რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ხორცზე უარს ამბობთ - თუნდაც მცირე ხნით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ხორცზე უარს ამბობთ - თუნდაც მცირე ხნით

ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების მატება, ქოლესტერინის დონის შემცირება. თუმცა, სარგებლის მისაღებად მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა საკვებით ანაცვლებთ.

ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ შედეგები მოიცავს წონის დაკლებას და გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ნაწლავებისა და იმუნური სისტემის ჯანმრთელობას.

წონის დაკლება

  • ხორცის მოხმარების შეწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი შედეგი წონის დაკლებაა, თუმცა საქმე მხოლოდ ცხოველური პროდუქტების ამოღებას არ ეხება - გასათვალისწინებელია, თუ რა იკავებს მის ადგილს. კალორიებით მდიდარი ხორცის ბოჭკოთი მდიდარი მცენარეული საკვებით,ჩანაცვლება, ხელს უწყობს ნაყროვანების შეგრძნებას, რამაც შეიძლება შეამციროს ჭარბი საკვების მიღება.

ხორცის მიღების შემცირების სარგებელი მხოლოდ წონის კლების ხელშეწყობას არ მოიცავს.

გულისთვის სარგებელი

  • რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ვეგეტარიანულმა დიეტამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაწევა, რაც გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკის შემცირების მთავარი ფაქტორია. ეს ეფექტი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია წონის დაკლებასთან და მინერალების, როგორიცაა კალიუმის და მაგნიუმის, მეტ მოხმარებასთან, რომლებიც ხელს უწყობენ არტერიული წნევის შემცირებას. ვეგეტარიანული დიეტა ხშირად ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, რაც ამცირებს ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს.
  • ვეგეტარიანელებზე ჩატარებულმა სხვა კვლევებმა აჩვენა “ცუდი” ქოლესტერინის დონის ვარდნა.

ნაწლავებში ცვლილებები

  • იზრდება სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა.

იმუნური ჯანმრთელობა

  • მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ დეტალებს, თუმცა ადრეული კვლევები ვარაუდობენ, რომ მცენარეულ დიეტას ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს იმუნურ სისტემაზე. 2024 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ორკვირიანი ვეგანური დიეტის მქონე ადამიანებს განუვითარდათ იმუნური სისტემის იმ ნაწილების მაღალი აქტივობა, რომლებიც ვირუსებისგან დაცვაში არიან ჩართულნი.

კლასიკური ხმელთაშუა ზღვის დიეტის კვლევები, მათ შორის ბოსტნეულის, მარცვლეულის, ლობიოს, ხორცისა და თევზის მიღება კვირაში ორჯერ, ვეგანობის მსგავს სარგებელს აჩვენებს.

ჯანმრთელობისთვის სარგებელი დამოკიდებულია ჯანსაღ საკვებზე და არა მხოლოდ ხორცის მოხმარების შემცირებაზე. ხორცის დიდი რაოდენობით ულტრა-დამუშავებული საკვებით ჩანაცვლება, როგორიცაა ვეგანური გაყინული მაკარონი, შაქრიანი საჭმელები ან ზოგიერთი ულტრა-დამუშავებული საკვები შეიძლება ისეთივე საზიანო იყოს.

ხორცის მოხმარების შემცირებისას მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ იღებთ საკმარის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც მცენარეულ საკვებში დეფიციტურია, როგორიცაა B12 ვიტამინი, რკინა, თუთია, კალციუმი და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები.

ვეგეტარიანული დიეტის დაწყების მსურველებისთვის რეკომენდაციაა, რომ თანდათანობით დაიწყონ ახალი საკვები.