რა უნდა ვიცოდეთ ქოლესტერინის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ ქოლესტერინის შესახებ

პერიოდულად ქოლესტერინის კონცენტრაციის განსაზღვრა რომ აუცილებელია სისხლში, ესეც ყველას კარგად მოეხსენება. სისხლში ქოლესტერინის დონის დასაქვეითებელი არაერთი რეცეპტია ცნობილი. ამგვარად, ეს ნივთიერება და მისი მაჩვენებლები მუდამ ყურადღების ცენტრშია!

მაინც რა არის ქოლესტერინი?

ქოლესტერინი, იგივე ქოლესტეროლი, ლიპიდური ბუნების ორგანული ნაერთია. ამ ნივთიერების დაახლოებით 80% ღვიძლში წარმოიქმნება, დანარჩენი ნაწილი კი ორგანიზმში საკვებიდან აღწევს. ქოლესტერინი ჩვენი სხეულის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი „კომპონენტია“. ეს ნივთიერება აქტიურად მონაწილეობს ზოგიერთი სასქესო ჰორმონისა და ნაღვლის სინთეზში (წარმოქმნაში), ასევე სიმკვრივესა და სიმტკიცეს ანიჭებს უჯრედულ მემბრანებს. მისი ნორმალური დონისას უჯრედები ორგანიზმში კარგად ფუნქციობს, ნაკლებობისას კი – სხვადასხვა დარღვევა აღმოცენდება. ქოლესტეროლი აუცილებელია ნერვული და იმუნური სისტემების ნორმალური ფუნქციობისთვისაც.

საერთო ქოლესტერინის გარდა გამოყოფენ მის ფრაქციებს, რომლებიც შედგება საკუთრივ ქოლესტეროლისა და მისი ტრანსპორტირების უზრუნველმყოფი ცილისაგან. ასეთ ნაერთებს ლიპოპროტეინებს უწოდებენ. არსებობს ლიპოპროტეინების სამი კლასი. ისინი განსხვავდება ერთმანეთისაგან კომპონენტთა შემადგენლობითა და პროპორციებით.

ქოლესტერინი ორგანიზმში წარმოდგენილია შემდეგი ფრაქციების (ტრიგლიცერიდების) სახით: მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები.

  • მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს ზოგჯერ „კარგ ქოლესტერინსაც“ უწოდებენ, რადგან ის შლის სისხლძარღვთა კედლებზე არსებულ ქოლესტერინულ ფოლაქებს და ეხმარება ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტეროლის გამოდევნას. ამ ტიპის ქოლესტერინის ფუნქციაა ორგანიზმის ცალკეული კერებიდან ღვიძლისათვის ქოლესტერინის უკუმიწოდება შემდგომი გადამუშავებისათვის. „კარგი ქოლესტერინი“ მონაწილეობს უჯრედული მემბრანების შენებაშიც, D ვიტამინის ცვლასა და სხვადასხვა ჰორმონის სინთეზში. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები კარგად იხსნება წყალში და გამოლექვას არ განიცდის.
  • დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები – იგივე „ცუდი ქოლესტერინია“, თუმცა მათი ასეთი სახელწოდება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მართლა ასეთი ცუდი და სახიფათოა. ეს ქოლესტერინი, მაგალითად, ანეიტრალებს ორგანიზმისათვის საშიშ ტოქსინებს. ამავდროულად მისი მაღალი დონე სისხლში არასასურველია, ის მართლაც წარმოქმნის სკლეროზულ ბალთებს (ე.წ. ფოლაქებს). დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ქოლესტეროლის „ძირითადი სატრანსპორტო“ საშუალებაა. ეს შენაერთები საერთო ქოლესტერინს აწვდიან ქსოვილებსა და ორგანოებს.
  • ტრიგლიცერიდები, რომლებიც შედიან ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემადგენლობაში, მონაწილეობენ სწორედ ქოლესტერინული ბალთების წარმოქმნაში; ამ ფრაქციის ნორმა ორგანიზმში ძალიან დაბალია. ეს ფრაქცია ასევე ცნობილია „ცუდი ქოლესტერინის“ სახელწოდებით, რადგან მისი დონის მომატებისას ათეროსკლეროზული პროცესები ვითარდება.

ქოლესტერინი ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ცხიმოვანი ცვლის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია. სისხლის ანალიზი ქოლესტერინზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი პათოლოგიის დიაგნოსტიკაში, როგორიცაა ათეროსკლეროზი და ისეთი დაავადების განვითარების რისკის განსაზღვრაში, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება.

ქოლესტერინზე ანალიზის ჩატარების ჩვენებას წარმოადგენს აგრეთვე ზოგიერთი ენდოკრინული პათოლოგია, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და გაცხიმოვნება. ამ კვლევას ატარებენ ასევე სტატინებითა და სხვა ჰიპოლიპიდემიური პრეპარატებით თერაპიის ეფექტურობის კონტროლისათვის. ჯანმრთელმა პირებმაც კი პერიოდულად უნდა ჩაიტარონ სისხლის ანალიზი ქოლესტერინზე, რათა დროულად აღმოაჩინონ ამ ნივთიერების დონის ცვლილებები და მოახდინონ მათი დიეტით კორექცია. სრული სურათისათვის საჭიროა არა მხოლოდ საერთო ქოლესტერინის, არამედ მისი ყველა ფრაქციის ცალ-ცალკე განსაზღვრა სისხლში. დაბალი სიმკვრივის, ძალიან დაბალი სიმკვრივისა და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების თანაფარდობა უკეთ მეტყველებს ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ვიდრე საერთო ქოლესტერინის მაჩვენებელი.

ეს საინტერესოა

ტერმინი ქოლესტერინი“ წარმოდგება სიტყვებიდან „ქოლე“ – ნაღველი და „სტერინ“ – ცხიმიანი. 1859 წელს მ. ბერტლომ დაამტკიცა, რომ ქოლესტერინი სპირტების კლასს ეკუთვნის, რის შემდეგაც ნაერთს მეორე სახელწოდება, ქოლესტეროლი დაარქვეს. მიუხედავად ამისა, ბევრ ენაში, მათ შორის – რუსულსა და ქართულშიც, დასახელებულ ნივთიერებას ძველი სახელწოდება „ქოლესტერინი“ შეუნარჩუნდა. XX საუკუნეში ქოლესტერინისა და მისი თვისებების შესწავლა 13 ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.

ალბათ, ბევრს აინტერესებს, როგორ ხვდება ქოლესტერინი არტერიების შიგნით. ტრანსპორტირების პროცესში ეს ნივთიერება ზოგჯერ დაჟანგვას განიცდის და გარდაიქმნება არამდგრად მოლეკულად, რომელიც გადის სისხლძარღვთა, კერძოდ, არტერიათა კედელს. სწორედ ამიტომ, ქოლესტერინული ფოლაქების განვითარების საპროფილაქტიკოდ სპეციალისტები გვირჩევენ ანტიოქსიდანტებით (დაჟანგვის შემაფერხებელი ნივთიერებებით) მდიდარი საკვების მიღებას. ყველაზე ცნობილი ანტიოქსიდანტი ჩ ვიტამინია, რომელსაც უხვად შეიცავს ხილი და ბოსტნეული. მძლავრი ანტიოქსიდანტებია ასევე A და E ვიტამინები.

სისხლის ანალიზი ქოლესტერინზე

სისხლის ანალიზი ქოლესტერინზე – მეტად გავრცელებული პროცედურაა. მისი ჩატარება ნებისმიერ სამედიცინო ლაბორატორიაშია შესაძლებელი. ეს კვლევა გარკვეულ მომზადებას საჭიროებს, ამიტომაც ანალიზი სასურველია წინასწარ დაგეგმოთ, მოემზადოთ და ისე ჩაიტაროთ.

მომზადება

თანამედროვე ტექნოლოგიები შედეგების დიდი სიზუსტით მიღების საშუალებას იძლევა. მიუხედავად ამისა, შეცდომების გამოსარიცხად პაციენტმა თავად უნდა დაიცვას ზოგიერთი წესი. საკვები, სასმელები, ალკოჰოლი, ნიკოტინი, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება – ყველაფერი ეს შესაძლოა აისახოს კვლევის შედეგებზე და მცდარი მონაცემები აჩვენოს, ამიტომაც, ანალიზი უზმოზე უნდა ჩააბაროთ (ბოლო საკვები ლაბორატორიაში მისვლამდე არანაკლებ 12 საათით ადრე უნდა მიიღოთ). ანალიზის ჩაბარებამდე 2-3 დღით ადრე სასურველია რაციონიდან გამორიცხოთ ცხიმიანი და შემწვარი საკვები, უარი თქვათ ალკოჰოლსა და მოწევაზე, შეწყვიტო ბიოდანამატების მიღება, აუცილებლად უნდა მოახსენოთ ექიმს, რომელ პრეპარატებს იღებთ და რა სიხშირით. ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ჰორმონები, სტატინები, შარდმდენი და ჰიპოტენზიური (წნევის დამაქვეითებელი) პრეპარატები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და ბევრი სხვა მედიკამენტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქოლესტერინის მაჩვენებელზე.

ანალიზი

ქოლესტერინის დონის განსასაზღვრად იყენებენ ვენიდან აღებულ სისხლს. პროცედურა რამდენიმე წუთს მოიცავს, შედეგები კი რამდენიმე საათში ან მეორე დღეს ხდება ხოლმე ცნობილი. შედეგების ბლანკში ყოველთვის არის მითითებული საერთო ქოლესტერინისა და ფრაქციების დონეები. ქოლესტერინი, ჩვეულებრივ, ისაზღვრება მილიმოლებში ლიტრზე (მმოლ/ლ) ან კიდევ მილიგრამებში დეცილიტრზე (მგ/დლ).

სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციის დასადგენად ბევრი მეთოდი არსებობს, როგორც ქიმიური, ასევე ფერმენტული. უფრო ხშირად ანალიზებს ფერმენტული მეთოდით ატარებენ; ქიმიური მეთოდი, მიუხედავად შედეგების სიზუსტისა, მეტად შრომატევადია.

შედეგების გაშიფვრა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცალსახად იმის მტკიცება, რომ ქოლესტერინი მავნებელია და რაც შეიძლება დაბალი უნდა იყოს მისი მაჩვენებელი სისხლში, არასწორია. მეტიც, სამედიცინო კუთხით სისხლში ქოლესტერინის დაბალი დონე უფრო საგანგაშო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის დიდი რისკის შემცველია, ვიდრე მომატებული დონე. მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში უნდა იყოს.

სისხლში ქოლესტერინის შემცველობის ნორმა

ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციის ნორმული მაჩვენებელი მერყეობს 3,1-დან 5-მდე (მმოლი/ლ) ფარგლებში;

ტრიგლიცერიდების შემცველობა 0,14-დან 1,82-მდე (მმოლი/ლ) ფარგლებში.

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე კი საშუალოდ არ უნდა იყოს 1 მმოლი/ლ-ზე ნაკლები. ქალებისა და მამაკაცებისათვის ნორმული მაჩვენებლები რამდენადმე განსხვავებულია.

ქოლესტერინის დონე მომატებულია ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა:

  • თანდაყოლილი ჰიპერლიპიდემია;
  • ჰეპატობილიარული სისტემის პათოლოგიები;
  • პანკრეასის კიბო;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰიპოთირეოზი;
  • თირკმელების დაავადებები;

ზოგჯერ ქოლესტერინის მაღალი დონე არაჯანსაღი ცხოვრების შედეგია – ალკოჰოლიზმითა და გაცხიმოვნებით დაავადებულებს, ასევე მათ, ვინც დიდი რაოდენობით მიირთმევს ცხიმიან საკვებს, ეს მაჩვენებელი ნორმის ზედა საზღვარს მიახლოებული ან გადაცდენილი აქვს.

საყურადღებოა, რომ ორსულობისას ასევე აღინიშნება ქოლესტერინის დონის რამდენადმე მომატება.

ქოლესტერინის დონე დაქვეითებულია ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა:

  • ჰიპოლიპოპროტეინემია;
  • ჰიპერთირეოზი;
  • ღვიძლის კიბო;
  • ღვიძლის ციროზი, განსაკუთრებით მოგვიანებით სტადიებზე;
  • ქრონიკული ანემია;
  • ძვლის ტვინის პათოლოგიები;
  • ფილტვის ქრონიკული პათოლოგიები.

ქოლესტერინის დონის დაქვეითება დამახასიათებელია მწვავე ინფექციების, სეფსისისა და დიდი დამწვრობებისთვისაც. დიეტის ზოგიერთი მანკიერებაც აქვეითებს ქოლესტერინის მაჩვენებელს. ადამიანებს, რომლებიც ხშირად შიმშილობენ, მისდევენ მკაცრ დიეტებს ან კიდევ ჭარბად მოიხმარენ ცხიმოვან მჟავებს (ომეგა), ხშირად აღენიშნებათ ქოლესტერინის დონის დაქვეითება.