ხმელთაშუა ზღვის დიეტის "მწვანე" ვერსია, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხმელთაშუა ზღვის დიეტის "მწვანე" ვერსია, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლისთვის

ჩართვა რაციონში მნიშვნელოვნად ამცირებს ცხიმის რაოდენობას ღვიძლში.

კლინიკური კვლევის შედეგები, რომელიც ჩაატარა მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, ბენ-გურიონის უნივერსიტეტის (ისრაელი) სპეციალისტების ხელმძღვანელობით, გამოქვეყნდა ჟურნალში Gut.

მრავალრიცხოვანი კვლევებით დადასტურებულია, რომ ბოსტნეულით, ხილით, თხილით, თესლით, ზეითუნის ზეთით, თევზით და ზღვის პროდუქტებით მდიდარი ხმელთაშუა ზღვის კვების რაციონის ჯანმრთელობისათვის სარგებელი ეჭვგარეშეა.

  • თუმცა, მკვლევარებმა პროფესორ ირის შაის (Iris Shai) ხელმძღვანელობით მოდიფიცირება გაუკეთეს სტანდარტულ ხმელთაშუა ზღვის დიეტას და შექმნეს "მწვანე" ვერსია, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლისთვის.
  • მათ, ვინც მიჰყვება ხმელთაშუა ზღვის მწვანე დიეტას, მკვეთრად უნდა შეამცირონ წითელი ხორცისა და მისი პროდუქტების მოხმარება, მიირთვან ბევრი ბოსტნეული, განსაკუთრებით მწვანე ფოთლოვანი (სხვადასხვა სალათები, ისპანახი და ა.შ).

ჩვენ ვსაუბრობთ Wolffia globulosa - პაწაწინა წყლის მცენარეზე, რომელიც იზრდება ტბებისა და აუზების სანაპიროებზე ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის მქონე რეგიონებში, ძირითადად აზიის ქვეყნებში. ვოლფია (Wolffia globulosa) მდიდარია ბიოშეღწევადი მცენარეული ცილებით, რკინით, ვიტამინებით, მინერალებით და პოლიფენოლებით - ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ბიოლოგიურად აქტიური ბუნებრივი ნივთიერებებით. მეცნიერები თვლიან, რომ თერაპიული ეფექტის მისაღწევად, დღეში უნდა მიირთვათ მინიმუმ ასი გრამი გაყინული ვოლფიას კუბები.

შაიმ და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს კლინიკური კვლევა, რათა შეედარებინათ სტანდარტული და ხმელთაშუა ზღვის მწვანე დიეტის ეფექტურობა ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადებაზე (მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ჭარბწონიან ადამიანებზე). ამ დაავადების დროს ღვიძლში ძალიან ბევრი ცხიმი გროვდება, რაც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ მძიმე შედეგებს იწვევს.

კვლევა 2017 წელს დაიწყო და წელიწადნახევარი გაგრძელდა. მასში ჩართული იყო აბდომინური სიმსუქნის მქონე, 50 წელს გადაცილებული ისრაელის 294 მოქალაქე. ყველა მონაწილე შემთხვევით დაიყო სამ ჯგუფად. პირველი ჯგუფი უბრალოდ ჯანსაღად იკვებებოდა, მეორე ხმელთაშუა ზღვის სტანდარტული დიეტის მიხედვით, მესამე კი ხმელთაშუა ზღვის მწვანე დიეტის მიხედვით. გარდა ამისა, ყველა მონაწილეს მიეცა სპორტული დარბაზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა, რათა წაეხალისებინათ ისინი მეტი ფიზიკური აქტივობისთვის. შედეგად, აღმოჩნდა, რომ სამივე კვების რაციონმა ხელი შეუწყო ღვიძლში ცხიმის რაოდენობის შემცირებას, მაგრამ გამარჯვებული იყო ხმელთაშუა ზღვის მწვანე დიეტა (მინუს 39% ცხიმოვანი ჩანართები).

მეორე ადგილზე იყო ტრადიციული ხმელთაშუა ზღვის დიეტა (მინუს 20%), მესამეზე კი მხოლოდ ჯანსაღი დიეტა (მინუს 12%). თუ კვლევის დასაწყისში ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება დაუდგინდა მონაწილეთა 62%-ს, მაშინ "მწვანე" ჯგუფში ეს მაჩვენებელი წელიწადნახევრის შემდეგ შემცირდა 31,5%-მდე. დანარჩენ ორ ჯგუფში, შესაბამისად, 47.9% და 54.8% იყო.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ხმელთაშუა ზღვის მწვანე დიეტის ამ ეფექტის საფუძველს წარმოადგენს პოლიფენოლების მაღალი დონე, რომელიც უხვად არის არა მხოლოდ წყლის პერიში (ლემნა), არამედ ნიგოზში, მწვანე ჩაის და ფოთლოვანი ბოსტნეულის შემადგენლობაში. ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა წითელი ხორცისა და ხორცპროდუქტების მოხმარების მკვეთრი შემცირება.