/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
გაგაცნობთ მედიცინის სიახლეებს.

'

  • ქოლერის გამომწვევი ანტიბიოტიკებზე ძლიერი აღმოჩნდა

ქოლერის გამომწვევი გავრცელებული ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობას იძენს- ასეთი დასკვნა გამოიტანეს ინდოელმა მეცნიერებმა, რომლებმაც დასავლეთ ბენგალიაში ქოლერის აფეთქება შეისწავლეს. ცნობილია, რომ ქოლერას ახასიათებს ინტენსიური ფაღარათი, რომელიც ორგანიზმის ძლიერ გაუწყლოებას იწვევს და განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის საშიში. ქოლერის ყველა ვიბრიონი, რომელიც კი დაავადებულთა ორგანიზმიდან გამოყვეს, რეზისტენტული აღმოჩნდა იმ ხუთი ძირითადი ანტიბიოტიკის მიმართ, რომლებსაც დღესდღეობით იყენებენ ქოლერის მკურნალობისთვის, ხოლო 7 დაავადებულის ორგანიზმში აღმოჩენილმა ვიბრიონებმა გამძლეობა სხვა ანტიბიოტიკების მიმართაც გამოავლინა.

ექიმთა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მიკრობის შეუვალობა ფურაზოლიდონის მიმართ. საქმე ის არის, რომ მცირეწლოვან ბავშვებში ქოლერის მკურნალობისას უპირატესობას სწორედ ამ პრეპარატს ანიჭებდნენ, ვინაიდან ძლიერი ანტიბიოტიკები ბავშვებს ვნებს.

გამოკვლევის ავტორების თქმით, განსაკუთრებით საშიში მიკრობების სელექცია ხელს უწყობს ანტიბიოტიკების დაუსაბუთებელ დანიშვნას და უეფექტობის გამო მკურნალობის კურსის ნაადრევ შეწყვეტას, რაც შესაძლოა მძიმე გართულებების მიზეზად იქცეს, თუმცა იქვე დასძენენ, რომ არსებობს მრავალი ანტიბიოტიკი, რომლებიც ამ ინფექციას გაუმკლავდება.

  • ნაწლავურ ინფექციას ფსიქიატრებისა არ ეშინია

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მოსკოვის მახლობლად მდებარე ფსიქონევროლოგიურ ინტერნატში პაციენტები მასობრივად დაავადდნენ. ავადმყოფების უმრავლესობას გამოაჩნდა მწვავე ნაწლავური ინფექციის ნიშნები: სხეულის ტემპერატურის მატება 38-39 გრადუსამდე და ძლიერი ფაღარათი, რომელიც 5 დღეზე მეტხანს გაგრძელდა. ფაღარათის გამო დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების აღსადგენად რამდენიმე პაციენტს გადასხმითი მკურნალობა დასჭირდა. ამჟამად პაციენტებს ექიმ-ინფექციონისტების ბრიგადა აკვირდება, სამედიცინო დაწესებულების წყლის სისტემებზე დაკვირვება ტარდება, ხოლო მოსკოვის შემოგარენში ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

  • ოლიმპიადა, ფაღარათი თუ ძაღლის ნაკბენი?

ოლიმპიადის ორგანიზატორების აზრით, პეკინს აგვისტოში 600 ათასამდე უცხოელი და 2 მლნ-ზე მეტი ჩინელი ესტუმრება. უცხოელებს, რომლებიც პეკინის ოლიმპიადაზე დასწრებას აპირებენ, არა ეგზოტიკური ინფექციების, არამედ, უწინარეს ყოვლისა, ფაღარათის, მაწანწალა ძაღლებისა და რესპირაციული დაავადებებისა უნდა ეშინოდეთ - ასეთია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის და მოგზაურთა მედიცინის საერთაშორისო საზოგადოების ექსპერტთა დასკვნა. მათი მონაცემებით, ჩინეთში განსაკუ-თრებულ საფრთხეს წარმოადგენს ნაწლავური ინფექციები, რომლებსაც თან სდევს პირღებინება, ფაღარათი და ორგანიზმის ძლიერი გაუწყლოება. არანაკლებ საშიშია მაწანწალა ძაღლების თავდასხმა. ცნობილია, რომ ცოფით ავადობის მხრივ ჩინეთს მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია. ჩინეთიდან დაბრუნებული ტურისტები ექიმს ყველაზე ხშირად სწორედ ძაღლის ნაკბენის, ნაწლავური და რესპირატორული ინფექციების, ამოვარდნილობისა და ნაღრძობის გამო მიმართავენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღრიცხული 2500 პაციენტიდან ერთსაც არ ჰქონია ისეთი ეგზოტიკური ინფექცია, როგორიც არის მალარია და დენგეს ცხელება. და მაინც, რეკომენდებულია, ამ რეგიონისთვის აუცილებელი აცრები ჩინეთში მიმავალმა ყველა ადამიანმა ჩაიტაროს.

  • ტრანსატლანტიკური ლაინერის საფაღარათო თავგადასავალი

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ტრანსატლანტიკური საკრუიზო ლაინერის ეკიპაჟს და ცხრაას მგზავრს შუაგულ ოკეანეში ზედიზედ დაეწყო პირღებინება და ფაღარათი, რაც თითქმის ორი დღე-ღამე გაგრძელდა. დიარეამ მძიმე გაუწყლოება, გამოფიტვა და სისუსტე გამოიწვია. ბორტზე მყოფ ექიმთა აზრით, აფეთქება ნაწლავურმა ინფექციამ, სავარაუდოდ, ნორფოლკის მსგავსმა ვირუსმა გამოიწვია.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა ლაინერზე მიავლინა სპეციალისტების ჯგუფი, რომლებმაც გემზე არსებული სანიტარიული პირობები შეაფასეს.

ასევე დაგაინტერესებთ
ქართული მედიცინის უცნობი არტეფაქტები
აშშ.-ში სათვალის შემცვლელი პრეპარატი დაუშვეს - რევოლუციური სიახლე მოხუცებს სათვალისგან გაათავისუფლებს

წელს აშშ-ში ათზე მეტი ანალოგიური შემთხვევა აღირიცხა.

  • პომიდვრის დაბრუნება

ცოტა ხნის წინ კანადისა და აშშ-ის სწრაფი კვების ობიექტების მენიუდან დროებით ამოიღეს პომიდორი. ეს რადიკალური ღონისძიება აშშ-ში სალმონელოზის აფეთქებამ გამოიწვია.

ამჟამად სწრაფი კვების ობიექტები კლიენტებს სთავაზობენ ახალდაჭრილ პომიდვრებს, რაც დაავადების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

  • პოლიციელები და მეხანძრეები დათვებთან ურთიერთობას სწავლობენ

ჩრდილოეთ მექსიკის ქალაქ მონტერეიში პოლიციელები და მეხანძრეები დაჩქარებული ტემპებით სწავლობენ... დათვებთან ურთიერთობას. ამ `საგნის~ მცოდნე ბიოლოგები საგანგებო კურსის ჩასატარებლად ასე სასწრაფოდ იმიტომ მოიწვიეს, რომ ბოლო ხანებში მხეცები მრავალმილიონიანი მეგაპოლისის ხშირი სტუმრები გახდნენ. კვირა არ გავა, რომ ადგილობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა არ გადმოსცენ იმ ტერიტორიაზე დათვის შეჭრის ამბავი, რომელსაც ქალაქის მოსახლეობა თავისად მიიჩნევს და სადაც გარეულ ცხოველებთან შეხვედრას არავინ ელის. ეს თავისთავად ცხადია - ჩრდილოეთ მექსიკა ალასკა ხომ არ არის, სადაც ტურისტები საგანგებოდ მიემგზავრებიან, რათა დათვების ყურებით დატკბნენ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მექსიკელ დათუნიებს უკაცრიელი მთების დატოვება პაპანაქება სიცხემ და უწყლობამ აიძულა. წელს მექსიკაში, აშშ-ის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, საშინელი გვალვა მძვინვარებს. დათვები ქალაქების შემოგარენში უმთავრესად წყალს ეძებენ, მაგრამ საკმაოდ საზრიანი ცხოველები არიან და იმასაც ხვდებიან, რომ ადამიანის საცხოვრისთან საკვების პოვნაც შეიძლება.

საბედნიეროდ, ახალ მეზობლებს ზიანი ჯერ არავისთვის მიუყენებიათ, აი, ადამიანების მეზობლობას კი ერთი დათუნია ემსხვერპლა - ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მისი დაჭერა სცადეს. მექსიკის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ასეთი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ მოამზადოს ექსტრემალური სამსახურის მუშაკები დათვებთან შესახვედრად.

მექსიკის ჩრდილოეთი დათვის ნამდვილმა ბუმმა მოიცვა. სად არ ნახავთ დათვის გამოსახულებებს ბოთლით ხელში - მაისურებზე, აბრებზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ავტობუსის მინებზეც კი. მექსიკელი ბიოლოგები ასეთ ინტერესს მიესალმებიან, მაგრამ მოითხოვენ, მოსახლეობას განემარტოს ახალ მეზობლებთან ურთიერთობის წესები, რათა დათვებთან შეხვედრისას პირადი კონტაქტების დამყარება არ მოისურვონ.

  • ნარკოტიკებიდან ხველების საწინააღმდეგო საშუალებებამდე

12-დან 25 წლამდე ასაკის 3 მილიონზე მეტი ამერიკელი ნარკოტიკული თრობის მისაღწევად ხველებისა და გაციების საწინააღმდეგო საშუალებებს იყენებს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკის ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული სამსახურების თანამშრომლები 2006 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად.

ხველებისა და გაციების საწინააღმდეგო ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს ნარკოტიკების ნაცვლად იყენებს მოზარდთა და ზრდასრულ ადამიანთა დაახლოებითY5%, რომელთა შორისაც თეთრკანიანები ჭარბობენ. ამ მედიკამენტების ნარკოტიკული ეფექტი ერთ-ერთი კომპონენტით - დექსტრომეტორფანით არის გამოწვეული. ეს ნივთიერება ხველებისა და გაციების საწინააღმდეგო 140-ზე მეტი პრეპარატის შემადგენლობაში შედის. მისი დიდი დოზით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ჰალუცინაცია, სივრცესა და დროში ორიენტაციის დარღვევა, მხედველობის დაქვეითება და მეტყველების მოშლა. გარდა ამისა, დექსტრომეტორფანის ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი პირღებინება გაუწყლოებით, კუნთოვანი სპაზმი, გულის რითმის დარღვევა და სიკვდილიც კი.

  • მივირთვათ თუ არა ჰამბურგერი

პენსილვანიის შტატის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია აპირებს, გაყიდვიდან ამოიღოს ჰამბურგერებისთვის განკუთვნილი ორმოცი ტონა კატლეტი. საინფორმაციო სააგენტოს მიერ მოძიებული მასალებით, პროდუქცია ნაწლავის ჩხირით არის ინფიცირებული. ნიუ იორკის სამ მკვიდრს, რომლებმაც ამ კატლეტით მომზადებული ჰამბურგერი მიირთვეს, E. ცოლი აღმოაჩნდა. ჯანდაცვის ადგილობრივი დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ დაავადება სწორედ ამ საკვებით არის გამოწვეული. ატლეტი ამერიკის 12 შტატის მაღაზიებს მიეწოდება. მათ, ვინც მოასწრო ამ კომპანიის ნაწარმის ყიდვა, ამერიკელი მედიკოსები ურჩევენ, ისინი არავითარ შემთხვევაში არ მიირთვან, დაავადების სიმპტომების შემჩნევისას კი დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი სენსაციები მედიცინაში

გასული ათწლეული (2015-2025) მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და რევოლუციურ პერიოდად შევა.
სრულად
რევოლუცია სტომატოლოგიაში: ლაბორატორიაში გაზრდილი ადამიანის კბილები შესაძლოა მომავალში კბილის აღდგენის ბუნებრივ ალტერნატივად იქცეს

მეცნიერებმა ლონდონის კინგსის კოლეჯიდან (King's College London), იმპერიალის კოლეჯთან (Imperial College London) თანამშრომლობით,
სრულად
D ვიტამინმა შეიძლება შეანელოს ბიოლოგიური დაბერება

კვლევა ვარაუდობს, რომ D ვიტამინის დანამატები შეიძლება დაეხმაროს ანთების და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების რისკის შემცირებას.
სრულად
ამერიკელს 18 წლის განმავლობაში შეჰყავდა საკუთარ სხეულში  გველის შხამი ანტიდოტის შექმნის მიზნით

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს რთული ანტიდოტი, რომელიც ანეიტრალებს საშიში გველების 13 სახეობის შხამს.
სრულად
რა საკვებს ყრიან ყველაზე ხშირად
რა საკვებს ყრიან ყველაზე ხშირად
ეს გამოწვეულია საკვების შესახებ მცდარი შეხედულებებით.
სრულად
ნაპოვნია სიბერეში კუნთების და ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალება

GeroScience: HDAC11 ცილის დეფიციტი ორგანიზმში იცავს სარკოპენიისგან.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები