ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი - ADHD
ADHD-ს ახასიათებს: ყურადღების დეფიციტი(გონებაგაფანტულობა), ჰიპერაქტივობა, იმპულსურობა.
ყურადღების დეფიციტი, გონებაგაფანტულობა - ვლინდება გონება გაფანტულობასა და კონცენტრაციის უნარების სიმწირეში, ყურადღების ფოკუსირების დარღვევასა და აღქმის შეზღუდულ უნარებში. ასეთ დროს ბავშვს მარტივად გადააქვს ყურადღება ერთი აქტივობიდან მეორეზე, არ შეუძლია თავიანთი რეაქციის გაკონტროლება ისეთ დროს, როცა საჭიროა კონცენტრაციის და ორგანიზებულობის მობილიზება;
პიჰერაქტივობა - ვლინდება ჭარბ მოტორულ აქტივობაში. აქტიურობის ზრდა უფრო აშკარა ხდება წესებით შეზღუდული თამაშებისა და აქტივობების დროს;
იმპულსურობა
ჰიპერაქტივობით მიმდინარე ფორმა უფრო ხშირია ვაჟებში, ხოლო გოგონებში ყურადღების დეფიციტი.
სინდრომი თავს იჩენს სკოლამდელ ასაკში და სკოლაში ყოფნის დაწყებით საფეხურებზე.
ADHD სინდრომი შესაძლოა გამოვლინდეს ჩვილებშიც მარტივად აღგზნებადობით სხვადასხვა სტიმულატორზე(მკვეთრს სინათლეზე, ხმაურზე, ტემპერატურაზე.)
სინდრომს უკავშირდება სხვა პრობლემებიც:
- ქცევითი პრობლემები;
- აგრესიულობა;
- პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში;
- დაბალი თვითშეფასების არსებობა;
- ჩამორჩენა აკადემიურ საქმიანობაში;
- ნეგატიური დამოკიდებულება(ძირითადად მშობლებსა და მასწავლებლებთან)
სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ასაკის მატებასთან ერთად იცვლება სიმპტომები. თუ სკოლამდელ ასაკში შეინიშნება იმპულსურობა, თანატოლების მიმართ აგრესიულობა, მოუსვენრობა, სკოლის ასაკში სოციალური და აკადემიური პრობლემები იჩენს თავს. ADHD შესაძლოა თან ახლდეს განწყობის დაქვეითება, ანტისოციალური ქცევები, შფოთვა, დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამომწვევი მიზეზებია:
- სტრესი, ფსიქიკური და ემოციური ფუნქციის მოშლა;
- ორსულობის დროს მავნე, ტოქსიურო ან მომწამვლელი ნივთიერების მიღება, არაჯანსაღი კვება;
- ნაადრევი მშობიარობა;
- გენეტიკური ფაქტორი