/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

მუშმალა

მუშმალა
სუბტროპიკული მუშმალა, რასაც იაპონურ ზღმარტლსაც ეძახიან, არის – მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება.

ნაყოფი მრგვალია (დიამეტრი – 3 სმ-მდე, კულტურული ფორმისა – 10 სმ-მდე). ოვალური ან მსხლისებრი ფორმა აქვს, წვნიანია, მომჟავო-ტკბილი; ნარინჯისფერი ან ყვითელია. მოჰყავთ კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროსა და ყირიმის სამხრეთ რაიონებში, აგრეთვე შუა აზიის ზოგ რაიონებში. მცენარე ყვავილობს ნოემბერ-დეკემბერში, ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში. იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (კომპოტი, მურაბა და სხვა), თესლისაგან ამზადებენ ყავის სუროგატს. მუშმალა სუბტროპიკული კარგი დეკორატიული მცენარეა. მრავლდება თესლითა და მყნობით.

ის საოცარი ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევა. მცენარის ნაყოფში შედის შაქარი, ხილის მჟავები, C, PP, P ვიტამინები, პროვიტამინი A, პექტინები, ფიტონციდები, არომატული და მთრიმლავი ნივთიერებები. მედიცინა იაპონურ ზღმარტლს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებლად, გასამყარებლად და კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებს. ფიტონციდების დიდი შემცველობის წყალობით, მცენარე სასუნთქი გზების ანთებების ჩასაქრობადაც აქტიურად გამოიყენება.

რას შეიცავს 100 გრამი მუშმალა?

  • ენერგია – 47 კკალ;
  • ნახშირწყლები – 12.1 გრამი;
  • პროტეინი – 0 გრამი.

ვიტამინები:

  • ვიტამინი A – 1528 IU;
  • ვიტამინი C – 1 მგ;
  • ნიაცინი – 0.2 მგ;
  • ვიტამინი B6 – 0.1 მგ;
  • ფოლიუმის მჟავა – 0.14 მკგ.

მინერალები:

  • კალციუმი – 16 მგ;
  • კალიუმი – 266 მგ;
  • ფოსფორი – 27 მგ;
  • მაგნეზიუმი – 13 მგ;
  • რკინა – 0.3 მგ;
  • თუთია – 0.1 მგ;
  • სელენი – 0.6 მკგ.

ფასდაუდებელი შემადგენლობა აქვს მუშმალის არა მხოლოდ ნაყოფს, მის ფოთლებსაც. მათ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. მუშმალას ფოთლებისგან დამზადებული ნაყენები და ნახარშები დიარეას, ასთმას, ბრონქიტებსა და ზედა სასუნთქი გზების ანთებებს კურნავს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.ინჰალატორში როგორ გამოვიყენო ევკალიპტი როგორ რა რაოდენობით და როგორის ფორმის ევკალიპტია რომ ჩავასხა განზავებით თუ არა, რომ ორთქლი ამოვიდეს და ჩატარდეს ინჰალაცია</p>

მუშმალას სხვა სასარგებლო თვისებები:

1. ებრძვის სურდოსა და გრიპს;

2. კუჭ-ნაწლავს წმენდს შხამებისა და ტოქსინებისგან;

3. აუმჯობესებს მხედველობას;

4. აუმჯობესებს თირკმლების ფილტრაციის უნარს, ხსნის დისფუნქციის სიმპტომს;

5. ებრძვის შაქრიან დიაბეტს (მისი ფოთლები შეიცავს ნივთიერება ტრიტერპენს და პოლისაქარიდს, რომლებიც სისხლში ინსულინის გამომუშავებას უწყობენ ხელს).

რატომ არის აუცილებელი მისი მიღება დიეტის დროს და რა საუცხოო თვისებები გააჩნია

მუშმალას მეორენაირად იაპონურ ზღმარტლსაც უწოდებენ. მისი დამწიფების პერიოდი მაისიდან ივნისის ჩათვლითაა.

გარდა იმისა, რომ A და B ვიტამინებითაა გამდიდრებული, C ვიტამინის შემცველობით ფორთოხალსაც კი არ ჩამორჩება.

ქალების უმეტესობას ის ძალიან უყვარს, რადგან მისი ჭამა დიეტის დროსაც რეკომენდებულია.

როგორც ცნობილია, მუშმალა შიმშილის გრძნობას გარკვეულწილად აქრობს, რაც დიეტის დაცვის დროს ძალიან დიდი შეღავათია.

მისი ნაყოფი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობასაც უწყობს ხელს და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

თქვენ წარმოიდგინეთ, ეს საუცხოო ხილი შაქრიანი დიაბეტის წარმოქმნასაც უშლის ხელს და არტერიულ წნევას აწესრიგებს.

მას არაერთი დადებითი ფუნქცია გააჩნია. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი მხედველობის გაუმჯობესებაა.

იცოდით, რომ მუშმალის გამშრალი და დაფქული კურკებისგან იაპონელები ყავის შემცვლელს ამზადებენ, რომელიც ძალზე სასარგებლო, მატონიზებელი სასმელია და ნატურალური ყავის გემოსგან თითქმის არ განსხვავდება.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მიუხედავად დადებითი ასპექტებისა, ზოგჯერ მას უკუჩვენებაც აქვს.

მისი მიღება რეკომენდებული არაა წყლულოვანი დაავადებების, გასტრიტის, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს. საგულისხმოა ისიც, რომ თუ თქვენი შვილი ალერგიულია, დღეში მხოლოდ ერთი ცალი მუშმალა მიიღოს. ამ გზით თავს დაიზღვევთ არასასურველი შედეგებისგან.

მუშმალის ოდნავ უმწიფარ ნაყოფს კუჭის შემკვრელი თვისებები აქვს. კარგად დამწიფებული ნაყოფის რბილობს კი – პირიქით, გამხსნელი მოქმედება. პარალელურად, ის ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან წმენდს. მუშმალა შეუცვლელია თირკმლის კოლიკების დროს, ის შესანიშნავად უმკლავდება შარდკენჭოვან დაავადებებსაც. მუშმალის ნაყოფის თაფლთან არეული რბილობი აუმჯობესებს სუნთქვას, ასუფთავებს ფილტვებს ლორწოსგან, გვათავისუფლებს ქოშინის, გულის არეში ტკივილებისა და ხანგრძლივი ხველისგან.

C ვიტამინისა და A პროვიტამინის (უძლიერესი ანტიოქსიდანტის) შემცველობის წყალობით, მუშმალის ნაყოფი უაღრესად დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, აწესრიგებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას და აუმჯობესებს სისხლის შედედების პროცესს. მუშმალა მატონიზებელ მოქმედებას ახდენს მთელ ორგანიზმზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ნაადრევ დაბერებას, ხელს უშლის ონკოლოგიური წარმონაქმნების გაჩენას, ინფარქტებსა და ინსულტებს. მუშმალა ზრდის ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა ვირუსის, ინფექციებისა და მიკროორგანიზმების მიმართ.

სხვა ხილის მსგავსად, მუშმალის მიღებაც სასურველია ცოცხლად, თუმცა, ის არც თერმული დამუშავებით კარგავს სამკურნალო ძალას. მისგან დამზადებული მურაბები, ჯემები და კომპოტები დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ნაწლავებიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს და აღადგენს მის მიკროფლორას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გემრიელი ხილის წვენი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გემრიელი ხილის წვენი

ზაფხულში სითხის გაძლიერებული მოთხოვნა ბუნებრივი მოვლენაა. დაკარგულის საკომპენსაციოდ პატარამ დღე-ღამეში 2 ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოს. ეს შეიძლება იყოს ონკანის წყალი, მინერალური წყალი, ოღონდ უგაზო, რათა ბავშვს მუცელი არ შეებეროს, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ზომიერად დამტკბარი, რადგან ზედმეტი სიტკბოც მუცლის შებერვას იწვევს, თანაც წყურვილს არ კლავს. დღეს მაღაზიები და სუპერმარკეტები სავსეა მუყაოს ფერად კოლოფებსა თუ ჭრელეტიკეტიან ბოთლებში ჩამოსხმული ხილის წვენებით. როგორ ავარჩიოთ მათ შორის ისეთი, გემრიელიც რომ იყოს, ხარისხიანიც და სასარგებლოც?

ნატურალურია თუ არა "ნატურალური" წვენი?

100%-ით ნატურალური წვენი ორნაირად მზადდება: პირდაპირი გამოწურვით და კონცენტრირება-აღდგენით. პირველ შემთხვევაში წვენს ახალი ან ახალგაყინული ხილის, კენკრის, ბოსტნეულის მექანიკური გამოწურვით იღებენ, შემდეგ კი აკონსერვებენ თერმული დამუშავების - პასტერიზაციის ან სტერილიზაციის გზით. ასეთი წვენი 20 დღიდან 3 თვემდე ინახება, თანაც შენახვისას ტემპერატურული რეჟიმის მკაცრ დაცვას საჭიროებს. ყოველივე ამის გამო პირდაპირი გამოწურვით მიღებული წვენი შედარებით ძვირია. დამზადების მეორე მეთოდი ასეთია: პირდაპირი გამოწურვით მიღებულ წვენს ვაკუუმში დაბალი წნევის ქვეშ აქცევენ და აორთქლების გზით აშორებენ წყალს (ასეთ პირობებში წყალი 65-70 გრადუსამდე დუღდება). თერმული დამუშავების ამგვარი რეჟიმი წვენს ვიტამინებს უნარჩუნებს და აფერხებს მასში ბაქტერიების გამრავლებას. კონცენტრირებულ წვენს - სქელ სიროფს - დაბალ (-18 0ჩ) ტემპერატურაზე ინახავენ. მისი შენახვა და ტრანსპორტირება შედარებით ადვილია. ამგვარი კონცენტრატისგან ნატურალური წვენის მისაღებად საკმარისია, მას იმდენივე წყალი დაამატონ, რამდენიც მოაშორეს (წყალი მაღალი ხარისხისა უნდა იყოს). წყალთან ერთად წვენს ამატებენ არომატულ ნივთიერებებს, რომლებიც მას ბუნებრივ გემოსა და სურნელს აძლევს. ზოგიერთი ხილისა და კენკრის, მაგალითად, ატმის, გარგარის, ქლიავის, ალუბლის, მოცხარის, ბანანის გამოწურვით 100%-იანი წვენის მიღება შეუძლებელია. მათი გამოწურვისას მიიღება ფაფისებრი მასა - ნექტარი. წვენის მისაღებად მას ამატებენ არომატიზებულ მინერალურ ნივთიერებებსა და სხვა ინგრედიენტებს, რომელთა ჩამონათვალი კოლოფზე ან ეტიკეტზეა მოყვანილი. საერთაშორისო სტანდარტით, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ასევე შენახვის პირობები, ოპტიმალური ტემპერატურა და ვადა (არა უმეტეს 6-9 თვისა). თუ წვენის შენახვის ვადა 1-2 წელია, ნაწარმის ხარისხი საეჭვოა.

წვენი თუ ცოცხალი ხილი?

წვენი ცოცხალ ხილს, ცხადია, ვერ შეცვლის. ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულში სასარგებლო ნივთიერება გაცილებით მეტია - ვიტამინებსა და უჯრედისს ხომ არა მარტო რბილობი, არამედ ქერქიც შეიცავს, ამიტომ ბავშვის ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, განურჩევლად იმისა, რამდენ წვენს იღებს პატარა. წვენი შეიძლება მივცეთ როგორც ვიტამინებისა და მინერალური მარილების (უმთავრესად - ჩ ვიტამინის, რკინის, კალიუმის) დამატებითი წყარო, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ორგანიზმისთვის ესოდენ აუცილებელი ხილი და ბოსტნეული ცოტაა. წვენი გლუკოზისა და ფრუქტოზის წყაროც გახლავთ, გაუმჭვირვალე წვენში კი შედის ნივთიერება პექტინი, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ მოქმედებას უზრუნველყოფს და სისხლში ქოლესტერინის შემცველობას ამცირებს. 2-3 წლის ბავშვმა დღე-ღამეში 1-2 ჭიქა წვენი უნდა დალიოს. ზაფხულში დასაშვებია 2-3 ჭიქაც.

წვენები ყველაზე პატარებისთვის

ჩვილის ორგანიზმს სჭირდება გლუკოზა, ფრუქტოზა, ორგანული (ვაშლის, ლიმონის) მჟავები, C ვიტამინი, რკინა და კალიუმი. წვენები მდიდარია ამ ნივთიერებებით. მათი ასორტიმენტიც მრავალფეროვანია, მაგრამ როგორ ავარჩიოთ საუკეთესო? ყველაზე საიმედო მწარმოებლებად მიიჩნევენ "ნესტლეს", "ნუტრიციას", "ფლუქტალს", "ჰიპოს", "დანოს". ისინი ბავშვის საკვების მწარმოებელთა შორის საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობენ. ყველა საბავშვო წვენი გამდიდრებულია C ვიტამინით - 15-დან 50 გ-მდე 100 მლ-ში. ასეთი დოზირება ბავშვის ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილებას ამ ვიტამინზე 30-100%-ით აკმაყოფილებს. ზოგიერთი საბავშვო წვენი ერთი სახეობის ხილისა და ბოსტნეულისგან - ვაშლისგან, მსხლისგან, სტაფილოსგან არის დამზადებული, ზოგიერთი კი რამდენიმეს, მაგალითად, ვაშლის, ბანანისა და მოცხარის, ვაშლის, მანგოსა და ანანასის ნაზავია. შერეულ წვენებს უფრო მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, მაგრამ არსებობს ალერგიის საფრთხეც, ამიტომ უმჯობესია, პაწიას თავდაპირველად ერთი სახეობის ხილის წვენი გავასინჯოთ, მერე და მერე კი, როცა ასაკიც მოემატება და მრავალფეროვან მენიუსაც შეეჩვევა, ნარევს უფრო გაბედულად შევთავაზებთ.

წვენი, რომელიც რბილობს შეიცავს, რამდენადმე სახიფათოა. რბილობში შედის მცენარეული ბოჭკო, რომელიც ზრდის ნაწლავთა მოძრაობით აქტივობას და შესაძლოა, ადრეული ასაკის პატარებში ნაწლავთა აშლილობა გამოიწვიოს, ამიტომ ასეთ წვენს ბავშვს 5-6 თვემდე ნუ მისცემთ, მაგრამ თუ თქვენი პატარა შეკრულობისკენ არის მიდრეკილი, შეგიძლიათ, თამამად დაალევინოთ რბილობის შემცველი წვენები.

ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილს წვენს 3 თვიდან აძლევენ. ხელოვნური და შერეული კვების დროს სამედიცინო ჩვენებით უფრო ადრეც შეგიძლიათ მისცეთ, მაგრამ არა უადრეს 1,5 თვისა. ნებისმიერი წვენის თავდაპირველი ულუფა 1-2 ჩაის კოვზია. ალერგიული რეაქციისთვის ასეთი ოდენობაც კმარა. თუ ბავშვს ტანზე გამოაყარა, დაეწყო ქავილი ან ნაწლავთა დისფუნქცია, მიმართეთ პედიატრს. იგი სხვა ხილის წვენს შეგირჩევთ. თუ ალერგია არ გამოვლინდა, ულუფა თანდათან იზრდება და პირველი წლის დასასრულს ყოველდღიურად 50-100 მლ-ს შეადგენს. გირჩევთ, თავდაპირველად ბავშვს ვაშლის უშაქრო წვენი მისცეთ. პირველ ჯერზე კარგია მსხლისა და გოგრის წვენებიც. მოგვიანებით, 4-5 თვიდან, შეგიძლიათ, მენიუში ქლიავის, ატმის, გარგარის, ალუბლის წვენებიც ჩართოთ, მერე და მერე კი შერეულ წვენებზეც შეიძლება გადასვლა. ციტრუსების (ლიმონის, ფორთოხლის, მანდარინის), მარწყვისა და ალერგიის მაღალი რისკის მქონე სხვა წვენების მიცემას 6 თვემდე არ გირჩევთ. ამავე მიზეზით სარისკოა ეგზოტიკური, ტროპიკული ხილის - მანგოს, ანანასის, პაპაიას წვენებიც.

რა უნდა გახსოვდეთ

წვენის შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი, სადაც მითითებულია:

  • შენახვის ვადა (3 თვე, 6 თვე, 9 თვე) და გამოშვების თარიღი;
  • დამატებითი ინგრედიენტების (შაქრის, ლიმონმჟავას, არომატიზატორების, კონსერვანტების) შემცველობა;
  • ბავშვის ასაკი;
  • მწარმოებელი ფირმა.

სასურველია, ბავშვისთვის პროდუქცია შეიძინოთ მხოლოდ სპეციალიზებულ, ბავშვთა კვების მაღაზიებში ან აფთიაქებში. იყავით ყურადღებით: თუ წვენი ქილაში ასხია, თავსახურის მოხსნისას დამახასიათებელი ტკაცუნი უნდა გაიგონოთ. თუ ხუფის მოტრიალებისას ეს ხმა არ გაისმა, ბავშვისთვის წვენის მიცემა საშიშია. მინის ქილებში ჩასხმულ წვენს ის უპირატესობა აქვს, რომ შესაძლებელია, თვალით შევაფასოთ შიგთავსის ფერი, გამჭვირვალობა, ნალექის არსებობა-არარსებობა და სხვა. ნებისმიერი წვენის შეძენამდე კონსულტაცია სთხოვეთ ბავშვის პირად პედიატრს. ამ გზით თავიდან აიცილებთ არასასურველ რეაქციებს.

ნუ დაიზარებთ

ნუ დაიზარებთ, შვილს თავად გამოუწუროთ ახალი ხილისა თუ ბოსტნეულის წვენი. მინის ბოთლებსა თუ მუყაოს კოლოფებში ჩამოსხმულ მზა წვენებთან მისი შედარება არც ღირს. წვენის მომზადებაში ბავშვსაც მიაღებინეთ მონაწილეობა, რა თქმა უნდა, თუ ასაკი ხელს უწყობს - საკუთარი ხელით მომზადებულზე უარს ნამდვილად არ იტყვის. თანაც ეცადეთ, წვენი ერთსა და იმავე დროს მოამზადოთ, რათა ბავშვს ეს ჩვევად ექცეს. ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ - თქვენი შვილი ყოველდღე მიიღებს გემრიელ, ვიტამინებით მდიდარ, სასარგებლო წვენს, თანაც ჩვევად ექცევა საოჯახო საქმეებში დედიკოს დახმარება.