იცოდით, რომ მუდმივად გაყინული ხელები და ფეხები რეინოს სინდრომისთვისაა დამახასიათებელი - ქრონიკული სიცივის 10 შესაძლო მიზეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცოდით, რომ მუდმივად გაყინული ხელები და ფეხები რეინოს სინდრომისთვისაა დამახასიათებელი - ქრონიკული სიცივის 10 შესაძლო მიზეზი

რატომ გვცივა გამუდმებით?

დაბალი წონა

თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი(BMI) 18,5-ზე ნაკლებია, მაშინ არ არის გასაკვირი, რომ თქვენ „მცივანა“ ადამიანი ბრძანდებით. დაბალი BMI ნიშნავს იმას, რომ საკმარის კალორიებს არ ღებულობთ, რაც მეტაბოლიზმის პროცესს ანელებს, ორგანიზმში კი საკმარისი სითბო ვერ გამოიყოფა. წონის ნაკლებობას სიცივის შეგრძნებასთან ერთად, შემდეგი სიმპტომებიც ახასიათებს:

  • არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი;
  • თავბრუსხვევა;
  • დაღლილობა;
  • სისუსტე.

წონის პრობლემისას აუცილებელია ჯანსაღი, დაბალანსებული კვება. რაციონი უნდა გაამდიდროთ ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ჰიპოთირეოზი

სიცივის შეგრძნება ყველაზე ხშირად ჰიპოთირეოზის შედეგია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფარისებრი ჯირკვალი საკმარის ჰორმონს ვერ გამოიმუშავებს. დაავადების დროს მეტაბოლიზმი შესუსტებულია და ორგანიზმში საკმარისი სითბოც ვერ გამოიყოფა. ჰიპოთირეოზი ქალებში უფრო ხშირია, განსაკუთრებით ორსულობის შემდგომ, ამასთან, 60 წელს ზემოთ ასაკის ქალბატონებში.

ჰიპოთრეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • თმის შეთხელება ან თმის ცვენა;
  • მშრალი კანი და თმა;
  • წონის უმიზეზო მატება;
  • ხანგრძლივი და მწვავე ციკლი;

რკინადეფიციტური ანემია.

სისხლში რკინის ნაკლებობა ქრონიკული სიცივის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. რკინა სისხლის წითელ უჯრედებს ჟანგბადის გადატანაში ეხმარება, მისმა დეფიციტმა, შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შეანელოს, რაც ჰიპოთირეოზის განვითარებას შეუწყობს ხელს.

რკინადეფიციტური ანემიის სიმპტომებია:

  • ფერმკთალი კანი;
  • მტვრევადი ფრჩხილები;
  • კონცენტრაციის გართულება;
  • სუნთქვის უკმარისობა.

სისხლის ცუდი მიმოქცევა

თუ ხელები და ფეხები ყინულივით ცივი გაქვთ, ეს მიანიშნებს, რომ სისხლის ცირკულაცია დარღვეულია.სისხლის მიმოქცევის პრობლემები ხშირად რეინოს სინდრომით არის გამოწვეული, რასაც ხელებისა და ფეხების სისხლძარღვების შევიწროვება ახასიათებს.

სხვა მიზეზები, რის გამოც სისხლის მიმოქცევა შეიძლება დაირღვეს არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე თამბაქოს მოწევა, რაც სისხლძარღვებს ავიწროვებს. რეინოს სინდრომის დროს იშვიათად სჭირდებათ მკურნალობა, თუმცა, ზოგ შემთხვევაში საჭიროა მედიკამენტოზური თერაპია. თუ ზედა ან ქვედა კიდურები გამუდმებით გეყინებათ, სჯობს ექიმს მიმართოთ, რათა გამოირიცხოს გულ-სიხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები.

დეჰიდრატაცია

დარწმუნდით, თქვენი სიცივის მიზეზი ორგანიზმში წყლის დეფიციტი ხომ არ არის. წყალი სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში გვეხმარება. როცა ორგანიზმი საკმარისად დატენიანებული არ არის, უფრო მეტად მგრძნობიარენი ვხდებით ტემპერატურაზე.

დეჰიდრატაციის სიმპტომებია:

  • თავბრუსხვევა;
  • დაბნეულობა;
  • კუნთების კრუნჩხვა;
  • ყაბზობა;
  • მუქი შეფერილობის შარდი;

B12 ვიტამინის დეფიციტი

ზრდასრულ ადამიანს ყოველდღიურად 2.4 მიკროგრამი B12 ვიტამინი ესაჭიროება. ვიტამინის დეფიციტი ხშირად ანემიას იწვევს. ქრონიკულ სიცივესთან ერთად, მას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

  • დაბუჭება ან ჩხვლეტის შეგრძნება ხელებში, ფეხებსა და ტერფებში;
  • შეშუპებული ენა, შესაძლოა, ანთებითი პროცესიც შეინიშნებოდეს;
  • წონასწორობის პრობლემები;
  • მეხსიერების დაკარგვა.

იყო ქალი

თურმე ქრონიკული სიცივე გენდერული მდგომარეობაა... ქალები სითბოს უკეთესად ინარჩუნებენ, სისხლის ნაკადი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისაკენ - ტვინისა და გულისაკენ მეტად მიემართება და ნარჩუნდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ზემო და ქვემო კიდურებისაკენ ნაკლები სისხლი აღწევს, რაც ქრონიკულ სიცივეს იწვევს.

ასე რომ, ქალებს მამაკაცებზე უფრო ხშირად სცივათ. ამ შემთხვევაში თბილი წინდები და ხელთათმანები თქვენი საუკეთესო მეგობარი იქნება.

დიაბეტი

უკონტროლო დიაბეტი პერიფერიული ნეიროპათიით შეიძლება გამწვავდეს. დაავადება ზემო და ქვემო კიდურების ნერვებს აზიანებს. ნეიროპათიის დროს დაბუჟება, ზოგჯერ ტკივილი შეინიშნება ხელებსა და ფეხებში. აღნიშნული ნერვები პასუხისმებელნი არიან, თავის ტვინში ტემპერატურის შეგრძნების შესახებ სიგნალის გაგზავნაზე. პერიფერიული ნეროპათიისას დაზიანებული ნერვები ვერ ფუნქციონირებენ სწორად, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ხელებსა და ფეხებზე გციოდეთ.

დიაბეტური ნეროპათია თანდათან ვითარდება და შესაძლოა, შეუმჩნეველი იყოს დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ, იყავით ყურადღებით და მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ დიაბეტი ან შემდეგი სიმპტომები: ხშირი შარდვა, დაღლილობა, წყურვილის შეგრძნება და სხვ.

კუნთების მასა

კუნთები სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში გვეხმარება. მათი ტონუსში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ სიცივეს მარტივად მოვერევით. ამასთან, კუნთოვანი მასა მეტაბოლიზმს ააქტიურებს, რაც ქრონიკულ სიცივეს ებრძვის. ასე რომ, კუნთოვანი მასის სიმცირე, შესაძლოა, მუდმივი შემცივნების მიზეზი გახდეს.

ძილის ნაკლებობა

არასაკმარისი ძილი ნერვულ სისტემას აზიანებს, რაც ტემპერატურის მარეგულირებელი სისტემის დარღვევასაც იწვევს. თუ მცირე დროით გძინავთ, ჰიპოთალამუსის- თავის ტვინის იმ ნაწილის, რომელიც ტემპერატურას აკონტროლებს, აქტიობა შენელებულია. ამას გარდა, გამოუძინებელი ადამიანი მუდმივად დაღლილობას განიცდის და მეტაბოლიზმიც უფრო შენებული აქვს.