/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

ჰოლტერის მონიტორინგი

ჰოლტერის მონიტორინგი
ჰოლტერის მონიტორინგზე როგორც კვლევის მეთოდზე გვესაუბრება “New hospitals”-ის ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი ქეთევან ჩაგუნავა.

  • ქალბატონო ქეთევან, კვლევის რა მეთოდია ჰოლტერის მონიტორინგი?

- ჰოლტერის მონიტორინგი კვლევის ფართოდ გავრცელებული და მაღალინფორმაციული მეთოდია. ის წარმოადგენს ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) ხანგრძლივ რეგისტრაციას. ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ნორმან ჰოლტერმა პირველად გამოიყენა პორტატიული მოწყობილობა ეკგ-ის ხანგრძლივი რეგისტრაციისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდის შემდგომი დახვეწის ფონზე შექმნილი აპარატურით ჩატარებულ გამოკვლევას სხვა სახელწოდებებიც აქვს:

ეკგ-ის ამბულატორული მონიტორინგი, დინამიკური ელექტროკარდიოგრაფია, ეკგ-ის სადღეღამისო მონიტორინგი, ოცდაოთხსაათიანი ეკგ-მონიტორინგი, - ფართო გავრცელება პოვა ტერმინმა “ჰოლტერის მონიტორინგი” ამ მეთოდის აღმომჩენის პატივსაცემად. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების ფონზე შესაძლებელი გახდა აპარატურის ზომების მინიმალიზაცია, მეხსიერების გაზრდა და ეკგ-ის 12 განხრამდე უწყვეტი ხანგრძლივი რეგისტრაცია რეალური ცხოვრების რეჟიმში, პაციენტისთვის მინიმალური დისკომფორტით.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა და, ამასთან ერთად, მეთოდის არაინვაზიურობამ განაპირობა ის, რომ ჰოლტერის მონიტორინგი კარდიოლოგიაში დიაგნოსტიკის მეთოდების განუყოფელი ნაწილი გახდა.

  • რას წარმოადგენს აპარატურა და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მონიტორინგი?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- არსებობს აპარატურის სხვადასხვა მოდელი, მაგრამ ყველა მათგანი ორი ნაწილისგან შედგება: პორტატიული რეგისტრატორისა (მონიტორისა) და დეშიფრატორისგან. თანამედროვე რეგისტრატორები მცირე ზომისაა და ჰოლტერის მონიტორინგის პაციენტისთვის მაქსიმალური კომფორტით ჩატარების საშუალებას იძლევა.

რეგისტრატორი პაციენტს ერთჯერადი ელექტროდების საშუალებით უმაგრდება გულმკერდზე და ეკგ-ს იწერს. პაციენტი მონიტორინგის პერიოდში აწარმოებს დღიურს, რომელშიც აღნიშნავს ფიზიკური აქტივობის, ძილის, საკვებისა და მედიკამენტის მიღების პერიოდებს, აღრიცხავს ჩივილებს და მათი აღმოცენების დროს, აღნიშნულ მოვლენებს აფიქსირებს მონიტორზე არსებული ღილაკით. ჩანაწერის ანალიზი კეთდება დეშიფრატორის (კომპიუტერი ეკგ-ის დამუშავების სპეციალური პროგრამით) მეშვეობით. მონიტორინგი, კვლევის მიზნიდან გამომდინარე, შესაძლოა 72 საათამდე გაგრძელდეს.

- როდის არის საჭირო ჰოლტერის მონიტორინგი?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. 40 წლის მამაკაცს აწუხებ მონაცვლეობით არითმიები, ჰაერის უკმარისობა და წნევები. დაუნიშნეს ბეტალოკ ზოკი, 25მგ.-იანი. სვავს ნახევ ტაბლეტს, თუმცა ეგეც არ შველის. მუდმივად ცუდადაა. შეიძლება ეს იყოს გამოწვეული ნევროზით? ჰოლტერის დასკვნა ქვემოთ დავაკოპირე. მადლობა უღრმესი წინასწარ რჩევისთვის. მონიტორინგი ჩატარდა 22:35 საათის განმავლობაში. გამოკვლევის პერიოდში პაციენტის ძირითადი რიტმი იყო სინუსური, გამოხატული სინუსური არითმიის ეპიზოდებით. სულ დაფიქსირდა 115066 კომპლექსი, მათ შორის 3 მონომორფული ფართოკომპლექსოვანი და 16 სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლა. სინუსური ტაქიკარდიის ერთ-ერთი ეპიზოდი აღინიშნა ღამით 01:56 სთ-ზე, გ.შ.ს. 134-მდე. მინიმალური სინუსური რითმი 51 შეკ/წთ-ში აღინიშნა 08:51 სთ-ზე. მაქსიმალური სინუსური რითმი იყო 151 შეკ/წთ-ში 14:16 სთ-ზე; საშუალო გ.შ.ს. 85 შეკ/წთ. პაუზა &gt; 2.0 წმ-ზე არ დაფიქსირდა. კორეგირებული QT ინტერვალი ნორმის ფარგლებშია. აღინიშნა ST-სეგმენტის 1მმ დეპრესია ტაქიკარდიის ზოგ ეპიზოდში, გამოვლინდა T კბილის პოლარობის ცვლილებები. ეპიზოდებში დაფიქსირდა ნაადრევი რეპოლარიზაცია. გულის რიტმის ვარიაბელობის მაჩვენებელი : SDNN(ms 118.6 (N132+30); PNN 50% 4.8 -- სიმპათიკური და პარასიმპათიკური პერიფერიული ვეგეტატიური ნერვული სისტემების თანაბარ ტონუსზე მიუთითებს.</p>

- ამერიკელი კარდიოლოგებისა და ელექტროფიზიოლოგების რეკომენდაციები ჰოლტერის მონიტორინგის გამოყენების თაობაზე გამოკვლევის ჩვენებათა საკმაოდ რთულ სქემას წარმოადგენს. ჰოლტერის მონიტორინგის ძირითადი ჩვენებაა მისი გამოყენება დიაგნოსტიკისთვის, მკურნალობის შესარჩევად და მისი ეფექტურობის შესაფასებლად.

პაციენტის ჩივილები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ჰოლტერის მონიტორინგის ჩვენებას, კერძოდ, ჰოლტერის მონიტორინგი ნაჩვენებია ყველა პაციენტისთვის, ვისაც ანამნეზში გულის რიტმის ან გამტარობის დარღვევა აქვს.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტების ჩივილები ხშირად არაინფორმაციულია. მაგალითად, ზოგჯერ პაციენტი უჩივის “გულის ფრიალის” უეცარი დაწყებისა და ნელ-ნელა დასრულების შეგრძნებას, ჰოლტერის მონიტორინგით კი მხოლოდ სინუსური ტაქიკარდიის გამოხატული ტენდენცია ან სინუსური არითმიის ეპიზოდები ფიქსირდება. ზოგ შემთხვევაში მკვეთრი სინუსური ტაქიკარდია ან პაროქსიზმული ტაქიკარდიის დაწყება, ხშირი ჯგუფური ექსტრასისტოლია შესაძლოა გამოვლინდეს სტენოკარდიის მსგავსი სიმპტომებით, სიმძიმის ან ტკივილის შეგრძნებით გულის არეში.

ხშირად არითმიის შეგრძნებას აღნიშნავენ მოზარდები და ახალგაზრდები, მიზეზი კი სინუსური ან სუნთქვითი არითმიაა. გამტარობის დარღვევები უფრო იშვიათია, ვიდრე რიტმის დარღვევები, თუმცა გაურკვეველი გენეზის სინკოპური მდგომარეობების (გონების დაკარგვა) მნიშვნელოვანი წილი სწორედ გამტარობის დარღვევებითაა განპირობებული. როგორც ცნობილია, გამტარობის დარღვევების მქონე პაციენტები ხშირად დიდხანს არაფერს უჩივიან. ამ შემთხვევაში სინკოპური მდგომარეობების აღმოცენება პირველი ჩვენებაა ჰოლტერის მონიტორინგის ჩასატარებლად.

ეკგ-ის სადღეღამისო რეგისტრაციისას შესაძლოა გამოვავლინოთ გამტარობის ის დარღვევებიც, რომლებიც მხოლოდ ღამით აღმოცენდება. გარდამავალი და სიხშირედამოკიდებული ბლოკადები, ადრე დიაგნოსტირებული ბლოკადის ხარისხის ცვლილება - ეს ის ჩამონათვალია, რომლის გამოვლენა მხოლოდ ეკგ-ის ხანგრძლივი სადღეღამისო მონიტორინგითაა შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლტერის მონიტორინგი არ წარმოადგენს გულის იშემიური დაავადების სადიაგნოსტიკო უმთავრეს მეთოდს, მისი როლი მიოკარდიუმის იშემიის გამოვლენაში უდავოა, განსაკუთრებით - იმ კატეგორიის პაციენტებისთვის, რომელთათვისაც წინააღმდეგნაჩვენებია სტრეს-ტესტი, ასევე - მუნჯი (ტკივილის გარეშე მიმდინარე) იშემიის, პრინცმეტალისა და ღამის სტენოკარდიის გამოსავლენად.

სწორედ პაციენტის ჩივილები: ღამის საათებში გულის არეში ტკივილი ან დისკომფორტი, ტკივილი ეპიგასტრიუმის ან მარცხენა ხელისა და ბეჭის არეში, ქვედა ყბის არეში, ჰაერის უკმარისობა და მოხრჩობის შეგრძნება, - წარმოადგენს მონიტორინგის ჩატარების ჩვენებას მიოკარდიუმის იშემიის გამოსარიცხად, ასევე - სტრესს ტესტის შესრულებამდე იმ მაღალი რისკის პაციენტების საწყისი გამოკვლევისთვის, რომლებიც გულმკერდის არეში ტკივილს (ან ატიპურ ტკივილს) უჩივიან. ამ კატეგორიის პაციენტებისთვის მიზანშეწონილია თორმეტარხიანი რეგისტრატორის გამოყენება. ხშირად ამ გამოკვლევის შედეგები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მძიმე პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას.

უდავოდ მნიშვნელოვანია ეკგ დარღვევების გამოვლენა პაციენტის ჩივილებისა და ანამნეზური მონაცემების ფონზე, ელექტროკარდიოგრამის ხანგრძლივი ხარისხიანი რეგისტრაცია პაციენტის რეალური ცხოვრების რეჟიმში ექიმს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სახის ჩივილები (გულის არეში ტკივილი, თავბრუხვევა, “გულის ფრიალი”, გონის დაკარგვა და სხვ.) დააკავშიროს რიტმისა და გამტარობის გამოვლენილ დარღვევებთან და სხვა ეკგ ცვლილებებთან.

ჰოლტერის მონიტორინგის საშუალებით ასევე დგინდება რიტმისა და გამტარობის დარღვევათა კავშირი საკვებისა და მედიკამენტების მიღებასთან, ფიზიკურ დატვირთვასთან და სხვ.

შესაძლებელია ჰოლტერის მონიტორინგისა და არტერიული წნევის სადღეღამისო მონიტორინგის ერთდროული ჩატარება, რაც ჰიპერტენზიის ეპიზოდების ფონზე განვითარებული ეკგ ცვლილებების აღნუსხვის საშუალებას იძლევა. ამრიგად, იმ მდგომარეობათა ნუსხა, რომელთა დროსაც ნაჩვენებია ჰოლტერის მონიტორინგის ჩატარება, საკმაოდ მრავალფეროვანია და მისი გამოყენება წარმატებული დიაგნოსტიკის და ეფექტური მკურნალობის წინაპირობაა არა მარტო კარდიოლოგიური, არამედ ნევროლოგიური და ქირურგიული პროფილის პაციენტებისთვისაც პერიოპერაციულ პერიოდში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გულ-სისხლძარღვთა დამაზიანებელი რისკ-ფაქტორები

თანამედროვე მსოფლიოში, საკმაოდ აქტუალურ სამედიცინო პრობლემათა მრავალფეროვნების მიუხედავად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უწინდელივით ლიდერია
სრულად
მეცნიერთა აზრით, გულის უკმარისობა აჩქარებს ტვინის დაბერებას

CHF: გულის უკმარისობა აჩქარებს კოგნიტურ დაბერებას.
სრულად
როგორ მოქმედებს გაზაფხულის დადგომა გულის მუშაობაზე

სამი ფაქტორი, რომელიც იწვევს გულის ჯანმრთელობის გაუარესებას გაზაფხულზე.
სრულად
გულის დაავადების შესაძლო ფიზიკური ნიშნები

ბევრი ადამიანი გულის დაავადებას უკავშირებს აშკარა სიმპტომებს, როგორიცაა გულმკერდის ტკივილი.
სრულად
ნაწლავთა ბაქტერების ერთფეროვნება იწვევს გულის დაავადებებს

რაც უფრო ფართოა ნაწლავებში მცხოვრები მიკროორგანიზმების მრავალფეროვნება, მით უკეთესია სისხლძარღვებისთვის.
სრულად
დასახელდა მამაკაცებში გულის კორონარული დაავადების ახალი რისკფაქტორი

IJC: ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე მამაკაცებს აქვთ გულის კორონარული დაავადების რისკი.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ჰოლტერის მონიტორინგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები