სალათის ფურცლები მხედველობას აუმჯობესებს, გულის კუნთს კი სისხლით ამარაგებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სალათის ფურცლები მხედველობას აუმჯობესებს, გულის კუნთს კი სისხლით ამარაგებს

სალათის ფურცლების კვებითი შემცველობა მათი ჯიშების მიხედვით განსხვავდება, თუმცა მათი უმეტესობა რკინას, A და C ვიტამინს შეიცავს.

ჯანმრთელობისთვი სასარგებლო თვისებები

აუმჯობესებს მხედველობას

სალათის ფურცელი A ვიტამინის კარგი წყაროა, ვიტამინი კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად და თვალის დასაცავად უაღესად მნიშვნელოვანია. A ვიტამინი კატარაქტას განვითარების რისკს ამცირებს და თვალის მაკულარული დეგენრაციისგან გვიცავს.

ჯანმრთელი გული

სალათის ფურცლები სასარგებლოა გულისთვისაც. K ვიტამინის შემცველობა გულის კუნთს სისხლით ამარაგებს. ვიტამინი მნიშვნელოვანია სისხლის შედედების პროცესისთვისაც.

გულისთვის სასარგებლოა წითელი სალათის ფურცლები, ვინაიდან ის კალიუმთან ერთად მაგნიუმსაც შეიცავს. ორივე ნივთიერება კი ჯანსაღ გულისცემას გვინარჩუნებს და გულის კუნთს მოდუნება/დასვენების საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე მინერალის დეფიციტი გულის უკმარისობისა და კორონარული დაავადებების რისკთან არის დაკავშირებული.

მასში შემავალი კალიუმი მაღალი არტერიული წნევის დარეგულირებაშიც გვეხმარება. ზოგიერთი კვლევის თანახმად, სალათის ფურცლები ქოლესტერინის დონის შემცირებაშიც გვეხმარება.

ანტიმიკრობული თვისებები

სალათის ფურცლების წვენს ანტიმიკრობული თვისებები გააჩნია. მაგალითად, კვლევამ აჩვენა, რომ წვენი Candida albicans და სოკოს სხვა სახეობებსაც ფორმას უცვლის. მის ანტიმიკრობულ თვისებებს ტერპენები, კარდენოლიდები და ფერმენტი გლუკანაზა განაპირობებს.

ძლიერი და მტკიცე ძვლები

სალათის ფურცლები K ვიტამინის წყაროა, რაც ძვლოვანი სისტემის გაძლიერებაში გვეხმარება. კვების რაციონში ბალახეულის შეტანა, მოტეხილობის რისკს ამცირებს.

დატენიანება

სალათის ფურცლების 95%-ზე მეტი წყალია, რაც ორგანიზმის დატენიანებაში გვეხმარება.