/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

როგორ მოქმედებს მაღალი წნევა სხვადასხვა ორგანოზე

წნევის მაჩვენებლების მატება შეიძლება წლების განმავლობაში მიმდინარეობდეს ყოველგვარი გართულების გარეშე. მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით დაავადების შორს

წასულ შემთხვევებში, შესაძლო გართულებების შესახებ ვესაუბრეთ აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის თორაკო-აბდომინალური კლინიკის ექიმ-თერაპევტს ლია გოგუას.

  • ქალბატონო ლია, რასთან არის დაკავშირებული ჰიპერტონიული დაავადების დროს სხვადასხვა ორგანოში განვითარებული ცვლილებები?

- ჰიპერტონიული დაავადების დროს სხვადასხვა ორგანოში ცვლილებები უმთავრესად დამოკიდებულია სისხლძარღვოვანი სისტემის (ძირითადად - არტერიოლების) დაზიანების ხარისხსა და გავრცელებაზე.

ჰიპერტონიული დაავადების გართულების დროს თავს იჩენს ორგანოთა დაზიანებისა და ფუნქციური ნაკლოვანების კლინიკური ნიშნები:

  1. სისხლის მიმოქცევის ნაკლოვანება,
  2. სტენოკარდია,
  3. მიოკარდიუმის ინფარქტი,
  4. თავის ტვინში სისხლჩაქცევა,
  5. ჰიპერტონიული ენცეფალოპათია,
  6. ცერებრული არტერიების თრომბოზი,
  7. ბადურაში სისხლჩაქცევა,
  8. თირკმელების ნაკლოვანება და სხვა.

  • თქვენ ახსენეთ სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი. რა ცვლილებები შეიძლება განვითარდეს გულის კუნთში და როგორი ჩივილებით ვლინდება ისინი?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ჩივილები შეიძლება იყოს ფუნქციური ხასიათისა: გულის ფრიალი, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, ჰაერის უკმარისობა და გულის ნაკლოვანებითა და გვირგვინოვანი სისხლის მიმოქცევის მოშლით გამოწვეული. მაგალითად, სტენოკარდიული შეტევები, გულის ფრიალი, ქოშინი, არითმია.

რაც შეეხება ცვლილებებს გულის კუნთში, ჰიპერტონიული დაავადების დროს ვითარდება მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, რომელიც საკმაოდ გამოკვეთილ ხასიათს ღებულობს. ამასთან, რაც მეტია სისხლის წნევის დონე და ჰიპერტენზიის ხანდაზმულობა, მით უფრო მკვეთრია მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია და გულის წონამ შეიძლება 900 გრამამდეც კი მოიმატოს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.უკვე 1 წელია საჭმლის მონელების პრობლემა მაქვს.ანუ განავალს მოყვება გადაუმუშავებელი საკვები და ეს ფერმენტების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს?კონკრეტულად რომელი ფერმენტის ნაკლებობა იწვევს და თუ შეიძლება ანალიზის გარეშე დროებით ფერმენტების შემცველი მედიკამენტების მიღება?გმადლობთ.</p>

ჰიპერტონიული დაავადების დროს, როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, ხშირია გულის იშემიური დაავადების შემთხვევები (სტენოკარდია, გულის კუნთის ინფარქტი), რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით: ფუნქციური ნერვულ-ვაზომოტორული მოშლილობით (რომლებიც თავისთავად იწვევენ გვირგვინოვანი სისხლის მიმოქცევის მოშლას და აჩქარებენ გულის მკვებავი არტერიების ათეროსკლეროზულ დაზიანებას), თანმხლები ათეროსკლეროზით, მიოკარდიუმის მკვეთრი ჰიპერტროფიის გამო შედარებითი გვირგვინოვანი ნაკლოვანების განვითარებით და გულის კუნთში ჟანგბადის არაეკონომიური ხარჯვის გაძლიერებით.

მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების დროს სისხლის წნევა უფრო მკვეთრად ქვეითდება, ვიდრე ნორმალური წნევის პირობებში. ფიქრობენ, რომ კარდიოგენული შოკის მძიმე მიმდინარეობა ჰიპერტონიის დროს ამით აიხსნება.

  • შესაძლოა თუ არა, ჰიპერტონიული დაავადება გულის უკმარისობით გართულდეს?

ასევე დაგაინტერესებთ
Top 10 შეცდომა რომელსაც წნევის გაზომვის დროს ვუშვებთ
რჩევები არტერიული წნევის დასარეგულირებლად

- თანამედროვე აქტიური ჰიპოტენზიური მკურნალობის პირობებში ასეთი რამ იშვიათია, მაგრამ თუ ჰიპერტენზია გართულებულია გვირგვინოვანი არტერიების ათეროსკლეროზითა და კეროვანი ან დიფუზური კარდიოსკლეროზით, გულის უკმარისობა და არითმია ხშირად ვითარდება. ჰიპერტონიულმა დაავადებამ თავისთავადაც შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობა პროგრესირებადი ჰიპერტროფიისა და მიოკარდიუმის დისტროფიის გამო.

  • როგორ ვლინდება ამ დროს კლინიკურად გულის უკმარისობა?

- შეიძლება მწვავედ დაიწყოს და განვითარდეს კარდიალური ასთმის შეტევის სინდრომი. ამ დროს ავადმყოფს აწუხებს ჰაერის უკმარისობა, მოხრჩობის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ხველა. სუნთქვა გახშირებულია და ზერელე, აღინიშნება ცივი ოფლი. შესაძლებელია მოხდეს წნევის დაქვეითება. ზოგ შემთხვევაში კარდიალური ასთმის განვითარებისა და სისხლის წნევის დაქვეითების უშუალო მიზეზი შეიძლება იყოს გულის კუნთის ინფარქტი.

გულის ტოტალური და ქრონიკული ნაკლოვანების დროს თანდათან ვითარდება სისხლის მიმოქცევის მცირე წრის ჰიპერტენზია და შეგუბებითი მოვლენები დიდ წრეში. ამ დროს არტერიული წნევა რამდენადმე ქვეითდება, რაც ”თავმოკვეთილ ჰიპერტონიად” მოიხსენიება.

  • როგორია კავშირი ჰიპერტონიულ დაავადებასა და თირკმელების ფუნქციურ და სტრუქტურულ მდგომარეობას შორის?

- თირკმელების მდგომარეობას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჰიპერტონიული დაავადების განვითარებისა და მიმდინარეობისათვის. ზოგ შემთხვევაში ჰიპერტონიული დაავადების დროს თირკმელების გამომყოფი ფუნქცია და შარდის შემადგენლობა წლების განმავლობაში ნორმალურია.

არც თირკმელების მორფოლოგიური სურათი (ბიოფსიის მასალა) განიცდის ცვლილებას. ჰიპერტონიული დაავადების მიმდინარეობის პროცესში, განსაკუთრებით III სტადიაში, თანდათან ვითარდება თირკმელების არტერიების დაზიანება - არტერიოსკლეროზი და ნეფროსკლეროზი. თირკმლის ზომა მცირდება, ვითარდება ე.წ. პირველადად შეჭმუხვნილი თირკმელი. ამ დროს ზიანდება თირკმელების გორგლოვანი სისტემა. თირკმელების ფილტრაციული ფუნქცია ქვეითდება დაავადების მხოლოდ მოგვიანებით სტადიაში და შეჭმუხვნილი თირკმლის განვითარებამდე ორგანიზმიდან ნარჩენი ნივთიერებების გამოყოფის ფუნქცია პრაქტიკულად დამაკმაყოფილებელ დონეზეა.

მოგვიანებით, გართულების შემთხვევაში შარდში შეიძლება გამოვლინდეს ცვლილებები. ადგილი აქვს ალბუმინურიას, ნიქტურიას (როდესაც ღამით გამოყოფილი შარდის რაოდენობა აღემატება დღის განმავლობაში გამოყოფილს), რომელიც შერწყმულია ოლიგურიასთან (დღე-ღამეში გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება). პირველადად შეჭმუხვნილი თირკმლის შემთხვევაში ვითარდება მისი უკმარისობა და აზოტემიური ურემია, რაც საკმაოდ მძიმე გართულებას წარმოადგენს.

  • ჰიპერტონიული დაავადების დროს რა დამახასიათებელ ცვლილებებს განიცდის თვალის ფსკერი?

- თვალის ფსკერის მდგომარეობისა და თვალშიგა ჰემოდინამიკის ცვლილებების ხარისხი ერთ-ერთ სარწმუნო კრიტერიუმადაა მიჩნეული ჰიპერტონიული დაავადების მიმდინარეობის სტადიისა და ფაზის განსაზღვრაში. ამ დროს დამახასიათებელია ცვლილება ბადურების სისხლძარღვებსა და სისხლძარღვოვან გარსში - ჰიპერტონიული რეტინოპათია.

დაავადების ჯერ კიდევ დასაწყის სტადიაში არც ისე იშვიათად აღინიშნება ბადურას არტერიების შევიწროება. ერთდროულად ვენები ფართოვდება და ზოგჯერ აღინიშნება დაკლაკვნა ყვითელი ლაქის ირგვლივ. ბადურას ცვლილებებს საფუძვლად უდევს ანგიოსპაზმი. ამ დროს აღინიშნება ბადურასა და მხედველობის ნერვთა დვრილების შეშუპება, სისხლჩაქცევები, ცენტრალური ვენის თრომბოზი, ბადურას ახლეჩა, ნეკროზი და თეთრი ლაქები. ეს ცვლილებები ასიმეტრიულია ორივე თვალზე და იწვევს მხედველობის დაქვეითებას, მხედველობის ველის შემცირებას, ზოგჯერ სიბრმავეს.

თვალის ფსკერის ცვლილებები აღინიშნება ჰიპერტონიული დაავადების ყველა სტადიასა და ფაზაში, აგრეთვე ამ დაავადების ყველა ფორმის (კარდიული, ცერებრული, რენული) შემთხვევაში. იგი მით უფრო გამოხატულია, რაც მეტია და სტაბილური სისხლის წნევა ან რაც მკვეთრია მისი ცვალებადობა და ხშირია ჰიპერტონიული კრიზი.

ჰიპერტონიის დროს ზოგჯერ ვითარდება თვალის ბადურას უპირატესი მწვავე იშემია და მხედველობის დროებითი დაკარგვა. ხანგრძლივი ანგიოსპაზმის დროს ვითარდება მხედველობის ნერვის ატროფია და ადამიანი მხედველობას სამუდამოდ კარგავს.

  • შეიძლება თუ არა, წნევის ციფრების ნორმალურ მაჩვენებლამდე მიყვანისას თვალის ფსკერის მდგომარეობა გაუმჯობესდეს?

- სისხლის წნევის დაქვეითებისა და მისი ცვალებადობის შემცირების დროს თვალის ფსკერის მდგომარეობა უმჯობესდება. მიუხედავად ამისა, პირდაპირი და მკაცრი პარალელიზმი მათ შორის არ არის.

  • რა ცვლილებებია მოსალოდნელი ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ?

- ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ცვლილებებს ჰიპერტონიული დაავადების დროს ახასიათებს მრავალნაირი გამოვლინება, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ხანდაზმულობასა და სისხლძარღვთა დაზიანების ხარისხზე. ჰიპერტონიის დროს ხშირად ადრეულ სტადიაშივე აღინიშნება სხვადასხვა ფუნქციური მოშლილობა ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, ადვილად აგზნებადობა, ლაბილური გუნება-განწყობა, ასთენიური მდგომარეობის სხვადასხვა ნიშანი, პათოლოგიური ინერტულობა, უძილობა და სხვა. ჰიპერტონიული კრიზის დროს მოსალოდნელია გონების დაკარგვა ჰემიპარეზით, აფაზია (მეტყველების მოშლა), ამნეზია და ცერებრული ჰემოდინამიკის მძიმე მოშლის სხვა ნიშნები.

ნერვული სისტემის მხრივ მოვლენებს საფუძვლად უდევს პირველადი ნევროზული მდგომარეობა (რაც გარკვეულ ეტიოლოგიურ როლს ასრულებს ჰიპერტონიული დაავადების განვითარებაში) და ჰიპერტონიის ფონზე განვითარებული ცნს-ის ფუნქციურ-სტრუქტურული მოშლილობა.

ჰიპერტონიული დაავადების დროს ცერებრული ჰემოდინამიკის მხრივ უხშირესი გართულებებია: ტრანზიტორული იშემიური შეტევა (იშემიური ინსულტი), თავის ტვინის ინფარქტი (თუ მწვავე იშემია 24 საათზე მეტხანს გაგრძელდა), სისხლჩაქცევა თავის ტვინში (ჰემორაგიული ინსულტი), სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. ჰიპერტონიული დაავადების დროს ცვლილებებია ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაში.

  • როგორია გართულების შემთხვევაში ჰიპერტონიის მკურნალობის თავისებურებანი?

- ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ, განსაკუთრებით - მის მოგვიანებით სტადიებზე, ყველაზე რაციონალურია ჰიპოტენზიური საშუალებების კომპლექსური გამოყენება იმ მოსაზრებით, რომ კომბინაციაში შემავალმა თითოეულმა ინგრედიენტმა იმოქმედოს დაავადების სხვადასხვა პათოგენეზურ რგოლზე და გააძლიეროს ჰიპოტენზიური ეფექტი.

კომპლექსური მედიკამენტური მკურნალობის მეთოდი ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურია. რაც შეეხება გართულებებს, ასეთ დროს მკურნალობის კომპლექსში სათანადო საშუალებები უნდა ჩაირთოს სიმპტომატურად. რეკომენდაციის სახით მინდა ვთქვა, რომ ასეთი ავადმყოფები ცუდად იტანენ კლიმატური და მეტეოროლოგიური პირობების შეცვლას.

  • როგორია პროგნოზი?

- ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ ამჟამად სხვადასხვა ჯგუფის მრავალი ძლიერმოქმედი ჰიპოტენზიური საშუალება არსებობს. მათი რაციონალური და კომბინირებული გამოყენების შედეგად, სათანადო რეჟიმის დაცვის პირობებში სისხლის წნევის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება წლების განმავლობაში არის შესაძლებელი. ზოგ შემთხვევაში, აქტიური მკურნალობის შემდეგ სისხლის წნევა ხანგრძლივი დროით ნორმალიზდება და გარკვეულ რეგრესიას განიცდის, ხდება ცვლილებები თვალის ფსკერსა და სხვა ორგანოების მხრივ. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიპოტენზიური საშუალებების ე.წ. დამჭერი დოზით გამოყენებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. უმეტესად, ჰიპერტონია ნელა პროგრესირებადი დაავადებაა. როგორც უკვე აღვნიშნე, ჰიპოტენზიური საშუალებების შერჩევაზე, მათ რაციონალურ გამოყენებაზეა დამოკიდებული დაავადების პროგრესირების შეჩერება, გართულებების თავიდან აცილება, ავადმყოფთა სიცოცხლისა და შრომისუნარიანობის გახანგრძლივება.

პროგნოზი მძიმდება სტაბილური და მაღალი ჰიპერტენზიის დროს (განსაკუთრებით, როდესაც დიასტოლური წნევა 110 მმვ.წყ.სვ-ია), გულის მნიშვნელოვანი ჰიპერტროფიის, გულის ნაკლოვანების, თირკმელების დისფუნქციის, თავის ტვინისა და გვირგვინოვანი სისხლის მიმოქცევის უკმარისობისა და მძიმე რეტინოპათიის შემთხვევებში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

საჭმლის მონელების პრობლემების 11 ტიპი - სიმპტომები და მკურნალობა

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ჩნდება საჭმლის მომნელებელი სისტემის და მისი ორგანოების დარღვევების დროს.
სრულად
7 საუკეთესო საკვები ყაბზობის შესამსუბუქებლად

კარგად დაბალანსებული დიეტა თამაშობს გადამწყვეტ როლს ჯანსაღი და რეგულარული საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნებაში.
სრულად
რა არის გაღიზიანებული ნაწლავის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს მსხვილ ნაწლავზე.
სრულად
დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 50%-ს აქვს  ბაქტერია Helicobacter pylori. მეცნიერები გვახსენებენ ბაქტერიას, რომელიც იწვევს კუჭის კიბოს

ამ პათოგენის აღმოჩენისთვის მეცნიერებს ნობელის პრემია მიენიჭა. დღეს ეს ბაქტერია კუჭის კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება.
სრულად
გულძმარვა და პირში  მწარე გემო შეიძლება მიუთითებდეს კუჭის წყლულზე

მკურნალობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სრულად
ღვიძლის პრობლემების სადიაგნოსტიკო ნიშნები

მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტირება სპეციალური კვლევების გარეშე შესაძლებელია მხოლოდ დაავადების გვიან ეტაპებზე,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ მოქმედებს მაღალი წნევა სხვადასხვა ორგანოზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები