი - აადვილებს სისხლის მიდენას ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსკენ;
  • ჰიპოტენზიური - აქვეითებს წნევას სისხლძარღვებში;
  • შარდმდენი - ასტიმულირებს შარდის გამოყოფას;
  • ანთების საწინააღმდეგო - აცხრობს ყოველგვარ ანთებას;
  • კარდიოტონური - აქვს გულის მუშაობის მატონიზებელი ეფექტი;
  • სედაციური - აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს;
  • ბრონქოლიზური - რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში ზრდის ბრონქიოლებისა და ალვეოლების ზომას, ამცირებს მათში ჰაერის წინააღმდეგობას და, საზოგადოდ, შეგუბებით პროცესებს სასუნთქ გზებში;
  • ამოსახველებელი - ათხიერებს სქელ, წებოვან ნახველს, ხელს უწყობს მის გამოძევებას;
  • ნაღველმდენი - აადვილებს ნაღვლის გამოყოფას;საფაღარათო - აუმჯობესებს პერისტალტიკას, კარგია შეკრულობისას;
  • რეპარაციული - აჩქარებს წყლულების, პოსტოპერაციული ჭრილობებისა და ძვლოვანი ქსოვილის შეხორცებას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კამა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა, შარდის გამომყოფი, საჭმლის მომნელებელი, სისხლის წარმომქმნელი სისტემებისთვის, სტაფილოს წვენთან ერთად - თვალებისთვის, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხსნის უძილობას, აქვეითებს არტერიულ წნევას ჰიპერტონიული დაავადების დროს, აცხრობს გულის არეში არსებულ ტკივილებს ქრონიკული კორონარული უკმარისობისას. ერთი ჩაის კოვზი გამხმარი კამა ხსნის კრუნჩხვასა და კოლიკას, მუცლის ძლიერ ტკივილს. ამავე ოდენობის ხმელი კამის დაღეჭვა (და არა გადაყლაპვა) აცხრობს ხველასა და მოხრჩობის შეგრძნებას.

ეფექტიანია ბრონქული ასთმის დროს. ცალკე უნდა აღინიშნოს კამის ლაქტოგენური ანუ რძის წარმოქმნის მასტიმულირებელი მოქმედება. ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში სასარგებლოა კამის თესლის ნაყენი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

კამის წყალს პატარებს კოლიკის მოსახსნელად ასმევენ. კამის ეთერზეთები ხელს უწყობს საჭმლის მომნე-ლებელი წვენების გამოყოფას და ნაწლავებიდან აირთა გამოდევნას. კამას წარმატებით იყენებენ მარილთა ჩალაგების პროფილაქტიკისთვის, დიაბეტისა და სიმსუქნის სამკურნალოდ. დამამშვიდებელი ეფექტი აქვს სტენოკარდიის, ნევროზის, მუცლის ღრუს გლუვი კუნთების სპაზმის დროს.

ხალხური მედიცინა გირჩევთ:

ასევე დაგაინტერესებთ
კამა თვალის ანთებითი დაავადებების და გლაუკომის სამკურნალოდ უებარი წამალია
კამა უძილობის სამკურნალო საშუალება

1) თუ უძილობა გაწუხებთ, აიღეთ ერთი სადილის კოვზი კამის გამხმარი თესლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და გადაწურეთ. გადაწურულ ნაყენს დაამატეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი და ისე მიირთვით. ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს ეს ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, 2 სადილის კოვზი, მეტეორიზმის დროს კი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე 1/2 ჭიქა.

2) თუ თავის ტკივილები გაგიხშირდათ, კამის ნაყოფის ნაყენი უნდა სვათ: ერთ სადილის კოვზ ხმელ კამას უნდა დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენოთ 15 წუთს და გადაწუროთ, კარგად გამოწუ-როთ ბალახი. უნდა მიიღოთ 1 სადილის კოვზი დღეში 5-6-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, ცივი.

3) ჰიპერტონიული დაავადების დროს კარგი იქნება, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიირთვათ კამის 1 ჩაის კოვზი მწიფე გამომშრალი ნაყოფი, დააყოლოთ 1/4 ჭიქა თბილი წყალი და კამის ნახარში. ამ უკანასკნელის მოსამზადებლად 3 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ კამას დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთს ადუღეთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ და მდუღარე წყლით თავდაპირველ ოდენობამდე შეავსეთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ნიორი
ნიორი
ნიორი (Allium sativum) – შროშანისებრთა ოჯახის ერთწლოვანი ბოლქვიანი მცენარეა. ის ძალზე სასარგებლო ბოსტნეულია და მრავალი ქვეყნის სამზარეულოში დიდი ადგილიც უკავია.
სრულად
ოლეანდრი
ოლეანდრი
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უნახავს ეს მშვენიერი მცენარე ოლეანდრი.
სრულად
ჭარხალი: ჯანმრთელობის წყარო და ხალხური მედიცინის საგანძური
ჭარხალი: ჯანმრთელობის წყარო და ხალხური მედიცინის საგანძური
ჭარხალი, როგორც ძირხვენა მცენარე, საუკუნეების მანძილზე გამოიყენება როგორც საკვებად, ისე სამკურნალო მიზნებისთვის.
სრულად
მუშმალა
მუშმალა
სუბტროპიკული მუშმალა, რასაც იაპონურ ზღმარტლსაც ეძახიან, არის – მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება.
სრულად
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ანანასი და როგორ შევარჩიოთ ეს პროდუქტი
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ანანასი და როგორ შევარჩიოთ ეს პროდუქტი
არც ისე დიდი ხნის წინ, ეს პროდუქტი იშვიათობა იყო, მაგრამ ახლა ის ფაქტობრივად ყველა მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ მთელი წლის განმავლობაში.
სრულად
მწვანე ლობიო - დიაბეტის, დეპრესიის, პარკინსონის დაავადების დროს დაგეხმარებათ
მწვანე ლობიო - დიაბეტის, დეპრესიის, პარკინსონის დაავადების დროს დაგეხმარებათ
პარკოსნები უშუალოდ უკავშირდება ხანგრძლივ ცხოვრებას და ამას ბევრი მიზეზი აქვს:
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რა სამკურნალო თვისებები აქვს კამას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები