/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როდის იცვლება სხეულის ტემპერატურა

როდის იცვლება სხეულის ტემპერატურა
ადამიანის სხეულის ტემპერატურა მუდმივია და დღე-ღამის განმავლობაში უმნიშვნელოდ (დაახლოებით 0,3-0,5 გრადუსით) იცვლება - დღისით უფრო დაბალია, საღამოს კი ოდნავ იმატებს.

ჯანმრთელი ადამიანის სხეულის ტემპერატურა იღლიის ფოსოში 36-დან 36,8 გრადუსამდე მერყეობს, თუმცა ზოგიერთს შესაძლოა 36 გრადუსზე ოდნავ დაბალი ან 37 გრადუსზე ოდნავ მაღალიც ჰქონდეს. ტემპერატურას ზომავენ სპეციალური სამედიცინო თერმომეტრით, რომელსაც აქვს სკალა 35-დან 42 გრადუსამდე დანაყოფებით. გაზომვა საჭიროა დღეში ორჯერ: დილით 7-დან 9 საათამდე და საღამოს დაახლოებით 18 სთ-ზე. ზოგჯერ ექიმის მითითებით ავადმყოფს სხეულის ტემპერატურას უფრო ხშირად უზომავენ.

თერმომეტრი გაზომვის წინ უნდა დაიბერტყოს, რათა ვერცხლისწყლის სვეტმა ნორმაზე დაბლა დაიწიოს. იღლიის ფოსო წინასწარ უნდა გამშრალდეს და შემდეგ მჭიდროდ ჩაიდოს თერმომეტრი 10 წუთით. თუ სხეულის ტემპერატურამ 37 გრადუსზე ზემოთ აიწია და ასე გაგრძელდა 5 საათზე მეტხანს - ეს ორგანიზმის ნორმალური დაცვითი რეაქციაა. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდა ქალებში ტემპერატურის მაჩვენებელი შესაძლოა მენსტრუალური ციკლის ფაზის მიხედვით მერყეობდეს. ციკლის პირველ დღეებში ტემპერატურამ შესაძლოა 36-35,5 გრადუსამდეც კი დაიწიოს, ხოლო მენსტრუაციის დასასრულისთვის 37,2 გრადუსამდე აიწიოს. ცვლილების დიაპაზონი ასახავს დღეღამურ რიტმს და ჰორმონთა დონის ბუნებრივ ცვლილებებს უკავშირდება. სხეულის ტემპერატურის 37,5-38 გრადუსზე მეტად აწევა უკვე ავადმყოფობის სიმპტომია, თუ თან სდევს სისუსტე, უქეიფობა, შემცივნება. თუნდაც სუბფებრილური ტემპერატურა უმნიშვნელო დროით და თვეში მხოლოდ 2-3-ჯერ მეორდებოდეს, მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ გამოკვლევა, რათა არ გამოგეპაროთ ფარული ინფექცია ან ანთების კერა. ორგანიზმში მოხვედრილი ინფექცია (ტოქსინები, მიკრობები, ვირუსები) ასევე იწვევს სხეულის ტემპერატურის მომატებას. ტოქსინები მონაწილეობენ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომელთა სამიზნეა თერმომარეგულირებელი ორგანო - ტვინის ტემპერატურული ცენტრი. მაგალითად, წყლულოვანი კოლიტის დროს ტემპერატურა 37,2 გრადუსზე ზემოთ არ იწევს, ხოლო ფილტვების ანთების დროს პირველი დღიდანვე შესაძლოა ასცდეს 39 გრადუსს. ჰეპატიტის დროს ჰიპერთერმია დაავადების მხოლოდ მაცნეა, ხოლო აპენდიციტის დროს ანთების მწვავე სტადიაზე მიგვანიშნებს. იმუნიტეტის დაქვეითების დროს შეინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება გაურკვეველი მიზეზით 37,3 გრადუსამდე. თუ ამას თან სდევს დაღლილობის შეგრძნება, წონის დაკლება, მომატებული ოფლიანობა, მოგიწევთ, მიმართოთ თერაპევტს, პულმონოლოგს, ლარინგოლოგს და ფთიზიატრს. იმუნიტეტის დაქვეითების გამოვლენა შეუძლია იმუნოლოგს. გამონაყარი და სხეულის ტემპერატურის მომატება შესაძლოა გამოიწვიოს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების, სულფანილამიდებისა და პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიამ, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს ოფლიანობის პროვოცირებას. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ორგანიზმს სრული უფლება აქვს, უკმაყოფილება სხეულის ტემპერატურის 38 გრადუსამდე მომატებით გამოხატოს. სისხლის გადასხმა იწვევს შემცივნებას და სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მომატებას.

დროა, ზომები მიიღოთ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება, რომელიც განსაკუთრებით უსიამოვნო შეგრძნებებს არ იწვევს, არ იძლევა საბაბს, სიცხის დამწევ საშუალებებს მივმართოთ. თუ გრიპი გაქვთ, ზომები უნდა მიიღოთ მხოლოდ მაშინ, როდსაც თერმომეტრი 38 გრადუსზე მეტ ტემპერატურას გიჩვენებთ, მანამდე კი იმუნიტეტს ხელს ნუ შეუშლით, დაე ებრძოლოს ავადმყოფობას!

სიცხის დამწევი პრეპარატი უამრავია, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებულია ასპირინი და მისი ანალოგები. ბავშვებს ექიმები პარაცეტამოლს ურჩევენ. დღე-ღამეში 4 აბზე მეტის მიღება არ შეიძლება. უფრო რადი¬კალური მეთოდია ასპირინისა და დიმედროლის ინექცია - ტემპერატურა აუცილებლად დაიწევს. ხალხური მეთოდია დაზელა წყლის, ძმრისა და არყის ნარევით, რომელიც ტემპერატურას 1-1,5 გრადუსით დასწევს. ტემპერატურის საგრძნობი მომატებისას ავადმყოფი განსაკუთრებულ მეთვალყურეობას და მოვლას საჭიროებს. თუ ცხელება დაიწყო შემცივნებით, ავადმყოფი უნდა ჩავაწვინოთ ლოგინში, ჩავათბუნოთ, დავალევინოთ ცხელი ჩაი (სასურველია ჟოლოთი) და აუცილებლად ვაჩვენოთ ექიმს. ამ დროს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ორგანიზმი გაძლიერებულად ხარჯავს სარეზერვო ცხიმებს, ნახშირწყლებსა და ცილებს. ამ დროს ადამიანს მადა ეკარგება. ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს სრულფასოვანი, ვიტამინებით მდიდარი საკვებით, მაგრამ დაძალება გაუმართლებელია. უნდა მივცეთ საკმაო ოდენობის სითხე - ხილის წვენი, ჩაი, კომპოტი (ცხადია, თუ სითხის დიდი ოდენობით მიღება უკუნაჩვენები არ არის გულის დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, შეშუპების, მუცლისა და პლევრის ღრუში სითხის ჩადგომის გამო). ტემპერატურის მომატება ზოგჯერ კრიზით ან ტემპერატურის სწრაფი დაცემით მთავრდება. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს მაჯისცემას, სუნთქვას, წნევას, კანისა და ლორწოვანის ფერს, კანის სიფითრეს ან სილურჯეს, ცივი ოფლი სუსტ მაჯასთან ერთად წნევის მკვეთრი დაცემის მაჩვენებელია. ამ დროს ავადმყოფი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, რისთვისაც უნდა გამოვიძახოთ ექიმი. მეტისმეტად მაღალი ტემპერატურის დროს შესაძლოა ავადმყოფს განუვითარდეს კრუნჩხვა, დაებინდოს გონება ან დაეწყოს ჰალუცინაციები. ასეთი ავადმყოფის მომვლელის გარეშე დატოვება არ შეიძლება. საჭიროა ექიმის მეთვალყურეობაც.

კომენტარები (7)
გოგა
გამარჯობათ, ღამით სიცხემ ამიწია 38.1 მდე მამტვრევდა და ნუროფენი 400 იანი დავლიე და მთელი ღამე ვოფლიანობდი დილამდე სიცხე აგარ მაქვს.რა შეიძლება იყოს 1 დღიანი ტემპერატურის მიზეზი?
თარიღი : 24-04-2017
temo
38-39 მაკ 2 გეა რა ვკნა
თარიღი : 14-01-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

საწოლის ბაღლინჯო: უხილავი საფრთხე სასტუმროს ნომერში
საწოლის ბაღლინჯო: უხილავი საფრთხე სასტუმროს ნომერში
საწოლის ბაღლინჯოები (Bed Bugs) ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო და რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა, რომელიც იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება სასტუმროში შეგხვდეთ.
სრულად
ექვსი წესი, რომელიც დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს იცხოვროთ სრულფასოვნად
ექვსი წესი, რომელიც დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს იცხოვროთ სრულფასოვნად
მნიშვნელოვანია იზრუნოთ ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ ჯანმრთელობაზე.
სრულად
რა 3 მთავარი შეცდომა შეიძლება დავუშვათ ქუსლების გახეხვისას
რა 3 მთავარი შეცდომა შეიძლება დავუშვათ ქუსლების გახეხვისას
სწორად ვიქცევით თუ არა, როდესაც შხაპის ქვეშ ვიხეხავთ ქუსლებს,
სრულად
როგორ გავაუმჯობესოთ ინსულინის მიმართ მგრძნობელობა
როგორ გავაუმჯობესოთ ინსულინის მიმართ მგრძნობელობა
თუ გაქვთ დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, ინსულინის მიმართ მგრძნობელობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
სრულად
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პირველი ნიშნები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პირველი ნიშნები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ხშირად თან ახლავს ალკოჰოლიზმს.
სრულად
თუ 30 წელზე მეტის ხართ, სამ ექიმს უნდა მიმართოთ
თუ 30 წელზე მეტის ხართ, სამ ექიმს უნდა მიმართოთ
რომელ ექიმთან ვიზიტია აუცილებელი ამა თუ იმ ასაკში?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როდის იცვლება სხეულის ტემპერატურა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები