/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

გულის ფრიალი

გულის ფრიალი
გულის ფრიალი არის გულისცემის აჩქარების, არარეგულარულობის, გაძნელების ან ერთდროულად ამ ყველაფრის შეგრძნება. პაციენტი შესაძლოა მიუთითებდეს ამ შეგრძნებაზე გულმკერდის, ყელის ან კისრის არეში. გულის ფრიალი ბევრს აშინებს. საბედნიეროდ, ის უმეტესად უწყინარია და თავისთავად გაივლის, თუმცა მისი ზოგიერთი შემთხვევა გულის დაავადებითაცაა განპირობებული. ასეთი გულის ფრიალი თავს იჩენს ფიზიკური დატვირთვის, ემოციური სტრესის, კოფეინის შემცველი ან ცხელი სასმლის მიღების, თამბაქოს მოწევის შემდეგ და მოსვენების დროსაც კი.

არითმია

გულის ფრიალის მიზეზი ყველაზე ხშირად გულის რიტმის დარღვევა ანუ არითმიაა. არითმია მაშინ აღმოცენდება, როცა ირღვევა გულის ელექტრული სისტემის ფუნქციობა. დარღვევა შესაძლოა გულის მკვებავი სისხლძარღვების, კორონარების, ათეროსკლეროზული დაზიანებით ან გულის სხვა დაავადებით იყოს განპირობებული. ქვემოთ არითმიის ზოგიერთ მიზეზზე ვისაუბრებთ.

ელექტრული იმპულსების წარმოქმნა

გულის ის უჯრედები, რომლებშიც ელექტრული იმპულსები წარმოიქმნება, ზოგჯერ ზედმეტად აქტიურობს და იმპულსს მაშინ წარმოქმნის, როცა ამის დრო არ არის. ამას ემატება იმპულსი, რომელიც ნორმის თანახმადაც უნდა წარმოიქმნას. ყოველივე ეს კი გულის არარეგულარულ შეკუმშვას და გულის ფრიალის შემაწუხებელ შეგრძნებას იწვევს.

სიგნალის ბლოკირება

არის შემთხვევები, როცა გულში წარმოქმნილი ელექტრული იმპულსი, რომელმაც მორიგი შეკუმშვა უნდა გამოიწვიოს, იბლოკება და გულის პარკუჭებს ვეღარ აღწევს. ამ შემთხვევაში გული უფრო იშვიათად იკუმშება, ვიდრე წესისამებრ უნდა შეიკუმშოს, თუმცა არარეგულარულობის გამო პაციენტი შესაძლოა ამასაც გულის ფრიალად აღიქვამდეს.

შეკითხვა ექიმს
<p>პროთრომბინის დრო PT/TIME 11.8 N(11 - 16) საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება PT/INR 1.10 N(0.8 - 1.2) აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო APTTTIME 40.9 H(28 - 39) ფიბრინოგენის კონცენტრაცია FIBR 4.16 H(2 - 4) მაინტერესებს როგორი პასუხია.</p>

ანომალიური გამტარი გზები

გულში წარმოქმნილი ელექტრული იმპულსები განსაზღვრულ სტრუქტურებში - გულის გამტარ სისტემაში ვრცელდება. არის შემთხვევები, როცა იმპულსი რეგულარულად, ნორმალურ ადგილზე წარმოიქმნება, მაგრამ შემდეგ ვრცელდება გულში არსებულ ეგრეთ წოდებულ დამატებით გამტარ გზებში. ეს იმპულსის ანომალიურ ცირკულაციას და შედეგად არითმიას იწვევს.

ასევე დაგაინტერესებთ
გულის ფრიალი შესაძლოა, ჰორმონალურმა ცვლილებებმა გამოიწვიოს

მედიკამენტები და მასტიმულირებელი საშუალებები

არითმიის მიზეზად შესაძლოა იქცეს ზოგიერთი მედიკამენტი და მასტიმულირებელი საშუალება, მათ შორის - კოფეინიანი სასმელები და ნიკოტინი. მათი გავლენით არითმია შესაძლოა ჯანმრთელ ადამიანსაც დაემართოს, მაგრამ გულის დაავადების ფონზე რისკი გაცილებით მაღალია.

კორონარული არტერიების სპაზმი პრინცმეტალის სტენოკარდია

არითმია შესაძლოა განვითარდეს პრინცმეტალის სტენოკარდიის დროსაც. ეს არის არტერიების გახანგრძლივებული სპაზმით გამოწვეული სტენოკარდია, რომელსაც ღამღამობით გულმკერდის ტკივილის აღმოცენება ახასიათებს.

როგორ ადგენენ გულის ფრიალის მიზეზს

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია პაციენტის დეტალური გასინჯვა. ამ გზით მიღებული მონაცემების საფუძველზე ექიმი წყვეტს, საჭიროა თუ არა კარდიოლოგიური გამოკვლევა. ერთი შეხედვით, ეს უცნაურად მოგეჩვენებათ, რადგან პაციენტთა უმრავლესობა გულის ფრიალს გულის დაავადების სიმპტომად მიიჩნევს. საბედნიეროდ, ასე არ არის - არცთუ იშვიათად გულის ფრიალი სულ სხვა მიზეზითაა განპირობებული, მაგალითად, ძლიერი ემოციით, და მაშინაც კი, როცა ვარაუდობენ, რომ არითმია შესაძლოა გულის დაავადების გამოხატულება იყოს, ეს ვარაუდი კვლევით ყოველთვის არ დასტურდება.

ელექტროკარდიოგრაფია

როცა ექიმი ვარაუდობს, რომ გულის ფრიალი არითმიასთანაა დაკავშირებული, კვლევა ელექტროკარდიოგრაფიით იწყება. ჩვენებისამებრ, შესაძლოა ჩატარდეს:

  • ელექტროკარდიოგრაფია მოსვენებულ მდგომარეობაში;
  • ჰოლტერის მონიტორინგი - ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა 24 საათის განმავლობაში პაციენტის სხეულთან ელექტროდებით დაკავშირებული პატარა აპარატით და მიღებული ჩანაწერის გაშიფვრა;
  • დატვირთვის ტესტი ანუ სტრესტესტი - ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა პაციენტის ფიზიკური დატვირთვისას. ამ დროს პაციენტი დარბის მოძრავ ბილიკზე ან ატრიალებს ველოსიპედის პედლებს.

ტილტ-ტესტი ანუ დახრილი მაგიდის ტესტი

პაციენტს აწვენენ მაგიდაზე, რომლის დახრილობის კუთხეც შეიძლება შეიცვალოს. ეს იმის დადგენის საშუალებას იძლევა, რა გავლენას ახდენს სხეულის სხვადასხვა პოზიცია არითმიის აღმოცენებაზე. ეს კვლევა ინფორმაციულია აუხსნელი მიზეზით განპირობებული გულის წასვლის შესწავლის დროსაც.

ელექტროფ იზიოლოგიური კვლევა

ამ კვლევისას კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შეიძლება ანომალიური გულისცემის შესახებ. ელექტროფიზიოლოგიური კვლევისას ბარძაყის ვენის გავლით გულში თავსდება სპეციალური კათეტერი, რომლის მეშვეობითაც იწერება ელექტრული აქტივობის ცვლილება სხვადასხვა სტიმულის პასუხად. ეს მონაცემები ექიმს არითმიის ტიპისა და მიზეზის დადგენაში ეხმარება.

ვუმკურნალოთ გულის ფრიალს?!

გულის ფრიალი დაავადება არ არის, ის სიმპტომია, ამიტომ მკურნალობაც მისი გამომწვევი მიზეზის მკურნალობას გულისხმობს. უნდა განისაზღვროს, რამდენად აუცილებელია გულის ფრიალის შეგრძნების გამომწვევი არითმიის მკურნალობა. ეს ბუნებრივია - ყველა არითმია საშიში არ არის და ყველა არითმიის მკურნალობა არ შეიძლება წარმატებული იყოს. მკურნალობა გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლას (თამბაქოსთვის თავის დანებებას, ზომიერ ფიზიკურ აქტივობას), განსაზღვრული მედიკამენტების მიღებას, სპეციალური მოწყობილობის იმპლანტაციას (ჩანერგვას), ქირურგიულ და სხვა პროცედურებს.

რიტმის წამყვანის (პეისმეკერის) იმპლანტაცია

ასეთ მოწყობილობას იყენებენ, როცა პაციენტს იშვიათი გულისცემა - ბრადიკარდია აქვს და ეს ელექტრული იმპულსების გამომუშავების ან მათი გატარების დარღვევითაა განპირობებული. მარტივი ჩარევით იმპლანტირებული პეისმეკერი თავად გამოიმუშავებს იმპულსებს და გულის ნორმალურ შეკუმშვას უზრუნველყოფს.

დეფ იბრილატორის იმპლანტაცია

ზოგჯერ გულის ფრიალის მიზეზია გულის დაავადების ფონზე აღმოცენებული ძლიერი არითმია, რომელსაც შესაძლოა პარკუჭების ფიბრილაცია მოჰყვეს. პარკუჭების ფიბრილაციის დროს ვითარდება კლინიკური სიკვდილი, რომელიც სათანადო დახმარების - დეფიბრილაციის გარეშე ბიოლოგიური სიკვდილით სრულდება. სწორედ დეფიბრილაციას უზრუნველყოფს იმპლანტირებული დეფიბრილატორი.

კარდიოვერსია

ამ გზით აღადგენენ გულის ნორმალურ რიტმს მოციმციმე არითმიის ანუ წინაგულთა ფიბრილაციის ხანგრძლივი და მძიმე ეპიზოდების არსებობისას. კარდიოვერსიის დროს ხდება დეფიბრილაცია (გულზე მაღალი ძაბვით ელექტრული ზემოქმედება, ელექტროშოკი). ამ დროს პაციენტი მსუბუქი ნარკოზის ზემოქმედების ქვეშაა. არსებობს მედიკამენტური კარდიოვერსიაც - გულის ნორმალური რიტმის აღდგენა მედიკამენტების მეშვეობით.

კათეტერული აბლაცია

კათეტერული აბლაცია პროცედურაა, რომლის დროსაც ქვედა კიდურის სისხლძარღვის გავლით გულში სპეციალური კათეტერი შეჰყავთ. კათეტერის დაბოლოება ელექტროდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ანომალიური ელექტრული იმპულსის და, ამის კვალობაზე, არითმიის გამომწვევი უბნის ინაქტივაცია რადიოსიხშირით.

ქირურგიული ჩარევა

არის შემთხვევები, როცა არითმიის მკურნალობის მიზნით საჭირო ხდება გულის კუნთის განსაზღვრული ნაწილის ამოკვეთა. მართალია, არითმიის მკურნალობის ამ მეთოდს ფართოდ არ იყენებენ, მაგრამ ზოგიერთი სახის არითმიის დროს ის საკმაოდ ეფექტურია.

ცხოვრების წესი

ძლიერი არითმია, წესისამებრ, გულის დაავადებით არის გამოწვეული, ამიტომ ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ ზოგად ღონისძიებებსაც, როგორებიცაა:

  • ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების დროული და რეგულარული მიღება;
  • თამბაქოსთვის თავის დანებება;
  • ჯანსაღი კვება;
  • ფიზიკური აქტივობა;
  • არტერიული წნევის და ქოლესტერინის კონტროლი;
  • წონის რეგულირება და ნორმალური წნევის შენარჩუნება;
  • ფსიქოლოგიური და სოციალური კომფორტი;
  • სისხლში გლუკოზის (შაქრის) ნორმალური შემცველობის შენარჩუნება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გულის ფრიალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები