/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

როცა ბავშვი დაუმორჩილებელია

როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
ბავშვის ცუდი ქცევა – არის მისი მეთოდი, მიიტანოს თავისი სათქმელი მშობლამდე.

მათ ყოველთვის არ შეუძლიათ სათქმელის სიტყვებით გამოხატვა, რა აწუხებთ, რით არიან უკმაყოფილოები. ამიტომ სიტყვით გამოუთქმელი პროტესტი და წყენა აისახება მათ ქცევაზე. თუ მშობელი არ ცდილობს გაერკვეს ბავშვის ქცევის მიზეზში, იგი რისკავს, რომ ბავშვს ჩამოუყალიბდება და გაუმყარდება ცუდი ქცევა, რომელიც განმეორდება ისევ და ისევ. რატომ არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, რატომ აღარ გისმენთ ბავშვი და ცუდად იქცევა? როგორ გამოვასწოროთ ყველაფერი?

  • დაუმორჩილებელი ბავშვი და მშობლის ქმედება?

დასჯას აქვს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი და არ გვეხმარება ბავშვის ცუდი საქციელის გამოსწორებაში. ერთადერთი, რაც მას ნამდვილად შეუძლია – დაუტოვოს ღრმა წყენა და იმის გააზრება, რომ არ მოუსმინეს და ვერ გაუგეს. სწორედ ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მშობლის დროული და სწორი რეაქცია, რომელიც ან აღრმავებს ბავშვის ცუდ საქციელს, ან ეხმარება კონფლიქტის დადებითად მოგვარებაში.

არსებობს სამეცნიერო ახსნა იმისა, თუ რატომ გამოდიან ბავშვები დროდადრო „საზღვრებიდან“. ეს არის ბავშვის განვითარების ნორმალური ეტაპები. ბავშვის გადმოსახედიდან მას უნდა, რომ ეკუთვნოდეს მშობლის მთელი დრო და ყურადღება. ბავშვებს ხომ არ შეუძლიათ ამის „სწორად“ გამოხატვა. მათ ჰგონიათ, რომ საუკეთესო მეთოდი ამისთვის – ისტერიკის მოწყობაა.

    • მოუწესრიგებელი ძილის რეჟიმი და ბავშვის ქცევა

2013 წელს ჩატარებული ექსპერიმენტის თანახმად, რომელშიც 3, 5 და 7 წლის 10 000 ბავშვი მონაწილეობდა, დამტკიცდა, რომ არსებობს ობიექტური და სტატიკური კავშირი მოუწესრიგებელ ძილის რეჟიმსა და ბავშვის ქცევის პრობლემებს შორის. პროფესორი ივონ კელი ლონდონის უნივერსიტეტიდან ყვება: „ფიქსირებული დღის რეჟიმის უქონლობა აისახება ბავშვის განვითარებასა და ქცევაზე, რომელიც მთელი ცხოვრების ეტაპებზე შეიძლება გაჰყვეს.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ნეგატიური ცვლილებები ბავშვის ქცევასა და განვითარებაში შექცევადია დღის რეჟიმის მკაცრად დადგენის შემდეგ. ბავშვის ქცევა იცვლება უკეთესობისკენ. თუ ბავშვი მუდმივად გამოუძინებელია, ვლინდება ჰიპერაქტიურობა, ემოციური ხასიათის პრობლემები.

    • აქცენტი გააკეთეთ კარგად ქცევაზე

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

მშობლები ხშირად ეუბნებიან უკვე მოზრდილ შვილებს: „დიახ, ხშირად გსჯიდით პატარაობაში, ეს ხომ შენს საკეთილდღეოდ კეთდებოდა!“, „მართალია, გეჩხუბებოდით, იმიტომ, რომ კარგი გვინდოდა შენთვის!“… სწორია თუ არა ეს სინამდვილეში? რეიჩელ კელემი, ბავშვთა და ოჯახური ფსიქოლოგიის პროფესორი მასაჩუსეთსის უნივერსიტეტიდან, ამბობს: „ხშირად მშობლები ბავშვის ყურადღებას ამახვილებენ ისეთ მომენტებზე, როდესაც ის ცუდად იქცეოდა. სინამდვილეში თუ მშობელი აქცენტს გააკეთებს მომენტებზე, როდესაც ბავშვი კარგად იქცეოდა, ის ყოველთვის ეცდება მოიქცეს კარგად და დაიმსახუროს მშობლის შექება. ამ შემთხვევაში დიდი როლი აქვს მშობლის საქციელს.

ეცადეთ ბავშვს დაუთმოთ მეტი ყურადღება, როდესაც ის კარგად იქცევა. შეაქეთ, მოუწონეთ საქციელი და მოეფერეთ. თუ ბავშვმა დაალაგა თავისი სათამაშოები, არ არის საკმარისი იმის თქმა, რომ ის კარგი გოგოა (ბიჭი). უკეთესია, უთხრათ: „მადლობა იმისთვის, რომ დაალაგე შენი სათამაშოები, ისე მეხმარები, როდესაც შენს ნივთებს ალაგებ“, ან „ნახე, ოთახში როგორი წესრიგია, ეს იმიტომ, რომ შენ დაალაგე ყველაფერი თავის ადგილზე“. არ არის აუცილებელი ჩხუბით გააგებინოთ ბავშვს, თუ რა არის კარგი და რა ცუდი.

    • კეთილიც და მომთხოვნიც

ასევე დაგაინტერესებთ
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე

„ხშირად არ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად ნეგატიურად მოქმედებს ბავშვზე მშობლის ხმამაღალი და გაღიზიანებული ტონი. დიახ, ეს მოითხოვს მშობლისგან დიდ მოთმინებას და თავის თავზე მუშაობას. მშობელი უნდა იყოს ერთდროულად კეთილი და მომთხოვნი. კონკრეტულად უნდა უთხრათ ბავშვს, რა შეიძლება და რა – არა, ყოველგვარი ყვირილის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის გაუგებარი დარჩება ის, რისი თქმაც გინდოდათ იმ კონკრეტულ სიტუაციაში. მათი ტვინი მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესშია. მათ დრო სჭირდებათ იმის გასაგებად, რა არის კარგი და რა – არა. 3 წლის ბავშვს შეგიძლიათ მშვიდად უთხრათ: „თუ ასე გააგრძელებ ცუდად მოქცევას, მომიწევს მეორე ოთახში შენი სკამზე დასმა მანამ, სანამ არ დამშვიდდები“. როდესაც ის გაიზრდება თქვენზე მაღალი, უფრო მეტად გაგიჭირდებათ მისთვის რაიმეს ახსნა.

    • ან მაშინვე დაუთმე ან ბოლომდე თქვენს პოზიციაზე იყავით

ყველა მშობელს ჰქონია სიტუაცია, როდესაც ბავშვი ტირის, ტირის, რაღაცას გთხოვთ, მშობელი ჯერ არ უთმობს და მყარად დგას თავის „არა“-ზე, შემდეგ კი იღლება, ბეზრდება და მაინც თანხმდება და ნებდება. მშობლის საქციელი უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული: თუ გინდათ, რომ დაუთმოთ – დაუთმეთ მაშინვე, არ დაელოდოთ ისტერიკებსა და ტირილს. თუ გადაწყვეტთ ბოლომდე თქვენს პოზიციაზე ყოფნას, არ შეიცვალოთ აზრი იმის გამო, რომ ბავშვი ტირის და „ზუზუნებს“.

    • „ფუნქციონალური ასაკი“

თითოეულ ბავშვს აქვს თავისი განვითარების ტემპი და არ არის სწორი მშობლის შენიშვნა: „გეყოფა პატარა ბავშვივით მოქცევა, შენს ასაკში სირცხვილია ასეთი საქციელი!“. ბავშვის კალენდარული ასაკი არ არის საიმედო კრიტერიუმი მისი ქცევის შეფასებისთვის. მშობლისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორია მისი შვილის „ფუნქციონალური ასაკი“. თუ თქვენ გამოიყენებთ ბავშვის შეფასების ცხრილს, არ დაგავიწყდეთ შეფასების „ოქროს ვარსკვლავი“, რომელიც წაახალისებს და სტიმულს მისცემს ბავშვს კარგ საქციელში. ასეთი ცხრილები კარგი საშუალებაა ბავშვთან მოლაპარაკების დროს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ თუ ბავშვმა „ვარსკვლავი“ დაიმსახურა, ის საქციელი გადახედვას არ საჭიროებს, რაც უნდა დააშავოს მან შემდგომში. თუ ბავშვის საქციელი არ მოგეწონათ და გჭირდებათ დახმარება, არაფერი სასირცხვილო ამაში არ არის. მიმართეთ თერაპევტს, რომელიც გირჩევთ კარგ ბავშვთა ფსიქოლოგს. დაგეხმარებიან მეგობრები და ოჯახის წევრებიც.

იყო მშობელი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე – რთულია. ის, რომ ზოგჯერ რთულ სიტუაციაში ვარდებით და გამოსავალს ვერ პოულობთ – ესეც ნორმალურია. სცადეთ, გაესაუბროთ სხვა მშობლებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც თქვენი შვილის ასაკის ბავშვი ჰყავს, როგორ იქცევიან ამა თუ იმ სიტუაციაში და რა პრობლემები აქვთ მათ შვილებს. ნუ შეგეშინდებათ პრობლემებზე საუბარი სპეციალისტებთან, რადგან ასეთი პრობლემები აქვს ყველას.

  • როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი მავნებლობს?

როდესაც ბავშვი ხშირად მავნებლობს, მშობლები ხშირად გამოჰყავს მდგომარეობიდან, დედ-მამა გაღიზიანებული, ხშირად მბრძანებლური ტონით ცდილობს ბავშვის დამორჩილებას. თუმცა, ასეთ მიდგომას დადებითი და სასურველი შედეგი არ მოაქვს. ამ შემთხვევაში მშობლის ყველაზე ეფექტური იარაღი მოთმინება, მზრუნველობა და სიყვარულია.

  • რატომ მავნებლობენ ბავშვები?

ხშირ შემთხვევაში ბავშვი მავნებლობას იწყებს მაშინ, როდესაც ის აღარ არის აქტუალური, მთავარი. მაგალითად, თუ სტუმარი გესტუმრათ და ბავშვისთვის არ გცალიათ, ის მთავარი აღარ არის, ან სადმე წაიყვანეთ და ბავშვი უცხო ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ან თუ მას პატარა დაიკო ან ძამიკო ეყოლა. ამ დროს, მისი აზრით, ის ისეთი საინტერესო და აქტუალური აღარ არის. ბავშვები განსხვავებულად მავნებლობენ. ზოგი ამას აშკარად, საჯაროდ და ყველას დასანახად აკეთებს, ზოგი კი ჩუმად, დაფარულად მოქმედებს და არასდროს აღიარებს ჩადენილს.

  • რატომ აკეთებენ ამას?

ასე იპყრობენ მშობლების ყურადღებას. ცოტა ხნით მაინც, თუნდაც უარყოფით კონტექსტში, ისინი ყურადღების ცენტრში ექცევიან. ზოგიერთი ასე „სჯის“ მშობელს უყურადღებობის ან შეუსრულებელი რაიმე პირობის გამო.

ამ შემთხვევაში ყვირილი, იგნორი, მუქარა, დასჯა აბსოლუტურად უშედეგოა.

  • აღიჭურვეთ მოთმინებით

მოეფერეთ, დაუყვავეთ, აღიჭურვეთ მოთმინებით და ესაუბრეთ, აუხსენით, რომ ის ისევე გიყვართ, როგორც ადრე და ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც აქამდე იყო. თუ უმცროსი დედმამიშვილი გაჩნდა, მაქსიმალურად ეცადეთ, უფროსს არ მოაკლოთ დრო და ყურადღება, მას ცალკე ესაუბრეთ, ცალკე დაუთმეთ თქვენი დრო. და ისიც ყოველთვის აგრძნობინეთ, რომ მისი ნებისმიერი საქციელის მიუხედავად, ის გეყვარებათ. უბრალოდ, ცუდი საქციელით გულს გტკენთ ძალიან და დაარწმუნეთ, რომ სიყვარული მისადმი უპირობოა.

კომენტარები (1)
Lali kakhabrishvili
Dzalian mexmareba es yvelaperi, ugrmesi madloba, ketili perhaps xart!
თარიღი : 12-04-2025
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

როცა ბავშვი დაუმორჩილებელია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები