/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

მშვენიერებისკენ სწრაფვა

მშვენიერებისკენ სწრაფვა
იმისათვის, რომ ისწავლოს სილამაზისა და მშვენიერების შეფასება, პატარა ადამიანს ესაჭიროება შთაბეჭდილებათა დაგროვება, მხედველობითი და სმენითი შეგრძნებები.

ამას კი მრავალი წელი სჭირდება, რისთვისაც აუცილებელია ადრეული ასაკიდან განვითარდეს ემოციურობა და ცნობისმო-ყვარეობა. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ესთეტიკის სწავლა ისეთივე მეთოდებით შეიძლება, როგორითაც კითხვის ან ხატვის, და რომ უნდა გამოიყოს სპეციალური დრო საამისოდ მოსამზადებლად. სილამაზისა და მშვენიერების შეგრძნება ბავშვში ვითარდება სტიქიურად იმ ყოფითი სიტუაციებიდან, სადაც მას ყოფნა უხდება ან მოულოდნელად ხვდება. ოთახის ინტერიერი, ხედი ფანჯრიდან, მოსმენილი ზღაპრის არსი, სიმღერები, ტანსაცმლის სტილი და ა.შ. - ყველაფერი ეს ბავშვის მიერ ორ დიდ ჯგუფად განაწილდება: "რა არის კარგი?" და "რა არის ცუდი?"

  • მხატვრობა

როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რა არის სახვითი ხელოვნება? როგორ გამოვუმუშაოთ მას ფერისა და კომპოზიციის გრძნობა, სივრცითი აზროვნება და წარმოსახვა? ამისათვის საჭირო გახდება არა იმდენად ის, რომ ბავშვი სილამაზის გარემოცვაში გვყავდეს, არამედ მივაჩვიოთ იმას, რომ სილამაზე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საგნებში დაინახოს და აღმოაჩინოს. მაგალითად, "დათუნია" შოკოლადის შესაფუთ ქაღალდზე ცნობილი მხატვრის შიშკინის პეიზაჟი "დილა ფიჭვის ტყეში" მისთვის მხოლოდ კანფეტის ქაღალდია. გაივლის წლები, სანამ თქვენი ტკბილეულის მოყვარული პატარა სულიერი საკვების შეფასებას ისწავლის. სწავლება ანაბანადან უნდა დაიწყოთ: ბავშვი უნდა გაეცნოს ფერს, ფორმას, ზომას, საგნების სივრცით განლაგებას. მიეცით საშუალება მის პაწაწინა და გამოუცდელ ხელებს გააფერადოს, გამოჭრას, გამოძერწოს და დაქარგოს. ამის შემდეგ უკვე პატარა ოსტატი ზუსტად შეიგრძნობს შემოქმედებისკენ სწრაფვას, რაიმეს შექმნის მოთხოვნილებას.

  • მუსიკა

მუსიკის ესთეტიკა ხელოვნების სხვა სახეთა შორის ალბათ ყველაზე საკამათოა. მუსიკის აღქმის მოჩვენებითი სიიოლისა და სიმსუბუქის მიუხედავად, ადამიანები მუსიკალური გემოვნებითა და არჩევანით ძლიერ განსხვავებულები არიან (ალბათ, ვერავის დატოვებს გულგრილს ბეთჰოვენის "მთვარის სონატის" ან ვივალდის "წელიწადის დრონის" ჰანგები). ასეთი გამონათქვამიც არსებობს: "მითხარი, როგორ მუსიკას უსმენ და გეტყვი, ვინ ხარ შენ!" თუ არ გსურთ, რომ თქვენი შვილის ნაცნობობა კლასიკურ მუსიკასთან მხოლოდ მობილური ტელეფონის რინგტონით შემოიფარგლოს, აქედანვე შეეცადეთ გაუღვივოთ მას ინტერესი ცოცხალი ბგერისადმი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რა თქმა უნდა, 3-4 წლის ასაკში სიმფონიური მუსიკის კონცერტზე წაყვანა ნაადრევია, მაგრამ ამისათვის მომზადება შორიდან უნდა დაიწყოთ. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია სმენის გამომუშავება. თუ პატარამ უკვე იცის და ახერხებს მუსიკალური სათამაშოების ჟღერადობის გარჩევას, შეიძლება გააცნოთ მას მუსიკალური ინსტრუმენტები: რომელი როგორ ბგერებს გამოსცემს, რომელს როგორი ფორმა აქვს და რა მასალისგან არის დამზადებუ-ლი, შეადარეთ ერთმანეთს მაღალი და დაბალი ბგერები, განსაზღვრეთ სმენით მელოდიის სისუფთავე ან შემსრულებლის ხმის სილამაზე. მოგვიანებით აუცილებელია ასწავლოთ ბავშვს ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი მუსიკის ხასიათისა თუ ჟანრის თაობაზე. ამისათვის საჭირო გახდება უამრავი ნაწარმოების მოსმენა, მათი შედარება ადრე მოსმენილთან. გამოყოს ბავშვმა ის ნაწარმოებები, რომლებიც მას ყველაზე ძალიან მოეწონა, ასწავლეთ მისი შინაარსის ახსნა და გადმოცემა. თქვენი ძალისხმევისთვის კი ყველაზე დიდი ჯილდო იქნება პატარა მელომანის მოთხოვნილება მოისმინოს კარგი მუსიკა.

  • ცეკვა

ქორეოგრაფიის მთავარი ამოცანაა - აღუძრას მაყურებელს აღფრთოვანებული ტკბობა გრაციოზული მოქმედებისადმი და გამოიწვიოს მასში საპასუხო ექსპრესიულობა. მაგრამ ამის მიღწევა არც ისე ადვილია. მაგალითად, ცნობილი მულტფილმის გმირმა ჩებურაშკამ ვერაფრით ისწავლა მარშირება და მწყობრად სიარული, ცეკვაზე რომ არაფერი ვთქვათ. თქვენმა პატარამ შეიძლება კიდევ ცოტა ხანს იწვალოს, მაგრამ ცეკვის სასწავლად პირველი ნაბიჯები ადრე გადადგას. დასაწყისისთვის, სთხოვეთ მიბაძოს მოქანავე ხარს, ბაჯბაჯა დათუნიას, ხტუნია ყურცქვიტას... ასე აითვისებს ელემენტარულ ილეთებს. ხოლო იმისათვის, რომ ცეკვის მოძრაობების ათვისებისას "ქუსლი-წვერი-ტაში-ტრიალი" არ გახდეს მექანიკური, მიეცით ბავშვს აუცილებელი ინსტრუქცია: "უსმინე მუსიკას, ის გიკარნახებს, როგორ იმოძრაო რიტმულად, ტაქტში".

გაიხსენეთ საკუთარი თავი ბავშვობაში, მუსიკის ხმაზე როგორ "გარდაიქმნებოდით", როგორ ამოძრავებდით ცხენის კუდივით შეკრულ თმას, აქნევდით ხელებს ფრინველის ფრთების მსგავსად, როგორც "მომაკვდავი გედი" ან ტრიალებდით ვალსის ტემპის შესაბამისად, აკეთებდით "მერცხალს"... სწორედ ასე ხდება სხეულის პლასტიკის საშუალებით თვითგამოხატვისადმი ლტოლვის ჩამოყალიბება.

ფსიქოლოგები თვლიან, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უნარი ჩასწვდეს და აღიქვას ხელოვნების ყველა სახე. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მივცეთ საშუალება ბავშვს გაეცნოს ყველა მათგანს. მხოლოდ მაშინ შეიძლება ვისაუბროთ სრულფასოვან ესთეტიკურ აღზრდაზე. გვერდიდან უფრო თვალსაჩინოა - თუ საბავშვო ბაღის მუსიკალური ხელმძღვანელი გეუბნებათ, რომ თქვენს გოგონას ნამდვილად აქვს მუსიკალური მონაცემები და ცეკვის ნიჭი, აუცილებლად გაითვალისწინეთ, ადრევე მიეცით ნიჭს განვითარების საშუალება; მართალია, თქვენ არ ხართ ხელოვნებათმცოდნე - თუ თქვენი პატარა ხატვას ცდილობს, თქვენი ყოველი შენიშვნა ნახატებთან დაკავშირებით უნდა იყოს ემოციური; საშინაო კონსერვატორია - ოპერის მოსმენა ან ბალეტის ყურება - მთელი მეცნიერებაა. დაწყება აუცილებლად საბავშვო სპექტაკლებით უნდა მოხდეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ყურადღების დეფიციტი და ფსიქოლოგიური მიზეზები

ყურადღების დეფიციტი დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალური და გავრცელებული პრობლემაა.
სრულად
ბავშვები და მათი შიშები
ბავშვები და მათი შიშები
ბავშვობა მნიშვნელოვანი პერიოდია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვის ყოველი კონკრეტული გამოცდილება შემდგომში გავლენას ახდენს მის ქცევასა და სხვადასხვა შემთხვევაზე რეაგირებაზე.
სრულად
მეცნიერებმა და-ძმებს შორის ჩხუბის პარადოქსული მიზეზი აღმოაჩინეს

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეისწავლეს ჩხუბის მიზეზები, რომლებიც ხშირად ხდება და-ძმებს შორის.
სრულად
5 სტრატეგია ზრდასრულ ბავშვებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად

ბავშვების ზრდასთან ერთად იზრდება მანძილი მათსა და მშობლებს შორის - ეს ნორმალურია და სწორიც კი.
სრულად
ბავშვი და საჩუქარი
ბავშვი და საჩუქარი
ვასწავლოთ მისი შერჩევა და ჩუქება
სრულად
მარტოობის ძირითადი მიზეზი არის მაღალი სტანდარტები და დაბალი თვითშეფასება

გთავაზობთ ჟურნალი Psychology Today-ს სტატიას:
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მშვენიერებისკენ სწრაფვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები