/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

როგორ უნდა დაადგინოთ, ითვლებით თუ არა ჭარბწონიანად

როგორ უნდა დაადგინოთ, ითვლებით თუ არა ჭარბწონიანად
ჩვენს სინამდვილეში ძნელად თუ იპოვით ადამიანს, საკუთარი წონით კმაყოფილი რომ იყოს. ყველაზე ტანადები და მომხიბვლელებიც კი ამბობენ, რომ

სრული კმაყოფილებისთვის 2-3 კგ-ის დაკლება სჭირდებათ.

გთავაზობთ ძირითად კრიტერიუმებს იმის დასადგენად, რამდენად ჯანსაღია თქვენი წონა.

ცხიმოვანი ქსოვილი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია. ოპტიმალურად მიჩნეულია თანაფარდობა, რომლის დროსაც ცხიმოვანი ქსოვილი სხეულის მასის 25-31%-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი საკმაოდ პირობითია: მისი მომატებისას ზოგი შესაძლოა სავსებით ჯანმრთელი იყოს, ზოგი ნორმალური მაჩვენებლის პატრონი კი მძიმე დაავადების რისკჯგუფში იმყოფებოდეს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მასის ინდექსი ყველას გაგვიგონია, თუმცა ყოველთვის ვერც მას დავეყრდნობით, რადგან ეს ფორმულა არ ითვალისწინებს სხეულის აგებულების თავისებურებებს, ცხოვრების წესს და, მით უმეტეს, მემკვიდრეობას.

იმის დასადგენად კი, გჭირდებათ თუ არა წონის დაკლება, გირჩევთ, ყურადღება ამ ნიშნებზე გაამახვილოთ:

  • არ გიზიდავთ მოძრაობა

შეკითხვა ექიმს
<p>-რამდენას ჯანსაღია ნორვეგიული შებოლილი ორაგული ავოკადოსთან ერთად? და შეიძლება თუ არა ყოველდღიურად მიღება</p>

ადამიანს, რა დაკავებულიც არ უნდა იყოს, სჭირდება მოძრაობა. თუ დასვენებულსაც კი არ გინდათ სეირნობა, ცეკვა და ზედმეტად განძრევა, წონის დაკლების დრო მოსულა.

  • ღამით ხვრინავთ და გამოუძინებელი დგებით

ადამიანებს, რომლებიც ხვრინავენ, აპნოე - ძილში სუნთქვის შეჩერება - ემუქრებათ.

ხვრინვა არღვევს ძილის ნორმალურ პროცესს და ადამიანი სრულფასოვან დასვენებას ვერ ახერხებს, გამოუძინებელი დგება.

ჭარბი წონა, განსაკუთრებით - კისრის არეში ჩალაგებული ცხიმი, ამძიმებს ვითარებას - ის ხელს უწყობს სასუნთქი გზების სისხლძარღვთა მიჭყლეტას, რაც, თავის მხრივ, სუნთქვასა და გამოძინებას აძნელებს.

  • “რბილი” ცელულიტის ნიშნები

ჭარბი წონის გამო შემაერთებელი ქსოვილი იწელება, კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისი ირღვევა, რაც კანზე რბილი ცელულიტის ნიშნებს აჩენს.

  • გამუდმებით სისუსტეს უჩივით

შინაგანი ანთებითი პროცესები, რომლებიც ჭარბი წონით არის გამოწვეული, ძალების მუდმივ კარგვას იწვევს. როცა ადამიანს მომატებული აქვს მასის ინდექსი და ამასთან ამჩნევს, რომ რუტინული საქმეები: სახლის დალაგება, მაღაზიაში სიარული და სხვა - ძლიერ ღლის, დროა, წონის დაკლებაზე იფიქროს.

  • გამუდმებით გშიათ, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად იკვებებით

ეს შესაძლოა იმის მანიშნებელიც იყოს, რომ არასწორად იკვებებით ან თქვენი რაციონი დაუბალანსებელია და ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო რაოდენობის უჯრედისს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებსა და ვიტამინებს. თუმცა შიმშილის მუდმივი შეგრძნება ზოგიერთი დაავადების კლინიკური ნიშანიც არის, მაგალითად, II ტიპის შაქრიანი დიაბეტისა.

თუ მუდმივ შიმშილთან ერთად ბოლო ხანს ძლიერ წყურვილს, პირის ღრუს სიმშრალეს და მხედველობის დაქვეითებასაც უჩივით და სხეულის მასის ინდექსიც მაღალი გაქვთ, ეს საკმაო საფუძველია, რაც შეიძლება მალე მიმართოთ ექიმ ენდოკრინოლოგს.

  • გაწუხებთ მაღალი წნევა და ქოლესტერინის დონეც მომატებული გაქვთ

როდესაც მაღალი წნევა გაწუხებთ და სისხლში ქოლესტერინის დონეც მომატებული გაქვთ, აუცილებელია ექიმთან მისვლა და რაციონში კორექტივების შეტანა - ამ პრობლემების მოგვარება ზოგჯერ უწამლოდ, წონის დაკლებითაც შესაძლებელია, რაც გაცილებით მარტივი, უვნებელი და ეკონომიურია.

  • წელის გარშემოწერილობა 85 სმ-ს აღემატება

ამ მიდამოში ცხიმოვანი ქსოვილის მომატებას ექიმები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, II ტიპის დიაბეტის მოახლოების რისკად მიიჩნევენ, მით უფრო მაშინ, როცა ჰიპერტონიის ეპიზოდები ხშირდება და სისხლში ქოლესტერინის დონეც აჭარბებს ნორმალურ მაჩვენებელს.

  • რომელიმე სისხლით ნათესავი კიბოთი გარდაგეცვალათ

ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე აძლიერებს ესტროგენების აქტივობას, რაც, თავის მხრივ, ზრდის სხვადასხვა ტიპის სიმსივნის განვითარების ალბათობას.

სადღეისოდ არ არსებობს სარწმუნო მონაცემები იმის თაობაზე, რომ წონის ოპტიმალური მაჩვენებლის შენარჩუნება კიბოსგან იცავს, მაგრამ ჭარბი წონის მოცილება რომ აუცილებელია, ამაზე ნუ ვიდავებთ.

  • უჩივით ზურგის, მუხლებისა და მენჯის ტკივილს

ჭარბი წონა ზრდის სახსრების დატვირთვას, რის შედეგადაც ქსოვილები ადვილად და სწრაფად ცვდება, ეს კი ამ არეებში მუდმივ თუ პერიოდულ ტკივილს იწვევს.

  • ყოველწლიურად იმატებთ ერთ-ორ კილოგრამს ან მეტს

თუ კარგა ხანია გადააბიჯეთ მოზარდ ასაკს და ზრდის ფიზიოლოგიური პროცესის შეჩერების მიუხედავად, თქვენი წონა წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება 1-2 კგ-ით, დროა, ცხოვრებისა და კვების წესის შეცვლაზე იფიქროთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ხმელთაშუა ზღვის დიეტის "მწვანე" ვერსია, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლისთვის
ხმელთაშუა ზღვის დიეტის "მწვანე" ვერსია, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლისთვის
ნიგვზის, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის, მწვანე ჩაის და წყლის პერის (ლემნა) სმუზის
სრულად
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ხორცზე უარს ამბობთ - თუნდაც მცირე ხნით
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ხორცზე უარს ამბობთ - თუნდაც მცირე ხნით
ხორცის მიღების რამდენიმე კვირით შეზღუდვამ შესაძლოა ცვლილებები გამოიწვიოს, მათ შორის:
სრულად
დიეტა, რომელიც ტვინს 7 წლით აახალგაზრდავებს
დიეტა, რომელიც ტვინს 7 წლით აახალგაზრდავებს
კვებას ტვინზე დიდი გავლენა აქვს დაბერების პარალელურად დემენციის შემთხვევები იზრდება.
სრულად
სხეულის მასის ინდექსი (სმი): თანამედროვე ნორმები და ჯანსაღი წონის საზომი
სხეულის მასის ინდექსი (სმი): თანამედროვე ნორმები და ჯანსაღი წონის საზომი
თანამედროვე სამყაროში, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესი სულ უფრო პრიორიტეტული ხდება,
სრულად
ორაგულის სასარგებლო თვისებები
ორაგულის სასარგებლო თვისებები
ორაგული ორაგულისებრთა ოჯახის გამორჩეული წარმომადგენელია. ამ თევზის სხეული დაფარულია წვრილი ქერცლით.
სრულად
დასავლური დიეტა - ყველაზე მავნე რაციონი
დასავლური დიეტა - ყველაზე მავნე რაციონი
ნაწლავის მიკროფლორა გავლენას ახდენს ჯანმრთელობის ბევრ ინდიკატორზე და დამოკიდებულია კვებასა და ცხოვრების წესზე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : დიეტოლოგია

გამარჯობა. ვარ 26 წლის მამაკაცი. ბოლო 2 წლის განმავლობაში არასწორი კვებითა და არაჯანსაღი ძილით 10 კილოგრამზე მეტი მოვიმატე. დავკარგე საკუთარის თავის პატივისცემა და თვითშეფასება. აღარ შემიძლია ამ ტყავში ცხოვრობა. მჭირდება ადამიანი ვინც, მეტყვის ჩემს სიმაღლეზე ასაკზე და სხვა ფაქტორებსე დაყრდნობით - ყველაფერს ჯანსაღი კვებასა და სწორი ცხოვრების შესახებ, რათა დავიკლო ეს 10 კილოგრამი და ცზიმის პროცენტულობა შევამცირო სხეულზე. მჭირდება ადამაიანი, ვინც დამიწერს კვებას და ა.შ დავუსვამ კითხვებს და შემამეცნებს კიდეც. აქედან გამომდინა, ვინ არის ჩემი ექიმი? ვერ გავერკვიე. დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი თუ ენდოკრინოლოგი? ვისთან ჩავეწერო და ვის მირჩევდით? მადლობა.

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როგორ უნდა დაადგინოთ, ითვლებით თუ არა ჭარბწონიანად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები