/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ღვიძლი - მისი სასარგებლო თვისებები და მომზადება

ღვიძლი - მისი სასარგებლო თვისებები და მომზადება
ამქვეყნად უამრავი გემრიელი და სასარგებლო საკებია. თეორიულად უპირატესობა მცენარეული წარმოშობისას ენიჭება, თუმცა პრაქტიკულად ცხოველურს უფრო მეტს მივირთმევთ, რადგან უმრავლესობას მათი გემო უფრო მოსწონს და უფრო სასარგებლოდაც მიაჩნია. საერთოდ, რაციონში ყოველგვარი საკვები უნდა შედიოდეს: როგორც ხილი და ბოსტნეული, ისე თევზეული, რძე და მისი ნაწარმი და, რაღა თქმა უნდა, ხორციც. მთავარია, ამა თუ იმ პროდუქტის მოხმარებამ ნორმას არ გადააჭარბოს და სწორად მომზადდეს.

მცენარეული საკვები ნამდვილად უფრო მეტი უნდა მივირთვათ, თუმცა რაციონიდან ცხოველური პროდუქტების სულ მთლად ამოღებაც შეცდომა იქნება. უნდა ითქვას ისიც, რომ ცხოველური წარმოშობის ზოგიერთ პროდუქტს ადამიანები შედარებით იშვიათად მიირთმევენ. ხშირად არასწორადაც ამზადებენ მათგან კერძებს, ამიტომ სარგებლობის ნაცვლად მხოლოდ კალორიებს და კუჭის არეში დისკომფორტს იღებენ. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია ღვიძლი. ის გემრიელია და საოცრად მაღალი კვებითი ღირებულებაც აქვს. მრავალ ქვეყანაში მას დელიკატესად მიიჩნევენ. ღვიძლი მდიდარია ცილებით, მასში შემავალ მინერალებსა და ვიტამინებს კი ადვილად ასათვისებელი ფორმა აქვს. ამიტომ არის, მედიკოსები და დიეტოლოგები დაჟინებით რომ ურჩევენ ქრონიკულად მოავადეებს, კვების რაციონში აუცილებლად ჩართონ ეს პროდუქტი. თუ ღვიძლს სწორად მოამზადებთ და  სხვა თავსებად პროდუქტებთან ერთად მიირთმევთ, თქვენი ორგანიზმი ნორმალური ცხოველმყოფელობისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ყველა  ნივთიერებას მიიღებს. ღვიძლი სასარგებლოა ათეროსკლეროზითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ბავშვებისა და ორსულებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც თრომბოზისადმი მიდრეკილება და, საზოგადოდ, სისხლის შედედების დარღვევები აღენიშნება.

თევზის ღვიძლი

თევზის ღვიძლი, განსაკუთრებით - ვირთევზასი, მეტად ღირებული პროდუქტია. ის უმთავრესად დაკონსერვებული იყიდება და ამ სახითაც კი მეტად კალორიულია (100 გრამში 600-ზე მეტი კილოკალორიაა), ამიტომ მისი დიდი რაოდენობით ჭამა არ არის რეკომენდებული. პროდუქტი უხვად შეიცავს თევზის ქონს, კერძოდ, ქოლესტერინსა და ცხიმოვან მჟავებს, აგრეთვე - ცილებსა და ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, A, PP, C, D, E და B  ჯგუფის ვიტამინებს, ნატრიუმს, ფოსფორს, ქლორს, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, თუთიას, ქრომს, ფთორს, იოდს, ნიკელსა და მოლიბდენს. დადგენილია, რომ თუ დედა ორსულობისას რეგულარულად იკვებებოდა ვირთევზას ღვიძლით, შვილი იშვიათად ავადმყოფობს და ყოველგვარი ინფექცია ადვილად გადააქვს. ინფექციისგან ორგანიზმს იცავს ადვილად ასათვისებელი A ვიტამინი. ეს უკანასკნელი D ვიტამინსა და სხვა ნივთიერებებთან ერთად აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ამახვილებს მხედველობას, აჯანსაღებს ძვლოვან ქსოვილს, უზრუნველყოფს ყურადღების კონცენტრაციას, კბილების, კანისა და თმის სიჯანსაღეს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ღორის ღვიძლი

ღორის ღვიძლი ასევე მდიდარია ქოლესტერინით, მინერალებითა და ვიტამინებით. ის შეიცავს H ვიტამინსაც, რომელიც სილამაზის ვიტამინად არის აღიარებული. B ჯგუფიდან კი ღორის ღვიძლში რვა ვიტამინი შედის. 100 გრამი პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება 110 კილოკალორიაა.

შეკითხვა ექიმს
<p>-რამდენას ჯანსაღია ნორვეგიული შებოლილი ორაგული ავოკადოსთან ერთად? და შეიძლება თუ არა ყოველდღიურად მიღება</p>

საქონლის ღვიძლი

საქონლის ღვიძლი შემადგენლობით რამდენადმე წააგავს ღორისას, თუმცა სასარგებლო ნივთიერებებით მასზე მდიდარია, თანაც უფრო კალორიული - 130 კილოკალორია 100 გრამ პროდუქტზე. გარდა ვიტამინების სრული ნაკრებისა, საქონლის ღვიძლში არის ბეტა-კაროტინი, D და K ვიტამინები, ოცამდე მინერალი, სხვადასხვა ფერმენტი, ამინმჟავა და სხვა ნივთიერებები.

ქათმის ღვიძლი

ქათმის ღვიძლი ღორისაზე კალორიულია (100 გრამი 140 კილოკალორიას შეიცავს), თუმცა მას უფრო ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ქათმის ღვიძლი მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით, ფოლიუმის მჟავათი და A ვიტამინით, ამიტომ, ვირთევზას ღვიძლის დარად, ძალზე სასარგებლოა ბავშვებისა და ორსულებისთვის.

მომზადების წესი

ღვიძლის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ფერსა და ფაქტურას. ახალი ღვიძლი გლუვია, ბაცი ყავისფერი ან ღია მოწითალო, გაჭრილი ზედაპირი კი მოწითალო-ყავისფერი ან ყავისფერი აქვს.  ღვიძლს უმეტესად წვავენ, თანაც არასწორად, ამიტომაც ბევრს ის არ უყვარს. სწორად შემწვარი ღვიძლი გემრიელი, არომატული და ნაზია. კარგად გარეცხილ საქონლის ან ღორის ღვიძლს აპკი უნდა მოაცილოთ, ერთი სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად დაჭრათ, დააყაროთ ცოტაოდენი სოდა და ერთი საათი გააჩეროთ, მერე გამდინარე წყალში კარგად გარეცხოთ,  გემოვნებისამებრ მოაყაროთ მარილი, წიწაკა და სანელებლები, ფქვილში ამოავლოთ, გავარვარებულ ტაფაზე დადოთ და ერბოში შეწვათ - დაახლოებით 3-4 წუთი თითოეულ მხარეს. ამ რეცეპტით შემწვარ ღვიძლს უხდება კარტოფილის პიურე, ბრინჯი, პომიდვრის სოუსი, თუმცა გარნირად ყველაფერს სჯობია ახალდაჭრილი მწვანილი და უცხიმო არაჟანი, სალათის ფურცლები, კიტრი, ყაბაყი, ბროკოლი. მათთან ერთად ღვიძლი უფრო გემრიელიც არის, სასარგებლოც და იოლი მოსანელებელიც. არ არის რეკომენდებული ღვიძლის ჭამა მაკარონთან და ცხიმიან სოუსთან ერთად. ღუმელში შემწვარი ღვიძლი უფრო იოლი ასათვისებელია, ვიდრე ტაფაზე შემწვარი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ხმელთაშუა ზღვის დიეტის "მწვანე" ვერსია, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლისთვის
ხმელთაშუა ზღვის დიეტის "მწვანე" ვერსია, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლისთვის
ნიგვზის, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის, მწვანე ჩაის და წყლის პერის (ლემნა) სმუზის
სრულად
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ხორცზე უარს ამბობთ - თუნდაც მცირე ხნით
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ხორცზე უარს ამბობთ - თუნდაც მცირე ხნით
ხორცის მიღების რამდენიმე კვირით შეზღუდვამ შესაძლოა ცვლილებები გამოიწვიოს, მათ შორის:
სრულად
დიეტა, რომელიც ტვინს 7 წლით აახალგაზრდავებს
დიეტა, რომელიც ტვინს 7 წლით აახალგაზრდავებს
კვებას ტვინზე დიდი გავლენა აქვს დაბერების პარალელურად დემენციის შემთხვევები იზრდება.
სრულად
სხეულის მასის ინდექსი (სმი): თანამედროვე ნორმები და ჯანსაღი წონის საზომი
სხეულის მასის ინდექსი (სმი): თანამედროვე ნორმები და ჯანსაღი წონის საზომი
თანამედროვე სამყაროში, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესი სულ უფრო პრიორიტეტული ხდება,
სრულად
ორაგულის სასარგებლო თვისებები
ორაგულის სასარგებლო თვისებები
ორაგული ორაგულისებრთა ოჯახის გამორჩეული წარმომადგენელია. ამ თევზის სხეული დაფარულია წვრილი ქერცლით.
სრულად
დასავლური დიეტა - ყველაზე მავნე რაციონი
დასავლური დიეტა - ყველაზე მავნე რაციონი
ნაწლავის მიკროფლორა გავლენას ახდენს ჯანმრთელობის ბევრ ინდიკატორზე და დამოკიდებულია კვებასა და ცხოვრების წესზე.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ღვიძლი - მისი სასარგებლო თვისებები და მომზადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები