/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

რა საჭიროა ბავშვისთვის ხატვა

რა საჭიროა ბავშვისთვის ხატვა
რა საჭიროა ხატვა ბავშვისთვის, რომელსაც საამისოდ განსაკუთრებული ნიჭი არ აქვს? არის თუ არა ეს დროის ამაო კარგვა?

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ხატვა მაშინაც აუცილებელია, როცა ზუსტად ვიცით, რომ ბავშვისგან მხატვარი არ გამოვა.

ძველი ეგვიპტის სკოლებში ხატვა აუცილებელი საგანი გახლდათ. ეს იყო გზა განათლებისკენ, რადგან იეროგლიფებით დამწერლობა მოითხოვდა ადამიანებისა და საგნების გამოსახვის უნარს. თანამედროვე დამწერლობას ხატვასთან თითქოს არაფერი აქვს საერთო, მაგრამ პედაგოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ხატვის სწავლა წინ უნდა უძღოდეს წერისას.

ცნობილია, რომ ბავშვები, რომლებიც ბევრს ხატავენ, უფრო ადვილად და სწრაფად სწავლობენ წერას, რადგან ხატვა ხელს ავარჯიშებს. ხატვას ძველ საბერძნეთშიც დიდ პატივს მიაგებდნენ და მას ბავშვებს სხვა დისციპლინებზე ადრე ასწავლიდნენ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ელინი მხატვარ-ფილოსოფოსების თვალთახედვით, სამყარო ჰარმონიული და მოწესრიგებულია, მისი კანონზომიერებანი შეიძლება გამოვსახოთ მკაცრი ხაზებით, მათემატიკური ფორმულებით. მიიჩნეოდა, რომ ხატვისას ბავშვები შეიგრძნობდნენ სამყაროს მშვენიერებას, მის კანონებს, გეომეტრიის საფუძვლებს, ივითარებენ სივრცით აზროვნებას.

აღორძინების ეპოქის მხატვრები ხატვას გონებრივ აქტივობას უკავშირებდნენ. მიქელანჯელო ამბობდა: "ვხატავ თავით და არა ხელებით". დიდი იტალიელი ამ სიტყვებით ხაზს უსვამდა, რომ მხატვრისთვის მნიშვნელოვანია განვითარებული წარმოსახვა, დაკვირვების უნარი, კარგი მეხსიერება.

შეკითხვა ექიმს
<p>ჩემი კითხვა იყო შემდეგი: გეებად იბადებიან თუ ეს უბრალოდ რაიმე სახის გადახრაა ან დაავადება? და თუ ხდება მკურნალობა ადრეული ასაკიდან? იქნებ პირდაპირ კონკრეტულად მიპასუხოთ ადამიან გეი შეიძლება დაიბადოს? თუ არა? გთხოვთ მიპასუხეთ</p>

თურმე არსებობს უკუკავშირიც: თანამედროვე ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ნატიფი სამუშაოს შესრულებისას ტვინი ვითარდება. გარდა ამისა, როცა ბავშვი ბევრს ხატავს, ხდება ხატოვანი აზროვნებისა და მეხსიერების სრულყოფა, ვითარდება გემოვნება. ხატვა რომ ვისწავლოთ, უნდა ვისწავლოთ განსჯა, შედარება, გრძნობა, ეს კი ყველა ადამიანს სჭირდება და ამ თვისებების განვითარება ბავშვობიდან არის საჭირო.

მართალი იყო დიდრო, როდესაც წერდა: "ქვეყანა, სადაც ისევე აუცილებლად მიიჩნევდნენ ხატვის სწავლას, როგორც წერა-კითხვის ათვისებას, მალე ყველა ქვეყანას აჯობებდა ხელოვნების ყველა დარგში". ისტორიკოსებს აქვთ ასეთი დაკვირვება: მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარების პიკი სხვადასხვა ქვეყანაში ემთხვევა იმ დროს, როცა ხატვა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანი საგანმანათლებლო პროგრამაში. ეს სულაც არ არის უცნაური - ხატვისას ბავშვი იხსნება, გამოხატავს იმას, რაც მხოლოდ მას ახასიათებს ანუ ინდივიდუალობას ივითარებს, შემოქმედებით პიროვნებად ყალიბდება.

რჩევები მშობლებს

  • ბავშვთან ერთად წადით მაღაზიაში, ამოირჩიეთ ფანქრები, რვეული, საღებავები.
  • ნუ შეიძენთ მრავალფეროვან საღებავებს, რათა ბავშვმა ისწავლოს ფერების შერევა და სხვადასხვა ფერის მიღება.
  • არ არის აუცილებელი მოლბერტი, შეიძლება გამოიყენოთ უბრალო დაფა.
  • დაეხმარეთ ბავშვს, მოამზადოს მაგიდა ხატვისთვის და პირველი ნაბიჯები გადადგას შემოქმედებით სამყაროში. ბავშვმა შეიძლება ხატოს ყველაფერი - რაც მოსწონს, რაც გაახსენდება, შეუძლია ფართო გასაქანი მისცეს თავის ფანტაზიას, მოიგონოს პერსონაჟები, მათი თავგადასავლები. უმჯობესია, მან ხატოს დამოუკიდებლად და არ გადაიხატოს.
  • თუ ბავშვი მეტისმეტად მორცხვია, ჯობს, შესთავაზოთ ხატვა დიდ ფურცელზე ფართო ფუნჯითა და აკვარელით. მიეცით ბავშვს საშუალება, ითამაშოს ფერების შერწყმით, ჩაატაროს ექსპერიმენტები, შექმნას ჩრდილ-ნათელი. ეს მას სილაღესა და თავისუფლებას შემატებს.
  • ბავშვებისთვის კარგია ჯგუფური მეცადინეობა. მათ ამ დროს შეუძლიათ თავისი და სხვისი სურათების შედარება, საინტერესო დეტალების შემჩნევა. ეს მათ გამოუმუშავებს დიდი მხატვრების შემოქმედებისადმი ინტერესს, ხელოვნებასთან შეხების სურვილს.
  • თუ ბავშვი მეტისმეტად მოძრავია, უყიდეთ ფანქრები, საღებავები, ფუნჯები. შესაძლოა, თავდაპირველად პატარა დაუდეგარი მხოლოდ რამდენიმე წუთით გაერთოს, მაგრამ სულ მალე საკუთარი ნახატის დასრულების სურვილი მას აუცილებლად დააბრუნებს მაგიდასთან. ხატვა ადამიანს ასწავლის კონცენტრირებას, შრომისმოყვარეობას.

გარე სამყაროს ასახვისას ბავშვი აუცილებლად გადმოგვცემს თავის განწყობას, გრძნობებს, რომლებსაც იმ მომენტისთვის განიცდის. ეს ფაქტი თავისთავად ძვირფასია და იმავე დროს საშუალებას გვაძლევს, შევაღწიოთ ბავშვის შინაგან სამყაროში, საჭიროებისას დავეხმაროთ მას.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ თუ ბავშვის ნამუშევრებში ჭარბობს შავი, ყავისფერი ან ნაცრისფერი, ყურადღება უნდა მივაქციოთ მის ჯანმრთელობასა და შინაგან მდგომარეობას. დიდია ალბათობა, ბავშვს სულიერი კრიზისი ჰქონდეს ან თავს ცუდად გრძნობდეს. თუ პატარა ნაწყენი ან დათრგუნულია, მან შეიძლება თავისი განწყობა ასახოს ქაღალდზე, მერე კი ნახატი გადახაზოს ან საერთოდ დახიოს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს ნორმალური რეაქციაა. ის, რაც ბავშვს თრგუნავდა, ნახატზე გადმოიღვარა და სურათის განადგურებისას პატარა ნეგატიური ემოციებისგან თავისუფლდება. ფსიქოლოგების აზრით, ასეთი რამ მიზანმიმართულადაც კი უნდა ჩავიდინოთ - განაწყენებულ პატარას ვთხოვოთ, დახატოს ყველაფერი, რაც არ მოსწონს, მერე კი ნახატი დახიოს და გადააგდოს. ამის შემდეგ ბავშვს რაიმე მხიარულის დახატვა უნდა ვთხოვოთ. დროთა განმავლობაში ხატვით გატაცებულ ბავშვს აუცილებლად გაუჩნდება ნამდვილი მხატვრების სურათების ნახვის სურვილი. ამ დროს უკვე შეიძლება მუზეუმს ესტუმროთ, მაგრამ ექსკურსია არ უნდა იყოს ხანგრძლივი. ჯობს დაათვალიეროთ მცირე რაოდენობის ნახატი, მაგრამ ყურადღებით. ყურადღება მიაქციოთ დეტალებს, ესაუბროთ ბავშვს მხატვრის შესახებ. როგორც კი შეამჩნევთ, რომ პატარა დაიღალა, უნდა მისცეთ დასვენების საშუალება. დაღლილობამ შეიძლება ბავშვის ინტერესი ჩაკლას, თქვენი ამოცანა კი სულ სხვაა - ბავშვის ინტერესი ხელოვნებისადმი მის ბუნებრივ მოთხოვნილებად უნდა გადააქციოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ეკრანთან გატარებულ დროს შეიძლება სარგებელი მოჰყვეს ბავშვებისთვის - სწორად გამოყენების შემთხვევაში

ციფრულ ეპოქაში, როდესაც ეკრანთან გატარებულ დროზე ვსაუბრობთ, მოწყობილობების მკაცრი შეზღუდვები ან სრული აკრძალვები ხშირად დომინირებს.
სრულად
ბავშვის განითარების ეტაპები - მე-3 კვირა: რეაქცია ბგერებზე

ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ქუჩაში, მაღაზიასა თუ სკვერში ბავშვთან მოჩხუბარი მშობელი ხშირად გამხდარა გაკიცხვის ობიექტი.
სრულად
ბავშვთა აღზრდაში დაშვებული ექვსი შეცდომა

შფოთვითი ქცევა, ბავშვის კრიტიკული აღზრდა
სრულად
როგორია ახალშობილის პირველი კვირა: უპირობო რეფლექსები

ახალშობილად ბავშვი სიცოცხლის პირველ თვეში ითვლება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი ყველასთვის.
სრულად
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
ბავშვის ცუდი ქცევა – არის მისი მეთოდი, მიიტანოს თავისი სათქმელი მშობლამდე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რა საჭიროა ბავშვისთვის ხატვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები