როგორ უნდა ვიკვებოთ, რომ ჯანმრთელი მკერდი შევინარჩუნოთ

მკერდთან დაკავშირებულმა პრობლემებმა რომ არ შეგაწუხოთ, მიირთვით:
- კომბოსტო;
- ყვავილოვანი კომბოსტო;
- კომბოსტო კალე;
- ბროკოლი.
კომბოსტო A და C ვიტამინებითაა მდიდარი, მასში შემავალაი ანტიოქსიდანტები ორგანიზმიდან ტოქსინებსა და კარცენოგენებს დევნის, რამაც შესაძლებელია მკერდის კიბო გამოიწვიოს.
მიირთვით ბოსტნეული უმი ან მოხარშული, რათა ორგანიზმა სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალური ათვისება შეძლოს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
სელის თესლი
სელის თესლი ომგეა3-ით არის მდიდარი, ის ნივთიერება ლიგნანს შეიცავს. ლიგნანი ფიტოესტროგენია, რომელსაც ანტიოქსიდანტური მოქმედება ახასიათებს.როგორც მკვლევარები ფიქრობენ, ფიტოესტროგენები ესტროგენების რეცეპტორებზე ზემოქმედებენ, რაც ჰორმონებით სტიმულირებული ძუძუს კიბოსაგან გვიცავს.
კურკუმა
კურკუმას ხალხი საუკუნეების განმავლობაში იყენებდა, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. ადრეული კვლევები აჩვენებს, რომ ძუძუს კიბოს საპრევენეციოდ ის ეფექტურია. მასში შემავალი ნივთიერება კურკუმინი ძუძუს კიბოს უჯრედების გამრავლება/გავრცელებას ანელებს. ამასთან, კურკუმა ქიმიოთერაპიის მავნე ზეგავლენისაგანაც გვიცავს, ამას მოწმობს ლაბორატორიული კვლევები, თუმცა, საჭიროა დამატებითი კვლევა.
წითელი და ნარინჯისფერი პროდუქტები
კაროტინოიდები ერთგვარ ბუნებრივ პიგმენტად წარმოგვიდგება და ის პომიდორს, სტაფილოს, ტკბილ კარტოფილს და სხვ. ბოსტნეულს შეფერილობას აძლევს. მეტი კვლევაა საჭირო, თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ძუძუს კიბოს ზოგიერთ ფორმასა და კაროტინოიდებს შორის გარკვეული კავშირი არსებობს.
ცხიმიანი თევზი
ცხიმიანი თევზი D ვიტამინით და ომეგა3-ით არის მდიდარი, ეს ორივე კი მკერდის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. კვლევები აჩვენებს, რომ ომეგა3 სიმსივნის შიგნით სისხლძარღვების ზრდას აჩერებს.
კენკრა
მოცვი, მარწყვი, მაყვალი და ჟოლო С ვიტამინითაა მდიდარი, რაც იმუნიტეტს აძლიერებს. კენკროვან ხილში შემავალი ანტიოქსიდანტები უჯრედებს დაზიანებისაგან იცავს. ამასთან, კენკრა მკერდისთვისაც სასარგებლო პროდუქტია.
კაკალი
ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ მცენარეულ ცილაზე დაფუძნებული კვების რაციონი გაცილებით სასარგებლოა მკერდისთვის, ვიდრე ხორცპროდუქტები. განსაკუთრებით ეფეტქურია კაკალი, ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ის ძუძუს კიბოს ზრდას ანელებს და შესაძლოა, კიბოს განვითარების რისკიც შეამციროს.
ყურძენი
განსაკუთრებით სასარგებლოა წითელი ყურძენი, რომელსაც რესვერატროლის მაღალი შემცველობა აქვს, ანტიოქსიდანტის, რომელიც მკერდის, ღვიძლისა და კუჭის კიბოს საპროფილაქტიკოდაა ეფექტური.