რა 3 მთავარი შეცდომა შეიძლება დავუშვათ ქუსლების გახეხვისას

ვცდილოთ გავხადოთ ვარდისფერი, „ბავშვის“ ქუსლების მსგავსი და ამისთვის ვიყენებთ პემზას?
შეცდომა ნომერი პირველი: პემზის გამოყენება
ფეხებზე მშრალი კანი, ტერფებზე კოჟიჟები და აქერცლილი ქუსლები გვიჩენს დაუძლეველ სურვილს, რომ დავამუშაოთ ფეხები ქლიბით ან პემზის ქვით.
ქუსლის კანის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ყველაზე წვრილ აბრაზიულ ქლიბებს. სახლის პირობებში მოვლის დროს ამ პროცედურისთვის ყველაზე უსაფრთხო საშუალება არის ქლიბები ერთჯერადი შესაცვლელი ზედაპირებით. აღნიშნული ფაილები ეწებება ხის ან ლითონის ტარს და გამოყენების შემდეგ უნდა გადაიყაროს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
პემზის და სხვადასხვა ქვების გამოყენება ფეხის ჰიგიენური მკურნალობისთვის შეიძლება საშიში იყოს. პემზის ქვა საკმაოდ ფოროვანი მასალაა და მასში კანის ფანტელები (აქერცლილი ეპიდერმისის ნარჩენები) მკვიდრდება. ტენიანობა, ტემპერატურა და ჩამოფრცქვნილი ეპიდერმისის აღნიშნული ფანტელები იდეალურ პირობებს ქმნის სხვადასხვა ინფექციების განვითარებისთვის.
ნომერი მეორე შეცდომა: ქუსლების გაქლიბვის პროცედურის ჩატარება შხაპის ქვეშ ან აბაზანაში
ქუსლის დამუშავება უნდა მოხდეს მშრალ მდგომარეობაში. არ შეიძლება სველი კანის გაქლიბვა, რადგან ის ძალიან დაუცველია ამ მდგომარეობაში.
უჯრედებს შორის კავშირები დაჭიმულია და ადვილად ირღვევა. დიდია რისკი იმისა, რომ ზედმეტად გაქლიბავთ. ეს კი კანისთვის იქნება სიგნალი, რომ წარმოქმნას დიდი რაოდენობით უჯრედები დაკარგული უჯრედების ჩასანაცვლებლად. შედეგად მივიღებთ ჰიპერკერატოზის კიდევ უფრო სწრაფად ჩამოყალიბებას: ფეხებზე კანი კიდევ უფრო მკვრივი, მყარი და უხეში ხდება.
ქუსლების რბილი, მშრალი დამუშავება უფრო კონტროლირებადი პროცესია და ნაკლებ რისკს უქმნის ქუსლებზე კანს.
შეცდომა ნომერი მესამე: გაქლიბვა ვარდისფერ კანამდე
არ არის საჭირო ვარდისფერი კანის, "ბავშვის" ქუსლის მიღწევა. ეს არ არის ფიზიოლოგიური. როგორც კი ადამიანი მცოცავი მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადის, ტერფებზე კერატინიზირებული კანის უბნები ჩნდება.
ქუსლის მიდამოში, მეხუთე თითის ქვეშ და ცერა თითის ირგვლივ, აუცილებლად უნდა მოხდეს კანის გასქელება, რათა ზედმეტი დაწოლისგან დაცული იქნას ღრმად არსებული ქსოვილები, კანქვეშა ცხიმი, მყესები და კუნთები. ეს ის ადგილებია, რომლებსაც ვეყრდნობით დგომისას; მათ უჭირავს მთელი ჩვენი სხეულის წონა. შესაბამისად, მათი დათხელება არ შეიძლება.
ზედმეტი გაქლიბვა და გახეხვა აუცილებლად გამოიწვევს თავად კანის აგრესიულ ქცევას. ის შეეცდება კომპენსატორულად აანაზღაუროს გაქსქელებული უბნები და აღადგინოს დაცვა.