/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

ენცეფალოპათიის ფორმები

ენცეფალოპათიის ფორმები
გამომწვევ მიზეზსა (ეტიოლოგიასა) და პათოგენეზზე დამოკიდებულებით განასხვავებენ ენცეფალოპათიების რამდენიმე ჯგუფს. თითოეული მათგანი დაავადების სხვადასხვა ფორმას აერთიანებს. გთავაზობთ ენცეფალოპათიის ყველაზე გავრცელებული ფორმების მოკლე დახასიათებას.ალკოჰოლური ენცეფალოპათია ალკოჰოლური ენცეფალოპათია ალკოჰოლური ფსიქოზის მძიმე ფორმაა. ის ძირითადად ალკოჰოლიზმის მესამე სტადიაზე ვითარდება. არსობრივად ეს არის ჯგუფი რამდენიმე დაავადებისა, რომლებიც კლინიკური სურათითა და გამომწვევი მიზეზებით ემსგავსებიან ერთმანეთს. ალკოჰოლური ენცეფალოპათია ხასიათდება მძიმე ნევროლოგიური და სომატური გამოვლინებებით.

დაავადების განვითარებისა და მიმდინარეობის სიჩქარეზე დამოკიდებულებით, განასხვავებენ ალკოჰოლური ენცეფალოპათიის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ძალიან ხშირად ალკოჰოლური ენცეფალოპათიის მქონე პირებს ანამნეზში აღენიშნებათ სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სუროგატების ბოროტად გამოყენება. ეს პირები უწინ სხვებზე ხშირად მოხვედრილან ტოქსიკოლოგიურ ან ნარკოლოგიურ განყოფილებაში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის (მოწამვლის) გამო. ამ კატეგორიის პრაქტიკულად ყველა პაციენტს აღენიშნება შინაგანი ორგანოების ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პათოლოგია. ხშირად ენცეფალოპათიის კლინიკურად გამოვლენას წინ უძღვის მრავალდღიანი ან მრავალთვიანი თრობა. არცთუ იშვიათად დაავადება ვლინდება გაზაფხულის პერიოდში, როდესაც ყველა ვიტამინის ნაკლებობა შეინიშნება. ამ მდგომარეობას აღრმავებს ისიც, რომ ლოთობის (გაბმით სმის) ფონზე ავადმყოფები პრაქტიკულად არ იღებენ საკვებს. მეტიც, მათ საკვებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება (განრიდება) უვითარდებათ, რასაც თან ახლავს გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ბოყინი, ტკივილი მუცლის არეში. ხშირია ყაბზობა, რომელსაც ფაღარათი ცვლის. შედეგად პაციენტები კატასტროფულად იკლებენ წონას.

მათთვის დამახასიათებელია:

  • ძილის დარღვევა (ვერ იძინებენ ვერც ღამით და ვერც დღისით);
  • პარესთეზია (სხეულის სხვადასხვა უბანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება);
  • ქვედა კიდურების კრუნჩხვა;
  • ზოგადი სისუსტე;
  • მოძრაობათა კოორდინაციის დარღვევა;
  • თავბრუხვევა;
  • მთელი სხეულის კანკალი;
  • ცხელება, რომელიც უმეტესად ღამღამობით ვითარდება შეტევისებურად, ან კიდევ წამოხურება ოფლიანობით;
  • გულისცემის აჩქარება;
  • ჰაერის უკმარისობა;
  • უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში;
  • სხეულის ცალკეულ ნაწილებში სიცივისა და მტვრევის შეგრძნება, დაბუჟება და ტკივილი.

დისცირკულატორული ენცეფალოპათია

დისცირკულატორული ენცეფალოპათია ტვინის ქსოვილის პროგრესირებად ორგანულ ცვლილებათა ერთობლიობაა, რომელიც ტვინის სისხლით მომარაგების სხვადასხვა ტიპის დარღვევის გამო ვითარდება. განასხვავებენ ათეროსკლეროზულ, ჰიპერტონიულ, შერეულ (ათეროსკლეროზი და არტერიული ჰიპერტენზია) და ვენურ ენცეფალოპათიებს.

დისცირკულატორული ათეროსკლეროზული ენცეფალოპათია

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი მე 3 თვეა ვიღებ ესრამს დღეში 1 ტაბლეტს.. მაინტერესებს შემიძლია თუ არა 1 ჭიქა.ღვინოს ან ლუდის დალევა? მადლობა წინასწარ </p>

ყველაზე ხშირად გვხვდება დისცირკულატორული ათეროსკლეროზული ენცეფალოპათია. ამ პათოლოგიის სამ სტადიას გამოყოფენ.

I სტადია – მას ზომიერად გამოხატულ, კომპენსირებულ სტადიასაც უწოდებენ. ვლინდება ცერებრასთენიული სინდრომით (მეხსიერების დაქვეითება, ემოციური არამდგრადობა, გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი, არასისტემური თავბრუხვევა), დისტონიური ვეგეტოსისხლძარღვოვანი რეაქციებითა და ფსიქოპათოლოგიურ სინდრომთა სხვადასხვა ვარიანტით (ასთენოდეპრესიული, ასთენოიპოქონდრიული, პარანოიდული, აფექტური). ამ სტადიაზე მყარი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები არ შეინიშნება. შესაძლოა გამოვლინდეს მსუბუქად გამოხატული პაროქსიზმული დარღვევები. დისცირკულატორული ენცეფალოპათიის საწყის სტადიაზე ჭარბობს ცერებრასთენიის ჰიპერდინამიკური ფორმა, რომელიც ვლინდება აგზნებადობით, თავშეუკავებლობით, გუნება-განწყობის ლაბილობით, მშფოთვარე ძილით.

II სტადია - გამოხატული, სუბკომპენსირებული სტადიაა. ამ დროს იმატებს სტრუქტურული ორგანული ცვლილებები. სიმპტომატიკა არათუ ღრმავდება, უფრო მყარდება კიდეც. თავის ტკივილი მუდმივ ხასიათს იძენს, ვლინდება გაბმული ხმაური თავში, ღრმავდება ფსიქოპათოლოგიური სინდრომები, ცერებრასთენია ჰიპოდინამიკურ ფორმას (მოდუნებულობა, სწრაფად დაღლა, გუნება-განწყობის დაქვეითება, ტირილისადმი მიდრეკილება, ყურადღების შესუსტება, მეხსიერების დაქვეითება, ძილის დარღვევა) იძენს. დიფუზური სისხლძარღვოვანი უკმარისობა იწვევს თავის ტვინის სტრუქტურების წვრილკეროვან დაზიანებებს, ამის შედეგად ყალიბდება შესაბამისი კლინიკურ-ნევროლოგიური სინდრომი. ყველაზე ხშირად გვხვდება ფსევდობულბარული, ამიოსტატიკური სინდრომები, ასევე პირამიდული უკმარისობა. ამ უკანასკნელს ახასიათებს:

  • დიზართრია (დანაწევრებული მეტყველების უნარის დარღვევა);
  • დისფონია (ხმის ჩახლეჩა, ხრინწიანობა);
  • ორალური ავტომატიზმის რეფლექსები,;
  • სახის ქვედა ნაწილისა და ენის ინერვაციის დარღვევა - დევიაცია ანუ ნორმალური მდგომარეობიდან გადახვევა, მოძრაობის შენელება, ჰიპომიმია ანუ სახის კუნთების მიმიკური მოძრაობის შესუსტება, შებორკილობა;
  • თავისა და ხელების რიტმული ტრემორი (იგივე კანკალი);
  • დისკოორდინაცია;
  • ხელის თითების მოძრაობათა უხერხულობა;
  • მხედველობის დარღვევა ფოტოფსიის ანუ სინათლის ჰალუცინაციური შეგრძნების სახით;
  • სმენის დაქვეითება;
  • ჯექსონის ტიპის გულყრა;
  • ანიზორეფლექსია (სხეულის მარჯვენა და მარცხენა მხარეს რეფლექსების სხვადასხვაგვარობა);
  • მოხრის ტიპის პათოლოგიური რეფლექსები.

III სტადია - მკვეთრად გამოხატული, დეკომპენსირებული სტადიაა. ხასიათდება ტვინის ქსოვილის მძიმე დიფუზურ-მორფოლოგიური ცვლილებებით. წარმოიქმნება პერივასკულური ლაკუნები, შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის ჰემისფეროთა ქერქის ატროფია. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით განისაზღვრება ტვინის თეთრი ნივთიერების სიმკვრივის დაქვეითება როგორც გვერდითი პარკუჭების გარშემო, ასევე სუბკორტიკულ (ქერქქვეშა) შრეებში, ე.წ. ლეიკოარიოზი. ამ სტადიაზე აღინიშნება უკვე არსებული სიმპტომების გაღრმავება და დამძიმება, ჭარბობს თავის ტვინის რომელიმე უბნის დაზიანების ნიშნები, ნათხემისეული დარღვევები, პარეზები, მეტყველებისა და მეხსიერების დარღვევა, ვითარდება ეპილეფსიური გულყრები, ფსიქიკის მძიმე ცვლილებები ხშირად ღრმა დემენციას იწვევს. ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებათა კვალად სომატური მდგომარეობაც მძიმდება. ამ სტადიაზე შესაძლოა განვითარდეს ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა.

დისცირკულატორული ჰიპერტონიული ენცეფალოპათია

ათეროსკლეროზულისაგან განსხვავებით, ჰიპერტონიული დისცირკულატორული ენცეფალოპათია შედარებით ახალგაზრდა ასაკში იწყება და სწრაფად მიმდინარეობს, განსაკუთრებით ცერებრული ჰიპერტონიული კრიზების ფონზე. ამ დაავადების ახალი სიმპტომები ხშირად მწვავედ ვლინდება კრიზების დროს. ფსიქიკურ ცვლილებებს შორის პირველ ეტაპზე ვლინდება აჟიტირებულობა, ემოციური არამდგრადობა, ეიფორია.

დისცირკულატორული ვენური ენცეფალოპათია

ვენური ენცეფალოპათია დისცირკულატორული ენცეფალოპათიის განსაკუთრებული ფორმაა. ის გვხვდება ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც ქალას ღრუდან ვენური ნაკადის გადინების ქრონიკული დარღვევა შეინიშნება (ვენური ტონუსის რეგულაციის პირველადი დარღვევები - ცერებრული ვენური დისტონია, პათოლოგიური პროცესებით ქალასშიდა და ქალასგარეთა ვენებზე ზეწოლა). ამ დროს თავის ტვინში ვითარდება ვენური შეგუბება ქრონიკული შეშუპებით. კლინიკურ სურათში ჭარბობს ქრონიკულად რემისირებადი ჰიპერტენზიული სინდრომი, რომელსაც ახასიათებს თავის ყრუ, მოჭერითი ხასიათის ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხველის, ცხვირცემინების, ჭინთვის დროს, ხშირად არასისტემური თავბრუხვევა, მოდუნებულობა, აპათია, უძილობა, არცთუ იშვიათად თავის ტვინის გაფანტული, წვრილკეროვანი დაზიანების სიმპტომები, მძიმე შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, შეგუბება თვალის ფსკერზე, მენინგეალური ნიშნები.

პერინატალური ენცეფალოპათია

პერინატალური ენცეფალოპათია პერინატალურ (მუცლადყოფნის) პერიოდში აღმოცენებული ტვინის პათოლოგიაა. არსობრივად ეს ჯგუფი აერთიანებს ყველა დაუზუსტებელ (კონკრეტულად განუსაზღვრელ) ტვინის დისფუნქციას და შესაბამისად, ტერმინი პერინატალური ენცეფალოპათია აუცილებლად ტვინის დაზიანებას არ ნიშნავს. ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ასეთი დიაგნოზის დასმა მართებულია ახალშობილის სიცოცხლის ერთი თვის თავზე, სხვები კი ამტკიცებენ, რომ შესაძლებელია ერთი წლის მანძილზეც. საზოგადოდ, ერთი თვის ასაკამდე განსაზღვრა იმისა, კონკრეტულად ტვინის რომელი პათოლოგია აღენიშნება ჩვილს, მეტისმეტად რთულია. ამიტომაც თავის ტვინის ნებისმიერ სტრუქტურულ თუ ფუნქციურ დაზიანებას პერინატალურ ენცეფალოპათიად მოიხსენიებენ. საინტერესოა ისიც, რომ ამ ტიპის ენცეფალოპათიებს მრავალგვარი გამოვლინება აქვს. მაღალპროფესიონალი ნევროლოგები, ჩვეულებრივ, დიაგნოზს ასეთი სახით სვამენ: “პერინატალური ენცეფალოპათია ამა და ამ სინდრომის სახით”. რეალურად, ექიმისაგან სწორედ ასეთი ფორმულირების მიღებაა საჭირო, რადგან, ასეთ შემთხვევაში, უფრო ბევრი რამ ხდება გასაგები როგორც დაავადების გამოვლინებათა თვალსაზრისით, ასევე პროგნოზის კუთხით.

კონკრეტული სინდრომები, რომლებითაც შეიძლება გამოვლინდეს პერინატალური ენცეფალოპათია:

  • მოძრაობითი დარღვევების;
  • მომატებული ნერვულ-რეფლექსური აგზნებადობის;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის;
  • ქალასშიდა ჰიპერტენზიის;
  • კრუნჩხვითი სინდრომი.

ტრავმული ენცეფალოპათია

ტრავმული ენცეფალოპათია ნევროლოგიურ და ფსიქიკურ დარღვევათა კომპლექსია, რომელიც ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომ ან მოგვიანებით პერიოდში აღმოცენდება. მას რამდენიმე სინონიმი აქვს:

  • ტრავმული აპათია;
  • ხასიათის ტრავმული პათოლოგიური ცვლილებები;
  • ტრავმული აფექტური დარღვევები;
  • ტრავმული ეპილეფსია;
  • ტრავმული ჭკუასუსტობა;
  • ტრავმული ასთენია.

ტრავმული ენცეფალოპათია განპირობებულია ტრავმის შედეგად ტვინის ქსოვილის დეგენერაციული, დისტროფიული და ნაწიბუროვანი ცვლილებებით. ნერვულ-ფსიქიკური სიმპტომების გამოვლენის ვადა, ხარისხი და სპეციფიკურობა დამოკიდებულია ტრავმის სიმძიმესა და ლოკალიზაციაზე, დაზარალებულის ასაკზე, მკურნალობის ეფექტურობასა და სხვა ფაქტორებზე. ნევროლოგიური დარღვევები გამოიხატება ვეგეტო და ვაზოპათიით, ქრონიკული ჰიპერტენზიული სინდრომით, ცერებროსპინალური (თავზურგტვინის) სითხის დინამიკის დარღვევით, ტრავმული არაქნოიდიტით (ტვინის ქსელისებრი გარსის ანთებით), არაქნოენცეფალიტით (ტვინისა და მისი ქსელისებრი გარსის ანთებით), ეპილეფსიური გულყრებითა და კეროვანი ნევროლოგიური დარღვევებით. ნევროლოგიურ დარღვევებს თან ახლავს ფსიქოორგანული სინდრომისთვის დამახასიათებელი ფსიქიკური დარღვევებიც.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სალათის ფურცლები მხედველობას აუმჯობესებს, გულის კუნთს კი სისხლით ამარაგებს

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები
სრულად
5 რეცეპტი, რომლებიც თქვენს სისხლძარღვებს გაწმენდს, განაახლებს და ჯანსაღ ელფერს შესძენს

ოხრახუში, რომ სისხლძარღვთა გასაწმენდად სასარგებლოა ეს ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მრავალ სხვა ბუნებრივ კომპონენტს შეუძლია აგარიდოთ თრომბები თავიდან. ჩაინიშნეთ რეცეპტები:
სრულად
პიტნა, თბილი აბაზანა, მუცლის თვითმასაჟი და სხვ.- როგორ ავიცილოთ თავიდან შებერილობა

რჩევები, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ ჭარბი აირებისგან გათავისუფლებასა და ტკივილის შემცირებაში
სრულად
იცოდით, რომ მუდმივად გაყინული ხელები და ფეხები რეინოს სინდრომისთვისაა დამახასიათებელი - ქრონიკული სიცივის 10 შესაძლო მიზეზი

მუდმივი სიცივის შეგრძნება არა მხოლოდ უსიამოვნოა, არამედ ჯანმრთელობის პრობლემის მანიშნებელიც შეიძლება იყოს.
სრულად
როგორ უნდა ვიკვებოთ, რომ ჯანმრთელი მკერდი შევინარჩუნოთ

ბროკოლი და მისი მონათესავე ბოსტნეული მკერდისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტებია.
სრულად
5 საკვები, რომელიც უნდა მიირთვათ, თუ კოვიდ19 გაქვთ

ჩვენი კვების რაციონსა და იმუნურ სისტემას შორის საკმაოდ მჭიდრო კავშირი არსებობს.
სრულად
გულძმარვის სამკურნალო მედიკამენტები, დეჰიდრატაცია, ტკივილგამაყუჩებლების ჭარბი მოხმარება, ყელის სტრეპტოკოკი, გაზიანი სასმელები და სხვ.- საფრთხე, რომელიც თირკმელებს ემუქრება

ის, რაც თირკმელებს აზიანებს
სრულად
კოფეინი გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს

ყავა და ჩაი „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს ამცირებს და გულის კორონარული დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ენცეფალოპათიის ფორმები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები