ქართული მედიცინის უცნობი არტეფაქტები
This is a modal window.
ქართული სამედიცინო ხელნაწერები, უძველესი სამედიცინო იარაღები და აპარატურა, ცნობილი ქართველი ექიმების ნივთებისგან შექმნილი ექიმის კაბინეტი და სხვა მრავალი ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში ინახება, რომელიც 1963 წელს პროფესორ მიხეილ შენგელიას ინიციატივითა და იმდროინდელი ქართული სამედიცინო საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით შეიქმნა.
მუზეუმი თავიდან მეცამეტე საუკუნის ლურჯ მონასტერში განთავსდა, საბოლოოდ კი მას ყოფილი მიხეილის საავადმყოფოს კომპლექსში. 1872 წელს საფერშლო სკოლისთვის აგებული შენობა გადაეცა, თუმცა საბჭოთა კავშირის რეპრესიებისგან დაზიანებულ შენობაში მუზეუმის ფუნქციონირება შეუძლებელი იყო და უკვე განახლებული მუზეუმის შენობა 2018 წელს გაიხსნა.
ფონდებში დაცული ექსპონატების მნიშვნელოვანი ნაწილი მოპოვებულია საქართველოს ყველა კუთხეში მოწყობილი ორმოცამდე სამეცნიერო ექსპედიციის შედეგად. ეს არის ქართული ხალხური მედიცინის უნიკალური მასალა: ათიათასობით რეცეპტი და ასეულობით მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის კომპონენტი, ჰერბარიუმები. აქ მოსულ დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს მუზეუმის ფონდებსა და არქივებში დაცული უნიკალური ღირებულების არტეფაქტები.