თუ 30 წელზე მეტის ხართ, სამ ექიმს უნდა მიმართოთ
- გაგაცნობთ რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ:
ქალები
გინეკოლოგი
სქესობრივი აქტივობის დაწყებიდან და ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ქალებს ურჩევენ გაიარონ ნაცხის ტესტი ადამიანის პაპილომავირუსზე და ონკოციტოლოგიაზე (საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის მონიტორინგი) და გაიარონ კოლპოსკოპია.
ხოლო 30 წლის შემდეგ, ჩაიტაროთ კოლპოსკოპია იმავე რეჟიმში და თუ ეჭვი გაქვთ პათოლოგიაზე, განახორციელოთ მონიტორინგი უფრო ხშირად - ექვს თვეში ერთხელ /წელიწადში ერთხელ.
ასევე სასურველია საშვილოსნოს და სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია წელიწადში ერთხელ. 35 წლის შემდეგ შეგიძლიათ მიმართოთ მამოლოგს, რომელიც დაგინიშნავთ მამოგრაფიას. 40 წლიდან დაწყებული, ეს გამოკვლევა რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ.
და, რა თქმა უნდა, გინეკოლოგს უნდა მიმართოთ ნებისმიერი დისკომფორტის შემთხვევაში, ორსულობის დაგეგმვისას, ასევე ორალური კონტრაცეპტივების მიღებისას.
თერაპევტი
თერაპევტი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მიმართოთ ენდოკრინოლოგს (თუ არსებობს ჰორმონალური დისბალანსის სიმპტომები ან ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა საეჭვოა), კარდიოლოგს (თუ წნევის მომატება ან რითმის დარღვევა მოხდა). საჭიროა ბიოქიმიური და სისხლის კლინიკური ანალიზი, რათა შეამოწმოთ ელექტროლიტების ბალანსი, რკინისა და ჰემოგლობინის დონე, გლუკოზა, საერთო ცილები, შეაფასოთ თირკმელებისა და ღვიძლის მდგომარეობა და არ გამოგრჩეთ ცვლილებები ლიპიდურ სპექტრში.
ფლებოლოგი
30 წლის ასაკში ბევრი უკვე დედა გახდა, ანუ მათ განიცადეს სისხლში ესტროგენის რყევების, გაზრდილი დატვირთვისა და სისხლძარღვების კედლის ცვლილებების ყველა სიამოვნება. გარდა ამისა, ქალებს უფრო ხშირად ემუქრებათ ვენური დაავადებების რისკი: აცვიათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და იკავებენ საოფისე პოზიციებს, რომლებიც მოითხოვს მათ დიდხანს ჯდომას ან დგომას.
ვენური დაავადებების პრევენცია ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მოგვიანებით მათთან გამკლავება.
ფლებოლოგი შეაფასებს სისხლძარღვების მდგომარეობას ულტრაბგერითი კვლევის გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში შეარჩევს კონსერვატიულ მკურნალობას ან შემოგთავაზებთ მინიმალურად ინვაზიურ ქირურგიულ ტექნიკას.
მამაკაცებისთვის
თერაპევტი
30 წლისთვისაც კარგი იქნება ეკგ კვლევა და ლიპიდური ანალიზის ჩატარება, ფილტვების მოსმენა და რენტგენოგრაფია (განსაკუთრებით მწეველებში). ჰორმონალური დარღვევების ნიშნები გამოკვლევის დროს და ტესტების ცვლილებებისას საჭიროა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.
უროლოგი
30 წლის მამაკაცი ჯანმრთელია, თავდაჯერებული და, როგორც წესი, არ აქვს სერიოზული პრობლემები ინტიმურ სფეროში. მაგრამ სრული ჯანმრთელობის პირობებშიც კი სასარგებლო იქნება თირკმელების, შარდის ბუშტისა და პროსტატის ექოსკოპიის ჩატარება, ასევე PSA (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის) ტესტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა პროსტატის ჯირკვალთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეს ანალიზი შეიძლება განმეორდეს 1-3 წელიწადში ერთხელ, ხოლო 40 წლის შემდეგ - სასურველია ყოველწლიურად.
გასტროენტეროლოგი
მამაკაცები უფრო უყურადღებო არიან კვების რაციონში, ვიდრე ქალები, ისინი უფრო ხშირად ეწევიან, სვამენ მეტ ალკოჰოლს და შესაბამისად კუჭ-ნაწლავის ტრაქტი რისკის ქვეშაა. მიზანშეწონილია გასტროენტეროლოგის გამოკვლევა, მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპიის ჩატარება, განსაკუთრებით ღვიძლის, პანკრეასის მდგომარეობისა და ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის დაკვირვება.
40 წლამდე კარგი იქნება განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, რადგან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ონკოლოგიური პროცესები, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათია ამ ასაკში.
ასაკის მიუხედავად, თვითმკურნალობა არის გზა უფსკრულისკენ. ნებისმიერი დისკომფორტის დროს უმჯობესია მიმართოთ ექიმს. მით უმეტეს, თუ ახლობლებს აქვთ მემკვიდრეობითი დაავადებები: დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ასთმა, ონკოლოგია, აუტოიმუნური პროცესები.
და კიდევ ერთი - ზემოთ ნახსენები სპეციალისტების გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს სტომატოლოგი, რომელთანაც პრევენციული ვიზიტები აუცილებელია გარკვეული პერიოდულობით.
ასევე დაგაინტერესებთ:
რა ცვლილებები ხდება უჯრედებში ავთვისებიანი სიმსივნის ჩასახვის ეტაპზე
კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს თავიანთი სამუშაოს შედეგები, სადაც მათ შეისწავლეს რა ცვლილებები ხდება უჯრედებში ავთვისებიანი სიმსივნის ჩასახვის ეტაპზე.
ისინი იმ მივიდნენ დასკვნამდე, რომ კიბოს პირველი ნიშნები ორგანიზმში საშიში სიმსივნის სრულ ჩამოყალიბებამდე მრავალი წლით ადრე ჩნდება.
„კვლევა მიზნად ისახავდა სიმსივნის მკურნალობის გზების იდენტიფიცირებას, მანამ სანამ დაავადების სიმპტომები გამოვლინდება. ამის საფუძველია ის ფაქტი, რომ ბევრ ადამიანს უვითარდება კიბოსწინარე მდგომარეობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფარული რჩება", - წერს Pronews.gr.
როგორც მკვლევარმა რებეკა ფიცჯერალდმა აღნიშნა, „კიბოს განვითარებას შეიძლება წლები დასჭირდეს“.
"ხშირ შემთხვევაში, დაავადება მოულოდნელად ვლინდება პაციენტებში. დღეს ექიმებს სირთულეები ექმნებათ, რადგანაც დაავადება, რომელიც მთელ სხეულშია გავრცელებული, ძნელად განკურნებადია. ცხადია, სხვა მიდგომაა საჭირო. ის დაფუძნებულია დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენაზე, იმ კლვევების საშუალებით, რომელიც შეიძლება ჩაუტარდეს დიდი რაოდენობით ადამიანს", - განაცხადა ფიცჯერალდმა.
სამუშაოს ფარგლებში, მეცნიერებმა დააფიქსირეს გარკვეული ცვლილებები ადამიანების სისხლის ნიმუშებში კიბოს პირველი სიმპტომების გამოვლენამდე 10 წლის, ზოგჯერ კი 20 წლის განმავლობაში,
”ეს არის აშკარა გენეტიკური ცვლილებები, მაგალითად, ათ წელზე მეტი ხნის წინ, ვიდრე ადამიანს ლეიკემიის სიმპტომები გამოუვლინდება”, - დაადასტურა მკვლევარმა.
მისი თქმით, გამოვლენილი მახასიათებლები იძლევა დიდ "შესაძლებლობების ფანჯარას", რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ " საშიში დაავადების სამკურნალოდ". კვლევა გრძელდება.