-გამარჯობა. ვარ 24 წლის ბიჭი. დაახლოებით 2 თვის წინ პირველად ვიგრძენი წამიერი მხედველობის დაბინდვა, რომელსაც თან ახლდა სისხლის მოწოლა თავში, ასევე გულის "ფრიალი". დაუყოვნებლივ წავედი ექიმთან, ავიღე სისხლის ანალიზი, ყველაფერი ნორმაში იყო, არც შაქარი აღმომაჩნდა. 3-4 დღის წინ მჯდომიარეს უეცრად დამეხვა თავბრუ, რასაც ასევე ახლდა სისუსტე და ძილიანობის შეგრძნება, ასევე პერიოდული თავის ტკივილი. თავბრუსხვევა პერიოდულად ახლაც მახსენებს თავს, ასევე მოთენთილობა და ზოგადი სისუსტე. (ვარ საკმაოდ ემოციური) მიზეზებისდა გამო ჯერ ვერ ვახერხებ ექიმთან მისვლას. რა შეიძლება იწვევდეს ამ ყველაფერს? მადლობა უღრმესი.